ფონდის შესახებ - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდის შესახებ

ყოველ დღე, წლიდან წლამდე, 12 წლის განმავლობაში საქართველოში ვქმნით ისეთ ფონდს, რომელიც სულ უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს შემოქმედისკენ. მთელი გულით და სულით გვჯერა ბიბილიური კანონის, რომელშიც ნათქვამია, მოყვასის დახმარებით, მოწყალებას მას კი არა - თავად ღმერთს ვაწვდით! ეს არ არის პოლიტიკა, ეს რწმენის, იმედისა და მოყვასის სიყვარულის გამოხატულებაა, მადლიერების მოლოდინის გარეშე.

ჩვენი მისიაა - მივუახლოვოთ ქართველების სულები ღმერთს, სრულიად უცნობი ადამიანისთვის შემოწირულობის გაღებით.

ჩვენ გვსურს ცხოვრება სიდუხჭირის გარეშე: გაჭირვებული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების დახმარება შიმშილის, სიღატაკისა და საყოფაცხოვრებო სიდუხჭირის დასაძლევად;

ჩვენ გვსურს ბედნიერი და მყარი ოჯახი: გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების, სასიცოხლოდ აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება;

ჩვენ გვსურს ბავშვობა ტკივილის გარეშე: ავადმყოფი ბავშვების ყოვლისმომცველი დახმარება და მათი გამოჯანმრთელებისთვის ხელის შეწყობა. სნეულებამ ვერავის უნდა წაართვას ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი;

ჩვენ გვსურს ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრება: თანხის შეგროვება ავადმყოფი მოზრდილების სამკურნალოდ, რათა მათ შეძლონ ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება და ყოველი ახალი დღით გახარება;

ჩვენ გვსურს დღეგრძელობა მარტოობის გარეშე: მივიწყებული მოხუცი ადამიანების სიდუხჭირის, ავადმყოფობასა და გარდაუვალი სიკვდილისგან გადარჩენა.

ფონდი დაარსდა 2012 წლის 12 აპრილს, რომლის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქის ამ ღვთისმიერ და კეთილშობილურ საქმეში ჩართვა – საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის დახმარების გაწევა ყველა წარმოქმნილი პრობლემის გადასაწყვეტად! უპირველეს ყოვლისა:

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის,

ობლებისთვის,

საწოლს მიჯაჭვული მოხუცებისთვის,

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

საქმიანობის პირველ წლებში ფონდმა აღმოუჩინა დახმარება საწოლს მიჯაჭვულ 2000-ზე მეტმოხუცს, გახსნა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები. აგრეთვე სთავაზობდა საქართველოს მთავრობას ამ საქმიანობის გავრცელებას საქართველოს ყველა, განსაკუთრებით კი მთიან, ძნელად მისადგომ რეგიონებში, მაგრამ ვინაიდან ვერ მიიღო მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან, ფონდი იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ საქმიანობის გაგრძელებაზე.

ფონდმა 20 000 000 ლარზე მეტი დახარჯა საქველმოქმედო საქმიანობაზე.

ამ დაუცხრომელი საქმიანობის ზოგიერთი ფრაგმენტი დაფიქსირებულია ფოტოებზე. კერძოდ

- ფონდმა ჩაატარა ცხემლოვანის ეკლესიის სრული რეაბილიტაცია, რომელიც განადგურების პირას იყო, ასევე გაარემონტა მონაზონთა საერთოსაცხოვრებელი.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის პროექტებია:

- შინმოვლის პროგრამა. შინმოვლის პროექტის 2012 წლიდან 2019 წლამდე მუშაობის პერიოდში მომსახურება მიიღო 5107 ბენეფიციარმა.
- საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები თბილისსა და ქობულეთში. 2013 წლიდან 2019 წლამდე თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში 10 ბავშვი, ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 2014 წლიდან 2019 წლამდე 20 ბავშვი გაიზარდა.
- დღის ცენტრი და სასადილო თბილისი. პროექტის 2017 წლიდან 2019 წლამდე მუშაობის პერიოდში  მომსახურება მიიღო 106 716 ბენეფიციარმა.
- სასადილო ქუთაისი. პროექტის 2018 წლიდან 2019 წლამდე მუშაობის პერიოდში  მომსახურება მიიღო  48 167 ბენეფიციარმა.
- სოციალური პატრული. პროექტის 2017 წლიდან 2018 წლამდე მუშაობის პერიოდში  მომსახურება მიიღო  965 938 ბენეფიციარმა.

სამწუხაროდ, რთული სოციალური ფონის გამო, ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ერთ მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება სხვა და სხვა სახის დახმარება. ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ.

ჩვენი მიზანია – ქველმოქმედებაში ჩავრთოთ მთელი საქართველო, რათა ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე სერიოზული და გადაუჭრელი პრობლემების წინაშე დგას და უნარი არ შესწევს დამოუკიდებლად გადალახოს ისინი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ ამას არ ვაქცევთყურადღებას; ჩვენ თითქოს ვერ ვამჩნევთ ასეთი ადამიანების არსებობას. მაგრამ ისინი ბევრნი არიან და მათ ჩვენი და თქვენი დახმარება სჭირდებათ!