ისტორია - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ისტორია

ფონდის განვითარების ისტორია

12 აპრილს 2012
საქართველოში დაარსდა საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა".
Სექტემბერი 2012
ფუნფციონირება დაიწყო „შინმოვლის“ პროგრამამ, რომელიც 300 პაციენტზე ზრუნავს.
Ოქტომბერი 2012
ნორიოს ბავშვთა სახლს გადაეცა თბილი ტანსაცმელი და პერსონალური კომპიუტერები. წყნეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს, სადაც მზრუნველობა მოკლებული ბავშვები იზრდებიან, გადაეცა სურსათი, მედიკამენტები და საჭირო ტექნიკა. „კარიტასის“ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადაეცათ ტანსაცმელი და კომპიუტერული ტექნიკა. ბავშვთა სახლის „ბავშვი და გარემო“ აღსაზრდელებს გადაეცათ ტანსაცმელი. ბავშვთა სახლს ერისთავის ქუჩაზე გადაეცა საკვები პროდუქტები. სეზონური ტანსაცმელი გადაეცათ „კარიტასის“ ორი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
2013
ფონდის დამფუძნებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 50 ათასი დოლარი შესწირა ქობულეთის მაღალმთიან რაიონში არსებული, ცხემოვანის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის აღდგენისთვის. ჩატარდა კედლების გამაგრებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, შიდა რემონტი, გათბობის, წყალგაყვანილობის გარე ქსელების და აუზის მონტაჟი
Მარტი 2013
ამოქმედდა პროექტი მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, სადაც 7 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვია. ყოველთვიურად 10 ასეთი ოჯახი მიიღებს 100$ თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე.
21 მაისს 2013
გაფორმდა მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოსა და „სოციალურ პარტნიორობას“ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების და „შინმოვლის“ პროექტების ხელშესაწყობად.
28 მაისს 2013
გაიხსნა „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის სახლი ჩუღურეთის რაიონში. ამ სახლში მზრუნველობამოკლებული 10 ბავშვი ცხოვრობს.
Აგვისტო 2013
მოეწყო 30 დღიანი დასვენება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისა და საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისთვის.
Იანვარი 2014
შემოწირულობებისთვის ფონდმა გამოყო სპეციალური ნომერი 0901200270.
Ივნისი 2014
უკრაინაში, მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს ჩვენმა ფონდმა გადასცა 10 მილიონი გრივნა.
Ივლისი 2014
„სოციალური პარტნიორობის“ ორგანიზებით მრავალშვილიანი ოჯახები ქობულეთში ისვენებენ.
Სექტემბერი 2014
საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" ორგანიზებას უწევს, უკრაინაში, ომის დროს დაზარალებულ მრავალშვილიანი ოჯახების დასვენებას ქობულეთში. ქობულეთში დასასვენებლად 108 ადამიანი ჩავიდა. ბავშვები და მათი მშობლები.
Ოქტომბერი 2014
ქობულეთში 17-19 ოქტომბერს საქველმოქმედო ფონდის "სოციალური პარტნიორობის" ორგანიზებით მედია ტური ჩატარდა.
Ნოემბერი 2014
8 ნოემბერს ფონდი "სოციალური პარტნიორობის" მიერ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილ მეომართა მხარდასაჭერი საქველმოქმედო კულტურული და პატრიოტული აქცია "დაეხმარე დაჭრილს" გაიმართა. უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გიორგის" ხელშეწყობით.
Ნოემბერი 2014
23 ნოემბერს, „სოციალური პარტნიორობამ" ქობულეთში გაიხსნა ბავშვთა პანსიონი, რომელიც განკუთვნილია 50 ბავშვისთვის.
Თებერვალი 2015
„სოციალური პარტნიორობის“ ფონდის პრეზიდენტს გადაეცა სიგელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია II-ის ხელმოწერით. სიგელები ასევე გადაეცათ მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებსაც.
Მარტი 2015
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა ქართული ენის ოლიმპიადაზე მოიპოვეს 4 დიპლომი.
Აპრილი 2015
ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების საფეხბურთო გუნდმა მოიგო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი.
Ივნისი 2015
ფონდის მფარველობით, შავი ზღვის სანაპიროზე დაისვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული და დაჭრილი თანამშრომლების ოჯახებმა, ჯამში 70 კაცმა, უმეტესობა - მცირეწლოვანი ბავშვი.
Აგვისტო 2015
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგების ერთი თვე დაისვენეს ქობულეთში.
Იანვარი 2016
გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ფონდმა გამოყო თანხები თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელების საჩუქრებისთვის.
Თებერვალი 2016
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა "კინგსის" ოლიმპიადაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
Მარტი 2016
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „თერაპიის ინსტიტუტში“, ფონდის ექიმებმა და მედდებმა პაციენტების ბინაზე მოვლის პრაქტიკული კურსი გაიარეს.
Აგვისტო 2016
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობა“ ფეისბუქ-გვერდის გამომწერთა რაოდენობამ 100 000 ადამიანს გადააჭარბა!
26 დეკემბერს 2016
საქველმოქმედო ფონდის საქართველოში ცნობადობის გაზრდის მიზნით, ფონდის სახელწოდება „სოციალური პარტნიორობა“ შეიცვალა „ჩერნოვეცკის ფონდით“. დამფუძნებელი და მთავარი ინვესტორი არის საქართველოს მოქალაქე ბატონი ლეონიდ ჩერნოვეცკი.
Მაისი 2017
დღის ცენტრმა და ჩერნოვეცკის ფონდის სასადილომ პირველი ვიზიტორები მიიღეს! ჩვენთან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეუძლიათ გემრიელად და ნოყიერად კვება, დასვენება და ტელევიზორის ყურება, ცხელი შხაპის მიღება, თმის შეჭრა და ექიმთან კონსულტაცია!
Ივნისი 2017
ბავშვთა დაცვის დღეს, ჩერნოვეცკის ფონდმა, გაჭირვებული ოჯახების ბავშვებისთვის მოაწყო ზეიმი კვებით და კონცერტით!
Ივლისი 2017
თბილისში ამუშავდა პროექტი „სოციალური პატრული“, რომელიც ყოველდღიურად სამ მარშრუტზე დადის და ცხელ კერძებს და პურს აწვდის 3,5 ათას სოციალურად დაუცველ მოქალაქეს.
Იანვარი 2018
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო საღამო.
Იანვარი 2018
თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელები მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, რომელიც გაიმართა საქართველოს პარლამენტში.
Იანვარი 2018
ფონდმა ბენეფიციარებისთვის მოაწყო საახალწლო სადილი კლასიკური საახალწლო წასახემსებლებითა და ცხელი კერძებით, ვიოლინოს მომხიბვლელი ხმის თანხლებით.
Თებერვალი 2018
ქუთაისში გაიხსნა ჩერნოვეცკის ფონდის სასადილო, სადაც 200 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ყოველდღე შეუძლია უგემრიელესი საკვების მიღება.
Აგვისტო 2018
ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგები შავი ზღვის სანაპიროზე გაატარეს.
Მაისი 2019
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“ დაჯილდოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელებით. ამ კოლექტივის 30 ახალგაზრდა მომღერალთა შორის ექვსი ქობულეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია!
Აპრილი 2021
2021 წლის აპრილში ჩერნოვეცკის ფონდმა მოაწყო საქველმოქმედო აქცია და სხვადასხვა საწარმოს მიერ შემოწირული საქველმოქმედო აქციამ მოიცვა 67 სოციალურად დაუცველი ოჯახი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანები.
25 სექტემბერს 2022
25 სექტემბერს, ჩერნოვეცკის ფონდმა სადღესასწაულო ცენტრში „სქაი“ პატარა ბენეფიციარებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო. ეს იყო ბედნიერი ღიმილის, სიხარულის, გართობის და ერთმანეთის გვერდში დგომის დღე.
Დეკემბერი 2022
გავახარეთ ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარები. იცით როგორი ხმაური იყო? იცით როგორ უხაროდათ და ერთობოდნენ ბავშვები? ბევრი ითამაშეს საყვარელი ფილმების გმირებთან ერთად, მიიღეს საჩუქრები თოვლის ბაბუასგან.
Მარტი 2023
ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს - კარაოკე კლუბ „კამერტონის“ გუნდს ჯადოსნური დღისთვის რომელიც ჩვენს ბავშვებს აჩუქეს!!! ჩვენი პატარა ბენეფიციარების გულები აივსო სიხარულით, ხალისითა და ღიმილით! ისინი ხომ, მოკლებულები არიან საბავშვო დღესასწაულებსა და ცხოვრების ხასხასა ფერებს.
Მარტი 2023
ჩერნოვეცკის ფონდში დღესასწაულია: კომპანია „VOGG“-მა ჩვენს ბავშვებს ულამაზესი ფეხსაცმელი გადასცა საჩუქრად! ფეხსაცმელი ძალიან ბევრი იყო და ჩვენ არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების გახარებაც შევძელით. „ფონდის შვილებს“, ჩვენს პატარა ბენეფიციარებს მოფერებით ასე ვეძახით, გადაეცათ ულამაზესი და მოდური ფეხსაცმელი, რომელიც კომპანია „VOGG“-ის მფლობელმა ბატონმა გიორგი წივწივაძემ აჩუქა.
Მარტი 2023
ჩვენს პატარებს დღესასწაული აქვთ! დღეს იმერეთის მრავალშვილიანი ოჯახები გავახარეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი საკვები ნარევებითა და ფაფებით, რომლებიც ჩვენს ფონდს ჩვენმა ძველმა მეგობარმა „ნატურლენდის“ კომპანიამ გადასცა. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ თეონა გიორგაძესა და მის გუნდს იმისთვის, რომ მათ, როგორც არავის, გულთან ახლოს მიაქვთ მშიერი ბავშვების პრობლემის აქტუალობა და პატარებს არასდროს ეუბნებიან უარს!
Აპრილი 2023
ფონდის მეგობრებო! თქვენი დამსახურებით, სამყარო გახდება ცოტათი უფრო თბილი და ბედნიერი! დიახ, აღდგომის მრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინში ჩერნოვეცკის ფონდში მხიარულება სუფევდა! ჩვენი ფონდის ერთგულმა მეგობრებმა, თბილისის სხვადასხვა საწარმოს წარმომადგენლებმა ჩვენი ბენეფიციარები გულუხვად დაასაჩუქრეს, გადასცეს მათ სააღდგომო პასკები, ნამცხვრები, საკვები პროდუქტი, ბავშვთა კვება, სპორტული ტანსაცმელი, საკარნავალო კოსტიუმები, თეთრეული, სათამაშოები. საჩუქრებს ბოლო არ უჩანდა!
Აპრილი 2023
დაეხმარე უცნობ მეგობარს! ასე ჰქვია საქველმოქმედო აქციას - „იავნანას“ აღსაზრდელებმა საჩუქრები გაუგზავნეს ჩვენი ფონდის პატარა ბენეფიციარებს! ბავშვები მადლობას უთვლიან თანატოლებს უამრავი საჩუქრისთვის! თითოეული ბავშვი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ აქციაში, დაჯილდოვდა ჩერნოვეცკის ფონდის სიგელით „ნორჩი ქველმოქმედი“!
Მაისი 2023
პატარა ბენეფციარებისთვის ჩერნოვეცკის ფონდის სათამაშოების შეგროვების საქველმოქმედო აქცია გრძელდება: "დაეხმარე უცნობ მეგობარს". ამჯერად ამ აქციაში მონაწილეობა მიიღეს კერძო საბავშვო ბაღი „Mother.ge“-ს აღსაზრდელებმა. საჩუქრები საბავშვო ბაღ "Mother.ge"-სგან ჩერნოვეცკის ფონდმა გადასცა ბავშვებს კახეთში მცხოვრები შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახებიდან. წნორსა და სოფელ ჯიმითში, პატარები მოუთმენლად ელოდნენ ჩვენს ჩამოსვლას.
Მაისი 2023
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი და კეთილი პიცა! ახლახან, პიცერია "Domino's Pizza"-მ ჩვენს პატარებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო! მათ ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა! ზოგიერთმა ისიც კი გადაწყვიტა, „პიცისტები“ გამოვიდნენ, რომ გაიზრდებიან და იმუშაონ „Domino“-ს ქსელში.
Მაისი 2023
აი, ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი! აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“ უფრო და უფრო დიდ მასშტაბს იღებს! ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ქველმოქმედების კეთებაში ყველაზე მოწადინებულნი ბავშვები არიან. თანატოლებისთვის ყველაფერი ემეტებათ! ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას უხდის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს თანამშრომლებს და პირადად მის დამფუძნებლებს: თამარ ჯულაკიძესა და მიხეილ მღვდელაძეს საქველმოქმედო დახმარებასა და აქტიური თანამშრომლობისთვის!
Მაისი 2023
პატარა ანგელოზები გვასწავლიან ქველმოქმედებას! უკვე კარგ ტრადიციად იქცა აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“, რომლის მონაწილეებიც ყველაზე ნორჩი ქველმოქმედები არიან. ისინი თანატოლებს შეჭირვებული ოჯახებიდან უზიარებენ ყველაზე ძვირფასს, ანუ საკუთარ ბედნიერებას. უდიდეს მადლობას ვუხდით საბავშვო ბაღ „იავნანას“. https://www.facebook.com/bagiiavnana/
Ივნისი 2023
ჩერნოვეცკის ფონდის ნორჩი ქველმოქმედების პირველი შეხვედრა პატარა ბენეფიციარებთან. ეს იყი პირველი შემთხვევა, როდესაც ნორჩი ქველმოქმედები პირადად შეხვდნენ ამ ბავშვებს შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებიდან. ხტუნაობნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ „კატა-თაგვობანას“. ასევე, გაიმართა სპორტული შეჯიბრიც და რა თქმა უნდა, გაიმარჯვა მეგობრობამ. შეხვედრა ძალიან თბილი გამოვიდა, ჩატარდა საოცარ, კეთილგანწყობითა და სიყვარულით აღსავსე ატმოსფეროში.
Ივნისი 2023
„დაეხმარე უცნობ მეგობარს“ - ამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კახეთში მცხოვრებ ბაგალაშვილების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრები გადაეცა. რამდენიმე დღის წინ, ამ ლამაზმა ბავშვებმა მიიღეს მანქანები, თოჯინები, სამაგიდო თამაშები, კონსტრუქტორები, ფუმფულა სათამაშოები, რომელიც დიდი სიყვარულით შეაგროვეს მათთვის საბავშვო ბაღ „Mother.ge“-ს აღსაზრდელებმა.
Ივნისი 2023
კარგი ამბავი გვაქვს, მეგობრებო! ახლა უკვე, ჩვენი ბენეფიციარების სამკურნალოდ გაგზავნას, შევძლებთ არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ისრაელშიც! თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით 2023 წლის 3 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა ქირურგიაში. ისრაელის "Israel Pediatric Brain Tumor Foundation" (IPBTF) სახელით ამ კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ჩვენი ფონდის თანამშრომლებიც.
Ივნისი 2023
მაკდონალდსის მეგობრულმა გუნდმა დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო ოცდაათ ბავშვს! შეჭირვებული და ყველაფერს მოკლებული ბავშვებისთვის, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რომლებიც ხშირად შიმშილობენ და უბრალო პურსაც კი, ნამდვილ გემრიელობად თვლიან, მსოფლიოს ყველაზე მაგარ რესტორანში, „მაკდონალდსში“ მოწვევა არის ნამდვილი საოცრება!
Ივნისი 2023
გაუზიარე საკუთარი სათამაშო... საბავშვო ბაღი „საბავშვო აკადემია“ მხარში დაგვიდგა და გაუწია ორგანიზება აღსაზრდელებისთვის „სიკეთის გაკვეთილს“. ასეთი წარმოუდგენელი გულუხვობისთვის ჩვენმა ფონდმა აქციის თითოეულ პატარა მონაწილეს მიანიჭა „ახალგაზრდა ქველმოქმედის“ წოდება და გადასცა მადლობის სიგელი.
1 ივნისს 2023
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჩერნოვეცკის ფონდმა რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელში გრანდიოზული საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. საქველმოქმედო აქციაში ევროპული სასწავლებლის 250-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. თითოეულმა მათგანმა კი სათამაშოს გარდა, გულის სითბოს ნაწილი აჩუქა ფონდის პატარა ბენეფიციარებს - ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახებიდან.
Ივლისი 2023
ჩერნოვეცკის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან, რესტორან "წისქვილის" ქართული კულტურის ფესტივალის სტუმრები გახდნენ. რესტორნის გუნდმა სტუმრებს არაჩვეულებრივი სადღესასწაულო განწყობა აჩუქა, 20 ბავშვისთვის და მათი მშობლებისთვის გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი მრავალფეროვანი კერძებითა და სასმელებით. ასევე, ბავშვებმა ისიამოვნეს მუსიკალური პროგრამით, მაღალმთიანი რაჭის ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლით, მასტერკლასებითა და თამაშებით, შესანიშნავად გაერთნენ, დაისვენეს და იმხიარულეს.
Ივლისი 2023
უპოვარ სულთა იმედის სავანე ეს არის მოხუცთა თავშესაფარი, ენით აღუწერელი დარდისა და მწუხარების სავანე. მის კედლებში ოცდაათი სევდიანი მოხუცი ცხოვრობს. ჩვემ მათ თეთრეული, საკვები, საფენები და ჰიგიენური საშუალებები. ასეთი უბრალო საჩუქრები, მხოლოდ მოხუცებს და ბავშვებს უხარიათ.
1 ნოემბერს 2023
დღეს, მოდის ჩვენებას მოვაწყობთ სახლში! მადლობა ყველა კეთილ ადამიანს! ჩემი შვილები რომ გამდიდრდებიან, თქვენს სიკეთეზე ვუამბობ და ავუხსნი, რამხელა პატივია საქართველოში, კეთილი ადამიანების გვერდით ცხოვრება!
1 დეკემბერს 2023
მართალი გითხრათ, არ გვინდოდა, ეს დღე რომ დასრულებულიყო. ყველა ჩახუტება და „მადლობა“, რომელიც თქვენ, ჩვენს თბილ ქველმოქმედებს გეკუთვნით, ჩვენ, ანუ ფონდის თანამშრომლებს გვხვდა წილად. და ახლა, ფოტოებისა და ვიდეოების მეშვეობით თქვენც გაგიზიარებთ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც იცი, ბედნიერება როგორ აჩუქო ვინმეს. მადლობა, მეგობრებო! დიდი მადლობა. აქცია „თბილი ნოემბერი“ დასრულებულია. როგორ ფიქრობთ, ნეტავ, დეკემბერი როგორი იქნება?
30 იანვარს 2024
„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ქველმოქმედ ადამიანებს უმასპინძლა. „სიკეთე გადამდებია!“ „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ფონდის ბენეფიციარი ბავშვების დასახმარებლად. სწორედ ამ ქველმოქმედ ადამიანებს (არასრული შემადგენლობით) უმასპინძლა ფონდმა. ღონისძიების ფარგლებში, მათ გაწეული სიკეთისა და გულისხმიერებისთვის დიპლომები გადაეცათ. მადლიერება არც ბავშვებს დავიწყებიათ. მათ საუკეთესო საჩუქარი დაახვედრეს ქველმოქმედ ადამიანებს - საკუთარი პატარა ხელებითა და დიდი გულით დახატული სურათები.