ფონდის დამფუძნებელის მიმართვა - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფონდის დამფუძნებელის მიმართვა

მეგობრებო, მე, – ლეონიდ ჩერნოვეცკი, საქართველოს მოქალაქე 2015 წლიდან – გარწმუნებთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებს ჩემი  სახელობის ფონდი, აკეთებს უანგაროდ, გულწრფელად და კეთილშობილურად!

მე შემთხვევით არ მოვსულვარ ქართველების დასახმარებლად და შემთხვევით არ მივიღე მოქალაქეობა, ავაშენე აქ სახლი და დავსახლდი თქვეს, ხოლო ახლა კი ჩემს ლამაზ ქვეყანაში. საქართველო ახლა ჩემი სამშობლოცაა, ხოლო ქართველები კი ჩემი თანამემამულენი.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ  ვინ ვარ და რატომ „ჩამოვედი“  საქართველოში, – არსებობს მრავალრიცხოვან საინფორმაციო წყაროში –  პრესაში. მოკლედ რომ ვთქვა  ...: ორგზის არჩეული   კიევის ყოფილი მერი და  უკრაინის პარლამენტის სამგზის  წევრი ... თითქმის 70 წლის ვარ.

ჩემი საქველმოქმედო საქმიანობის ისტორია კერ კიდევ  უკრაინაში დაიწყო 1998 წელს. ამ დროის განმავლობაში მე დახარჯული მაქვს დაახლოებით 40 000 000 აშშ დოლარი, ასევე დავიცავი ქვეყნის ათი ათასობით რიგითი მოქალაქის უფლებები, როგორც უფლებადამცველი.

როგორც ქველმოქმედი,  საქართველოში  საქმიანობა   დავიწყე 2012 წლიდან.  ქვეყანაში ყოფნის უკვე პირველი დღიდანვე ვესტუმრე ყველა ბავშვთა სახლს  და მრავალ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან კომპიუტერები ვაჩუქე. 

ჩემი საქველმოქმედო საქმიანობა აგებულია ყველაზე მკაცრი  საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ღიაობის წესებს და მკაცრ ფინანსურ ანგარიშგებას,  ყოველწლიური აუდიტის ჩატარებით, ე.წ. დიდი ოთხეულის დასავლური აუდიტური კომპანიების აუდიტორების მოწვევით. 

თითოეული შეწირული ლარი ასახულია ჩვენს ანგარიშგებაში და მე პირადად  ვაკონტროლებ, რომ არც ერთმა, თუნდაც მცირე დარღვევამ, არ  შელახოს ჩემს მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი პატიოსნებისა და საიმედოობის იმიჯი. 

ასევე გარწმუნებთ, რომ გულწრფელად, მთელი გულითა და სულით მწამს ღმერთი! ისევე,  როგორც  მჯერა იმის, რაც მან მითხრა, როდესაც გადაარჩინა ჩემი შვილები და სასწაულები მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, გამხადა მდიდარი ადამიანი: «როდესაც აძლევ  ღარიბს – ნიშნავს, რომ მაძლევ მე». 

ჩემი მიზანია, – არა მხოლოდ მატერიალურად დავეხმარო ღარიბ, დაბეჩავებულ ადამიანებს, არამედ, რაც მთავარია, – შევქმნა  და დავტოვო საქართველოში მძლავრი ქმედუნარიანი სისტემა, რომელიც კონტროლდება საზოგადოების მიერ და რომელშიც ჩაირთვება საქართველოს მთელი მოსახლეობა.

საგანგებოდ ვაცხადებ, რომ ჩემი მთავარი მიზანია – დავეხმარო  ყველა ადამიანს საქართველოში, რომ გული გადაუშალოს და მიუახლოვდეს შემომქმედს მოყვასისთვის დახმარების გაწევით! გააკეთო კეთილი საქმე, ვინაიდან მე გულწრფელად მჯერა, რომ უფალი ყველაზე მეტად აფასებს სათნოებას! მთელი გულით მჯერა, რომ სწორედ ამ გზით შემიძლია  მოიპოვო ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობა! აგრეთვე მჯერა, რომ ყოველდღიურად უნდა შევასრულო ეს კეთილშობილური მისია. მხოლოდ ასე შემიძლია მადლობა გადაუხადო მას ყველაფრისთვის, რაც მან მომცა ცხოვრებაში. 

რწმენით, იმედით და სიყვარულით, თქვენი ლეონიდ ჩერნოვეცკი!