„პატარა ქველმოქმედი“ - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„პატარა ქველმოქმედი“ image

„პატარა ქველმოქმედი“

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში

მეგობრებო, უამრავი პატარა გოგონა ოცნებობს პრინცესობაზე, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც აინტერესებს, თუ რამდენად შეუძლიათ სხვა ბავშვებს აიხდინონ ეს ოცნება. ერთ-ერთი ესეთი პატარა გოგონა არის რუბი კოტერი ესექსიდან. 
რუბის საოცარი თმა აქვს, შეიძლება ითქვას, რომ რაპუნცელსაც კი შეშურდებოდა მისი.
რუბიმ ძალიან განიცადა, როდესაც გაიგო, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც თმა სცვივათ სხვადასხვა დაავადებების გამო. თუმცა შეიტყო, რომ ადამიანის თმისგან კეთდება პარიკი და გაუჩნდა იდეა - შეეწირა საკუთარი თმა პარიკის დასამზადებლად.
მშობლებისგან თანხმობა მიიღო და თავისი შესანიშნავი თმა ფონდ „Little Princess Trust“ ჩააბაროს, რომელიც წლების მანძილზე ამზადებს პარიკებს ბავშვებისთვის, რომლებმაც დაკარგეს თმა სიმსივნესთან ბრძოლის, ან სხვა აგრესიული დაავადების მკურნალობის შედეგად.
„ოდნავ გული დამწყდება, თუმცა ჩემი შვილი შეპყრობილია ამ იდეით და მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის კეთილ საქმეს აკეთებს“ - გაგვიზიარა რუბის დედამ. – „რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა ეს, გვეგონა გადაიფიქრებდა, თუმცა დღემდე ყოველდღიურად ინტერესდება ამ საკითხით“.
გარდა ამისა, რუბი ვერ ითმენს, თუ როდის გაეზრდება თმები ხელმეორედ, რათა კიდევ ერთი პარიკის დამზადება შეძლოს. 
რა შეიძლება ითქვას რუბიზე? ის ნამდვილი ანგელოზია! ჩვენ გვწამს, რომ ის შეძლებს სამყაროს შეცვლას უკეთესობისკენ!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი შემოგვიერთდეთ შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა შემდეგ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება. 

რეკომენდებული პროექტები: