ცხოვრებაში მხოლოდ სიკეთე და თანაგრძნობაა დასაფასებელი! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცხოვრებაში მხოლოდ სიკეთე და თანაგრძნობაა დასაფასებელი! image

ცხოვრებაში მხოლოდ სიკეთე და თანაგრძნობაა დასაფასებელი!

წლის წინ
სიახლეები
ჩვენ დიდ სიხარულს გვანიჭებს ჩვენი ბენეფიციარების სამადლობელო წერილების წაკითხვა. მადლობას გვიხდიან ის ადამიანები, რომლებიც უიმედოდ, საშინელ პირობებში აღმოჩნდნენ.  და მათთვის ფინანსური მხარდაჭერა არ არის მთავარი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიკეთე, ყურადღება, ზრუნვა, რომელსაც ჩვენი სამედიცინო და სოციალური მუშაკები, მოხალისეები, მზარეულები ჩუქნიან ბენეფიციარებს.  ჩვენმა თანამშრომლებმა კარგად იციან გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების პრობლემები. 
ჩერნოვეცკის ფონდი უკვე ათასობით ადამიანს დაეხმარა - მედიკამენტებით, პროდუქტებით, სხვადასხვა ნივთებით, ტექნიკით, უფასო სადილით. მაგრამ ეს ჩვენი საქმიანობის მხოლოდ ერთი მხარეა. თუმცა, შეიძლება კი დახმარება გაიზომოს მხოლოდ კილოგრამობით, ულუფებით, ვიზიტების რაოდენობით? არა, არის ისეთი რამ, რაც შეუფასებელია - სიკეთე, თანაგრძნობა, ალერსი..... 
გვინდა წარმოგიდგინოთ ამონარიდი ჩვენი ბენეფიციარების წერილებიდან: 
„ქალბატონო დალი (შენ.: შინმოვლის პროგრამის ადმინისტრატორი), მხოლოდ თქვენი დახმარებით და პროფესიონალური ჩართულობით მე მომეცა  ფიზიოთერაპიის, მასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურის კურსების გავლის საშუალება.  მე დიდ მადლობას გიხდით თქვენი სითბოსთვის და სიყვარულისთვის! მე იმდენად გამოვკეთდი, რომ უკვე მხოლოდ ერთი ჯოხის დახმარებით დავდივარ. ალბათ მალე შევძლებ ფონდშიც მივიდე და პირადად გადაგიხადოთ დიდი მადლობა ყველა ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომელს! ღმერთმა დაგლოცოთ!“
ნაირა პაპუაშვილი, 67 წლის
  „მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო ჩერნოვეცკის ფონდს გულისხმიერებისთვის.  თქვენი თანამშრომლების ყურადღება და მხარდაჭერა ეხმარება ადამიანებს გადარჩენაში! როგორი თანაგრძნობით მივლიდა თქვენი სამედიცინო პერსონალი ოპერაციის შემდეგ!   ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო უფასო სასადილოს თანამშრომლებს. ისინი დიდი მოთმინებით და გაგებით უდგებიან ხალხს!“
ეთერი ფულარიანი, 62 წლის
 „მე ელისო ონიკაშვილის და ვარ, დიდი მადლობელი ვარ ასეთი ზრუნვისთვის! ჩემს დას პარკინსონის დაავადიბა ჰქონდა, ამის ფონზე მან ბარძაყის მოტეხილობა მიიღო და ბოლო წელი საერთოდ არ დადიოდა. ფონდის თანამშრომლებმა ექიმებმა, მედდებმა, სოციალურმა მუშაკებმა ძალიან მეხმარებოდნენ ავადმყოფის და სახლის  მოვლაში. ექიმები ჩემი დის მდგომარეობას აკონტროლებდნენ, მედიკამენტებით და პროდუქტებით დიდი მადლობა ფონდს მხარდაჭერისთვის!”
ნათელა ონიკაშვილი, 74 წლის
ასეთი წერილები ათობით მოდის ჩვენს ფონდში ყოველ დღე. ჩვენს ელექტრონულ საუკუნეში, ბენეფიციარები ხელით წერენ სამადლობელო წერილებს და აგზავნიან ფოსტით ან პირადად მოაქვთ. მადლობას გვიხდიან ჩვენ, უხდიან ფონდის პარტნიორებს, სპონსორებს, კეთილ ადამიანებს! ჩვენ კი ასეთი თბილი სიტყვებისთვის და ჩვენი მუშაობის მაღალი შეფასებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენს ბენეფიციარებს. 
ჩერნოვეცკის ფონდი ყოველთვის მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს ყველა გასაჭირში მყოფ ადამიანს! 
გამოიჩინეთ გულისხმიერება უიმედოდ დარჩენილი ადამიანების მიმართ! მათთვის მცირე დახმარებაც კი მნიშვნელოვანია! 
                   
ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი ბენეფიციარების ბედს შუძლია გადარიცხოს სასურველი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე: 
GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შინმოვლა) ან ჩვენი საიტის მეშვეობით . https://chernovetskyifund.ge/ru/projects/291-shinmovla/?utm_source=facebook&utm_medium=post&utm_campaign=infopost
ფულის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.  (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://goo.gl/GY2Gus ).
                     

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: