მათ სიცოცხლეზე თქვენ აგებთ პასუხს! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მათ სიცოცხლეზე თქვენ აგებთ პასუხს! image

მათ სიცოცხლეზე თქვენ აგებთ პასუხს!

წლის წინ
სიახლეები

დასამალი არ არის, რომ ბოლო დროს ძალიან გახშირდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ფულადი დახმარების შეჩერების ფაქტები. გამომდინარე ჩვენი პრაქტიკიდან ვიცით, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებს თვეობით უწევთ სიარული სოციალური მომსახურების სააგენტოში და ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის. 
ეს საკითხი ჩვენ წამოვწიეთ გასული წლის სექტემბერში, თუმცა შესაბამისი უწყებებიდან მას არ მოჰყოლია სათანადო რეაქცია.
სოციალური მომსახურების სააგენტო ძალიან რთულ ვითარებაში აგდებს ადამიანებს, რომლებისთვის ფულად სოციალურ დახმარებას სასიცოცხლო  მნიშვნელობა აქვს, იმეტებს მათ შიმშილისთვის და უბიძგებს სასოწარკვეთისკენ. 
ამ დღეებში, ჩვენმა ფონდმა წერილით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს,  რათა განიხილონ სოციალური შემწეობის შეჩერების მოზღვავებული ფაქტები და მოსთხოვონ ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული ზომების მიღება უსამართლობის აღმოფხვრის მიზნით. 
იმ ბენეფიციართა შორის, რომლებსაც შეუჩერეს სოციალური დახმარება, არიან მარტოხელა პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები,  I ჯგუფის ინვალიდები. ხშირად, ჩვენი ჩარევის შემდეგ, ხდება მათთვის სოციალური შემწეობის აღდგენა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სოციალური მომსახურეობის სააგენტოში არსებულ ხარვეზებზე. 
      ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოხელე, ვინც უკანონოდ და ცინიკურად ექცევა სოციალურად დაუცველ ჩვენს თანამოქალაქეებს, დაისჯება კანონის თანახმად. 
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: დღის ცენტრი) ან ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/196-daycenter/
ასევე თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან: NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდის დასახელება.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: