ჩვენი აღსაზრდელების მორიგი წარმატება! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩვენი აღსაზრდელების მორიგი წარმატება! image

ჩვენი აღსაზრდელების მორიგი წარმატება!

წლის წინ
სიახლეები


ფოლკლორული ანსამბლი, სახელწოდებით „ჩანგი“ ქობულეთის კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით ოლიმპიადაზე „საუკეთესო საბავშვო გუნდის“ წოდების მფლობელი გახდა და დასაჩუქრდა დიპლომით. ჩვენთვის აღსანიშნავია, რომ გუნდის 30 წევრს შორის, 6 ჩვენი მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელია. 
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 10 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. გუნდ „ჩანგმა“ შეასრულა ნაციონალური კომპოზიცია - „აჭარული მაყრული“. გუნდის თითოეული წევრი დასაჩუქრდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელით. 
აღსანიშნავია, რომ ჩვენი აღსაზრდელები მსგავსი კონკურსებიდან ძალიან ხშირად ბრუნდებიან გამარჯვებულები. ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს ბავშვებს მორიგ წარმატებას და ვიმედოვნებთ, რომ „გამარჯვებების“ რიცხვი მუდამ გაიზრდება.
საბავშვო გუნდის - „ჩანგის“ ხელმძღვანელია ზვიად აბესაძე, ის ცნობილი ნაციონალური სიმღერების ვოკალის პედაგოგია, რომელიც საყვარელ საქმეში მთელს ენერგიასა და სულისკვეთებას დებს.
„მე ძალიან მიხარია, რომ ჩერნოვეცკის ფონდის აღსაზრდელები ძალიან კარგად შეერწყნენ ჩვენს კოლექტივს. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, რომლებიც არამხოლოდ ნაციონალური ხელოვნებებით არიან დაინტერესებული, არამედ ძალისხმევას არ იშურებენ მათ პოპულარიზაციაშიც. ნაციონალური სიმღერა - გამორჩეული, აფტენტური ფენომენია ნებისმიერი ეროვნებისთვის. სანამ არსებობს ნაციონალური კულტურის მემკვიდრეობა, არსებობს ნაციაც. ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. ვამზადებთ ახალ პროგრამას რეგიონალური მასშტაბის კონკურსებისთვის და ვოცნებობთ საერთაშორისო გასტროლებზე,“ - გაგვიზიარა ბატონმა ზვიად აბესაძემ.
აღსაზრდელები საკუთარ ემოციებს ვერ მალავენ:
ლიზი ხინიკაძე: „მე ჩერნოვეცკის ფონდის უდიდესი მადლიერი ვარ, რადგან ყველაფერს აკეთებს ჩვენი განვითარებისა და წარმატებისთვის. აგრეთვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პედაგოგს, ბატონ ზვიად აბესაძეს. ყველას ძალიან გვიყვარს და უდიდეს პატივს ვცემთ.“
გიგი ვერულიძე: „ისეთი სასიამოვნოა დიდ სცენაზე გამოსვლა, რომ სიტყვები არ მყოფნის! უბედნიერესი ვარ!
ანა ბეჟანიძე: „ვოცნებობ, რომ კიდევ მივიღო ხოლმე მონაწილეობა ოლიმპიადებში და გავიმარჯვო!“
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლი) 

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: