პროექტის რეპორტი დედიკო, ნუ ტირი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, ნუ ტირი!

page info icon
2020 მარტი 12
ეს ოჯახი სარდაფში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში. თუმცა ამის ჩვენს მკითხველებს უკვე აღარც უკვირთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,045 ₾
( 160 დონორი )
დასრულებულია

 
პატარა ლუკას ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე


9 წლის ლუკას 2020 წლის 28 მარტს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე ჰქონდა - მან ცხოვრებაში პირველად სანთლები ჩააქრო, ნამდვილ სადღესასწაულო ტორტზე! მეგობრებო, „შავი ჭირის დროს“ ამ ბიჭისთვის ნამდვილი დღესასწაულის მოწყობაში, თქვენ დაგვეხმარეთ! თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, ვინც სხვის გასაჭირს გვერდი გულგრილად არ აუარა და დაეხმარა ოჯახს, რომელსაც მატერიალური და მორალური მხარდაჭერა სჭირდებოდა. დიდი მადლობა ყველას, და თითოეულ თქვენთაგანს!

ახალგაზრდა, მარტოხელა დედის, ნათია ჩალაძის გულში ახლა მზე ანათებს! მიუხედავად იმისა, რომ გარეთ, ჯერ კიდევ წვიმა ცრის, მათი ახალი ნაქირავრბი ბინა, ოთხი ანგელოზის ღიმილითა და ბედნიერი სახეებით არის განათებული: თქვენთვის უკვე ნაცნობი, 9 წლის ლუკას, მისი 7 წლის ძმის ერეკლეს, 4 წლის მათესა და 1 წლის მარიამის.

- თქვენმა ფონდმა და ჩემმა ქართველმა თანამემამულეებმა  , სამუდამოდ შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება! - მთელი საუბრის მანძილზე ნათია ამ სიტყვებს გვიმეორებდა... ხმა უკანკალებდა, არ ვიცით, ცრემლებისგან, თუ უსაზღვრო ბედნიერებისგან, რომელმაც მათი სახლი აავსო, ვიმედოვნებთ, რომ სამუდამოდ.

ამ უსაზღვრო სიხარულს, აათმაგებს ის, რომ ბოლოს და ბოლოს გამოვაღწიეთ იმ წყეული სარდაფიდან, რომელშიც ჩემმა შვილებმა მთელი ცხოვრება გაატარეს, უზარმაზარ ვირთხებთან ერთად.

განსაკუთრებული მადლობა თამარს, სამწუხაროდ არ ვიცი მისი გვარი. ამ ქალბატონმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, შორს სამშობლოდან, წაიკითხა თქვენი სტატია, დამიკავშირდა და შემომთავაზა კეთილმოწყობილ ბინაში გადასვლა, რომელსაც აქ, თბილისში აქირავებს.

ვირთხებით სავსე სარდაფში ვიხდიდით 350 ლარს, იგივე ფასად, თამარმა თავისი 4-ოთახიანი ბინა მოგვაქირავა. აქ თავს, როგორც სამოთხეში, ისე ვგრძნობთ!  უკვე ორი კვირაა, ფანჯრები გვაქვს, რომელშიც მზე ანათებს! ჩემს შვილებს კი, სარდაფში ეს ძალიან აკლდათ. თავისუფლად ამოვისუნთქეთ! დაგლოცოთ უფალმა!

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა, ჩვენი ყოფილი საცხოვრებლის გახსენება. 350 ლარს ვიხდიდით ნესტიან ოთახში, რომელშიც ლინოლიუმიც კი, თითქმის სულ წყლით იყო დაფარული... ეს იყო უფანჯრო ციხე...

- ნათია, გილოცავთ ცხოვრებაში ასეთ სასიხარულო ცვლილებებს!კიდევ რა მოხდა მას სემდეგ რაც თქვენზე სტატია დაიწერა?

ნათია: ყველაფერი შეიცვალა... ჩვენს შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტყო, გვირეკავდნენ და მოდიოდნენ... მხოლოდ სიკეთე იყო... არავის უთქვამს: „ თქვენ კი გიჭირთ, მაგრამ არც ჩვენ გვაქვს დალხენილი ცხოვრებაო...“ ასეთი რამ ჩემთვის არავის არ უთქვამს და არ მოუწერია... მხოლოდ მხარდაჭერა ვიგრძენი...

თქვენი სტატიიდან, ჩემმა თანაკლასელებმა შეიტყვეს ჩემი გაჭირვების შესახებ! სკოლის დამთავრების შემდეგ, ურთიერთობა შევწყვიტეთ, მაგრამ მათ ჩვენზე  წაიკითხეს და დამირეკეს! 410 ლარი შეაგროვეს და ჩამირიცხეს ბარათზე... ეს ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო!

თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება, კარებზე კი ყოველდღე გვიკაკუნებენ - უფალმა დაგლოცოთ ყველა! ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! მე და ჩემს შვილებს ამდენი საჩუქარი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მიგვიღია!

- ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? გახსოვთ იმ ადამიანების სახელები, ვინც დაგეხმარათ?

ნათია: ადამიანები უბრალოდ მოდიან, თავიანთ სახელებს არ მეუბნებიან, გვაწვდიან საჩუქრებს, პროდუქტს, ან უბრალოდ კარებთან გვიტოვებენ... ამ წყეული კორონავირუსის გამო, ბინაში შემოსვლისგან  ბევრი იკავებს თავს - მე ხომ პატარა ბავშვები მყავს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის, რომ თითოეული მათგანი სიკეთეს აკეთებს ჩვენთვის! ისინი მოდიოდნენ, რათა ჩემი შვილები გაეხარებინათ! და ეს თქვენი დამსახურებაა!

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, და ასევე მათ, ვინც ეს ვერ შეძლო, მაგრამ გულში სიკეთე გვისურვა!

სამწუხაროდ არ მახსოვს ყველას სახელი, იმდენი ადამიანი მოვიდა, რომ თავში ყველაფერი ამერია... მაგრამ თითოეული საჩუქარი და თითოეული ნუგეშის სიტყვა აღიბეჭდა ჩემსა და ჩემი შვილების გულებში.

ყველაზე ამაღელვებელი და სამახსოვრო კი, ლუკას დაბადების დღე იყო. 9 წელი შეუსრულდა. იმ დღეს ჩვენთან ორი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მოვიდა, იუბილარს მოუტანეს დიდი ტორტი, სანთლებით და საჩუქარი, ლეგოს კონსტუქტორი, დიდი ყუთით!

ცოლ-ქმარმა, რომელსაც შვილი დაეღუპათ - უფალმა დაიფაროს ამისგან ყველა! – 100 ლარი მოგვიტანეს კონვერტით, კიდევ ერთი შეუღლებული წყვილი, პროდუქტით დატვირთული მოვიდა, ბავშვის საბანი და სათამაშოები გვაჩუქეს.

გორიდან სამი ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა - ალბათ ძმები, ან ბიძაშვილები - სამივე გიუნაშვილები. მე მგონი სპეცნაზელები იყვნენ, არ ვიცი ზუსტად... მათ ასევე უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს: ერთი ტომარა ფქვილი, ბოსტნეული, ბურღულეული, ტანსაცმელი ბავშვებისთვის და ჩემთვისაც კი. ჯიბეში რაც ფული ჰქონდათ, ჩვენ დაგვიტოვეს - დაახლოებით 70 ლარი.

- ნათია, გაიხსენეთ, თუნდაც სახელების გარეშე, ის ადამიანები, ვინც დაგეხმარათ.

ნათია: თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ სახელები არ მახსოვს... მაგალითად ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, თითქმის ჩემმა ტოლებმა, ჩემს ერთი წლის მარიამისთვის საბავშვო სკამი, აბაზანა, ასაწყობი ხალიჩა, სათამაშოები და უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. კიდევ ერთმა გოგომ, ნათიამ, მარიამისთვის ტანსაცმელი და ეტლი მოგვიტანა.

კიდევ ერთმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა უამრავი გემრიელი რამ მოგვიტანეს მაკდონალდსიდან, თავიანთი პატარა გოგონაც თან ჰყავდათ. მარიამს სრულიად ახალი ტანსაცმელი და სათამაშოები მოუტანეს. კიდევ ერთმა წყვილმა, მათეს დიდი მანქანა აჩუქა, თეთრეული და პროდუქტი.

ოთხი შვილის დედ-მამამ გვაჩუქეს წიგნები, სათამაშოები და ტანსაცმელი. ძალიან ბევრმა, ჰიგიენური საშუალებები მოგვიტანა. მირეკავდნენ, კითხულობდნენ, მარიამს რა ზომა პამპერსი სჭირდება და მოჰქონდათ.

- ადგილობრივი მმართველობა თუ გამოეხმაურა ჩვენს სტატიას? დაინტერესდნენ თქვენი მდგომარეობით?

ნათია: აფზაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობიდან თქვენს პოსტს გია ბენიძე და შორენა გოგსაძე გამოეხმაურნენ. ერთჯერადი დახმარება მომცეს, 150 ლარის სახით. ჯერჯერობით, სხვა არაფერი...

- თქვენს ემოციებზე გვიამბეთ.

ნათია: ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია... სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ დაგვეხმარებოდნენ... რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩვენს შესახებ ინფორმაცია, ტელევიზიაშიც კი გავიდა სიუჟეტი ჩვენი ოჯახის შესახებ. მაგრამ ისეთი დახმარება, როგორც თქვენი ფონდისგან და მისი მეგობრებისგან მივიღეთ, არავისგან არ ყოფილა! თქვენ სასწაულებს ახდენთ! ჩემმა ემოციებმა ყველაფერს გადააჭარბა! ხალხს მთელი გულით მოჰქონდა საჩუქრები, ყველაფერი საუკეთესო, ჩემთვისაც კი არ დაენანათ ტანსაცმელი...

- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ნათია: ჩემში გაიღვიძა სურვილმა, თავად ვებრძოლო სირთულეებს , თითქოს საშინელი სიზმრისგან გამოვფხიზლდი... ახლა მიზანი მაქვს, რომლისთვისაც უნდა ვიცოცხლო და ვიბრძოლო - ჩემი შვილები! სტიმული მომეცა ვეძებო სამსახური, უკეთესი ცხოვრებისკენ ლტოლვა გამიჩნდა...

-  დაგრჩათ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ...

ნათია: ჩემთვის ამდენი გააკეთეთ! თქვენი დამსახურებით ახალი მეგობრები შევიძინე და გავახსენდი ჩემს ძველ ნაცნობებსა და მეგობრებს... სათხოვნელი აღარაფერი მაქვს, ახლა თავი ხელში უნდა ავიყვანო და მხოლოდ წინ ვიარო...

მაგრამ ერთი თხოვნა მაინც მაქვს. თუ შეგიძლიათ, ხელი შემიწყოთ, რომ სულ პატარა, საკუთარი საცხოვრებელი ფართი გამომიყონ... მე ხომ ლტოლვილი ვარ, აფხაზეთიდან, 1992-93 წლებში, ჩემი მშობლები იძულებული გახდნენ, აფხაზეთიდან გამოქცეულიყვენენ და მშობლიური სახლი დაეტოვებინათ. ლტოლვილები ვართ საკუთარ სამშობლოში. მამაჩემი, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანია, ინვალიდი... ნუთუ არ შეიძლება საკუთარი კუთხე რომ გვქონდეს. ახლა სახელმწიფო ხომ ეხმარება ლტოლვილებს და ბინებს აძლევს... მეც მარტოხელა მრავალშვილიანი დედა ვარ... იქნებ მირჩიოთ მაინც სად და ვის მივმართო... არ მინდა ყოველდღე მეშინოდეს იმის, რომ ოთხი შვილით ქუჩაში დავრჩები...

- ნათია, ახლა ბიჭებს დაველაპარაკები, თუ შეიძლება... ლუკა, გვიამბე, შენს დაბადების დღეზე. დედიკომ გვითხრა, რომ ეს დღე შენთვის განსაკუთრებული იყო...

ლუკა(9 წლის): ასეთი დაბადების დღე ცხოვრებაში პირველად მქონდა! ამდენი ტკბილეული არასდროს გვიჭამია... დედიკოს შეეშინდა კიდეც, რომ მუცელი გვეტკინებოდა... არაფერი არ იცის, როგორ შეიძლება ტორტმა ვინმეს მუცელი ატკინოს? მუცელი შეიძლება აგტკივდეს წვნიანისგან...

- ლუკა, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

ლუკა(9 წლის): ახალი ბინა! ნათელია და ბევრი ადგილი გვაქვს, ბურთის და დამალობანას თამაშიც კი შეგვიძლია, ერეკლესთან და მათესთან ერთად. კიდევ სახლში დავდივართ ველოსიპედებით, რომელიც გვაჩუქეს... და კიდევ აქ თბილა...

ახლა ტელევიზორიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც... იცით რა მაგარია, მულტფილმების ყურება შეგვილია! სარეცხ მანქანაში კი, დამალვა შეიძლება, რა თქმა უნდა, თუ დედიკო არ რეცხავს(იცინის)

- ერეკლე, შენ რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

ერეკლე: იმდენი საჩუქრები მოგვიტანეს, რომ გამორჩევაც კი მიჭირს... ყველაფერი მომეწონა! მაკდონალდსიდან ჰამბურგერები და კარტოფილი ფრიც კი მოგვიტანეს! მაკდონალდსში დედიკოსთან ერთად არასდროს ვყოფილვართ... ალბათ იქ ყველაფერი ძალიან ძვირია, მაგრამ ადამიანებს ჩვენთვის არ დაენანათ, ესე იგი ვუყვარვართ...

იცი მათეს ყველაზე მეტად რა მოეწონა? ტოსტერი! ახლა იქ პურს თვითონ წვავს, დედიკო დაუჭრის, ის კი ჩადებს და ელოდება, როდის ამოხტება! ხომ სასაცილოა მათე, არა?

და კიდევ! დედიკო ახლა იღიმის! ისეთი ლამაზია, როცა იღიმის... მსოფლიოში საუკეთესო დედიკოა!

ნეტავ ასე სამუდამოდ გაგრძელდეს, ნათიამ გაუღიმოს მის შვილებს და აღასდროს იდარდოს...

------- 

  და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უბრალოდ  დაურეკეთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.

  ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

  სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრიფავთ, აუცილებლად დაგლოცავთ უფალი. თქვენ ამას იგრძნობთ! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

  თქვენი სიკეთე -  შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

  კიდევ ერთხელ, დიდი მალობა თითოეულ თქვენთაგანს!

  თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ნათია ჩალაძე)

 ვებ-გვერდიდან:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/560-chaladze/

   სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

  ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

0901 200 270 – 1 ზარი სიცოცხლეს გადაარჩენს.

  ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: