პროექტის რეპორტი დედის ჯანმრთელობას გთხოვთ სათამაშოები არ მინდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედის ჯანმრთელობას გთხოვთ სათამაშოები არ მინდა!

page info icon
2020 მარტი 16
page info icon
5058
მე ის პატარა გიორგი ვარ, რომელსაც დედა ძალიან ცუდად მყავს. მხოლოდ იმას გთხოვ დედა გამომიჯანმრთელე და ყოველ დილით მის ლამაზ თვალებს ვუყურო!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,828 ₾
( 284 დონორი )
დასრულებულია

თქვენი ჩემი საყვარელი დედიკო გადაარჩინეთ!

– სიხარულით ყვირის რვა წლის გიორგი, როდესაც სახლის ზღურბლზე გვხედავს.

მას მისი დედა, სოფიოც კვერს უკრავს: „ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და რომ ვიღვიძებ, პირველი, რაზეც ვფიქრობ ის არის, რომ მე და ჩემი პატარა ბიჭი ამ სასტიკ სამყაროში მარტონი არ ვართ... იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, კეთილი ხალხის - ქართველების, - ჩემი თანამემამულეების გარემოცვაში.“

„ჩემს მძიმე მდგომარეობაში, ყოველ დილით, ხანმოკლე ძილის შემდეგ გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, დიდი ბედნიერებაა! გულწრფელად მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემს გასაჭირს გამოეხმაურა! ექიმებთან რეგულარული ვიზიტებისა და ანალიზების, ძვირადღირებული წამლების გარეშე, მე ჩემს უდიდეს მეგობრებს - ჩემს ოჯახის წევრებს ვატკენდი გულს! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!“ - ამბობს სიხარულით აცრემლებული სოფიო.

მაგრამ 8 წლის გიორგის სიხარულს არაფერი შეედრება, რადგან მისთვის თქვენ ნამდვილ გმირებად იქეცით, რომლებმაც მისი საყვარელი დედიკო გადაარჩინეს! მისთვის თქვენ ყველა ჯადოქარზე, ყველა თოვლის ბაბუაზე და სანტა კლაუსზე მაგრები ხართ, რადგან თქვენ მისი სანუკვარი ოცნების ასრულება შეძელით - დედამისს სიცოცხლის საშუალება მიეცით!


„დედა - ყველა ადამიანისთვის ეს პირველი და უმთავრესი სიტყვაა! – ასე მღერიან ჩვენთვის კარგად ნაცნობ სიმღერაში. ამქვეყნად ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც დედაზე უფრო ახლობელი, მშობლიური და ძვირფასი იქნებოდა! საყვარელი დედის გამო უნდა ვეცადოთ, რომ მთები გადავდგათ!

შეიძლება ითქვას, რომ 8 წლის გიორგი კოჭლამაზაშვილმა სწორედ ეს მოახერხა! ალბათ გახსოვთ თოვლის ბაბუასთან მიწერილი წერილის ამბავი, რომელშიც ბიჭუნა მოხუც, კეთილ ადრესატს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა - არ დაეშვა, რომ მისი დედა მომკვდარიყო! ეს გულის ამაჩუყებელი ამბავი მოგიყევით პოსტში: „დედის ჯანმრთელობას გთხოვთ, სათამაშოები არ მინდა!“ ბავშვის თხოვნა შესმენილ იქნა - ფონდის მეგობრებისა და ჩვენი გულკეთილი თანამემამულეების წყალობით, სოფიო ბლიაძის - ამ შესანიშნავი ბიჭუნას დედის გულში, რომელიც ლეიკემიით იტანჯება, იმედის ნაპერწკალი არ ჩამქრალა. ახლა მას შეუძლია, რომ თავის მშვენიერ შვილს ცოტა უფრო დიდხანს ეთამაშოს, მის ღიმილს უყუროს და შენიშნოს, ის მის თვალწინ როგორ იზრდება; ფანჯრიდან ადევნოს თვალყური, როგორ თამაშობს ის სხვა ბიჭებთან ერთად ბურთით და როგორ უხარია ოჯახის ახალი მეგობრების თითოეული ზარი!


სოფიოს „დედას“ - მის დედამთილს, მარინას, რომელიც საყვარელ „შვილს“ ნაბიჯით არ შორდებაგვერდიდან, თვალები ბრილიანტებივით უციმციმებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი სოფიო უყურადღებოდ არ დატოვა! მის მდგომარეობასთან შედარებით ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები - ბრონქული ასთმის შეტევები და არითმია - არაფერია! დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთ რთულ პერიოდში გვერდში დაგვიდგა!“ - მადლობას იხდის მარინა.

– სოფიო, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

სოფიო: შეიცვალა?.. რას ამბობთ?! თქვენ გიორგის დედა სწორედ რომ გადაარჩინეთ! რა თქმა უნდა, ჩემში იმედის ნაპერწკალი არასდროს ჩამქრალა, მაგრამ რეგულარული კონსულტაციები, ანალიზები, წამლები, ტრანსპორტირება - ეს უდიდესი ხარჯია, თანხა, რომელიც ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა! გინდა, არ გინდა - ნებდები! ფონდის მეგობრების დახმარების გარეშე, მე მკურნალობის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. თანხის უმეტესი ნაწილი კლინიკის ანგარიშზე გადაირიცხა და გარდა ამისა, რაღაც ნაწილი დარჩა კიდეც, ასე რომ შემიძლია, დახმარების თხოვნით კვლავ მივმართო ექიმებს, რომლებიც ჩემთვის უკვე მეგობრებად იქცნენ! წარმოიდგინეთ, ისინი ლამის ყოველდღე მირეკავენ და ჩემი მდგომარეობით ინტერესდებიან; ჩემი ყურადღებიანი ნანა და ელენე! სამწუხაროდ, მათ ხშირად ვერაფრით ვახარებ, მაგრამ მათი ყურადღება ისე მსიამოვნებს...

– ძალიან გვიხარია, რომ ახალი მეგობრები შეიძინეთ, თუმცა ისიც ვიცით, რომ თქვენი საუკეთესო მეგობრები - თქვენი ოჯახია; მაგრამ ექიმები ალბათ ერთადერთი ადამიანები არ არიან, ვინც თქვენდამი ყურადღება გამოიჩინა და თქვენს მეგობრად იქცა?

სოფიო: მადლობა ღმერთს, ისინი ერთადერთები არ არიან! ყველას, ვინც ჩემი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩა, მე მეგობარს ვეძახი! კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მოწყალება გამოიჩინა!

 ამ ხალხის სახელები თუ გახსოვთ?

სოფიო: სამწუხაროდ, ყველას სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ფონდის თანამშრომლებს მეგობრები თამამად შემიძლია ვუწოდო. განსაკუთრებით დათო დამამახსოვრდა, რომელიც სტუმრად გვეწვია. გიორგი მას ისე მიეჯაჭვა, რომ წელს მან ძველი ტრადიცია დაარღვია და წერილი თოვლის ბაბუას კი არა, მას მისწერა! ეს წერილი ზეპირადაც კი მახსოვს, წარმოგიდგენიათ? „ძვირფასო დათო ძია! მე ჯერ კიდევ 8 წლის ვარ და წელს გადავწყვიტე გამონაკლისი დამეშვა; ჩემი ადრესატი თოვლის ბაბუა კი არა თქვენ ხართ - ფონდის თანამშრომელი!

თქვენი სახით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანის, ვინც დამეხმარა და დედაჩემი გადაარჩინა! ასევე - წინასწარ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც დახმარების ხელს გამოგვიწვდის! დათო ძია, დიდი მადლობა!“

მინდა, თითოეულ ქველმოქმედს მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან ჩვენს სუფრაზე ამდენი სურსათ-სანოვაგე სწორედ მათი ფულით აღმოჩნდა; ჩემს შემთხვევაში კი სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს! აჰ, კინაღამ დამავიწყდა! ამ ცივ ზამთარში გაზის გამათბობელმა დროზე მოგვისწრო! დიდ მადლობას ვუხდი ფონდის მეგობრებს, ვინც ჩვენ სიცივით სიკვდილს გადაგვარჩინა!


ჩვენი პუბლიკაცია ამ წუთისოფლის ძლევამოსილთა გულებს თუ მისწვდა? სხვა თუ არაფერი, იქნებ სოციალური დახმარება მაინც დაგინიშნეს?

სოფიო: არა. წარმოიდგინეთ, მათი მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა. ჩემმა დედამთილმა ადგილობრივ მთავრობას ხელმეორედაც კი მიმართა; საბუთები წარუდგინა, რომ ოჯახში ორი მძიმედ სნეულია; აუხსნა, რომ არავინ მუშაობს. თანამშრომლებმა თავი გააქნიეს, არ გეკუთვნითო, თუმცა, როგორც მარინამ მითხრა, მათ ისეთი გამოხედვა ჰქონდათ, თითქოს ამბობდნენ - სოციალური დახმარება სხვას ვის ეკუთვნის, თუ არა თქვენს ოჯახს? მხოლოდ ფონდის პროექტის დასრულების შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში, თბილისის მერიამ 343 ლარი დაგვირიცხა, შემდეგ კი გიორგის 50 ლარი აჩუქა, მაგრამ ამ უკანასკნელი თანხით ერთი ტომარა ფქვილის ყიდვაც კი ვერ შევძელით, რომ თუნდაც ერთი თვე პურით გაგვეტანა თავი.

სამწუხაროა, მაგრამ მოდით, სევდიან თემებზე ნუ ვიფიქრებთ! სჯობს თქვენი ემოციების შესახებ გვიამბოთ, როდესაც ფონდის ანგარიშზე პირველი თანხა ჩაირიცხა.

სოფიო: უბრალოდ გაოგნებული ვიყავი, სიხარულისგან თვალები მიბრწყინავდა! ჩემი ახლობელი ადამიანების გულკეთილობას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გახსნილი გულები სრულიად უცხო ადამიანებსაც ექნებოდათ! მით უმეტეს, რომ იმედი საერთოდ გადაგვეწურა, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი გვითხრა, რადგან მკურნალობის საშუალება არ გვქონდა! მაგრამ ფონდის მეგობრებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეს - კლინიკაში ყველა სამედიცინო მომსახურების ფული გადაიხადეს და ჩვენს სახლს დღესასწაული აჩუქეს! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!


თუ შეიძლება, ახლა მინდა გიორგის გავესაუბრო. გიორგი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

გიორგი(8წლის): ჩემთვის ბედის ყველაზე დიდი საჩუქარი ის ხალხია, ვინც დედაჩემი გადაარჩინა! ყოველთვის მადლობელი ვიქნები მათი, ვინც ჩვენ გასაჭირში არ დაგვტოვა! დათო ძიას სამადლობელო წერილი სწორედ ამიტომ მივწერე. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

გიორგი, შენ ძალიან კეთილი და მამაცი ბიჭი ხარ! ჰობი თუ გაქვს?

გიორგი: რა თქმა უნდა! ძალიან მიყვარს კითხვა. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი წიგნებია, მაგრამ ფონდის მეგობრებმა ჩემი კიდევ ერთი გატაცება გამოიცნეს - ძალიან მიყვარს მანქანებით თამაში და აი, ასეთი ლამაზი მანქანა მაჩუქეს!

რა გაბედნიერებს? სანუკვარი ოცნება თუ გაქვს?

გიორგი: ჩემი სანუკვარი ოცნება ჩემი საყვარელი დედიკოს ჯანმრთელობაა! სამწუხაროდ, ის ხშირად წევს, თავს სუსტად გრძნობს და ჩემთან ერთად დიდხანს თამაში არ შეუძლია! მაგრამ მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ჯანმრთელი გაიღვიძებს! ეს სურათი ხშირად წარმომიდგენია და იმედი მაქვს, რომ ჩემი ოცნება მალე ახდება!

აუცილებლად ახდება, მთავარია გჯეროდეს! მადლობა იმისთვის, რასაც საყვარელი დედისთვის აკეთებ! ახლა შენს ბებიას გავესაუბრები. მარინა, სამწუხაროდ, თქვენმა რძალმა გვიამბო, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

მარინა: ჩემს თავზე დიდი ხანია აღარ მიფიქრია; თუმცა, ბოლო დროს ასთმის შეტევები გამიხშირდა. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემს „შვილს“ დავეხმარო. სამწუხაროდ, მას ყოველთვიურად უწევს კლინიკაში სიარული. გასული წლის განმავლობაში, სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვნად გაძვირდა. თუ ადრე მომსახურების გარკვეულ პაკეტში 980 ლარს ვიხდიდით, წელს თანხა 1242 ლარამდე გაიზარდა! მე მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი გიორგის დედა ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს! ფონდის თანამშრომლები და მეგობრები რომ არა, ჩვენ ერთ წელსაც კი ვერ გავატანდით! დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა!

ახალი მეგობრებიდან ყველაზე მეტად ვინ დაგამახსოვრდათ?

მარინა: არ დავიღლები მადლობის თქმით ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი შვილიშვილის დედა გადაარჩინა! ვინმეს გამოყოფა არ მინდა, მაგრამ ერთი კეთილი ადამიანის ამბავმა უბრალოდ გული ამიჩუყა. ნინომ, - სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს, - ჩვენ შესახებ სოციალურ ქსელებში წაიკითხა, დაგვიკავშირდა და კეთილი სიტყვებით გაგვამხნევა; გარკვეული დროის შემდეგ კი ზარი გაისმა. ნინომ შეგვატყობინა, რომ ჩვენთან მოსვლა ძალიან უნდოდა, უბრალოდ ვერ შეძლო და ამიტომ ტკივილგამაყუჩებელები სოფელი ვარციხის აფთიაქში დატოვა! წამლების წამოღება მაშინვე ვერ შევძელით, მაგრამ მოგვიანებით, სოფელში ჩასვლა მაინც მოვახერხეთ. მისი ძალიან, ძალიან მადლიერები ვართ! ისევე როგორც ყველასი, ვინც თავისი კეთილი გული გაგვიხსნა!

მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. ისევ სოფიოს დავუბრუნდები. კიდევ რით შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება?

სოფიო:არ მინდა, უმადური მოგეჩვენოთ, რადგან კეთილმა ხალხმა ჩემთვის ისედაც ბევრი გააკეთა! მაგრამ კლინიკაში წასვლა ყოველთვე მიწევს! ჩემმა დედამთილმა უკვე გითხრათ, რომ სამედიცინო მომსახურება მნიშვნელოვნად გაძვირდა! უბრალოდ აღარ ვიცი, რა ვქნა! მაგრამ გავიმეორებ, არ მინდა, უმადური მოგეჩვენოთ! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა! ამქვეყნად ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია! დააფასეთ ის! და ჯანმრთელები იყავით!

***

მეგობრებო, რომ ნახოთ, როგორ არ შორდება სოფიოს საწოლს „დედა“ და შვილი თუნდაც ერთი წუთით, თქვენ ალბათ ყველაფერს გააკეთებდით, შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, რომ მათ გულში ანთებული იმედის ჩირაღდანი არასდროს ჩამქრალიყო! სამწუხაროდ, მათ საყვარელ და ახლობელ ადამიანს დახმარება ძველებურად სჭირდება: რეგულარული ლაბორატორიული ანალიზები და ექიმებთან კონსულტაცია, ძვირადღირებული წამლები და ტკივილგამაყუჩებლები, სრულფასოვანი კვება - ეს ყველაფერი ამ ბავშვის დედას გადაარჩენს! მოდით, ჩვენი გულის ძახილს კვლავაც მივყვეთ, ამ ოჯახური იდილიის მრავალი წლით შენარჩუნება ჩვენ ძალგვიძს! ჩვენს ხელთაა იმის შესაძლებლობა, რომ სოფიო ტკივილისგან გავათავისუფლოთ, საბრალო დედას ტანჯვა შევუმსუბუქოთ და მას ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე ვაჩუქოთ! კეთილშობილება და წყალობა - ეს ის ორი მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, თავს ქართველები ვუწოდოთ! მოდით, გავაგრძელოთ სიკეთის კეთება და ოდესმე ის, როგორც ბუმერანგი, აუცილებლად დაგვიბრუნდება!


ჩვენს პატარა საქართველოში, ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ გვიყვარდეს და დავიცვათ ერთმანეთი.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სოფიო ბლიაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/561-bliadze/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: