ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სულიერი სიმდიდრე - ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

ნონა თოფურიასთვის, მისი გერი - სოფიო, საკუთარ შვილზე უტკბილესი და უსაყვარლესია. გვინდა ამ საოცარი ოჯახის ისტორია გაგაცნოთ.
1,369.09 ₾
107
დონორები
შეგროვებულია

რამდენი გაჭირვებულია საქართველოში, მაგრამ უფალი მათთან არის! ნონა თოფურიასთვის, მისი გერი - სოფიო, საკუთარ შვილზე უტკბილესი და უსაყვარლესია. გვინდა ამ საოცარი ოჯახის ისტორია გაგაცნოთ.
„ყველაზე დიდი პრობლემა უსახსრობაა. მე და ჩემი მეუღლისთვის წყალი და პურიც საკმარისი იქნება, სოფიას კი სრულფასოვანი კვება სჭირდება. მას უყვარს ფერადი საჭმელები.  ჩვენ კი არ გვაქვს არც საჭმლის და არც პამპერსის ფული. გაუსაძლის პირობებში, მიწურში, გვიწევს ცხოვრება. ნორმალური საწოლი არ გვაქვს და ლოგინებიც სულ დახეულია... აბაზანაც კი არ გვაქვს და სოფიას ოთახში, ტაშტში ვაბანავებთ.
 - ნონა გვიამბეთ თქვენი ისტორია?
ნონა: სოფიაა ხვიჩას შვილია პირველი ცოლისგან. ხვიჩას ის ძალიან უყვარს. სოფიაზე საკუთარმა დედამ უარი თქვა და ჩვენ წამოვიყვანეთ. ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1985 წლის 18 დეკემბერს, 22:00, ჩემი თვენახევრის ბიჭი გარდამეცვალა... მას შემდეგ, შვილი აღარ მყოლია, პირველმა ქმარმა კი მიმატოვა. მეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა, მაგრამ 15 წლის შემდეგ ხვიჩა გავიცანი, შეგვიყვარდა ერთმანეთი და ოჯახი შევქმენით.  მასაც დაენგრა პირველი ოჯახი. ვიცოდი, რომ მას შვილი ჰყავდა ჯანმრთელობის პრობლემებით. 2009 წლის 18 დეკემბერს კი მოხდა სასწაული. ღამით დაგვირეკეს პოლიციიდან და შეგვატყობინეს, რომ ხვიჩას პირველმა მეუღლემ შვილზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, მისი საყვარელი გოგონა მაშინვე ჩვენთან წამოვიყვანეთ. მაშინ ასე ძალიან არ გვიჭირდა.
- სოფია როგორ შეგეჩვიათ?
ნონა: სოფია სულ ტიროდა და არავის იკარებდა. არ ვიცოდი რა მექნა, მერე კი მივედი და გოგონა გულში ჩავიკარი. მაშინვე დამშვიდდა... გულზე ბავშვის სუნთქვას რომ იგრძნებ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა... მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის! ავადმყოფი ბავშვის დედობა, ტვირთი კი არა მადლია! სულაც არ ვწვალობ და დედინაცვალს ნურავინ დამიძახებს. მე დედა ვარ, სოფია კი ჩემი უსაყვარლესი შვილი! ის ჩემთვის ყველაფერია, იცით, მის გვერდით თავს რა კარგად ვგრძნობ? მზად ვარ მისთვის სიცოცხლე დავთმო. მერე რა, რომ ასეთ გაჭირვებაში ვცხოვრობთ, სოფიაა ჩვენი საგანძური, ჩვენი პრინცესა! ვერ წარმომიდგენია, ბავშვთა თავშესაფარში მისი ჩაბარება როგორ შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერი იყო, რომ შეძლო გოგონა სახლში წამოეყვანა. დღემდე ვერ ხვდება, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილის... ჩემი შვილის აღზრდა მარგუნა ღმერთმა!
- სოფიას მკურნალობა თუ გიცდიათ? ვის მიმართეთ და რა გირჩიეს?
ნონა: სპეციალიზირებულ ბაღში დამყავდა სოფია. იქ ამეცადინებდნენ. ორი სიტყვა ისწავლა: დედა და ნონა. ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ, ამ სიტყვებს რომ მეუბნება. 
-თქვენი აზრით, ოჯახში ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
ნონა: პამპერსი, პროდუქტი... მერიდება კიდევ რამე რომ გთხოვოთ... თავადაც ხედავთ, რომ სკამიც კი არ გვაქვს... საწოლები იშლება, ისეთი ძველია... ძალიან კარგი იქნებოდა, სოფიას საწოლი, ბალიში და საბანი რომ ჰქონდეს... სარეცხ მანქანასა და მაცივარზეც ვოცნებობ... მაგრამ მაგის გარეშეც გავძლებ, მთავარია სოფია მოხერხებულად დავაწვინო.
 -  გინდათ, რომ ტელევიზორი, მაცივარი და სარეცხი მანქანაც გქონდეთ?
ნონა: ასეთი მეოცნებეც არ ვარ. არ მსურს სასწაულებზე საუბარი. მცირედითაც კმაყოფილი ვიქნები.
- ნონა, ძალიან მალე ბევრი მეგობარი გეყოლებათ! უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
ნონა: უფლება არ მაქვს არ მჯეროდეს... ვხედავ როგორ ეხმარებით ოჯახებს. ვხედავ, ფონდს რამდენი კარგი მეგობარი ჰყავს... იმედია ჩვენს ამბავსაც გულთან ახლოს მიიტანენ... მე ყველა მიყვარს. ღმერთმა ყველას ბედნიერება მოგცეთ, ჩემს გოგონას კი - ჯანმრთელობა. სასწაულების მჯერა. 
--------------------------------------------
მეგობრებო, როგორც ხედავთ, გრიგოლიების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საოჯახო ტექნიკა,  ავეჯი! 
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, მათი ცხოვრების არაადამიანური პირობების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია! დაურეკეთ ნონას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ!  ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: სამტრედია. თამარ მეფის ქ. №46 ტელ: 555 68 57 08 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას გრიგოლიების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. 
            აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
           მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge
            ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: 
#GE15TB7194336080100003, 
#GE42LB0115113036665000, 
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: სოფია გრიგოლია) 
ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდიდან 
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

თეგები:
#ბავშვები

მსგავსი პროექტები: