სულიერი სიმდიდრე - ყველაზე დიდი ბედნიერებაა!
2020 მარტი 19
ნონა თოფურიასთვის, მისი გერი - სოფიო, საკუთარ შვილზე უტკბილესი და უსაყვარლესია. გვინდა ამ საოცარი ოჯახის ისტორია გაგაცნოთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,840 ₾
(
145 დონორი )
ჩემი სული პირველად ხარობს უფლის მიმართ!
„მწუხარებისაგან სული მეხუთებოდა... იცით, როგორია, როდესაც წლების მანძილზე, სრულ სიჩუმესა და სასოწარკვეთილებაში, პირველად გესმით ტელეფონის ზარი?!.. და კეთილი ხმა: „თქვენი მონახულება შეიძლება? გვინდა, სოფიას დავუმეგობრდეთ...“ ღმერთო, დიახ! რა თქმა უნდა, შეიძლება!..“ - სიხარულისაგან ტიროდა ნონა თოფურია...
„ჩემი საბრალო გოგონა, სოფია - როგორი უმწეო და გაწამებულია! არც საუბარი შეუძლია, არც სიარული. დაბადებიდან მას მხოლოდ ტანჯვა და უიმედობა არგუნა ავადმყოფობამ, მაგრამ ახლა, პირველად ცხოვრებაში, მას მეგობრები გამოუჩნდა! ღმერთო, ალბათ მთელი საქართველო მირეკავდა, ყველა მხრიდან და ეს ყველაფერი თქვენი წყალობით ხდება!
თქვენ ახალი სიცოცხლე შთაგვბერეთ! პირველად, 17 წლის მანძილზე, ვიგრძენით, რომ ჩვენ ოჯახი გვყავს! მთელი საქართველო ჩვენი დიდი, მეგობრული ოჯახია! მადლობა თქვენ, ძვირფასებო!“
ჩემო ოჯახო, ჩემო საქართველოვ, მხოლოდ ავადმყოფი სოფიას გამო გავბედავ - მას ძალიან სჭირდება საწოლი - ეს ჩემი ერთადერთი ოცნებაა... სხვას არაფერს ვითხოვ... დაე, უფალმა ყურად-იღოს თქვენი ლოცვები ისევე, როგორც თქვენ ისმინეთ ჩვენი ტკივილი!
„ნება მომეცით, გულში ჩაგიკრათ! მე ამ წუთს ისე ველოდი! თქვენ უფალმა გამოგგზავნათ ჩემთან! და ყველა ის ადამიანი, ვინც მე დამეხმარა! ჩათვალეთ, რომ ეს მე ვეხვევი მათ და ვლოცავ! - ნონა თოფურია, მძიმედ ავადმყოფი სოფია გრიგოლიას დედა.
მეგობრებო, სოფიას სულისშემძვრელი ისტორია ჩვენ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში „სულიერი სიმდიდრე - ყველაზე დიდი ბედნიერებაა!“
როდესაც გოგონას სასოწარკვეთილმა დედამ - ნონამ, ჩვენს ფონდს დახმარებისათვის მომართა, ეს საბრალო ოჯახი უფსკრულის პირას იმყოფებოდა. ყოველ დღე, ისინი ერთადერთი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ! მათ უამრავი კითხვა აწუხებდათ: როგორ შეეძლოთ სოფიასთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა, როგორ გამოეკვებათ იგი და საიდან მოეტანათ მისი საფენების ფული? დახმარებისათვის ისინი უფალს ევედრებოდნენ! და აი, უფალმაც ისმინა მათი! მაღალმა ღმერთმა ამ ოჯახს ფონდის ყველა მეგობარი გაუგზავნა დასახმარებლად! თქვენ ამ ოჯახს დაღუპვის საშუალება არ მიეცით, გახდით მათი მაშველი რგოლი, რომელიც მათ ასე სჭირდებოდათ!
თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენს ნიშნავს ამ მარტოხელა, ყველასგან მიტოვებული ადამიანებისათვის თქვენი მხარდაჭერა! თქვენ მათ რწმენა და უკეთესი ცხოვრების იმედი აჩუქეთ! როდესაც ამ ოჯახის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ, ისინი საერთოდ არ ელოდნენ, რომ მათ ვინმე დაეხმარებოდა; მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ სიკეთე არსებობს! თქვენ გახდით მათი საყრდენი, იმედი და რწმენა!
ამიერიდან, ნონას სახე ბედნიერებისაგან ანათებს და მან იცის, რომ სოფია მშიერი არ დარჩება, სახლში კი საფენების მთელი არსენალი აქვს! უძლურმა გოგონამაც კი გაიღიმა... და ამ მშვენიერ ღიმილს სოფია თქვენ გჩუქნით, მეგობრებო!
– ნონა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ნონა: მადლობა უფალს, რომ თქვენთან გამომგზავნა. იცით, არანაირი იმედი აღარ გვქონდა; მეუღლესთან ერთად, ადგილს ვეღარ ვპოულობდით. ფული საკვებისთვისაც კი არ გვქონდა, საფენებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. თქვენ ჩვენი ზეციერი საჩუქარი ხართ! არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება. ამის აღწერა შეუძლებელია... ჩვენ დროში ძალიან რთულია, გჯეროდეს კეთილი ადამიანების არსებობის, მაგრამ შეხედეთ ჩვენს მშვენიერ მაცივარს, სარეცხ მანქანას, ტელევიზორს! ეს ყველაფერი საპირისპიროს ამტკიცებს! ნამცეცა სოფიამაც კი გაიხარა, ამ ყველაფრის შემხედვარემ...
– საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ნონა: უდაოდ, ყველაფერი მომეწონა! შეხედეთ, რამხელა მაცივარი მოგვიტანეს! როგორი ლამაზი და პრიალაა, თანაც სულ ახალი. ასეთი მხოლოდ სიზმრებში მაქვს ნანახი! და სარეცხი მანქანა?! როგორც იქნა, ჩემი ხელები დაისვენებენ! ტელევიზორი ხომ საერთოდ ზღაპარია! ნეტავ, იცოდეთ, სოფიას როგორ უხარია! ჩემი საბრალო გოგონა! როგორ მოსწონს! დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ვიღაცას სჭირდები... რომ შენზე ზრუნავენ... დიდი ხანია, მსგავსი არაფერი განმიცდია...
– როგორ ფიქრობთ, სოფიას რომ შეეძლოს, რას გვეტყოდა?
ნონა: დახმარებისათვის თქვენ სწორედ ჩვენი გოგონას გამო მოგმართეთ. ის სრულიად უძლურია. მას საუბარი არ შეუძლია და თითქოს, არც არაფერი ესმის... მაგრამ მე მის სახეზე ღიმილი შევნიშნე, მართლა! როდესაც ტელევიზორი მოიტანეს და ჩართეს... ის მას ისეთი ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა და გაიღიმა! უფალო, მომეცი შეძლება, რომ ის წუთი მუდამ მახსოვდეს... არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორიც იმ წამს... ჩემმა პაწაწინა გოგონამ ალბათ ცხოვრებაში პირველად განიცადა ბედნიერება... ის ახლა გამუდმებით ტელევიზორს უყურებს. მოსწონს, როგორ იცვლებიან სურათები, როგორ უკრავს მუსიკა, ისმის ხმები... რომ უყურებს, ბედნიერებისაგან ზმუის... რომ შეეძლოს, სოფია ძალიან, ძალიან ძლიერ ჩაგეხუტებოდათ, როგორც მე! და გეტყოდათ, რომ უყვარხართ... იმიტომ, რომ ჩვენი სოფია ასეთია... ნამდვილი ანგელოზი!
– ჩვენც, ყველას ძალიან გვიყვარს სოფია! ნონა, ფონდის გარდა, სხვა ვინმე თუ დაგეხმარათ? მათი სახელები გახსოვთ?
ნონა: რა თქმა უნდა. ჩვენ იმდენი ახალი მეგობარი გამოგვიჩნდა! ჩვეულებრივი ხალხი მოდიოდა, მოჰქონდათ სურსათი და საფენები - სოფიასთვის. მათი სახელები არ მახსოვს. მაპატიეთ, ემოციების ბრალია... ჩვენ არასდროს არავინ დაგვხმარებია და უცებ - ამდენი მსურველი! საოცრად აღტაცებული ვიყავი! ადგილობრივი მოძღვარიც გვესტუმრა და უამრავი სანოვაგე მოგვიტანა! სოფიას აკოცა და დალოცა!
მადლობელი ვარ ყველასი, თითოეული თქვენგანის! მათი, ვინც პირადად გვეწვია და მათიც, ვინც უბრალოდ დაგვირეკა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს! მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ, ქართველები, ერთ მუშტად შეკრული და მტკიცე ერი ვართ. ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენი ერთობის ბევრს შეშურდება. მზად ვართ, გაჭირვებულს უკანასკნელი პურის ნაჭერი გავუზიაროთ. არასდროს ვტოვებთ მარტო ჩვენს თანამემამულეს.
– ნონა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე? თქვენი მდგომარეობით თუ დაინტერესდნენ და თუ დაგეხმარნენ?
ნონა: სამწუხაროდ, არა... არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ჩვენი ერი - ამიერიდან, სწორედ ეს არის ჩემი სახელმწიფო!
– პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ნონა: ძალიან ბევრს… თქვენ მე სიცოცხლე დამიბრუნეთ! ძალიან ბევრი მირეკავდა, თანადგომას მიცხადებდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი გოგონასთვის ლოცულობენ. ამ ყველაფერმა მე, ეს სასოწარკვეთილებით სავსე ქალი, გამომაცოცხლა და დანებების საშუალება არ მომცა. თუკი ამდენი კეთილი ადამიანი მიდგას გვერდში და მათ ჩემი სჯერათ, მე ყველაფერთან გამკლავებას შევძლებ!
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე რწმენა დამიბრუნდა. რწმენა კეთილი ადამიანებისა! იცით, მე ის ყოველთვის მქონდა, მაგრამ ის ახლა ჩემ სულშია განმტკიცებული! ახლა არათუ მწამს, არამედ ვიცი! დიახ, კეთილი ადამიანები არსებობენ და სოფიამ, ცხოვრებაში პირველად, სწორედ მათი წყალობით გაიღიმა...
– თქვენი გრძნობები გაგვიზიარეთ...
ნონა: განა არსებობს სამყაროში ისეთი სიტყვები, რომლითაც ჩემი გრძნობების გადმოცემას მოვახერხებ?! ასე ვიტყოდი - როდესაც საჩუქრები მოგვიტანეს და სახლში შემოტანა დაიწყეს, მე ძალა მომეცა. არადა, უკვე ნიათგამოცლილი ვიყავი... იმიტომ, რომ როგორც არ უნდა ცდილობდეს ადამიანი პრობლემებთან გამკლავებას, ერთხელაც იქნება - ხელს ჩაიქნევს და დანებდება. სწორედ ამ დროს უნდა გამოჩნდეს მის ცხოვრებაში ის, ვინც მას ჩაძირვის საშუალებას არ მისცემს... და აი, მე კვლავ ზედაპირზე ამოვცურე, კვლავ ცოცხალი ვარ! ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა! ახლა უკვე ახალი ძალებით, ფიქრებითა და რაც მთავარია - იმედით ვიბრძვი!
– ნონა, იქნებ კიდევ გაქვთ რამე სხვა პრობლემა, რაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?..
ნონა: ჩვენ ყველას წინაშე ქედს ვიხრით, ვინც დაგვეხმარა. დამიჯერეთ! ყველას პატივს ვცემთ და გვიყვარს! ამიერიდან, ყველა ეს ადამიანი - ჩვენი მეგობარია. მეგობრები კი ჩვენთვის წმინდაა! მეუხერხულება კიდევ რამის თხოვნა, მაგრამ სოფიას მუდმივად ესაჭიროება საფენები, მუდმივად... თვეში, სულ ცოტა, 3 შეკვრა სჭირდება, რაც ძალიან ძვირია, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს... ჯერჯერობით საფენები კი გვაქვს, მაგრამ ხომ გამოილევა, არა?.. თუკი ვინმეს აქვს საშუალება, რომ ამ საკითხში დაგვეხმაროს, უზომოდ მადლიერები ვიქნებით... და კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ყველას! ყველანი ძალიან გვიყვარხართ! ახლა უკვე ჩვენც ვიწამეთ სასწაულის!
----
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოფია გრიგოლია)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/562-sofiagrigolia/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივნ 1 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 350 | paid |
2020 ივნ 26 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,490 | transferred |
სულ ხარჯი: 1,840 ₾
დარჩა 0.09 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 იან 31 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
2021 იან 6 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 მაი 18 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 მაი 10 | inga stohl | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 მაი 6 | არჩვაძე მარიამ | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 30 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 27 | მარიამი ბიბიჩაძე | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 26 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 აპრ 24 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 აპრ 21 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 18 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 აპრ 18 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 18 | მაკა ლალიაშვილი | 20 | Transfer to account |
2020 აპრ 17 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 აპრ 17 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 აპრ 17 | ლანდა ლურსმანაშვილი | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 17 | ლაშა გელაშვილი | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 17 | ნათია გოგინაშვილი | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 17 | ვალერი ქანთარია | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 16 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
2020 აპრ 16 | ჯახია გოგა | 10 | Transfer to account |
2020 აპრ 15 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 15 | ოთარი მინესაშვილი | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 15 | ქეთევან დოლიძე | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 15 | ნინო ჩივაძე | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 13 | თევზაძე იური | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 11 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 აპრ 11 | ლევანი ლობჯანიძე | 20 | Transfer to account |
2020 აპრ 10 | მეგრელიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
2020 აპრ 10 | ძაძამია ამირან | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,840.09 ₾
დარჩა 0.09 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS!!! ჩვენ შველას ვითხოვთ! ბავშვები შიმშილით იხოცებიან დედასთან ერთად! მუდამ აკლიათ საჭმელი, რის გამოც, მძიმედ ავად არიან! ისინი არიან ოჯახური ძალადობისა და უგულო ადგილობრივი ხელისუფლების მსხვერპლნი!
ამ კვირაში, 10 წლის მარიამმა შიმშილისგან გონება დაკარგა. ნუთუ, ჩვენს დროში შეიძლება ხდებოდეს ასეთი რამ?! გოგონა სათანადოდ ვერ იკვებება, შეწყვიტა ზრდა და ძალიან იტანჯება ამის გამო...
შეგროვებულია
7,166.37 ₾
დაეხმარა
452
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“
„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ - სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით...
შეგროვებულია
36,231.27 ₾
დაეხმარა
2,312
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ჩემი უფროსი შვილი, ლუკა, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა! საბრალო, როგორ იტანჯებოდა! ახლა კი, მეორე ვაჟი 7 წლის ომარიც კვდება. დამეხმარეთ!!! გთხოვთ, გადაარჩინეთ!!!
„უფროსი ვაჟი ლუკა (მისი სურათია საფლავის ქვაზე), ეს ულამაზესი ბიჭი, 15 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ექიმებმა ვერ შეძლეს ან არ ისურვეს მიზეზის დადგენა, თუ რით იტანჯებოდა...
შეგროვებულია
12,239.18 ₾
დაეხმარა
945
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ...
შეგროვებულია
5,609.64 ₾
დაეხმარა
451
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თეონა, დედა: „საშინელი მტანჯველი სიკვდილი ჩემს გოგონას ფეხდაფეხ დასდევს!“ თურმე, კიბო არ არის ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება!
❗❗❗ უმძიმესი ისტორია! თუ, ახლახან დედა გახდით ან ელოდებით პატარას, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამ ინტერვიუს წაკითხვისგან. ის, თქვენს გულში შემზარავ ემოციებს აღძრავს ❗❗❗
თეონას და...
შეგროვებულია
20,435.4 ₾
დაეხმარა
1,464
|