ვაჩუქოთ თორნიკეს სიცოცხლე!..
2020 მარტი 23
9324
თითოეული შემოწირული ლარი, ამ ბავშვს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,218 ₾
(
691 დონორი )
საკურნებლად სულისა და ხორცისა!..
- თორნიკეს ოცნება ახდა, ის ეზიარა!
შეხედეთ სურათებს. იცანით არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა ქართველი ბიჭი რომელზეც, გიამბეთ ცოტა ხნის წინ? უკვე 14 წელია ის მიჯაჭვულია საწოლს და მედგრად ებრძვის საშინელ დაავადებას - კუნთების დისტროფიას... მაგრამ! შეხედეთ, როგორ იღიმის თორნიკე! ეს არის ღიმილი, ბედნიერი ადამიანისა, რომელსაც ოცნება აუხდა! ეს კი, სწორედ თქვენი და ჩვენი ერთობლივი დამსახურება გახლავთ! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ასეთი საოცარი საჩუქარი გავუკეთეთ!
თორნიკე სახლშია გამოკეტილი, მას შემდეგ, რაც ხეიბრის ეტლიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა, ტაძრის მოლოცვა და ზიარება მისი სანუკვარი ოცნება გახდა. ბიჭისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს... მას ხომ სწორედ უფლის რწმენა ჰმატებს სასიცოცხლო ძალებს...
როდესაც ფონდის თანამშრომელმა, დავითმა მათთან სახლში მამაო მიიყვანა და თორნიკე ეზიარა, ბიჭი ტიროდა ბედნიერებისგან... მისი დედიკო, ლეილა კი თვალცრემლიანი იმეორებდა: „საკურნებლად სულისა და ხორცისა! სადიდებლად უფლისა!“
ჩვენ ამ ოჯახს უდიდესი ბედნიერება ვაჩუქეთ. და ახლა, თქვენი გულკეთილობის დამსახურებით, მძიმედ დაავადებული თორნიკეს სახეზე კვლავ ბრწყინავს ღიმილი!
მაშინ, საბრალო ბიჭს, რომელსაც ხერხემალი საშინლად აქვს გამრუდებული, დანგრეულ, აგურებით გამაგრებულ ტეხტზე ეძინა, რომელზეც სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ დაწვებოდა! ახლა კი, თორნიკეს მშვენიერი, კომფორტული საწოლი აქვს. რომელიც მასაც და მის დედიკოსაც ძალიან ახარებს.
- ლეილა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ, სტატია გამოვაქვეყნეთ?
ლეილა: შეიცვალა ყველაფერი, და რაც მთავარია, განწყობა! თქვენ არა მხოლოდ მატერიალურად დაგვეხმარეთ, არამედ სულიერადაც გაგვამხნევეთ! თორნიკე ზიარებაზე ოცნებობდა... თქვენ კი, აუსრულეთ ეს ოცნებაც! სააღდგომო ზიარება! ასეთ ბრწყინვალე დღესასწაულს! ამან ჩემს შვილს სიცოცხლე დაუბრუნა! რამე შეედრება ამ სიხარულს?! სიტყვებით ამ გრძნობას მართლა ვერ ავღწერ... ჩვენ, სამწუხაროდ არ გვაქვს სპეციალური ეტლი, ამიტომაც სულ სახლში ვართ გამოკეტილები და ზიარებაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო...
რა შეიცვალა? გულწრფელად გეტყვით - ყველაფერი! შიში იმედმა ჩაანაცვლა... როდესაც ოჯახში, ერთადერთი შვილი მძიმედ ავად არის, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და აზრს კარგავს. თქვენ შეგვიმსუბუქეთ ყოფა, და შესაბამისად, შვილის მოვლაც გამიადვილეთ! თქვენ მოგვიტანეთ გაზქურა, ბლენდერი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდებოდა... მთელი გულით მინდა, მადლობა გითხრათ! - ლეილას აღტაცებას საზღვარი არ აქვს.
თქვენი დამსახურებით, ჩემს ბიჭს სამი თვის სამყოფი წამლები მოვუმარაგე. იმდენი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება გვაჩუქეს, რომ ჯერ კიდევ არ გამომლევია!
გახსოვთ, რაზე იწვა ჩემი ავადმყოფი ბიჭი? ტახტსაც კი ვერ დავარქმევდით... ახლა კი, მოხერხებულად წევს, საწოლზე ორთოპედიული მატრასით. უზომოდ მადლობელია თქვენი, ყველასი!
- ლეილა, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
ლეილა: როგორც უკვე გითხარით, თქვენი ფონდის თანამშრომელმა, დავითმა, მოიყვანა მამაო, რომელმაც აღდგომის დღეს აზიარა ჩემი შვილი. მთელი ჩვენი ოჯახისთვის, საუკეთესო საჩუქარი და სიურპრიზი სწორედ ეს იყო! როდესაც ფეისბუქში, ჩემს პირად გვერდზე, თორნიკეს ზიარების სურათები გამოვაქვეყნე, ვერ მოვთვლი, რამდენმა ადამიანმა დამირეკა, მიულოცა ჩემს შვილს და „სულისა და ხორცის განკურნება“ უსურვა.
მაგრამ ამით, სიურპრიზები არ დასრულებულა. ცოტა ხანში, უფალმა გამოგვიგზავნა კიდევ ერთი კეთილი ადამიანი, და ჩემს შვილზე მადლი ისევ გარდმოვიდა! ორჯერ ეზიარა, სახლიდან გაუსვლელად! ნუთუ ეს სასწაული არ არის? არც კი ვიცი, რა ვთქვა... უდიდესი მადლობა, ამ ბედნიერი წუთებისთვის!
მე და ჩემი შვილი, უფალს ყოველდღე ვთხოვთ, ასმაგად დაგიბრუნოთ ის ბედნიერება, რომელიც თითოეულმა თქვენთაგანმა გვაჩუქა! სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო, თქვენი რამდენად მადლობელი ვარ...
კიდევ, ახალგაზრდები იყვნენ მოსული, „სპარის“ ცენტრალური ფილიალიდან. თორნიკე, ჯერ კიდევ გუშინ ოცნებობდა იოგურტზე. მათ კი ზღვა პროდუქტი მოუტანეს და გემრიელობები, რომელიც კიდევ ძალიან დიდ ხანს ეყოფა!
ერთმა ადამიანმა დამირეკა და 20 ლარი გადმომირიცხა. სიმართლე გითხრათ, ჩვენს მდგომარეობაში, ეს 20 მილიონს უდრის! მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი, პანდემიის გამო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა...
- ადგილობრივი ხელისუფლება გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? თქვენი მდგომარეობით დაინტერესდნენ? გაგიწიეს რაიმე სახის დახმარება?
ლეილა: ერთი ახალგაზრდა მოვიდა და 100 ლარი მოგვიტანა კონვერტით, გვითხრა, რომ დეპუტატმა თქვენი პოსტი წაიკითხა და გამოგვიგზავნა. ოღონდ, სამწუხაროდ, ვერც სახელი დავიმახსოვრე და ვერც გვარი... მინდა მას უდიდესი მადლობა ვუთხრა!
- ლეილა, გთხოვთ, გვიამბეთ თქვენს ემოციებზე.
ლეილა: მართლა არ მყოფნის სიტყვები, ჩემი გრძნობები რომ გამოვხატო... თქვენ ჩემი ავადმყოფი შვილის ოცნება აასრულეთ... და შესაბამისად, ჩემიც...
უკვე გითხარით, რომ მას შემდეგ, რაც თორნიკემ მოიტეხა ფეხი და უმძიმესი ოპერაციისა და ნარკოზის გადატანა მოუხდა, აღარ ჰგავს საკუთარ თავს... ჩვეულებრივ ეტლს ვეღარ გამოვიყენებთ, მე კი ვერაფრით გავარკვიე, ვის უნდა მივმართო, ახალი, რომ მოგვცენ, სპეციალიზირებული... მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, თორნიკეს ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახლა გახდა ჩაკეტილი და სიტყვაძუნწი. კატეგორიულ უარს აცხადებს კონტაქტზე. გამუდმებით ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება, მით უმეტეს, რომ თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სიყვარულისა და მზრუნველობის საოცარი ტალღა წამოვიდა, სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან!
ახლა, თორნიკე, ხანდახან იღიმის კიდეც, უფრო ხშირად არის კარგ განწყობაზე, მაგრამ მაინც უარს ამბობს ადამიანებთან კონტაქტზე, ტელეფონითაც კი... ფონდის დახმარება და თქვენი მეგობრების მხარდაჭერა, ჩვენი ოჯახისთვის, მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს. ისევ ვიგრძენი, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში მარტო არა ვარ.
- პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ლეილა: დავინახე, რომ არ ვარ მარტო და საკუთარი ძალების ისევ ვირწმუნე. სწორედ იმ სიყვარულისა და სითბოს წყალობით, რომელიც მაგრძნობინა თქვენი ფონდის თითოეულმა მეგობარმა და თანამშრომელმა! მართლა არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი გაიზიარებდა ჩვენს გასაჭირს, გვითანაგრძნობდა და მოისურვებდა, რომ ჩემს ბიჭს მხარში ამოუდგეს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები მზად არიან, მხარში ამოუდგნენ და სითბო გაუზიარონ ერთმანეთს!
- იქნებ კიდევ დაგრჩათ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ რომ დაგეხმარონ?
ლეილა: ძალიან მეუხერხულება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც თორნიკემ ფეხი მოიტეხა, ძველ ეტლს ვეღარ ვიყენებთ, სახლში ვართ გამოკეტილები. ჩვეულებრივი ეტლი, რომელსაც გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტრო, აღარ გამოგვადგება. სანამ თავს ეს უბედურება დაგვატყდებოდა და ჩემი ბიჭი ფეხს მოიტეხავდა, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან უყვარდა! მას სპეციალური ხეიბრის ეტლი სჭირდება, რომელიც ხერხემალს მთლიანად დააფიქსირებს. ეს იმის შესაძლებლობას მომცემს, რომ შვილი სახლიდან გავიყვანო, სუფთა ჰაერი ისუნთქოს და სხვადასხვა ღონისძიებაშიც კი მიიღოს მონაწილეობა. იქნებ ვინმეს შეუძლია, ამ პრობლემის გადაჭრაში რომ დაგვეხმაროს? არც კი ვიცი, ვის მივმართო...
გარდა ამისა, თორნიკეს მტვერზე აქვს ალერგია... ძირს ძველი პალასი დავაგეთ, სითბოსთვის, გამუდმებით ვალაგებ და სველი ტილოთი ვწმენდ, მაგრამ ეს არ შველის... ძალიან კარგი იქნებოდა, მტვერსასრუტი რომ გვქონოდა... და კიდევ, მიკროტალღური ღუმელი, საჭმელი უცებ რომ შევათბო...
თქვენ და ყველა ჩვენს თანამემამულეს, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო!... უღრმესი მადლობა, ასეთი ბედნიერი წუთები რომ გვაჩუქეთ! ზუსტად ვიცი, უფალი შეისმენს ჩემს ლოცვებს, და ყველანი მიიღებთ საზღაურს, თითოეული სასიხარულო წამისთვის რაც მოგვანიჭეთ!
----
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე - იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თორნიკე კიკაბიძე)
ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/564-kikabidze/
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
1 ზარს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა - 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 აპრ 2 | საწოლი | 480 | transferred |
2020 აპრ 23 | მედიკამენტები | 308.86 | transferred |
2020 მაი 1 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 730 | transferred |
2020 მაი 21 | მატრასი | 300 | transferred |
2020 ივნ 1 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,790 | paid |
2020 ივნ 17 | მედიკამენტები | 615.76 | transferred |
2020 ივნ 19 | ავეჯი | 380 | transferred |
2020 ივლ 31 | მედიკამენტები | 633.72 | transferred |
2020 სექ 10 | პროდუქტები თხელიძეებისთვის | 380 | transferred |
2020 სექ 24 | პამპერსები თხელიძეებისთვის | 144 | transferred |
2020 ოქტ 21 | პროდუქტები თხელიძეებისთვის | 256 | transferred |
2020 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 120 | paid |
2020 დეკ 8 | პროდუქტები თხელიძეებისთვის | 200 | transferred |
2021 აპრ 20 | პროდუქტები თხელიძეებისთვის | 223.65 | transferred |
2021 მაი 21 | ეტლი | 1,530 | transferred |
2021 ივლ 8 | მედიკამენტები | 299.74 | transferred |
2021 აგვ 24 | მედიკამენტები | 99.95 | transferred |
2021 აგვ 24 | მედიკამენტები,პამპერსები | 702.79 | transferred |
2021 სექ 20 | პროდუქტები | 1,023.39 | transferred |
სულ ხარჯი: 10,217.86 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 სექ 20 | კახა დუმბაძე | 20 | Transfer to account |
2021 სექ 19 | ზვიად შაშიაშვილი | 20 | Transfer to account |
2021 სექ 19 | მანანა ბეჟიტაშვილი | 10 | Transfer to account |
2021 სექ 18 | შავშაშვილი მიხეილ | 200 | Transfer to account |
2021 სექ 17 | პაპაშვილი ნიკა | 10 | Transfer to account |
2021 სექ 17 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
2021 სექ 16 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 სექ 16 | ლაშა ენუქიძე | 20 | Transfer to account |
2021 სექ 16 | ანდრო ათოშვილი | 12 | Transfer to account |
2021 სექ 16 | პილილიან არაქელ | 30 | Transfer to account |
2021 სექ 15 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
2021 სექ 15 | ქრისტეფორე ჩოპოზოვი | 1 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ანონიმი | 30 | VISA, MasterCard (Geopay) |
2021 სექ 14 | თურმანიძე გიორგი | 15.36 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ცომაია თორნიკე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 14 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
2021 სექ 14 | პაატა აბულაძე | 10 | Transfer to account |
2021 სექ 14 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
2021 სექ 14 | საბა სანთაბულო | 5 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ირაკლი გეწაძე | 10 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 14 | ინგა ინასარიძე | 10 | Transfer to account |
2021 სექ 14 | მარიამი ჭელიძე | 2 | Transfer to account |
2021 სექ 13 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
2021 სექ 13 | არჩაია ნუცა | 20 | Transfer to account |
2021 სექ 13 | ღვინიაშვილი ლია | 10 | Transfer to account |
2021 სექ 13 | შავაძე თეა | 10 | Transfer to account |
2021 სექ 13 | შარაბიძე ლუკა | 3 | Transfer to account |
2021 სექ 13 | ჩაგუნავა როსტომ | 2 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 10,217.66 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ბავშვები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
SOS! მეუღლის ტრაგიკული გარდაცვალებისა და უმცროსი შვილის, გოჩას უმძიმესი დაავადების გამო, ოდესღაც ბედნიერი მრავალშვილიანი ქართული ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა!
სიკვდილი, ბავშვების შიმშილობა და სნეული ბავშვის არაადამიანური ტანჯვა... მეგობრებო, ჩვენ წილად გვხვდა ეს ყველაფერი, რათა ეს საბრალო ადამიანები გადავარჩინოთ! ამ საბრალო ბიჭუნას...
შეგროვებულია
7,190.78 ₾
დაეხმარა
502
|