პროექტის რეპორტი გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!

page info icon
2020 მარტი 26
მათ სახლში აუტანელმა უიმედობამ დაიდო ბინა. დაობებული კედლები, ჟანგიანი საწოლები, ძველი ტანსაცმლი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,305 ₾
( 144 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ახლა ზუსტად ვიცი - სასწაულები ხდება!

 -მე და თამრო მთელი ღამე ჩურჩულით ვლოცულობდით: ნეტა, ველოსიპედი იყოს, ნეტა, ველოსიპედი იყოს... და მოხდა სასწაული - თქვენ ის მოიტანეთ! - ხუთი წლის გაბრიელი სიხარულით დახტის სანატრელი ველოსიპედის გარშემო. 

 ნეტავ, მისი თვალები განახათ, როდესაც, ერთი კვირის წინ, მისი ოცნება მანქანიდან გადმოვიღეთ! ჭყლოპინისა და აღტაცების ნაცვლად, გაბრიელი ატირდა! “რამხელაა, რამხელაა“, - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ბიჭუნამ და ტყავის სავარძელს გულის ფანცქალით შეავლო ხელი...

დიახ, სასწაულები ხდება და ამ სასწაულებს ჩვენ ვახდენთ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო! ჩვენ უკვე იმდენ გაჭირვებულ ადამიანს ვაჩუქეთ ბედნიერება! ამჯერად კი, ჩვენმა მხარდაჭერამ და სიყვარულმა გოდაძეების სახლის კარიც გააღო.

 ამ დიდი და მეგობრული ოჯახის ნაცრისფერი, უსიხარულო დღეების შესახებ მოგიყევით პუბლიკაციაში - "გოდაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია!" https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/565-godadze

 სამი შვილის სასოწარკვეთილი მშობლები - 38 წლის სოფიკო და 61 წლის ვაჟა გოდაძე დახმარებას ითხოვდნენ. მათი შვილები აუტანელ სიღარიბეში იზრდებოდნენ: დამპალი კედლები, დაჟანგული საწოლები, დახეული ტანსაცმელი, ნესტი... ოჯახის თავი, მთელი ცხოვრება, მძიმე შრომით ცდილობდა ერთი ნაჭერი პურის შოვნას. მისი წყალობით, როგორღაც გაჰქონდათ თავები, მაგრამ ერთი წლის წინ, ვაჟამ ფეხი მოიტეხა და ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. 

და აი, მას შემდეგ, რაც ჩვენ გოდაძეების ოჯახის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ, სასწაული მოხდა! ამ ადამიანების უბედურების შესახებ ფონდის მეგობრებმა შეიტყვეს და 9 წლის ნათიას, 7 წლის თამარის (თამრო), 5 წლის გაბრიელისა და მათი მშობლების ოცნებები რეალობად იქცა! 

 - ბავშვები თქვენი საჩუქრებით ვერ ძღებიან! ჩვენ სახლში ბედნიერებამ დაისადგურა! ველოსიპედი კი ნამდვილ სასწაულად იქცა! ნათიას, თამროს და გაბრიელს ის ქუჩაშიც კი არ გააქვთ - ეშინიათ, არ დაიკაწროს. პატარებისთვის ის ცოტა მაღალია და სულ ყირავდება. თქვენი საჩუქარი რომ არ გააფუჭონ, ჯერ ოთახში სწავლობენ ტარებას. მხოლოდ თქვენი ფოტო-გადაღებისთვის გაბედეს მისი გარეთ გამოტანა. 

და საწოლები?! ბავშვებმა მათ კიდევ ერთი გამოყენება მოუძებნეს: დღისით ის ბატუტია, ღამით კი, წესისამებრ, საწოლი. როგორც იქნა, ჩემს შვილებს ნორმალურად შეუძლიათ დაძინება! აქამდე, სამივეს ერთ, რკინის, ძველ, მორყეულ საწოლზე ეძინა. 

- სოფიკო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

- პირველ რიგში, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა სამყაროს მიმართ! ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაკარგულა, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ სხვა ადამიანებსაც ვჭირდებით, რომლებიც ჩვენზე ფიქრობენ და გვერდში გვიდგანან რთულ მომენტებში! მადლობა თქვენი ამისთვის! ეს თქვენი დამსახურებაა! 

ჩვენთან იმდენი ადამიანი მოვიდა, საჩუქრებით! ბავშვებისთვის პროდუქტები, ტანსაცმელი მოჰქონდათ... სხვადასხვა რეგიონიდან და სოფლიდან ჩამოდიოდნენ. ღმერთი მათ აუცილებლად გადაუხდის მადლობას სიკეთისა და მზრუნველობისთვის, ჩვენ კი ვლოცულობთ და უფალს ვევედრებით, რომ ჩვენს ახალ მეგობრებს ასმაგად მიუზღოს მათი წყალობისთვის! 

- ყველაზე მეტად ვინდაგამახსოვრდათ? მათისახელები თუ გახსოვთ?

- განსაკუთრებით გორის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებელი - ქეთინო დამამახსოვრდა. ისეთი ხალისიანები იყვნენ, ჩემს პატარებს ისე ახარებდნენ! თითქმის მთელი დღე ჩვენთან ერთად გაატარეს. ჩვენს სახლში იმდენი კისკისი ისმოდა! ბავშვები თამაშობდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ლექსს მოყვებოდა. ქეთინო კი, მათი ტოლივით იცინოდა და ერთობოდა! ის ისეთი პოზიტიური და სიცოცხლით სავსეა! ღმერთმა ყველა დალოცოს!

ისინი ახალი წლის დღეებში მოვიდნენ და იმდენი საჩუქარი მოგვიტანეს! საკვები, ტანსაცმელი, სხვადასხვა სახატავი მასალა: ფანქრები, გასაფერადებლები, ალბომები... მათთან განშორება ძალიან სამწუხარო იყო... მაგრამ ჩვენ ისინი გვახსოვს და იმ დღეს, ერთ-ერთ ყველაზე მშვენიერ მოგონებად, გულში ვინახავთ.

- სოფიკო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

- არა, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. რამდენი წელია, ჩვენ მათ ერთადერთი თხოვნით მივმართავთ - სახლის სახურავი შეგვიკეთონ, მაგრამ ამაოდ. გვეგონა, თქვენი სტატიის მერე მაინც გაეღვიძებოდათ სინდისი, მაგრამ სამწუხაროდ... იქნებ ამ პუბლიკაციის შემდეგ შეიცვალოს რამე, არ ვიცი... 

იცით, ფეისბუქის პოსტს დეპუტატი, სოფიო კილაძე გამოეხმაურა და ანგარიშზე 100 ლარი გადმოგვირიცხა! პირადად ჩვენ, მასთან ურთიერთობა არ გვქონია - მისმა წარმომადგენელმა დაგვირეკა, გვაცნობა გადმორიცხვის შესახებ და ქალბატონი სოფიოსგან, კეთილი სიტყვები გადმოგვცა! ისეთი ბედნიერი ვიყავი! ასჯერ ვთხოვე, ჩვენი ოჯახის სახელით, მისთვის მადლობა გადაეხადა და საუკეთესო სურვილები გადაეცა. 

სოფიკო, პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

- მათ ჩვენ მომავლის იმედი ჩაგვისახეს გულებში და გვაგრძნობინეს, რომ ჩვენს ოჯახს მარტო არ უწევს გასაჭირთან გამკლავება... ბავშვებმა კი სასწაულის ირწმუნეს! არადა, ჯერ კიდევ გუშინ, ისინი რბილ საწოლებზე, ტანსაცმლის კომოდზე ოცნებასაც კი ვერ გაბედავდნენ, ველოსიპედზე ხომ საერთოდ... ბავშვები ხომ მშვენივრად ხედავენ, რა მდგომარეობაშია მათი ოჯახი; ხედავენ რომ ფული საჭმლისთვისაც კი არ გვაქვს... 

ახლა კი - სასწაული მოხდა! ყველა მათი ოცნება რეალობად იქცა! და ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ! 

გაბრიელი (5 წლის): უკვე ვეღარ ვითმენ! შეიძლება, ჩაგეხუტოთ? მადლობა, მადლობა, მადლობა! რა მაგარია - ჩვენ ახლა საკუთრი ველოსიპედი გვაქვს! აღარ მოგვიწევს სხვისი ხვეწნა, რომ გვათხოვონ! აი, ვისწავლი კარგად ტარებას და მეზობლებთან ერთად, რბოლას მოვაწყობ!

საჩუქრებიდან კიდევ რა მოგეწონა, გაბრიელ? 

გაბრიელი (5 წლის): საწოლები! დასაძინებლად - რბილია და სახტუნაოდ - მაღლა ხტები! 

სახტუნაოდ? შენ რა, მათზე ხტუნაობ

გაბრიელი (5 წლის): არ გეწყინოთ, მაგრამ კი... როგორც ბატუტზე... ისეთი სახალისოა! 

თამრო (7 წლის): ნუ გეშინიათ, არ გავაფუჭებთ. ძალიან ფრთხილად ვხტუნაობთ. დედაც სულ გვეუბნება: „ფრთხილად, ქვეშაგები არ გააფუჭოთ!“, ხოდა ვცდილობთ, რომ ფრთხილად ვიყოთ... 

იცით, კიდევ რა მოგვეწონა? პატარა კომოდი მოგვიტანეს და ახლა ჩვენი ყველა ტანსაცმელი ლამაზად არის უჯრებში ჩალაგებული და ერთ გროვად აღარ ყრია კუთხეებში. გოგოებს ხომ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ, ლამაზად?! ბიჭებსაც!

ძალიან გვიხარია, ასე რომ გასიამოვნეთ და ყველაფრით კმაყოფილები რომ ხართ! ნათია, ჩუმად რატომ ზიხარ?

ნათია (9 წლის)თამრო და გაბრიელი იმდენს რატრატებენ, ერთ სიტყვას ვერ ჩააკვეხებს კაცი. მინდოდა, ყველასთვის მადლობა მეთქვა, ჩვენზე და დედაზე ასე რომ იზრუნეს. ახლა მას სარეცხი მანქანა აქვს და მისთვის ბევრად მარტივი იქნება, რადგან აქამდე, ჭის გაყინულ წყალში, ხელით უწევდა რეცხვა.

დარწმუნებული ვარ, დღეიდან, ცხოვრებაში მხოლოდ სიხარულით სავსე წუთები გექნებათ, რადგან ახლა ამდენი ერთგული მეგობარი გყავთ!

სოფიკო, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ,რომ დაგეხმარონ?

- არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება და შემიძლია თუ არა, კიდევ რამე გთხოვოთ; მითუმეტეს, ამ საკითხით ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაკავდეს; მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა, კვლავაც, დაზიანებული სახურავია. წვიმის დროს სახლშიც თქეშია. ერთი ოთახით სარგებლობა საერთოდ არ შეგვიძლია, იქ ნამდვილი წყალდიდობა ხდება ხოლმე. მეორე ოთახში ვჭამთ და გვძინავს, საწოლები და სასადილო მაგიდა კუთხეებში მოვათავსეთ, წყალი რომ არ დაესხას... 

ამაზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ იქნებ ვინმემ შეძლოს ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარება?

სხვა დანარჩენზე კი, ვეცდებით, თავად ვიზრუნოთ. თქვენ მთავარი გააკეთეთ - დაგვიბრუნეთ სიკეთისა და ადამიანების რწმენა! ახლა ჩვენ ვიცით - სასწაულები ხდება! 

----

და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 

ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ ბევრი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე -შანსია,რომ თქვენც ყოველთვის ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:გოდაძეების ოჯახი

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც, ბმულზე:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/565-godadze

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: