ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი შვილების წყენინებას, ვეღარავინ გაბედავს!

მხეცი ქმრის ძალადობა, შიშისგან მტირალი ბავშვები, მათი დალურჯებული, პატარა სხეულები - ასეთი გხლდათ 32 წლის ქართველი ქალის, ნაირას ცხოვრება მხოლოდ ერთი წლის წინ. მაგრამ საბრალო, ნაცემმა ქალმა, საკუთარ თავში ძალები გამონახა, ამ საშინელებისთვის თავი დაეღწია და მისი შვილებიც დაეხსნა ამ ჯოჯოხეთიდან... „ჩემს შვილებს, ვეღარავინ და ვეღარასდროს აწყენინებს!" - პირობა დადო ნაირამ... მაგრამ ამით ხმალაძეების დიდი ოჯახის ტანჯვა არ დასრულებულა, ახლა სხვა გასაჭირში, დიდ სიდუხჭირეში აღმოჩნდნენ!
426.06 ₾
41
დონორები
შეგროვებულია

- ნაირა, გვიამბეთ, რა მოხდა, როგორ აღმოჩნდით ამ ჯურღმულში ექვს ბავშვთან ერთად?
ნაირა: ერთი წლის წინ ჩემმა ალკოჰოლიკმა მეუღლემ, სახლიდან გამომაგდო. მარტო, შვილების გარეშე... გგონიათ ბავშვები სჭირდებოდა? უბრალოდ, სურდა მიეღო მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება, როგორც ყოველთვის, ისევ სასმელი რომ ეყიდა... მადლობა კეთილ ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ იმაში, რომ ამეყვანა ადვოკატი და სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით ბავშვები დამებრუნებინა! მათთვის  ყოველდღე ვლოცულობ!
მას შემდეგ, მე და ჩემი შვილები ბინიდან ბინაში დავხეტიალობდით, ამჟამად ხელვაჩარაურში, ბათუმის გარეუბანში, ამ ნახევრად დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ ქირით - მხოლოდ იმითაა კარგი, რომ ბავშვებს ეზო აქვთ, სადაც შეუძლიათ სირბილით იჯერონ გული... ყველაფერი დანარჩენი კი, თავადაც ხედავთ, რა მდგომარეობაშია... სახლს უამრავი ღრიჭო აქვს, ზამთარში მხოლოდ სამზარეულო თბება, მეორე სართულის ოთახებში კი ისე ცივა, რომ შესაძლებელია მათი მაცივრად გამოყენებაც კი.
- რით შეგვიძლია თქვენი დახმარება, ნაირა, ახლა რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ნაირა: ყველაზე აუცილებელია, პროდუქტი, ტანსაცმელი, ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები - საწოლები, საბნები, ბალიშები... ყველაფერი გაგვიხარდება! შეხედეთ, რაზე სძინავთ ჩემს შვილებს - ეზოში პარალონი ვიპოვე, აგურებზე დავდე და ბავშვებს საწოლი გამოუვიდათ...
- რა არის თქვენი შემოსავალი?
ნაირა: სოციალურსა და მრავალშვილიანობის დახმარებას ვიღებთ, ეს გყოფნის ქირაზე, კომუნალურ გადასახადებზე და ელემანტარულ პროდუქტზე. ექვსი შვილი მყავს, და მუდამ ნახევრად მშვრები და სხვის გამონაცვალი ტანსაცმლით დადიან...
მთელი ავეჯი და ტექნიკა, რასაც ხედავთ, სახლის მეპატრონეს ეკუთვნის. ჩემი მხოლოდ სარეცხი მანქანა და ძველი, უპულტო ტელევიზორია, რომელიც გვაჩუქეს. მაცივარსაც სახლის პატრონი წაიღებს მალე. თქვა, რომ თავადაც სჭირდება...
ჯერჯერობით ვერ ვიმუშავებ, იმიტომ, რომ უმცროსი ბავშვების დამტოვებელი არავინ არ მყავს, ასე რომ, მხოლოდ თქვენსა და უფლის იმედზე ვარ!
- მშობლები, ან ნათესავები არ გეხმარებიან?
ნაირა: საერთოდ არავინ არ გვყავს, რომ დაგვეხმაროს. დედამ სულ პატარა მიმატოვა... წავიდა და სამი შვილი - მე და ჩემი და-ძმა, ინვალიდი მამის იმედზე დაგვტოვა... როგორც უკვე გითხარით, მამაჩემი ინვალიდია, სოფელში ცხოვრობს, მისი ერთადერთი შემოსავალი კი, სოციალური დახმარებაა... პირიქით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ...
- ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ დახმარებისთვის?
ნაირა: მას შემდეგ, რაც ქმარს დავშორდი, ყველას მივმართე, ყველა კარზე ვაკაკუნე, რომ მარტოხელა, მრავალშვილიან დედას საცხოვრებლის მოძებნაში დახმარებოდნენ... ნეტავ ეს სულაც არ გამეკეთებინა! ერთადერთი პასუხი, რაც სოციალური სააგენტოს თანამშრომლისგან მივიღე იყო ის, რომ შემეძლო ბავშვები დროებით თავშესაფარში ჩამებარებინა! ამის გახსენებაზეც მაჟრიალებს! ისინი კი ღმერთმა განსაჯოს!
მჯერა, რომ უფალი მოწყალეა, მე და ჩემს შვილებს არ მიგვატოვებს! გამომიგზავნის კეთილ ადამიანებს  და მათი დახმარებით, შევძლებ, გამოვკვებო ჩემი ანგელოზები. მთავარია, ჩემს გვერდით იყვნენ.
- ნაირა, გაგვაცანით თქვენი შვილები.
ნაირა: ექვსი მყავს, სამი გოგო და სამი ბიჭი. ყველაზე უფროსი, ლიზა, 12 წლისაა. შემდეგ მარატი გაჩნდა - ის ახლა 11 წლისაა,  მარიამი - 7-ის, შოთა - 6-ის, ანდრია - 3-ის, ყველაზე პატარა კი, 2 წლის გვყავს - ბარბარე.
ლიზა, მარატი და მარიამი სკოლაში დადიან, ბეჯითი და ჭკვიანი ბავშვები არიან. შოთა ჯერ მხოლოდ ემზადება სკოლისთვის - სექტემბერში წავა პირველ კლასში.
- გვიამბეთ დაწვრილებით თითოეულ მათგანზე.
ნაირა: ლიზაზე დიდ იმედებს ვამყარებ! ძალიან ჭკვიანი და ლამაზი გოგო მყავს, მაგრამ ძალიან მოკრძალებულიც... კარგად სწავლობს, განსაკუთრებით უყვარს ინგლისური ენის გაკვეთილი.
მარატი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცობს. ჩაკეტილი ბიჭია, არ არის ისეთი ემოციური, როგორც მისი უფროსი და. ძალიან უყვარს ხატვა, მისი საყვარელი საგანი კი მათემატიკაა. პროფესია ჯერ ვერ აირჩია, ხან მეზღვაური უნდა რომ გახდეს, ხან რაგბის მოთამაშე.
მარიამიც ძალიან ჭკვინი და ლამაზი მყავს, ძალიან უყვარს ქართული ენა და უნდა, რომ გახდეს მასწავლენელი...
შოთას ერთი სული აქვს სკოლაში როდის წავა, დებთან და ძმასთან ერთად. უზომოდ მოუსვენარია, ერთ ადგილზე საერთოდ არ ჩერდება.
ყველაზე პატარები, ანდრია და ბარბარე ჯერჯერობით სახლში მყავს. დედიკოს კუდები არიან, მოწებებულივით დამყვებიან ყველგან.(იცინის)
ჩემს ბავშვებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, უყვართ ერთად თამაში. მართალია, ხანდახან მულტფილმების გამო ჩხუბობენ...
- როგორ წარმოგიდგენიათ მათი მომავალი, ნაირა?
ნაირა: ჩემს ოცნებებში, მათ ბედნიერ და წარმატებულ ადამაინებად ვხედავ. მინდა, რომ კარგად ისწავლონ, პროფესიას დაეუფლონ, და როგორც ახლა, თითოეულ თეთრს არ დაჰკანკალებდენენ. სულ ერთად რომ იყვნენ, ერთმანეთი არ დაკარგონ და მეც, სიბერეში მარტო არ მიმატოვონ. 
- ძალებს რა გმატებთ, რა არ გაძლევთ დანებების უფლებას?
ნაირა: დღემდე ცოცხალმა მხოლოდ უფლის წყალობით მოვაღწიე... უფლის რწმენა და ჩემი შვილები - ეს ერთადერთია, რაც გამაჩნია და რაც მმატებს ძალებს. 
- შეგიძლიათ თქვენს მეუღლეზე გვიამბოთ? როგორ გაიცანით ერთმანეთი  და როგორ შექმენით ოჯახი?
ნაირა: სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა გახსენება... ჩემი ყოფილი მეუღლე, ალკოჰოლზე დამოკიდებული პიროვნებაა. მხეცად იქცევა როგორც კი დალევს... სიყვარულით დავქორწინდით, მეჩვენებოდა, რომ ის ნამდვილი უფლისწულია და ყველაფრისგან მიხსნის... მაგრამ ქორწინების შემდეგ, მან დამანახა თავისი ნამდვილი სახე... ის აღმოჩნდა ალკოჰოლიკი, უსაქმური და სადისტი - შეურაცხყოფას მაყენებდა და სასტიკად გვცემდა, მეც და ჩვენს შვილებსაც...
ჩემი მომავალი სულ სხვანაირად წარმომედგინა... ძალიან მინდოდა სწავლა... მეუღლე შემპირდა, რომ ამაში ხელს შემიწყობდა, მაგრამ ესეც ტყული აღმოჩნდა...
- ნაირა, ახლა ბავშვებს გავესაუბრები თუ შეიძლება. ბავშვებო, ერთმანეთთან მეგობრობთ?
ლიზა(12 წლის): დიახ, ძალინ ვმეგობრობთ. თითქმის არასდროს არ ვჩხუბობთ. მართალია, მე უკვე დიდი ვარ, მაგრამ მაინც მიყვარს უმცროს და-ძმებთან დამალობანას და დაჭერობანას თამაში. არ გვაქვს ბევრი სათამაშო, უფრო ბურთს ვთამაშობთ ხოლმე.
- დედიკოს ეხმარები? 
ლიზა(12 წლის): დედიკოს სახლში ძალიან ბევრი საქმე აქვს, ის მთელი დღე ფეხზეა. ვცდილობ დავეხმარო, პატარები გავართო ხოლმე, ხელი რომ არ შეუშალონ. ხანდახან ჭურჭელს ვრეცხავ, ან ოთახს ვხვეტავ.
- ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარს?
ლიზა(12 წლის): ხატვა, ცეკვა... ქართული ცეკვა ისეთი ლამაზია, გოგოებს ისეთი ლამაზი ფორმები აცვიათ... თითქმის ყველა ჩემი მეგობარი, ცეკვაზე დადის. მეც მინდა, მაგრამ დედიკოს ფული არ აქვს, რომ მატაროს...
კიდევ, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ჩემს მეგობარს, ანას, ძალიან ბევრი წიგნი აქვს. ჰარი პოტერი მიყვარს ყველაზე მეტად. ისეთი საინტერესოა ჰოგვარტსის სკოლის პატარა ჯადოქრებზე წაკითხვა...
 - როგორ სწავლობ, ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?
ლიზა(12 წლის): ძალიან კარგად ვსწავლობ. დედა სულ მეუბნება, რომ ეს ჩემი  ბედნიერი მომავლის ბილეთია... და მე მისი მჯერა. დედიკომ ყველაფერი იცის, საუკეთესო მყავს. ქართული ენაც მიყვარს და ისტორიაც, მაგრამ ინგლისური, ყველაზე მეტად! ახლა ყველამ, ვისაც კარგი სამსახური უნდა, ინგლისური კარგად უნდა იცოდეს. 
- პროფესია უკვე აირჩიე?
ლიზა(12 წლის): ვოცნებობ, ჟურნალისტი გავხდე, ყველანი ისეთი ლამაზები არიან. ძალიან მაინტერესებს ინტერვიუს აღება, სხვადასხვა თემებზე რეპორტაჟების გაკეთება. მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა ვისწავლო და ძალიან ჭკვიანი უნდა ვიყო. დედიკო მეუბნება, რომ ჭკვიანი გოგო ვარ და ყველა მიზანს, აუცილებლად მივაღწევ.
- რაზე ოცნებობ?
ლიზა(12 წლის): ვოცნებობ, მქონდეს კომპიუტერი, ის ჩემთვის უბრალოდ აუცლებელია. ჩამოვრჩი სკოლის პროგრამას, მეზობლებთან სირბილი მიწევს დავალებების გასარკვევად... ინტერნეტით, სწავლის გარდა, ბევრი რამის კეთება შეიძლება, ფილმების და მულტფილმების ყურება, წიგნების წაკითხვა.
- საუკეთესო მეგობარი გყავს?
ლიზა(12 წლის): ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი თანაკლასელია, ანა, ყოველთვის სიხარულით მთხოვნის წიგნებს,  საიდუმლოებს ერთმანეთს ხშირად ვუყვებით. მისი ნდობა შეიძება, არავის არაფერს არ ეტყვის.
- ბიჭებთან მეგობრობ? 
            ლიზა(12 წლის): უფრო გოგონებთან. ბიჭები სულ ჩხუბობენ და ხმაურობენ. 
          - ხომ არ გაბრაზებენ?
           ლიზა(12 წლის): არა, რატომ? ერთმანეთში ჩხუბებენ და თავიანთ თამაშებს თამაშობენ.
          - როდესმე გიფიქრია შენს მომავალ ოჯახზე? როგორ ფიქრობ, რამდენი შვილი გეყოლება?
            ლიზა(12 წლის): ძალიან ბევრი შვილი მეყოლება. როდესაც ბავშვები ბევრია, ყოველთვის მხიარულებაა. ხედავთ, ჩვენ ექვსნი ვართ და ყველას ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.
           - როგორი იქნება შენი მომავალი მეუღლე?
            ლიზა(12 წლის): ჩემი მეუღლე არასდროს არ დალევს, ხელით არავის არ შეეხება და ჩვენს შვილებს არ აწყენინებს!
- შენ როგორ სწავლობ, მარატ? გიყვარს სკოლაში სიარული?
მარატი(11 წლის): კი, სკოლა მაგარია! იქ მეგობრები მყავს... ახლა კი სახლში ჯდომა და მხოლოდ ერთმანეთთან თამაში გვიწევს. დავალებების წერაც მიყვარს, კარგად ვსწავლობ. მაგრამ ახლა არ გამომდის - არ გვაქვს კომპიუტერი და ვერ ვსწავლობ...
- უკვე გადაწყვიტე, ვინ გახდები, რომ გაიზრდები?
მარატი(11 წლის): მეზღაური ვიქნები, ან რაგბის მოთამაშე. ყველა მეზღვაური მამაცი და ღონიერია, რაგბის მოთამაშეებიც. მეც ვიქნები ყველაზე ძლიერი.
- ბევრი ნახატები გაქვთ, გიყვართ ხატვა?
მარატი(11 წლის):  დიახ, მე და ლიზა ძალიან კარგად ვხატავთ. ყველაფერი ლამაზად გამოგვდის - სახლებიც, ადამიანებიც, და კიდევ ზღვა და ტალღები. 
   
- შენ თქვი, რომ შესაძლოა მეზღავური გახდე, ესე იგი გიყვარს ზღვა?
მარატი(11 წლის): ჯერ ზუსტად არ ვიცი, შესაძლოა, რაგბისტი გავხდე... ზღვა კი მართლაც ძალიან მიყვარს. ზაფხულში საბანაოდ ხშირად დავდივართ, დედასთან ერთად. როდესაც ვსეირნობ ზღვის სანაპიროზე, მაშინ წარმოვიდგენ ხოლმე, რომ უკვე მეზღვაური ვარ და უცხო ქვეყნებში მივცურავ...
- მარატ, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, დედიკოს ეხმარები?
მარატი(11 წლის): რა თქმა უნდა, ვეხმარები! მე ხომ ოჯახში ყველაზე უფროსი მამაკაცი ვარ! ხან შეშა მომაქვს, ხან მძიმე ჩანთების მოტანაში ვეხმარები, ხანდახან ბარბარეც შემიძლია ავიყვანო ხელში.
- თამაშობ დებთან და ძმებთან? რომელია შენი საყვარელი სათამაშო?
მარატი(11 წლის): ეს არის ჩემი საყვარელი რობოტი, რობო ჰქვია. იმ რობოტის საპატივცემულოდ დავარქვი, კინოში რომ არის. იცით ესეთი კინო, სადაც ბიჭუნა და რობოტი დამეგობრდნენ? მართალია ჩემი, დიდად არ ჰგავს იმას, ფილმიდან, თანაც უკვე ძველია, მაგრამ მაინც მიყვარს.
საუბარში 6 წლის სულსწრაფი შოთა ჩაგვერთო:
შოთა(6 წლის): მეც ძალიან მომწონს მარატის რობოტი, მაგრამ არ მჩუქნის... ხანდახან მთხოვნის, ცოტა ხნით, რომ ვითამაშო... მე კი ჩემი, საკუთარი რობოტი მინდა. 
- მოდი, შენთანაც გავისაუბროთ. აბა გვითხარი, გინდა სკოლაში სიარული?
შოთა(6 წლის): კი, ვოცნებობ, რომ მალე წავიდე სკოლაში, მეც მექნება ბევრი წიგნები და რვეულები, როგორც მარატს, ლიზას და მარიამს. სკოლაში ერთად წავალთ, და სახლში ერთად დავბრუნდებით ხოლმე...
- ვინ გინდა რომ გახდე? 
შოთა(6 წლის): მე ვიქნები პოლიციელი და ყველას დავიცავ. 
 - და რაზე ოცნებობ?
შოთა(6 წლის): მანქანა მინდა, დიდი, შიგნით რომ ჩავჯდე და ვიარო... მარატის კი ველოსიპედი აჩუქეთ, დიდი ხანია უნდა. ის კიდევ მე მათხოვებს, არა მარატ?
მარატი(11 წლის): რა თქმა უნდა! მე მართლაც ძალიან ძალიან მინდა ორბორბლიანი ველოსპედი! დედიკო ვერ მყიდლულობს, მეზობელი ბიჭები კი იშვიათად მთხოვნიან.
მარიამი(7 წლი): დეიდა, მე დაგავიწყდით! მეც მინდა საჩუქრები! მე უკვე მყავს თოჯინა მაშა, მაგრამ ძველია, მე კიდევ ახლები მინდა. გოგოსავით დიდი თოჯინა, ჩემსიმაღლე და ლამაზი კაბით. მაღაზიის ვიტრინაში ვნახე... ლიზას დავარქმევ. და კიდევ პრინცესასავით ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი მინდა!
- პრინცესას გინდა ჰგავდე? 
მარიამი(7 წლის): მე ისედაც პრინცესა ვარ, უბრალოდ კაბა არ მაქვს... იცი, როდესაც გავიზრდები, უფლისწული მომაკითხავს ცხენით და თავის სასახლეში წამიყვანს.
 - ვინ გიწნავს, პრინცესავ, ასეთ ლამაზ ნაწნავებს?
მარიამი(7 წლის): ყოველთვის ლიზა მიწნავს ხოლმე. ხომ ლამაზია? ბარბარეს კი ჯერ არ გამოსდის ნაწნავები, მოკლე თმა აქვს. მერე მე დავუწნავ. 
- მარი ხატვა იცი?
მარიამი(7 წლის): ცოტა. ისე ლამაზად არ გამომდის, როგორც ლიზას, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი.
- კიდევ ვინ გინდა რომ გახდე, როდესაც გაიზრდები, პრინცესას გარდა?
        მარიამი(7 წლის): ჯერ არ ვიცი, მინდა ჩემს დას, ლიზას ვგავდე. სკოლაში ქართულის გაკვეთილი მიყვარს. შეიძლება მასწავლებელი გავხდე...
- ბავშვებო, როგორ ფიქრობთ, ანდრია და ბარბარე საჩუქრად რას ისურვებდნენ?
მარიამი(7 წლის): ანდრიას ყველაზე მეტად უყვარს თავისი ლურჯი მანქანა, ამიტომ, ალბათ ახალი მანქანებიც გაუხარდება. ბარბარე კი სულ თოჯინებს ითხოვს, მეც მთხოვს და მეზობელ გოგონებსაც, და კიდევ კამფეტებს. ყველას გვიყვარს კამფეტები და საღეჭი რეზინები, მაგრამ დედა იშვიათად გვაძლევს, თითო-თითოს... კიდევ ანდრიას და ბარბარეს ფუმფულა სათამაშოებთან ჩახუტება უყვართ...
 - ბავშვებო, დედიკოს რჩება ხოლმე დრო, რომ ზღაპრები მოგიყვეთ, ან სიმღერა გიმღეროთ? რომელია თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი?
შოთა(6 წლის): მე მიყვარს ზრაპარი ნაცარქექიაზე, ყველა თვლის, რომ ის ზარმაცია, ის კი ისეთი ჭკვიანი აღმოჩნდება, ეშმაკობით უზარმაზარ დევს აჯობებს და დაამარცხებს. 
მარიამი(7 წლის): მე მიყვარს, დედიკო ფიფქიაზე და შვიდ ჯუჯაზე რომ გვიკითხავს. ფიფქია ყველაზე ლამაზი და კეთილი პრინცესაა, დედა მეუბნება, რომ მას ვგავარ. ანდრია და ბარბარეც ყოველთვის უსმენენ, როდესაც დედა გვიკითხავს.
მარატი(11 წლის): მე უკვე დიდი ვარ და ზღაპრები არ მიყვარს... მაგრამ როდესაც დედა იავნანას უმღერის პატარებს, მიყვარს მოსმენა, ისეთი ლამაზი ხმა აქვს...
- ალბათ თქვენი დედიკო ძალინ კეთილია?
        ლიზა(12 წლის): ჩვენი დედიკო, ყველაზე კარგია, დავინახე, ჩუმად რომ ტიროდა, როდესაც პლანშეტი ვერ მიყიდა. მე კი არ მინდა, რომ იტიროს.
მარატი(11 წლის): კი, დედიკო ტირის, როდესაც რაღაც არის საყიდელი და ფული არ გვაქვს
შოთა(6 წლის): დედიკო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და კეთილია. 
მარიამი(7 წლის): კი, ჩვენი დედიკო პრინცესაა, ლამაზი და კეთილი. 
- მთელი საქართველოს ბავშვებს რას უსურვებდით?
მარატი(11 წლის): ყველას ვუსურვებ, რომ იყვენენ ბედნიერები და გახარებულები. მათი მამიკოები რომ არ ჩხუბობდნენ... და ყველას რომ ჰქონდეთ ველოსიპედები, სათამაშოები, კამფეტები, და ყველაფერი, რაც მოუნდებათ.
- დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ეს ყველაფერი აუცილებლად გექნებათ! ახლა კი თქვენს დედიკოს გავესაუბრები. ნაირა, გჯერათ, რომ როდესაც უცხო ადამიანები შეიტყობენ თქვენი გაჭირვების შესახებ, დაგეხმარებიან?
ნაირა: მჯერა, მიუხედავად ყველაფრის! მეც შემხვდა ცხოვრების გზაზე, სრულიად უცხო ადამიანები, ვინც ყველაზე მძიმე მომენტში, ხელი გამომიწოდა!
- ნაირა, თქვენი აზრით, ამჟამად სახლში რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ნაირა: თავადაც ხედათ, რომ არაფერი გაგვაჩნია. ამ მომენტში, ყველაზე მეტად გვჭირდება საწოლები ბავშვებისთვის. ერთი კონპიუტერი მაინც, ბავშვები სკოლის პროგრამას რომ არ ცამორჩნენ.
ასევე გვჭირდება მაცივარიც, ტელევიზორიც, გაზქურაც... ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პროდუქტი, ყველაზე პატარასთვის, ბარბარესთვის, პამპერსი...
- ნაირა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მოგემართათ?
ნაირა: ვიდეო ვნახე ფეისბუქზე, თქვენი გვერდი დავათვალიერე. განცვიფრებული დავრჩი, რამდენ გაჭირვებულს ეხმარებით. გადავწყვიტე, მეც მომეწერა. რომ არა ბავშვები, რომლებიც ყველაფერს არიან მოკლებული, არასოდეს შეგაწუხებდით.
- გინდათ, გაიცნოთ ფონდის მეგობრები და ახალი მეგობრები შეიძინოთ?
ნაირა: თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები, ჩვენი უკანასკნელი იმედი ხართ. ნებისმიერი დახმარება და მხარდაჭერა   გამიხარდება, თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი.
-------------        
        მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიანი ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, ტანსცმელი, საწოლები, ლოგინები, თეთრეული და საოჯახო ტექნიკა! გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ნაირას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
    მათი მისამართია: ბათუმი, ხელვაჩაური, ქვედა სალიბაურის ქ. №10 ტელეფონის ნომერი: 557 441 860
      მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ნაირა ხმალაძის და მისი შვილების. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
       უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნაირა ხმალაძე)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
            ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: