პროექტის რეპორტი დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, შეიძლება ჩემს უფროს დაიკოს ხმა ვუწილადო, და მხოლოდ ერთი ყური რომ მივცე?

page info icon
2020 ივნისი 4
page info icon
5644
მეორეს ჩემთვის დავიტოვებ... მე ხომ არ მტკივა... ეს უსამართლობაა, რომ მე მესმის და ვლაპარაკობ, ის კი ვერა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,248 ₾
( 608 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

თქვენ ჩემს შვილს სამყაროს ხმის გაგონების იმედი აჩუქეთ!

ამ სიტყვებით შეგვეგება თეონა - 16 წლის მარიამის დედა. ორი წლის ასაკში მისმა გოგონამ სმენა და მასთანერთად,საუბრის შესაძლებლობაც დაკარგა, მაგრამ თქვენი მხარდაჭერისა და დახმარების წყალობით, ძვირფასო მეგობრებო, მარიამმა სმენის აპარატის ყიდვა შეძლო და ახლა სამყაროსთან ურთიერთობას ხელახლა სწავლობს.

„ჩემმა შვილმა „დედა“ პირველად რომ დამიძახა, ავტირდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო“, - გვიყვება თეონა. – „ისეთი ამაღელვებელი იყო, რომსიხარულისგან ორივე ვტიროდით. მესმის, ჯერჯერობით მარიამს უჭირს, მაგრამ მას გვერდში მთელი ოჯახი ვუდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ჩვენი გოგონა თავისუფლად და შეყოვნების გარეშე შეძლებს ჩვენთან საუბარს.“

თეონას ეღიმება, ზოგჯერ, მოზღვავებული გრძნობებისგან, ენაც კი ებმის და თვალებზე სიხარულის ცრემლები ადგება. ქალი გვიყვება, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება ძალიან შეიცვალა: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/590-iarajuli/

ახლა, ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თეონაში შეუძლებელია იმ სევდიანი ქალის ამოცნობა, რომელმაც ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ კეთილი ხალხი მისი შვილის სენს გულთან ახლოს მიიტანდა და გულგრილი არ დარჩებოდა! ჩვენო ერთგულო მეგობრებო, გულითად მადლობას გიხდით იარაჯულების ოჯახის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის! უღრმესი მადლობა ყველას! უფალი გფარავდეთ!

თეონა, მოგვიყევით, რა შედეგი გამოიღო სმენის აპარატის მოხმარებამ?

თეონა: მარის ნერვი აქვს დაზიანებული და რა თქმა უნდა, სასწაულის მოლოდინი გულუბრყვილობა იქნებოდა, მაგრამ ხელშესახები ძვრები გვაქვს და ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ახლა მარის ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის, ტელეფონის ზარის და მუსიკის ხმის გაგონებაც კი შეუძლია!

ზაფხულიდან მოყოლებული, მარიმ ახალი სიტყვები ისწავლა: „პური“, „მაგიდა“, „სკამი“, „მომეცი“, „ბებია“... რომ არ დაეზაროს ან თავი არ აარიდოს, დაჟინებით ვთხოვთ, რომ ყველა საგანს და საჭმელს თავისი სახელი დაარქვას. გასაგებია, რომ ჟესტების ენას მიჩვეულია და ასე უფრო უადვილდება, მაგრამ ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ. მარის სკამზე ვსვამ და ვთხოვ წარმოთქვას: „პური მომეცი“. სანამ არ მეტყვის, არ ვაძლევ. ალღო მკარნახობს, რა შეუძლია და რა არა. თუ ვხედავ, რომ ნერვიულობს, მაშინვე ვწყვეტ მეცადინეობას. დის ალაპარაკებას ლალიკოც ცდილობს.

ლალიკო: მარის „მომეცი“ და „მომიტანე“ მე ვასწავლე.

ხომ არ ბრაზდება, მასზე უმცროსი რომ ხარ და შენ რომ ასწავლი?  

ლალიკო: არა, დეიდა. მე ხომ ის მიყვარს! მინდა ხმა ამოიღოს და ჩუმად აღარ იყოს.

ახლა რა სიტყვას ასწავლი?

ლალიკო: “გამარჯობა”. მისალმება ხომ უნდა იცოდეს, არა?

თეონა: სურდოპედაგოგმა გაგვაფრთხილა, რომ მყისიერი შედეგი არ გვექნება. მარიმ სმენის აპარატი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს იმისთვის, რომ ნელ-ნელა დაიწყოს ლაპარაკი და აუცილებელია, რომ გარშემომყოფებიც ვეხმარებოდეთ: სახლშიც და სკოლაშიც.

მეგობრების უმეტესობას მარი ჟესტების ენაზე ესაუბრება, მაგრამ მის სკოლაში ერთი ბავშვია, რომელსაც სმენის აღდგენითი ოპერაცია გაუკეთეს და მარი ცდილობს, რომ მას ესაუბროს. ისე მიხარია! შეიძლება პატარა ნაბიჯებით, მაგრამ მაინც წინ მივდივართ!

თავიდან სმენის აპარატთან შეგუება ძალიან გაუჭირდა - ღიზიანდებოდა და იხსნიდა. ცვალებადი ხასიათი აქვს, როგორც ნებისმიერ მოზარდს; მაგრამ ახლა, სმენის აპარატთან თანაცხოვრება მაინც ისწავლა. (იღიმის.)

(აღელვებული მარიამი რაღაცას აჩვენებს ხელებით.)

თეონა პასუხობს:

– კორესპონდენტი მოვიდა და ვუყვები, როგორ დაგვეხმარნენ, რა გააკეთეს ჩვენთვის... მხოლოდ შენზე საუბარს არ ვაპირებთ. არა, ჩემო გოგო, სხვა სასაუბრო თემებიც გვაქვს.

თეონა საუბარს აგრძელებს, ოღონდ ახლა მე მომმართავს:

– ყრუ-მუნჯ ბავშვებს შფოთვა და ეჭვიანობა ახასიათებთ. რთულია, როდესაც არ გესმის, რაზეა საუბარი. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში ესეც გაივლის. ამიტომაც ვცდილობთ, რომ მარი უფრო გახსნილი, თავისუფალი და ბედნიერი იყოს. სმენის აპარატი ასე ძალიან ამიტომაც გვჭირდებოდა.

კარგი, მოდი ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ, რომ მარიმ უხერხულად არ იგრძნოს თავი. მკითხველების ზარებზე და ვიზიტებზე ვისაუბროთ.

თეონა: ჩვენთან სტუმრად დღემდე მოდიან, ინტერესდებიან, გვეხმარებიან. გაუგონარი ამბავი ხდება! ჯერ, ერთმა სამშენებლო კომპანიამ სურსათით სავსე ყუთი გამოგვიგზავნა საახალწლოდ: მაკარონი, ბურღულეული, მზესუმზირას ზეთი, ორცხობილები, კანფეტები, ლიმონათი... ბავშვებისთვის სიხარულია, ჩემთვის - სიმშვიდე! მერე, ერთმა მკითხველმა ჩემს ბიჭს პერანგები, ქურთუკები და პირსახოცები აჩუქა. ერთი უცხოური კომპანიის თანამშრომელიც დაგვეხმარა - წამლების ფული გადაგვიხადა.

მისი დახმარება რომ არა, არც კი ვიცი, ასეთი რთული მდგომარეობიდან როგორ გამოვძვრებოდით - ზამთარში უმცროსი გოგო გამიცივდა. თირკმლის კისტა აღმოუჩინეს, გვითხრეს თანდაყოლილიაო. მონიტორინგი გვჭირდება: ექვს თვეში ერთხელ უნდა გავესინჯოთ და ვნახოთ, რაიმე ცვლილება ხომ არ არის.

რა თქმა უნდა, წამლები დაგვჭირდა; თუმცა, ამ წუთას საფრთხე აღარ არსებობს. უფალს ვევედრები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ჩემი ლალიკო ისედაც ძალიან გაწამდა - გულის მანკი აქვს და ერთი ოპერაცია უკვე გადაიტანა. ფეხის პრობლემაც აქვს - ტერფი არ ეზრდება... უკაცრავად, სხვაგან წავედი...

არ მინდა, ვინმე გამომრჩეს... კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა და სურსათი მოგვიტანა. ათასი რამ მოგვიგროვა: მზესუმზირას ზეთი, შაქარი, ქათამი, კომბოსტო, ორცხობილები...

ლალიკოს ჩვენს სტუმრებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს. უფროს ბავშვებსაც აინტერესებთ, მაგრამ ისინი უფრო თავშეკავებულები არიან, ერიდებათ.

ლალიკო: მოიცადეთ, ახლავე მოვალ… აი, ეს ჩემი საჩუქარია!

რა მაგარი ბარბის სახლია!

ლალიკო: ფერად-ფერადი კაბები და პაწაწინა ფეხსაცმელებიც აქვს. მოიცადეთ, დეიდა... (უკან ბრუნდება და მიჩვენებს.) ეს კიდევ ნიკუშას საჩუქარია.

ო-ო-ო, ჩოგანი და ბურთი - ყველაფერია, რაც ჩოგბურთელს სჭირდება!

თეონა: ნიკუშას ძალიან დიდი ხანია უნდოდა და ძალიან გაუხარდა. იმდენი დადებითი ემოცია მივიღეთ, სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენით. სწორედ ეს გვაძლევს თავდაჯერებას, ძალას და იმედს... ჩემი შვილების მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება, სიყვარული და თანაგრძნობა ვიგრძენი. გულითადი მადლობა ყველას! ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ რადგან სიკეთე მიბრუნდება, ესე იგი, თავადაც ბევრი გავეცი.

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთ მშვენიერ გოგონაზე მოგიყვეთ, რომელიც ყოველ ორ თვეში ერთხელ მოდის და სურსათი მოაქვს. ბოლოს, ორი კვირის წინ რომ მოვიდა, სახლში არ ვიყავი და ბავშვებმა მიიღეს. შინ დაბრუნებულს მაგიდაზე შამპუნები, ფხვნილები, სარეცხი ჟელეები, საჭმელი და ტკბილეული დამხვდა. მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენი კეთილი ფერია გვესტუმრა. ახალგაზრდა გოგოა! ხომ შეეძლო ფული საკუთარ თავზე დაეხარჯა, მაგრამ არა, - ჩვენთან და სხვა გაჭირვებულ ოჯახებთან გამორბის. მის საჩუქრებს რომ ვუყურებ, გულში სითბო მეღვრება. ღმერთმა დაგლოცოს, შვილო!

– ვხედავ, მიშენებებთან დაკავშირებული გეგმები უკვე განახორციელეთ. ამ ოთახებს რას უპირებთ?

თეონა: ჯერ ერთი, სახურავი აღარ ჟონავს. ჩერნოვეცკის ფონდის მადლიერი ვარ, რადგან სახლში სიმშრალეა, ბავშვები აღარ იყინებიან... მეორეც, - მე, ჩემმა ქმარმა და ბიჭმა ნაჩუქარი სამშენებლო მასალებით ორი ოთახი ავაშენეთ. უფრო მეტად, ჩემმა ქმარმა და ბიჭმა, რა თქმა უნდა. მე, ჩემი ხერხემლის პრობლემების გადამკიდე, სად შემიძლია? ერთი წელი ძალ-ღონეს არ ვიშურებდით, მაგრამ სამაგიეროდ, ახლა, ყველას ერთ ოთახში ძილი აღარ მოუწევს. როგორც იქნა, ბავშვებს საკუთარი საძინებლები აქვთ. ლალიკოს ახალი საწოლი აქვს...

იმედი მაქვს, რომ მომავალი ზამთრისთვის ყველაფერს დავასრულებთ. მშენებლობას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. იქნებ მასალებით ცოტაც კიდევ დაგვეხმარონ, სხვას აღარაფერს ვითხოვ. თქვენ ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ, რომ ამაზე მეტს ვერაფერს ვინატრებდით. მართალია, დიდ ოჯახს საზრუნავი არასოდეს ელევა, მაგრამ ნამუსიც კარგი საქონელია.

- არაფერი გითქვამთ და ბარემ შეგეკითხებით - ადგილობრივი ხელისუფლება ხომ არ გამოგხმაურებიათ?

თეონა: რაც არ ყოფილა, რა უნდა მეთქვა? რომ ყოფილიყო, ხომ არ დაგიმალავდით? მხოლოდ და მხოლოდ იმედგაცრუება... უბრალო ხალხი უფრო მალე დაგეხმარება... ვლოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ყველა უბედურებისგან დაგიფაროთ!  

***

მეგობრებო, იარაჯულების ოჯახმა თავისი ოცნება თითქმის აისრულა. მიზნამდე სულ ცოტაღა დარჩა. ამ ოცნებას (ორი ოთახი) სახურავი, კედლები და იატაკი აქვს. შიდა სარემონტო სამუშაოების შემდეგ ეს ოცნება მშვენიერ რეალობად იქცევა. უკვე ერთი სული გაქვთ ბავშვების ახალი საძინებლები ნახოთ, ხომ ასეა? მაშინ დაურეკეთ ოჯახს და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ მათ!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: იარაჯულების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/590-iarajuli

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: