ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„ყველაფერი დავკარგე, რაც კი ძვირფასი გამაჩნდა, მაგრამ შვილს სიცოცხლე შევუნარჩუნე!“

23 წლის ლალი გოზალიშვილი მიატოვა მეუღლემ, რომელიც აიძულებდა ბავშვი მოეშორებინა...
1,180 ₾
87
დონორები
შეგროვებულია
23 წლის ლალი გოზალიშვილი მიატოვა მეუღლემ, რომელიც აიძულებდა ბავშვი მოეშორებინა...

მან საქართველოს ორი მშვენიერი ვაჟკაცი აჩუქა, რომლებიც მომავალში დაიცავენ ჩვენს სამშობლოს. მაგრამ სრულიად მარტო დარჩა, არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ავადმყოფ მამასთან და მის მოხუცებულ მშობლებთან ერთად.

მას შემდეგ, რაც მეუღლემ მიატოვა, რომელსაც პატარები „სიცოცხლით დატკბობაში უშლიდნენ ხელს“, მარტოხელა დედის ყოველი დღე სავსეა მისი ბიჭუნების, გიორგის (3 წლის) და სოსოს (1 წლის), მომავალზე დარდით და ფიქრით. ლალი თავგანწირვით იბრძვის შვილების მომავლისთვის და ავადმყოფი მამის გიორგის (50 წლის), სერგო ბაბუას (75 წლის) და მაყვალა ბებიას (75 წლის) ღირსეული სიბერისთვის.

        ყოველი დილა ლალისთვის საშინელი დილემით იწყება: ბავშვებს აჭამოს, თუ წამლები უყიდოს მოხუცებს? და საერთოდაც, რანაირად განაგრძოს ცხოვრება?


    - ლალი, ყველაზე მძიმე შეკითხვით დავიწყებ... როგორ მოხდა, ორი პატარა ბავშვით მარტო რომ დარჩით?

ლალი: ამაზე საუბარი ძალიან არ მინდა...(ტირის)

- თუ არ გსურთ, შეგვიძლია არ ვისაუბროთ...

ლალი: არა, არა. მოგიყვებით, უბრალოდ ამის გახსენება ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. 19 წლის ასაკში გავთხოვდი. ეს იყო ჩემი პირველი სიყვარული. თავი ზღაპარში მეგონა, მაგრამ მერე... ფეხმძიმედ რომ დავრჩი, მეუღლემ მიმატოვა, მერე ისევ დაბრუნდა... ცოტა ხნით... უფროსი შვილის, გაბრიელის გაჩენიდან ერთი წელი რომ გავიდა, შევიტყვე, რომ ისევ ორსულად ვიყავი. მაშინ მან მითხრა: „აბორტს თუ არ გაიკეთებ, სამუდამოდ მიგატოვებ“. ეს ნაძირალა! 

დღემდე მაკანკალებს, რომ მახსენდება მისი სიტყვები! ბავშვი ხომ უფლის საჩუქარია! არავის არ აქვს უფლისგან ბოძებული სიცოცხლის  წართმევის უფლება! სოსოს გულისცემას ვგრძნობდი უკვე! სიყვარულისა და მადლიერების სიტყვების ნაცვლად კი -  აბორტის გაკეთება მომთხოვეს...

გადაწყვეტილება მივიღე. გააზრებული მქონდა, ამას ჩემთვის რაც მოჰყვებოდა. ყველაფერი დავკარგე, ასეთ სავალალო მდგომარეობაში ავღმოჩნდი, მაგრამ არც ერთხელ არ მინანია, რომ ჩემს შვილს სიცოცხლე შევუნარჩუნე!

- ყოფილი მეუღლე თუ გეხმარებათ?

ლალი: არა, ის ჩვენი ცხოვრებიდან უბრალოდ გაქრა. უმცროსი, სოსო არ იცნობს და არასდროს არ უნახავს... ის წავიდა, სამუდამოდ წავიდა.

- თქვენი მატერიალური მდგომარეობა ყოველთვის იყო ასეთი მძიმე?

ლალი: ეჰ... ყოველთვის არა! ვლადიკავკაზში გავიზარდე, მამას კარგი ხელფასი ჰქონდა, არაფერი გვაკლდა, მერე კი... ცხინვალში ომი დაიწყო, ხომ გახსოვთ, 2008-ში? ჩვენს კეთილდღეობას მომენტალურად მოეღო ბოლო, ყველაფრის მიტოვება და გაქცევა მოგვიხდა... მამამ მძიმედ გადაიტანა ეს მოვლენები და  ინსულტი დაემართა... ამას თან დაერთო ჩემი უიღბლო „ქორწინებაც“... ჩემი ოჯახისთვის ეს უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა! მამა ვერაფრით შეეგუა იმას, რომ ასეთი რამ შემემთხვა, ეს ყველაფერი კი საშინლად აისახა მის ჯანმრთელობაზე... ახლა მამას მუშაობა საერთოდ აღარ შეუძლია...

- ამ ეტაპზე, მამას სჭირდება წამლები, რაიმე სახის სამედიცინო დახმარება?

ლალი: ღმერთის წყალობით, მოძრაობის უნარი არ დაუკარგავს. ერთადერთი, თუ დაიძაბა, ცუდად ხდება და წნევა უწევს... წამლებით ვუწყობთ ხელს, მდგომარება რომ არ გაუარესდეს.

- რა შემოსავალი გაქვთ? რა არის თქვენი საარსებო წყარო?

ლალი: სახელმწიფოსგან, სოციალური დახმარება გვერიცხება 220 ლარის ოდენობით, ექვს სულზე... ამას ბებიასა და ბაბუას პენსია ემატება და ჯამში 620 ლარი გამოდის. სულ ესაა ჩვენი შემოსავალი... ხანდახან, თუ გამომდის, დამლაგებლად ვმუშაობ, მაგრამ პატარებს ვერავისთან ვერ ვტოვებ. ბებიას კი ბავშვების მოვლის თავი აღარ აქვს.

- საერთოდ რას ჭამთ?

ლალი: რა უნდა ვჭამოთ? მაკარონი, კარტოფილი... სხვას რას იყიდი? ბავშვებსაც და მოხუცებსაც წამლები სჭირდებათ, კომუნალური მომსახურების საფასურიც გადასახდელია... თანხის უმეტესი ნაწილი ამაში მიდის. ბავშვებსაც ხომ ვიტამინები უნდათ, მაგრამ რას ვიზამთ?

       - ეს სახლი თქვენი საკუთრებაა?

       ლალი: ჩემს ძმას ეკუთვნის ეს სახლი, ხანდახან ჩამოდის, პროდუქტით გვეხმარება. მასაც ოჯახი ჰყავს, პატარა შვილები... ახლა კი, კარანტინის შემდეგ, ისიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომაც ვერაფრით გვეხმარება...


- ქორწინების შემდეგ თქვენი მომავალი ცხოვრება როგორ წარმოგედგინათ? რაზე ოცნებობდით?

ლალი: სიყვარულითა და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრებაზე. ისევე როგორც ყველა... სიმდიდრე არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. მეგონა, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიმუშავებდით და ვიზრუნებდით ჩვენი შვილების უზრუნველ მომავლზე.

რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს მხოლოდ მაკარონს ვაჭმევდი?! მე ხომ სულ სხვანაირი ბავშვობა მქონდა. სახლში ყოველთვის იყო ხორციც, ხილიც, ბოსტნეულიც და ტკბილეულიც. ყველაფერი, რასაც კი მოისურვებდი. ჩემი პატარები, რატომ უნდა იყვნენ მოკლებული ამ ყველაფერს.(ტირის)

- ლალი, რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი ფონდისთვის რომ მოგემართათ? 

ლალი: მითხრეს, რომ სხვებისგან განსხვავებით, თქვენ ხალხს მართლა ეხმარებით. სიმართლე რომ გითხრათ, აღარავის აღარ მჯერა... ჩერნოვეცკის ფონდი კი ჩემი უკანასკნელი იმედია... თქვენს შესახებ, იმდენი კარგი რამ მსმენია... 

- გვითხარით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

ლალი: ღმერთო, რა უხერხულია თხოვნით მიმართვა... ღმერთია მოწამე, მხოლოდ ბავშვების გამო გთხოვთ. სასიცოცხლოდ გვჭირდება პროდუქტი. კატასტროფულად არ გვყოფნის ფული! ბებია და ბაბუა პროდუქტის საყიდლად საკუთარ პენსიას მაძლევენ და ამის გამო, წამლების გარეშე რჩებიან! ყველაზე უარესი კი ის არის, რომ უარს ვერ ვეუბნები, ბავშვებს ხომ შიმშილით ვერ მოვკლავ... 

არ მიყვარს თხოვნა, ჩემი აზრით, არავინ არ არის ვალდებული რომ დამეხმაროს. ყველას თავისი საფიქრალი აქვს. მაგრამ შვილების გამო, მზად ვარ, მუხლის ჩოქებზეც დავდგე...

ჩემს ოცნებას გაგიზიარებთ! შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არაჩვეულებრივი იქნებოდა ძროხა რომ  მყოლოდა... ბავშვებს ფაფები, ყველი, რძე, კარაქი და ხაჭო არ მოაკლდებოდათ. მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ყველს გავაკეთებდი და გავყიდიდი! მერე კი ამ ფულით ბავშვებს სხვა პროდუქტსაც ვუყიდიდი. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება! თუ ამიხდება შევძლებ, არა მხოლოდ იმას, რომ ბავშვები გამოვკვებო, არამედ შემოსავალიც რომ მქონდეს.

ბავშვებს საკუთარი ჭერი უნდა ჰქონდეთ! სანამ ჯერ კიდევ პატარები არიან და ვერაფერს ხვდებიან, შესაძლებლობა მაქვს, განვახორციელო ეს გეგმა და მზად ვარ მუხლჩაუხრელად ვიშრომო ამისთვის!

ერთი ოცნებაც მაქვს - სარეცხი მანქანა! სახლში, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, ბებია ძალიან დასუსტებულია და საერთოდ ვერ მეხმარება. ოჯახში ექვსნი ვართ, ორი პატარა ბავშვია და უამრავი სარეცხი, მისი გარეცხვა კი სულ ხელით მიწევს, ეზოში, ზამთარ-ზაფხულ.


- ლალი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაგეხმაროთ! შეიძლება, თქვენ უფროს შვილს, გაბრიელს გავესაუბრო?

- გაბრიელ, მომიყევი, რა თამაში გიყვარს ყველაზე მეტად?

გაბრიელი(3 წლის): დამალობანა! და კიდევ კომპიუტერის თამაში! ძალიან მაგარია!

- კომპიუტერი თუ გაქვს? 

გაბრიელი(3 წლის): არა(დადარდიანდა) დედიკო მხოლოდ მპირდება... იქნებ თქვენ მიყიდოთ? კარგი ბიჭი ვარ, დედიკოს ჰკითხეთ, ყველაფერს ვუჯერებ...

- შენ აუცილებლად გექნება კომპიუტერი, გპირდები! კიდევ რას ისურვებდი საჩუქრად? 

გაბრიელი(3 წლის): დიიიდი დიდი ქათამი მინდა . დედიკო გემრიელად შეწვავდა... მიყვარს ხორცი! ა ხო! კიდევ სამაკატი მინდა! ძალიან, ძალიან სწრაფად ვივლიდი! იცით რა მაგარია? სოსოც რომ გაიზრდება, ვასწავლი სიარულს.

- მომავალში ვინ უნდა გამოხვიდე?

გაბრიელი(3 წლის): ყველაზე მაგარი ექიმი! ყველა მოვა ჩემთან და მეტყვის: ბატონო გაბრიელ, მუცელი მტკივა, თავიც... მე კიდევ ნემსებს გავუკეთებ. სიცხეს გავუსინჯავ. იცით, უკვე მყავს ერთი პაციენტი, ბაბუკო. ვმკურნალობ,  ვაწვდი წამლებს და წყალს. აი ნახავთ, ძალიან ცნობილი ექიმი გავხდები, გაბრიელ გოზალიშვილი!

- კარგი, მაშინ პირადად  მეც შენთან მოვალ, ოღონდ როდესაც დავბერდები, კარგი?

გაბრიელი(3 წლის): დაიმახსოვრეთ, გაბრიელ ექიმი, სხვასთან არ წახვიდეთ!

- შევთანხმდით! ლალი, აღარაფრის არ შეგეშინდეთ, თქვენს ოჯახში მომავალი მედიცინის ვარსკვლავი იზრდება! 

ლალი: ნამდვილად ასეთია, ყველაზე ზრუნავს. ის და სოსო, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი არიან. ჯერ კიდევ სანამ გაჩნდებოდნენ, გავაცნობიერე, რომ დედა ვარ და თავს  უფლებას ვერ მივცემ, სუსტი რომ ვიყო. მზად ვარ გავიღო უკანასკნელი ლუკმაც კი, ოღონდ ამათ არ იშიმშილონ. ეს ცნობიერების სულ სხვა დონეა, როცა ივიწყებ საკუთარ თავს და ეგოიზმს. დედა ხარ და შენი ვალია ძლიერი იყო. ქალი უდრეკია, შვილების გამო მთებსაც გადადგავს.

ახლაც უკეთესის იმედს ვიტოვებ. ვიცი, რომ ყველაფერი გამომივა. დიახ, მეუღლემ მიმატოვა, მაგრამ მე აღარაფრის მეშინია...

 - რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ლალი: ჯანმრთელი შვილები მყავს, ესაა მთავარი. ისინი ფეხზე უნდა დავაყენო! მინდა არასდროს მოაკლდეთ საჭმელი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი... და კარგად აეწყოთ ცხოვრება, ჩემსავით კი არა.

- ხსნას რაში ხედავთ? 

ლალი: ყველას მხოლოდ უფლის რწმენა გადაგვარჩენს! ღმერთი არ მიგვატოვებს, მე ამის მჯერა. თქვენთანაც სწორედ მან მომიყვანა. ადამიანების სიკეთის რწმენა დავკარგე, მაგრამ შესაძლოა დავიბრუნო კიდეც, თქვენი დახმარებით... 

---

ბევრს აქვს დაკარგული ადამიანების სიკეთის რწმენა, ისევე, როგორც ლალის. მაგრამ ჩვენ ყველამ ხომ ვიცით, რომ ქვეყანაზე, სინამდვილეში უამრავი კეთილი ადამიანია! ოჯახს ნამდვილად ძალიან სჭირდება დახმარება. ყველამ მათ ზურგი აქცია, მაგრამ ნუთუ ჩვენ, მორწმუნე ადამიანები, რომლებიც სიკეთეს ვთესავთ, ამ ახლაგაზრდა ქალს, ორი პატარა ბავშვით გასაჭირში მივატოვებთ? ის უკვე ერთხელ მიატოვეს. მიატოვა საყვარელმა ადამიანმა,  ყველა ოცნება დაუნგრია და მომავლის იმედი წაართვა... მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, კეთილი ადამიანების არსებობის რწმენა რომ დავუბრუნოთ. ხომ ასეა?

        პროდუქტი, ლალისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ბავშვებს ნახევრად მშივრები არიან, მის მამას კი, დიეტის დაცვის შესაძლებლობა არ აქვს. ძალიან სჭირდება სარეცხი მანქანა, ოჯახი ექვსი ადამიანისგან შედგება და მას, ხელით უამრავი სარეცხის გარეცხვა უწევს! 

დავეხმაროთ ლალის და მის პატარებს. დაურეკეთ, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.: 557 535 065

ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახი მისამართზე: კასპის რაიონი, სოფელი ახალქალაქი. 

        აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ გოზალიშვილების ოჯახის პრობლემებისა და ოცნებების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

         უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მას ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლალი გოზალიშვილი)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ლალისა და მის პატარებს, ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: