პროექტის რეპორტი ვშიშობ, მალე მე და ჩემს პატარებს ხიდის ქვეშ მოგვიწევს ძილი... როგორც უპატრონო ძაღლებს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ვშიშობ, მალე მე და ჩემს პატარებს ხიდის ქვეშ მოგვიწევს ძილი... როგორც უპატრონო ძაღლებს...

page info icon
2020 ივლის 19
page info icon
2607
„მინდა ფონდის ყველა მეგობარს ვუხმო!.. მე ჩემი პატარა კუთხე მაქვს, მაგრამ დედა ამბობს, რომ მისი წართმევა უნდათ... მერე მე და ჩემს პატარა დაიკოებს რა გვეშველება? ვიცი, ფონდის მეგობრებს ყველაფერი შეუძლიათ!“ - დავითმა (9 წლის) თავის დებს, მარის და ანის გადახედა და თავი დახარა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,200 ₾
( 178 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ვაშა!ახალი საწოლები გვაქვს!

 „დაღამებისას, დაძინება არ გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენს საწოლებს ობის სუნი ასდიოდათ და იზნიქებოდნენ, დილით კი ზურგი გვტკიოდა; ახლა კი, ისეთი საწოლები გვაქვს, როგორიც ყველა სხვა ბავშვს“ - მითხრეს მშვენიერმა გოგონებმა, ანიმ და მარიამმა და ახალი საწოლებისკენ წამიყვანეს.

  და ეს არ არის ერთადერთი ბედნიერება, რომელიც თქვენ, მეგობრებო, მათ სახლში შეიტანეთ! ახლა ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ და იციან, რომ სასწაულები მათთვისაც ხდება, ვისაც ფული არ აქვს!

  „წამოდით, რაღაცას გაჩვენებთ, ჩვენს საგანძურს! - გვეუბნება დავითი, - მე მას ძალიან ვუფრთხილდები! ის ისეთი მაგარია! სულ ახალი! ახალი ნივთი არასდროს გვქონია. წარმოგიდგენიათ? ახლა, მე და ჩემს დებს შეგვიძლია, ონლაინ გაკვეთილებს დავესწროთ და მეზობლებში სირბილი და მათთვის ნებართვის თხოვნა აღარ გვიწევს, რომ 15 წუთი ვიმეცადინოთ“.

  „მე ფონდის ყველა მეგობრის მადლობელი ვარ. დახმარების იმედი კი მქონდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი დაგვეხმარებოდა“, - თვალცრემლიანი ამბობს ცირა. თუმცა, თქვენი წყალობით, მეგობრებო, ამ ცრემლებში ბედნიერების მარცვალიც არის იმის გამო, რომ მის შვილებს ახალ საწოლებზე სძინავთ, სუფთა მაგიდასთან მეცადინეობენ, ჭამენ და საკუთარ სახლში იღვიძებენ - ყოველ შემთხვევაში, ახლა.

ცირა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?

ცირა:ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ცხოვრებაში შეიცვალა ის არის, რომ ახლა, ჩემი შვილები რბილ საწოლებზე იძინებენ და ღამით, მშვიდად ძილი შეუძლიათ. ჩვენი საწოლები უბრალოდ საშინელება იყო. არც კი ვიცი, რამდენი წლის იყვნენ, მათ უკვე ობის სუნი ასდიოდათ, რომელსაც ვერაფრით ვაშორებდი. ბავშვებსაც ძალიან უხერხულად ეძინათ, ყოველდღე წელი სტკიოდათ და ძალიან განვიცდიდი, რომ შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეჰქმნოდათ. მაგრამ ახლა, მსგავსი პრობლემები აღარ არსებობს.

და როგორც იქნა, ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან! მანამდე, ჩემი უფროსი გოგონა, ანი, ერთ მეზობელთან გადიოდა სამეცადინოდ, მარი კი - მეორესთან. მათ, გაკვეთილების დროს, კომპიუტერს ვთხოვდით, დავითი კი კომპიუტერის, ან ნოუთბუქის გარეშე რჩებოდა. ვნერვიულობდი, რომ ის განათლების მიღებას ვერ შეძლებდა. არადა, მათი ყველა გაკვეთილი ერთდროულად მიმდინარეობდა. ახლა, სწავლა ჩვენს დავითსაც შეუძლია. მეცადინეობა ძალიან უყვარს და იმედი აქვს, რომ როდესაც გაიზრდება, უნივერსიტეტში ჩააბარებს და ხალხს დაეხმარება. იმედი მაქვს, ჩემი შვილები კეთილი ადამიანები გაიზრდებიან, როგორც ყველა ის, ვინც ჩვენ დაგვეხმარა.

არის თუ არა ვინმე კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ?

ცირა:რა თქმა უნდა. კახა! თქვენი პოსტი მან დაახლოებით სამი თვის წინ წაიკითხა და ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. პირველად, ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დამირეკა და მას შემდეგ, ის ყოველთვიურად გვეხმარება. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო. ის საოცრად კეთილი გულის ადამიანია. თანამშრომლებთან ერთად, ხელფასის ნაწილს გვერდზე დებს და ყოველთვიურად, ჩვენთვის სურსათი მოაქვს! ეს ძალიან გვეხმარება. მას ის პროდუქტები მოაქვს, რომლის ყიდვასაც ჩვენ ვერ ვახერხებდით: კარაქი, წიწიბურა, მაკარონი, პური და ორი ქათამიც კი. ეს დაახლოებით ორი კვირა გვყოფნის. ასევე, ყოველთვიურად მირეკავს და მეკითხება, სახლში თუ ვარ და საჭმელი მოაქვს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანთა შორის ანგელოზებიც არიან! ძალიან დიდი მადლობა! მადლობა!

– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყოლია რაიმე სახის გამოხმაურება?

ცირა: სინამდვილეში, ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენი ფონდიდან დაურეკეს. ისინი კი დამიკავშირდნენ, მაგრამ დახმარება ვერ შეძლეს. ბინის საბოლოოდ გამოსასყიდად კიდევ 3800 დოლარის შეტანაა საჭირო, სახელმწიფოს კი ამის გაკეთება არ შეუძლია, ხომ გესმით? თვითონ თანამშრომლები ხომ არ შეგვიშვებენ თავიანთ ბინაში საცხოვრებლად? ასე რომ არც კი ვიცი, ამ ვითარებაში რა გავაკეთო. პანდემიის გამო, ბანკმა ვადა წლის ბოლომდე გაგვიგრძელა, ყველა სესხის ვადამ გადაიწია, სხვაგვარად, ქუჩაში დიდი ხნის წინ აღმოვჩნდებოდით.

– თქვენი მეუღლე როგორ არის? მისი მდგომარეობა რამენაირად თუ გაუმჯობესდა?

ცირა: მისი მდგომარეობა მძიმეა: სამი ზურგის თიაქარი, რამაც, ფაქტობრივად, ხეიბრად აქცია. მან ხერხემალზე სამი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ კი ხედავთ, რა მდგომარეობაშია. თუმცა, მკურნალობის შემდეგ, მცირე პროგრესი არის. მას შედარებით მეტხანს შეუძლია ჯდომა, თუმცა წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. მოძრაობა და დგომა უჭირს, მაგრამ არ ნებდება. სამსახურს ვერ ვიწყებ, ბავშვებს მას ვერ დავუტოვებ. ზოგჯერ, შეტევები აქვს, რომლის დროსაც გადაადგილება და საგანგებო მანიპულაციების ჩატარება სჭირდება, ბავშვებს კი ამის გაკეთება არ შეუძლიათ.

ავადმყოფობამდე ის ყოველთვის მუშაობდა, ნებისმიერ საქმეს ეჭიდებოდა, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა, მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, 1კგ-საც ვერ წევს. მაგრამ ჩემი და ჩვენი შვილების გამო, ის არ ნებდება. გარდა ამისა, ახლა სულ უფრო და უფრო ცივა და მას მუდმივი წელის ტკივილები აქვს, წამლები სჭირდება; მაგრამ ვცდილობთ, ხელები არ ჩამოვყაროთ.

მისთვის შშმ პირის სტატუსის მოპოვებაც ვცადეთ, რადგან მას მუშაობა საერთოდ არ შეუძლია, მაგრამ უარი გვითხრეს. პასუხი ის იყო, რომ მას ხელ-ფეხის მოძრაობა შეუძლია, ასე რომ მისთვის შშმ პირის სტატუსისა და დახმარების მიცემა არ შეუძლიათ. ასე ვცხოვრობთ, ხელმოკლე ოჯახის დახმარებაზე - თვეში 500 ლარზე... ამ ფულით ოჯახის რჩენა ძალიან რთულია.

პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

ცირა:რომ ვთქვა, მადლიერები ვართ მეთქი, მერწმუნეთ, ეს ჩვენს გრძნობებს ბოლომდე ვერ გამოხატავს. ჩვენ უკვე იმედი გვქონდა დაკარგული და სრულიად მარტონი ვიყავით ამ სამყაროში, მაგრამ მოულოდნელად თქვენ გამოჩნდით და ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკვე იმედიც არ მქონდა, რომ ასეთი ხალხი არსებობდა - კეთილი და  გულთბილი. მაგრამ საქართველოში ასეთი ხალხი ბევრია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები ქართველები არიან. მინდა, დახმარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა თქვენს ფონდს გადავუხადო. თქვენ ხალხს ჩვენ შესახებ მოუყევით, ახლა კი იმედი გვაქვს, რომ არ დავიკარგებით და შევძლებთ ჩვენი რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემს შვილებს თბილად სძინავთ და სკოლაში სწავლისა და განათლების მიღების საშუალება აქვთ. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია.

იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ცირა: თქვენ ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ. არც კი ვიცი, მეტი როგორ გთხოვოთ... მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ადამიანს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბინაო პრობლემა. ჩემს ქმარს მუშაობა არ შეუძლია, მე კი მას და ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ, რადგან მას მუდმივი მოვლა სჭირდება. ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავიწყებდი ნებისმიერ სამსახურს, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კეთილ ხალხს ვთხოვთ: თუ შეგიძლიათ, თუ გაქვთ ამის სურვილი, გულთან მიიტანეთ ჩვენი ტკივილი. არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ზამთარი ქუჩაში გაატარონ... იქნებ საცხოვრებლის მიღებაში დაგვეხმაროთ, როგორც ხელმოკლე ოჯახს? სოციალურ სააგენტოებსაც მივმართე, მაგრამ იქიდან დახმარება ვერ მივიღე. თუ საბუთებია საჭირო, მზად ვარ ყველაფერი შევაგროვო, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდაც დახმარების და თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ ასეთი საჭირო ბინის მიღების იმედი იყოს...

ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ გვეხმარებით. მთელი სულით და გულით, ყველას მადლობას გიხდით!

იმედი მაქვს, კვლავ შევძლებთ თქვენს დახმარებას. ახლა მინდა, ორიოდე კითხვა თქვენს შვილებს დავუსვა. დავით, ახალი ნივთები მოგეწონა?

დავითი (9 წლის): ჩვენს კომპიუტერზე ვგიჟდები! სულ განვიცდიდი, რომ გაკვეთილებს ვერ ვესწრებოდი. სწავლა ძალიან მიყვარს. ყველა გაკვეთილზე იყო, ჩემ გარდა. განა ასე შეიძლება? კარგად რომ ისწავლო, ყოველთვის მასწავლებელს უნდა უსმინო, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. მე და დები მეზობლებთან დავდიოდით და რიგრიგობით ვუსმენდით გაკვეთილებს. ახლა კი შეგვიძლია, ერთად ვისწავლოთ და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გავიზარდო და სიკეთე ვაკეთო, მოხუცებს დავეხმარო, რადგან ისინი საკუთარ თავს თავად ვერ ეხმარებიან... ისინი სრულიად მარტონი არიან და მათ მე დავეხმარები.

დავით, კომპიუტერის გამო დებთან თუ ჩხუბობ?

დავითი:არა, რა თქმა უნდა. განა ასე შეიძლება? რიგრიგობით ვიყენებთ. ნივთების გამო არასოდეს ვიჩხუბებთ. დედა ამბობს, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ყოველთვის ყველაფერი გავუზიაროთ. ასე რომ, ჩვენ არასოდეს ვიჩხუბებთ.

ანი, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად?

ანი (13 წლის):მე ყველაფერი გამიხარდა! ჩემი და მარის საწოლი ძალიან მომწონს, მასზე ძალიან კარგად გვძინავს, წელიც აღარ გვტკივა. დედას საჭმლის კეთებაში ხშირად ვეხმარები, ამიტომ ძალიან გამიხარდა სამზარეულოს მაგიდა და სკამები. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდებოდა. ახლა, როდესაც რამეს ვჭრი, შემიძლია ვიჯდე და ყველაფერი ისე ვაკეთო. ნოუთბუკი კი - ჩვენი ოცნებაა! ის სუპერ-მაგარია! წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ გვექნებოდა! ჩვენი საჩუქრები და ახალი მეგობრები ძალიან მიხარია!

მადლობა თქვენ, მეგობრებო, ვინც ამ ოჯახის გვერდით იდექით, ვინც მათ ამ თვეების ჩვეულზე ოდნავ მეტად გამარტივებაში დაეხმარეთ. თქვენი ნებისმიერი დახმარება - ეს არის მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე მორალური, რომელიც მრავალტანჯული თოდუას ოჯახისთვის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა. 

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

  ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

  სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

  თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: თოდუების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/606-todua/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: