ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, დედიკო, ვიგუდები!..

„დედიკო, ვიგუდები... ჰაერი არ მყოფნის სუნთქვისთვის… დედიკო, მიშველე...“ ყოველდღე, ბავშვის ხველა სულს მიფლეთს...
1,753.5 ₾
106
დონორები
შეგროვებულია

   „დედიკო, ვიგუდები... ჰაერი არ მყოფნის სუნთქვისთვის… დედიკო, მიშველე...“ 

 ყოველდღე, ბავშვის ხველა სულს მიფლეთს... 

პატარა ქეთევანი (1 წლის), სალომე (4 წლის), ანა (6 წლის), დავითი (7 წლის), მარიამი (9 წლის), ლუკა (11 წლის) და ლევანი (15 წლის) – ყველანი ჩვენ შესახვედრად გამოიქცნენ. 

 მათ თვალებში მთელი სამყარო იკითხება... როგორი ლამაზები და მოწყენილები არიან... მშივრები და გაწამებულები... ისინი ხომ ბავშვები არიან?! ღმერთო, შენ გვიშველე... 

 „შვიდ შვილთან ერთად, ძლივს ვეტევით ამ პაწაწინა ნახევრად სარდაფში... აქ საშინელი ნესტია, ბავშვები კი... საწოლზე რიგრიგობით სძინავთ... დანარჩენები - იატაკზე წვებიან... აქვე ჭამენ... ღმერთო, რა საშინელებაა!..“ - მრავალშვილიანი დედა, მაია. - „შვილების გამო ყველაფრისთვის მზად ვართ, ოღონდაც დავაპუროთ, ოღონდაც განათლება მივცეთ. ისინი ისეთი ნიჭიერები არიან - სპორტსმენები, მხატვრები! და ყველა ეს ნიჭი შენთვისაა, ჩემო საქართველოვ! ოღონდაც დამეხმარეთ, რომ ისინი არ დავკარგო... ფონდის ყველა მეგობარს ვევედრებით, რომ დაგვეხმარონ, ყველა კეთილ დედას და მამას...“ ატირდა მაია. 

შვიდი ბავშვი სარდაფში ცხოვრობს და შენს დახმარებას ძალიან ელოდება, საქართველოვ! ჩვენი თანამემამულეები - მაია ტივიშვილი, მისი მეუღლე, გიორგი (42 წლის) და მათი მშვენიერი შვილები: ლევანი (15 წლის), ლუკა (11 წლის), მარიამი (9 წლის), დავითი (7 წლის), ანა (6 წლის), სალომე (4 წლის) და პატარა ქეთევანი (1 წლის) ამ პაწაწინა ნახევრად სარდაფში ძლივს ეტევიან. მათ უბრალოდ ჰაერი არ ჰყოფნით სუნთქვისთვის!

ჰაერის უკმარისობა, ნესტის ამყაყებული სუნი, სიღარიბე და შიმშილი - მათთვის ჩვეული სურათია! საშინელი რეალობა, რომელსაც ვერსად გაექცევი! ბავშვები ნახევრად დაშლილ საწოლებზე იძინებენ, ჭამენ... ზოგი - იატაკზე, ზოგი - საძილე ადგილებზე, ზოგსაც სკამი ხვდება წილად. რა თქმა უნდა, თუ საჭმელი აქვთ... სახლში მაცივარიც კი არ არის!

– უფალს ვევედრები, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს. რამდენ განგაშის ზარს შემოვკარი! და მხოლოდ თქვენ გამოეხმაურეთ ჩემს სასოწარკვეთილ, დახმარების ძახილს... - ტირილით აღმოხდა მაიას. მას შემდეგ, რაც მის საყვარელ მეუღლეს ჯანმრთელობა შეერყა, მრავალშვილიან ოჯახს, დიდსულოვანი თანამემამულეების დახმარების გარდა, სხვა აღარაფრის იმედი აქვს!

– მაია, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

მაია: უბრალოდ მსურს, თავისუფლად ამოვისუნთქო... დღე და ღამე იმაზე არ ვფიქრობდე, მეორე დღეს ბავშვებს რა ვაჭამო. აღარ ვუყურებდე იმას, ბავშვებს ერთმანეთზე როგორ სძინავთ... ადგილი საერთოდ არ გვაქვს, შეძლებისდაგვარად ვიყუჟებით ამ პატარა ოთახში! არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, ტელევიზორზე და კომპიუტერზე რაღა უნდა ვთქვა?! ვცხოვრობთ, როგორც ბუნაგში! 

კომპიუტერის და ინტერნეტის არქონის გამო, ბავშვებს სკოლაში მთელი სემესტრის გამოტოვება მოუწიათ! 

– საოცარია, საერთოდ როგორ ეტევით! აქ ხომ ერთი ოთახია, თქვენ კი 9 ადამიანი ხართ?!

მაია: რა ვიცი, როგორღაც ვცდილობთ, უფლის შეწევნით. აქ მართლა აუტანელია, განსაკუთრებით, ასეთ სიცხეში! სივიწროვით და უჰაერობით ვიგუდებით. ჩემს ბიჭუნას, დავითს (7 წლის) ისედაც ჰაერის უკმარისობა და ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს; მას ყველაზე მეტად უჭირს. ვცდილობ, გარეთ ხშირად გავიყვანო, რადგან სახლში უფრო ცუდად ხდება, ორმაგად უუარესდება ხველა. არათუ, იმის წარმოდგენა, რამდენად ცუდადაა, არამედ მისი მოსმენაც კი შეუძლებელია ცრემლის გარეშე... ის ხომ ჩემი შვილია... 

– დავითის გარდა, სახლში კიდევ არიან ავადმყოფები? დეტალურად მოგვიყევით დაავადებათა შესახებ. 

მაია: ჩემი მეუღლეც ავად არის, ფეხში თრომბი აქვს, ამიტომ გიორგის მუშაობა არ შეუძლია. მისთვის უკუნაჩვენებია დაძაბვა, სიმძიმის აწევა, ან ბევრი სიარული... ჩემი ორი ვაჟიც ავადაა; ერთ-ერთის - დავითის შესახებ უკვე იცით, ხოლო მეორეს - ლუკას (11 წლის) კუჭის წყლული აქვს. კუჭის წყლული 11 წლის ასაკში! ყველაფერი კი იმის გამო, რომ ნორმალურად ჭამის საშუალება არ გვაქვს... ჯანმრთელობის პრობლემები მეც მაქვს... მაღალი წნევა და ხერხემლის პრობლემები, ოსტეოქონდროზი...

– რაიმე სახის მკურნალობა თუ დაინიშნა? იქნებ ოპერაციები გაკეთდა? 

მაია: დიდება უფალს, არანაირი ოპერაცია არ გაკეთებულა. გიორგი თრომბს არ მკურნალობს, ძალიან ძვირი ჯდება. ადგილობრივი ხელისუფლება დაფინანსებაზე უარს გვეუბნება; ამბობენ, რომ სასიკვდილო არ არის! ასე რომ, ჩვენ გვიწევს ყველაფრის გადახდა, მაგრამ ასეთი თანხები საიდან უნდა მოვიტანოთ? ამიტომ ბავშვები უფრო გვადარდებს, რომ მათი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს... ამას წინათ, ლუკა ექიმთან წავიყვანე და ერთი მისვლა 170 ლარი დაგვიჯდა! 

– მაია, მოდით, ცოტა კარგზეც ვისაუბროთ. თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია მოგვიყევით.

მაია: 20 წლის ვიყავი, გიორგი პირველად რომ დავინახე. მაშინ ის 23 წლის იყო. სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი... სიმპათიური, ძლიერი, მამაკაცური, პროფესიონალი მოჭიდავე. როგორ არ უნდა შემყვარებოდა? მთელი სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი, როგორც იქნა, დავქორწინდით და საცხოვრებლად, კახეთიდან თბილისში გადმოვედით. ეს დიდი, ნამდვილი სიყვარულია! ის ჩემი სიცოცხლეა,მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია... და რა თქმა უნდა, ვერც ჩემი შვილების გარეშე! (იცინის)

– შესანიშნავია, ერთმანეთი რომ გყავთ! მოგვიყევით, ვინმე თუ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

მაია: მშობლები გვეხმარებიან, შეძლებისდაგვარად. ხანდახან ცოტა სურსათს გვიგზავნიან. თვითონაც მძიმე მდგომარეობაში არიან, მხოლოდ პენსიით ცხოვრობენ... წარმოიდგინეთ, როგორია, მათ ფული გამოართვა... მაგრამ სხვა გამოსავალი არაა... ზოგჯერ, ჩემი და-ძმა გვეხმარება პროდუქტებით, მაგრამ მათ საკუთარი ოჯახებიც მისახედი ჰყავთ, ამიტომ ბევრს ვერაფერს მოვთხოვ... ჩემი 7 შვილიც მათ თუ შეინახეს, მათმა შვილებმა რაზე უნდა იცხოვრონ? ხომ გესმით?

– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? საკუთარი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

მაია: ჩვენ მხოლოდ ის გვსურდა, რომ საკუთრი სახლი გვქონოდა და ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრება უზრუნველგვეყო. ოცნებებში დიდი, ბედნიერი და ჯანმრთელი ოჯახი წარმოგვედგინა! სხვაგვარად ვის წარმოუდგენია?! მაგრამ ცხოვრება ნამდვილი ჭადრაკის დაფაა. არასდროს იცი, რა სვლას გააკეთებს და როგორ შემოგიტრიალებს მოვლენებს...

ვოცნებობდი, ინგლისური ენის თარჯიმანი გავმხდარიყავი, - მე უმაღლესი განათლება მაქვს. გიორგი - პროფესიონალი სპორტსმენია და ფულს ამით შოულობდა. გვეგონა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ როდესაც გიოს თრომბი აღმოუჩინეს, - დაახლოებით 10 წლის წინ, - ცხადი გახდა, რომ მისი სპორტული მოღვაწეობა დასრულდა. მე, პატარა ბავშვებით ხელში, სამუშაოდ ვერ წავიდოდი. სახელმწიფოს მივმართეთ დახმარებისთვის და მას შემდეგ, სოციალურ დახმარებას ვიღებთ.

არ მიყვარს წუწუნი, რადგან ყველაფერი უფლის ნებაა! არ გვაქვს ეს ტექნიკა და საწოლები? რას იზამ?! ხომ ცხოვრობს ხალხი ამის გარეშე, როგორღაც?! მაგრამ როდესაც ბავშვების მშიერ თვალებს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ: „არა, დედიკო, მაძღრები ვართ“, როდესაც ვხედავ იმ ძონძებს, რომლების ტარებაც უწევთ, - გული მეთუთქება. ღმერთმა არცერთ დედას არ გამოაცდევინოს ასეთი ტკივილი...

– ადგილობრივ ხელისუფლებაზე რას გვეტყვით, ქირის გადახდის გარდა, სხვა რამით თუ გეხმარებიან? 

მაია: არა, მაგრამ ამაზეც - მადლობა! სხვაგვარად, დიდი ხნის წინ, სადმე ხიდის ქვეშ ამოგვხვდებოდა სული, როგორც უპატრონო ძაღლებს! ამაზეც, 50 ლარის დამატება გვიწევს საკუთარი ჯიბიდან...

– უფლის თუ გჯერათ? რაში ხედავთ ხსნას? 

მაიარა თქმა უნდა? აბა, სხვაგვარად, როგორ? ჩვენი ოჯახი ძალიან მორწმუნეა, ძალიან! სწორედ ღვთის რწმენა არ გვაძლევს დაღუპვის საშუალებას! ხსნას კი... ასევე, უფალში ვხედავ! რადგან, თუკი ღმერთი ადამიანის სულებს კურნავს, სუფთას და წმინდას ხდის, მაშინ ეს ხალხი მოძმეს არასდროს, არავის დააჩაგვრინებს! სწორედ ამის იმედი მქონდა, როდესაც თქვენს ფონდს დავუკავშირდი! ვიცოდი, რომ სწორედ ეს იყო ამ განკურნებული სულის მქონე ადამიანების სავანე! წმინდა ადამიანების! ხომ ვხედავდი, რამდენს დაეხმარეთ?!

 – მაია, შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში, საბავშვო ბაღში თუ დადიან? 

მაია: შვილები - ჩემი სიამაყეა! ყველანი საოცრად ნიჭიერები არიან! ლევანი (15 წლის), ლუკა (11 წლის), მარიამი (9 წლის) და დავითი (7 წლის) სკოლაში დადიან. ანა (6 წლის) წელს შევა პირველ კლასში, სალომე (4 წლის) ჯერ საბავშვო ბაღშია, ხოლო ქეთევანი (1 წლის) - ჯერ კიდევ ძალიან პატარაა!

ლევანი ძალიან მეხმარება, კარგად სწავლობს, ვამაყობ ჩემი ბიჭის აკადემიური მოსწრებით და შრომისმოყვარეობით! მამას ჰგავს - ჭიდაობა მასაც უყვარს და სექციაზეც დადის! ასევე, არაჩვეულებრივად ხატავს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია! ჩემი უმცროსი ვაჟი, ლუკა, ძიუდოზე დადის და მათემატიკაზე გიჟდება! მარიამი საოცრად ცეკვავს, მღერის და მასაც აქვს მათემატიკისადმი მიდრეკილება. ლევანის მსგავსად, ხატვა ანას და დავითსაც უყვართ. სალომე, - ჩემი პატარა მზე, - ყოველთვის მხიარულია და სულ იცინის. შესქელებული რძე და შოკოლადის ნამცხვარი - მისი საყვარელი სასუსნავია! მაგრამ სამწუხაროდ, აღარც კი მახსოვს, ისინი ბოლოს როდის ვყიდე. ქეთევანი - ჩემი ანგელოზია! მომეხუტება და აღარ მიშვებს ხოლმე. ხელს გავაშვებინებ თუ არა, მაშინვე ტირილს იწყებს... ჩემი სასწაული!

ბავშვებს რას აჭმევთ?

მაია: რა უნდა ვაჭამო, კარტოფილის და მაკარონის გარდა? ჩვენი მწირი შემოსავალი სხვა რაზე გვეყოფა? არადა, თევზი და ხორცი ისე უყვართ! მაგრამ რას იზამ?! ამ პროდუქტებით სავსე დახლების გვერდის ავლა გვიწევს... სტუმრად თუ დაგვიძახეს და მაგიდაზე თევზი დევს... ხუთ წუთში უთუოდ აღარ იქნება! (იცინის)

– ლევან, შენ ყველაზე უფროსი ხარ, ამიტომ მოდი, შენით დავიწყოთ! მოგვიყევი, რა გიტაცებს და როგორ სწავლობ? რომელი საგნები მოგწონს?

ლევანი (15 წლის): ჭიდაობაზე დავდივარ! ეს ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა! მინდა, ცნობილი მოჭიდავე გავხდე და საქართველო ვასახელო! ყველა რომ აღფრთოვანებული იყოს ჩემით და ამბობდეს: „ეს უძლეველი ბიჭი ქართველია!“

სკოლის საგნები დიდად არ მიზიდავს, მაგრამ ხატვაზე ვგიჟდები! ჩემი ნახატები ყველას მოსწონს და მინდა, თქვენც განახოთ! იცით, როდესაც ვხატავ, სულიერად ისე კარგად ვხდები ხოლმე... ძალიან, ძა-ალიან მინდა სამხატვრო სკოლაში სიარული, მაგრამ ვიცი, რომ ამის ფული არ გვაქვს. მშობლები ისედაც უკვე იხდიან ჭიდაობის ფულს.

მწვრთნელი ხშირად გაქებს ხოლმე?

ლევანი (15 წლის): ჩვენი მწვრთნელი მხოლოდ განსაკუთრებული დამსახურებების გამო თუ შეაქებს ვინმეს. მას სურს, ჩვენგან ნამდვილი კაცები და სპორტსმენები აღზარდოს; ამიტომაც, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სწორედ ის „განსაკუთრებული“ გავაკეთოთ, რის გამოც გვეტყვის: „ყოჩაღ! აი, ეს მაგარი იყო!“ მწვრთნელი დედაჩემს ხშირად ეუბნება, რომ ძალიან მონდომებული და ნიჭიერი ბიჭი ვარ. 

– შესაძლებლობა რომ გქონდეს, დედიკოსთვის რას გააკეთებდი? 

ლევანი (15 წლის): ისე ვიზამდი, რომ დედას არასდროს არაფერი გასჭირვებოდა, არ ჰქონოდა ხვალინდელი დღის შიში; რომ დედას არასოდეს ეტირა! მინდა, ძალიან მაგარი და ცნობილი მოჭიდავე გავხდე, როგორც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მაშინ, ჩემს ოჯახს არასდროს არაფერი გაუჭირდება! 

ლუკა (11 წლის): მე კი, მინდა ცნობილი ძიუდოისტი გავხდე და ოჯახს მეც დავეხმარო! აი, გავხდები, როგორიც ვარლამ ლიპარტელიანი და მაშინ, ყველა ჩემს სახელს იყვირებს ხოლმე. ხომ იცით, ის ვინ არის? საუკეთესო ძიუდოისტი მთელ მსოფლიოში! და ის - ქართველია! მინდა, მეც მისნაირი ვიყო. მერე დედას, დებს და მამას ყველაფერს ვუყიდი, რასაც მოისურვებენ. ლევანს არ ვუყიდი, იმიტომ რომ ლევანიც ცნობილი და მდიდარი იქნება და თავისთვის, თვითონ იყიდის! 

კიდევ რა გიყვარს, ლუკა? სკოლის რა საგნები? ან იქნებ შენც ხატავ, როგორც შენი ძმა? 

ლუკა (11 წლის): არა, მე არ ვხატავ, მაგრამ მათემატიკაზე ვგიჟდები! ყოველთვის ყველაზე მაღალი ქულები მყავს ამ საგანში. მასწავლებელი სულ მაქებს.

დავით, ახლა შენი ჯერია. რას ისურვებდი საჩუქრად? 

დავითი (7 წლის): კომპიუტერს, რა თქმა უნდა! ჩვენ ის არ გვაქვს; ტელეფონებიც კი არ გვაქვს. 

– და კომპიუტერზე რას გააკეთებ ხოლმე?

დავითი (7 წლის): ვისწავლი! სხვადასხვა კითხვებზე პასუხებს მოვძებნი! და კიდევ, ვითამაშებ!

– მარიამ,ასე ჩუმად რატომ ზიხარ? შენზეც მოგვიყევი რამე! 

მარიამი (9 წლის): მე სიმღერა მიყვარს. ერთხელ, ქართულ ტელეარხზეც გამოვედი სიმღერით... და მეც ძალიან მიყვარს მათემატიკა.

– ხმის გაკვეთილებზე თუ დადიხარ?

მარიამი: არა, მაგრამ ძალიან მინდა... სამწუხაროდ, მაგდენი ფული არ გვაქვს. დედას და მამას ისედაც უკვე დაჰყავთ ლევანი და ლუკა სპორტზე.

– მომავალში, ვინ გინდა, გამოხვიდე? უკვე გადაწყვიტე? 

მარიამი: ჯერ არა. მაგრამ კარგი იქნებოდა, ჩემი ცხოვრება მუსიკისთვის დამეკავშირებინა. 

ანა (6 წლის): მეც დამელაპარაკეთ, რა! მე წელს სკოლაში წავალ! წარმოგიდგენიათ? უკვე, ერთი სული მაქვს! მგონია, რომ ძალიან კარგად ვისწავლი და მშობლები ჩემით იამაყებენ! კითხვა მიყვარს, ლექსების წერა! და სწავლაც მეყვარება! 

ყოჩაღ, ანა! უკვე მოიფიქრე, ვინ გინდა, გამოხვიდე, რომ გაიზრდები? 

ანა (6 წლის): დიახ, დიახ! მზარეული! მომწონს საჭმლის კეთება! დედას ყოველთვის ვეხმარები საჭმლის მომზადებაში: მაკარონს ვხარშავ, ზემოდან ტომატს ვასხავ, ხახვს ვჭრი... ისეთი გემრიელი გამოდის!

საჭმელებიდან, კიდევ რა გიყვარს? 

ანა (6 წლის): თევზი, წიწიბურა, ბრინჯი, შოკოლადი... ბევრი რამ! 

სალომე (4 წლის): დეიდა, მე რატომ არ მეკითხებით? მე ბანანები, ყურძენი და კანფეტები მიყვარს. ჰო! და კიდევ... სათამაშოები! ადრე საყვარელი სათამაშო მქონდა, მაგრამ ახლა უკვე - აღარ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ნამდვილი, ცოცხალი სათამაშო გაგვიჩნდა - ქეთევანი! ნახეთ, რა პაწაწინაა! ქეთი ჩემი ყველაზე საყვარელი სათამაშო გახდა! 

– დედაზე და პატარაზე არ ეჭვიანობ ხოლმე?

სალომე (4 წლის): არა, რატომ? დედას და მამას ხომ ყველანი ერთნაირად ვუყვარვართ?! უბრალოდ, ქეთი ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ, დამოუკიდებლად, ვერაფერს აკეთებს, ამიტომაც დედა გვერდიდან არ შორდება.

– რაზე ოცნებობ? ვინ გინდა, გამოხვიდე, რომ გაიზრდები? 

სალომე (4 წლის): ფილმის მსახიობი! იმიტომ, რომ ისინი, ყველანი ძალიან ლამაზები არიან! 

– მაია, თქვენ ნამდვილად იღბლიანი ხართ! არაჩვეულებრივი შვილები გყავთ! 

მაია: მადლობა. ძალიან სასიამოვნოა! 

– რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით? 

მაია: სოციალურ დახმარებას ვიღებთ და ჩვენი შემოსავალი თვეში 680 ლარს შეადგენს. მხოლოდ საკვებსა და ტანსაცმელზე გვყოფნის, ისიც ძლივ-ძლივობით. ასევე, როგორღაც ვახერხებთ, ლევანი და ლუკა ჭიდაობაზე და ძიუდოზე რომ ვატაროთ. თითო სექცია 40 ლარი გვიჯდება. მესმის, ჩვენს მდგომარეობაში რა დროს სპორტულ წრეებზე ფიქრია, მაგრამ სჯობს, მე არ ვჭამო, შვილებს კი მარტივ ბედნიერებას და ოცნებების ასრულების შესაძლებლობას არ მოვაკლებ... არ მინდა, რომ გულნატკენები დარჩნენ. თუმცა, ისინი ისედაც ასე გრძნობენ თავს, როდესაც შესარჩევ და შეჯიბრისთვის მზადების პერიოდში, ბიჭების სადმე გასამგზავრებლად, თანხის გადახდა არ შეგვიძლია. ეს ყველაფერი ხომ ფასიანია, შეღავათები კი არ არსებობს... ლევანი ისედაც სამხატვრო სკოლაზე ოცნებობს, ამისთვის კი, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ფულს ვერ მოვაგროვებთ... 

  – რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება? თქვენი აზრით, სახლში, პირველ რიგში, რა გესაჭიროებათ? 

მაია: ვოცნებობ, იმის შიშით არ ვიძინებდე, რომ ხვალ ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი მექნება! გვჭირდება ნებისმიერი სახის პროდუქტი, რაც ბავშვებს მუდმივი შიმშილისგან იხსნის, მათთვის - ტანსაცმელი, მაცივარი და სარეცხი მანქანა, ბავშვებს ძალიან უნდათ კომპიუტერი და ტელევიზორი... როგორ მრცხვენია ამ ყველაფრის თხოვნა, მაგრამ როდესაც საქმე ჩემს შვილებს ეხება... 

 – რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ? 

მაია: ფონდის შესახებ ბევრი გამიგონია და წამიკითხავს! დამიჯერეთ, ბევრისთვის მიმიმართავს, მაგრამ მხოლოდ თქვენ მიპასუხეთ და გამოხატეთ დახმარების მზაობა. ამისათვის, დიდი მადლობა თქვენ!

– როდესაც თქვენს შესახებ დავწერთ, თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს. ისურვებდით ფონდის მეგობრების გაცნობას? 

მაია: დიახ, სიამოვნებით გავიცნობდით კეთილ ადამიანებს. დაე, უფალმა ყველა დაგლოცოთ! 

----

მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საწოლები! მოდით, გვერდში დავუდგეთ მათ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება, მივცეთ ბავშვებს ნორმალურად განვითარებისა და ბედნიერი ბავშვობის შესაძლებლობა. პირადად თქვენ, შეგიძლიათ, ამ ოჯახს ესტუმროთ და დაეხმაროთ. დაგვიჯერეთ, ბავშვებს ძალიან გაუხარდებათ!

 დაურეკეთ მაიას, გაიგეთ, რა სჭირდება მის ოჯახს, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ის მარტო არაა და რომ ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ტელ.: 579 03 71 12

 მათი მისამართია: თბილისი, ვარკეთილის III მასივი, I კვარტალი, კორპუსი 2, ბინა 26

 მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას მაია ტივიშვილისა და მისი ბავშვების დასახმარებლად. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ბავშვების გარეშე ქვეყანას და ერს მომავალი არ აქვს!გაუფრთხილდით მომავალ თაობას! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს იმ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის და არც ისეთივე კეთილია, როგორც ჩვენ და თქვენ. ნუ აუვლით გვერდს სხვის გასაჭირს! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

 GE15TB7194336080100003

 GE42LB0115113036665000

 GE64BG0000000470458000 

(დანიშნულებახუტუაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus 

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით მაიას და მის პატარებსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270 

მსგავსი პროექტები: