ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ყველაზე კარგი და მზრუნველი ბავშვები საქართველოში: მათ მძიმედ ავადმყოფი დედა ჰყავთ და ისინი... მყრალ ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ.

„თუ ბავშვთა სახლში მომათავსებენ, გამოვიქცევი და დედას და ჩემს ძმებს მოვუვლი! - ძალიან სერიოზულად ამბობს ლამაზი ბიჭი, ნიკა, რომელიც ნანგრევების ზღურბლთან გვხვდება. ამ მეგობრულ ოჯახში ხომ სწორედ ის ასრულებს უფროსი კაცის როლს?!
657.82 ₾
37
დონორები
შეგროვებულია

„თუ ბავშვთა სახლში მომათავსებენ, გამოვიქცევი და დედას და ჩემს ძმებს მოვუვლი! - ძალიან სერიოზულად ამბობს ლამაზი ბიჭი, ნიკა, რომელიც ნანგრევების ზღურბლთან გვხვდება. ამ მეგობრულ ოჯახში ხომ სწორედ ის ასრულებს უფროსი კაცის როლს?! 

 „და ძალიან გთხოვთ, ბიძია, დედას არაფერი ჰკითხოთ. მე თვითონ მოგიყვებით ყველაფერს... ის ისევ ტირილს დაიწყებს და ჩვენც მას მივყვებით... და რანაირი საუბარი გამოვა, თუკი ყველანი ავცრემლიანდით?.. მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით... როგორ მწარედ მცემდა მამაჩემი და როგორ ვცხოვრობდით ნაგავსაყრელზე. და კიდევ... როგორ იზრდებოდა დედაჩემი ბავშვთა სახლში! და რამდენად საშიშია იქ!“

მაგრამ „სერიოზული კაცი“ წამებში გადაიქცა ბავშვად, როგორც კი საუბარი დედის ავადმყოფობას შეეხო. მისი თვალები არ დამავიწყდება! „ცრემლების ტბა.“

ნიკა (12 წლის): დიახ, მამა ჩვენ გვცემდა! მეც და დედასაც... და დასაც. პირობას გაძლევთ, მე არასდროს და არავის ვცემ! ეს ძალიან ცუდია... 

- ნიკა, ნება მომეცი, დედას გავესაუბრო. გთხოვ! 

ნიკა (12 წლის): არა, არა, მე თვითონ! მოდით, მე დავიწყებ და თუ მე რამე დამავიწყდა, დედა დაამატებს. ჩვენ, აი, აქ ვცხოვრობთ (სახლს მათვალიერებინებს), წამოდით, განახებთ! ნუ გეშინიათ! უბრალოდ, აქ ადრე ნაგავსაყრელი იყო. ჩვენი საკუთარი ხელით დავასუფთავეთ აქაურობა! მაგრამ, რამდენჯერაც არ უნდა დავიბანო ხელი, მგონია, რომ მაინც ნაგვის სუნი ამდის! საწყენია, ხალხს ბინძურები რომ ვგონივართ და თავს გვარიდებენ... მათ არ ესმით... ჰგონიათ, რომ ჭუჭყიანები ვართ... 

ეს ვინმემ გითხრა?

ნიკა (12 წლის):ჩემს ძმას უთხრეს საბავშვო ბაღში... აცრემლიანებული მოვიდა და დედა რომ არ აეღელვებინა, მე მომიყვა, რომ მას ყველა თავს არიდებს და მასთან თამაში არ სურთ. მაგრამ ეს არ არის მთავარი! მე ვუთხარი, რომ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ და დედა გვყავს!  

- რა თქმა უნდა, ეს ასეა და დედა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება! 

ნიკა (12 წლის): არ ვიცი! ჩვენ შეიძლება ნებისმიერ დროს წაგვიყვანონ ბავშვთა სახლში! ეს კი - დასასრულია! დედაჩემი თავადაც ბავშვთა სახლში გაიზარდა! ამის შესახებ თვითონ მომიყვა. იქ, ის დედამისმა ჩააბარა - ის და მისი ძმები. დედა სულ ტირის, ეს რომ ახსენდება. ამის შესახებ მას ნუ ჰკითხავთ - მე მოგიყვებით. დედამ შვილები ბავშვთა სახლში ჩააბარა და მას შემდეგ ისინი აღარასოდეს უნახავს. დედაჩემი ყველაზე პატარა იყო, 2 თუ სამი წლის. და როცა ის ტირილს იწყებდა, მას სცემდნენ. დედა ამბობს, ამაზე უარესი არაფერიაო! ამბობს, რომ მზადაა, სიცოცხლე გაიღოს, ოღონდაც ჩვენ ბავშვთა სახლში არ აღმოვჩნდეთ.

- დედის გამო ძალიან განიცდი. ძალიან ცუდად არის? 

ნიკა (12 წლის):დიახ. ხანდახან გონებას კარგავს. ხანდახან ტირილს იწყებს და ვეღარ წყნარდება. მის გამო ძალიან განვიცდი. მას იმდენი რამის გადატანა მოუწია... დედამ მიატოვა, მერე მამაჩემი სცემდა... მერე გამოვიქეცით. ხანდახან ქუჩაში ვათენებდით ღამეს... იცით, მე საჭმლის კეთებაც კი ვიცი - საუბარი გადაიტანა ნიკამ. მას ყელში მოწოლილი ბურთი ახრჩობდა...

 - ნიკა, უფლება მომეცი, რომ ახლა დედას გავესაუბრო. პირობას გაძლევ, ზედმეტ კითხვებს არ დავუსვამ. ნატალია, ნიკა თქვენ ოჯახზე მომიყვა, იქნებ ორიოდე სიტყვა თქვენც მითხრათ. ამ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? 

ნატალია: მე ბავშვთა სახლში გავიზარდე. სულ ვცდილობ, ის 15 წელი დავივიწყო და აღარასოდეს გავიხსენო!.. როგორც კი ჩემ ცხოვრებაში ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, რომელმაც მითხრა, რომ ცოლად მომიყვანდა, მაშინვე დავთანხმდი! მე ხომ ასე ვოცნებობდი ოჯახზე?! მაგრამ ეს ბავშვთა სახლზე უარესი აღმოჩნდა! 

ის მუდმივად სვავდა, მცემდა... მერე კი, ბავშვები რომ გვეყოლა, მათი ცემაც დაიწყო. ასეთი პატარების... მე კი, მათი დაცვაც კი არ შემეძლო! გასაქცევი არსად მქონდა, მშველელი არავინ მყავდა!

უფროსი ქალიშვილი „გაგიჟდა“ და ის დედაჩემმა წაიყვანა თავისთან. მე და ნიკა კი გამოვიქეცით. მერე დათო მეყოლა, ახლა კი საბა. მეორე ქმარი ისეთი კარგი იყო, ისეთი მზრუნველი. დედამისმაც სიყვარულით მიმიღო, მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ის გარდაიცვალა. (ნატალიამ ტირილი დაიწყო და ნიკამ საუბრის თემა შეცვალა).

ნიკა (12 წლის): დე, სჯობს იმაზე მოუყვე, როგორი კარგები გყავართ... ან ჩვენი შემწეობის, სასადილოს საკვების შესახებ... ოღონდ არ იტირო! არ იტირო, დედიკო!

- ნატალია, მოდით, თანამიმდევრულად მომიყევით, რითი ცხოვრობთ? რით იკვებებით?

ნატალია:სოციალურ შემწეობას ვიღებთ 280 ლარის ოდენობით. საჭმელს უფასო სასადილოდან ვიღებ ყოველდღე. პური გემრიელია, ახალი; წვნიანები კი არ მოგვწონს, მაგრამ რაც გვაქვს - იმითაც ბედნიერები ვართ! ოღონდაც პატარა საბა არ მყავდეს მშიერი... სულ რაღაც 5 თვისაა... ცოტ-ცოტას კეთილი მრევლი მეხმარება. მიცნობენ, მე თვითონ მორწმუნე ვარ! 

ბავშვებისთვის ძველ ტანსაცმელს მაძლევენ. აი, საწოლიც გვაჩუქეს! მართალია, ახალი არ არის და ხანდახან იშლება ხოლმე, მაგრამ ამისთვისაც მადლობელი ვარ! 

ამ სახლის შესახებ მოგვიყევით - თქვენი საკუთრებაა თუ „ამაში“ ფულს იხდით?

ნატალია:ადრე ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნოდა. აქ რომ მოვედით, ყველგან ნაგავი ეყარა. ყველაფერი ჩვენ მოვასუფთავეთ! სახურავიდან წყალი მუდმივად ჟონავს, წვიმის შემდეგ მთელი სახლი სველია. წლების მანძილზე, რაც აქ ვცხოვრობთ, ცოტ-ცოტა მაინც მოვიყვანეთ აქაურობა წესრიგში, თორემ ნაგავსაყრელზე ვცხოვრობდით... 

 ნატალია, მოდით, ახლა თქვენი შვილები გაგვაცანით! ნიკა უბრალოდ საოცრება გყავთ. დავითზე რას მოგვიყვებით?

 ნატალია:ოოო, დიახ! ნიკა რომ არა, ნამდვილად ვერაფერს გავართმევდი თავს. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ჭკვიანი მყავს! დავითიც ჭკვიანია! უფალს მადლობას ვწირავ, რომ ჩემსავით ავადმყოფ ქალს და ისეთ ნადირს, როგორიც ჩემი მეუღლე იყო, ასეთი ანგელოზები ეყოლა! შეხედეთ, რა ლამაზები არიან! 

ნიკა კარგად სწავლობს და ფეხბურთელობა უნდა. დავითსაც უყვარს ბურთის თამაში, მაგრამ მას ბავშვები იშვიათად ეთამაშებიან ხოლმე, ბურთიც კი არ აქვს... ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღარაფერს ვამბობ... 

ახლა მათ გავესაუბრები! ნიკა, დავით, აქ მოდით! მოდით, ვისაუბროთ! ყველაზე გემრიელით დავიწყოთ - რა საჭმელი გიყვართ?

ნიკა (12 წლის): აი, ახსენეთ და მაშინვე ნერწყვი მომადგა! აი, თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ: ძეხვები, სოსისები, კიტრი... ძალიან მიყვარს...

დათო (6 წლის): ვაი, მართლა! სუნიც კი ვიგრძენი!!! პელმენები მიყვარს... ისე კი, საჭმელი საერთოდ თუ გვაქვს, უკვე კარგია. ხანდახან, დედის სასადილოდან მოტანილ წვნიანს როცა ვჭამ, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ხორცის კვერი ან პელმენია...

ნიკა (12 წლის): ერთხელ „შაურმა“ გავსინჯე, მომეწონა. კიდევ გავსინჯავდი. ამ კვირას ბრინჯის ფაფას, წვნიანს შევჭამთ... და 3 პომიდორს. დედა პურსაც მოიტანს სასადილოდან.

რისი კეთება გიყვართ?

ნიკა (12 წლის): ფეხბურთი მიყვარს. მინდა, დიდი სპორტსმენი გავხდე, არასდროს მოვწევ, ან დავლევ! და სუსტებს დავიცავ! უი, მოდით, ჩემს ფორმას განახებთ! მე მას განძივით ვუფრთხილდები! „ბუცები“ რომ მექნება, ერთად ჩავიცვამ და თავს მოვიწონებ! იქნებ ფეხბურთის სექციაზეც შევძლო სიარული... მაგრამ ახლა, ყოველდღე ასე ვიზომავ. ღმერთმა ნუ ქნას, დამიპატარავდეს!

 დათო (6 წლის): მე კი, მეგობრებთან ერთად, ქუჩაში თამაში მიყვარს. მათ ბურთი აქვთ და ჩვენ ერთად დავრბივართ... ხანდახან მათ, ვინც მე არ მიცნობს, ჩემთან თამაში არ უნდათ... რომ მხედავენ, მიდიან ხოლმე. მაგრამ დანარჩენები კარგები არიან, ასე არ იქცევიან. ჩემმა ძმამ, ნიკამ მითხრა, რომ ასეთებზე არ უნდა გავნაწყენდე! რომ ჩვენ ღმერთს ვუყვარვართ და მთავარია, რომ დედიკო გვყავს! 

საყვარელი მულტფილმი ან ფილმის გმირი თუ გყავთ? 

დათო (6 წლის):„სმურფიკები“! მე და ნიკამ ერთხელ ვუყურეთ ტელევიზორში. ერთხელ კიდევ, ერთმა ბავშვმა ტელეფონში რაღაც თამაში მაჩვენა... თითს ასე უსვამ ეკრანზე და უკან მანქანა მოგყვება, შენ კი ის ფრთხილად უნდა მართო! სხვადასხვა მანქანებია, შეგიძლია აირჩიო. თქვენ გაქვთ ასეთი თამაში?

არა, ასეთი თამაში არ მაქვს, მაგრამ გპირდები, ვიპოვი და ვითამაშებ! 

დათო (6 წლის): ჰოოო... მერე მომიყევით, როგორ მოგეწონებათ! 

კარგი, გასართობის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ახლა მომიყევით, სკოლაში როგორ მიდის ამბები? 

ნიკა (12 წლის):მათემატიკა მიყვარს, უცხო ენები მიჭირს... ძალიან რთულია, დამატებითი წიგნები კი არ მაქვს. არც კომპიუტერი მაქვს, რომ მოვუსმინო და დავიმახსოვრო! კითხვა მინდა. მაინტერესებს, იქნებ ვინმეს შეუძლია, რომ წიგნები მაჩუქოს ან მათხოვოს? მე ისინი ძალიან მჭირდება! ძალიან! 

დათო (6 წლის): ერთხელ მე „კვირის ნიჭი“ მიწოდეს! მასწავლებელმა იკითხა: როგორ იქნება ინგლისურად „ყავისფერი“? ვერავინ უპასუხა, მე კი ვთქვი „ბრაუნ!“ აი, როგორი ჭკვიანი ვყავარ დედას!

ნიკა, მითხარი, სკოლაში ვინმე თუ მოგწონს?

ნიკა (12 წლის):არა, არავინ მომწონს. თანატოლებში ბევრი უხეში გოგონაა, რომლებსაც ბიჭების დაცინვა უყვართ. ერთი მომწონდა ძალიან, მაგრამ ის სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ველოდები, იქნებ დაბრუნდეს... 

- რომ გაიზრდები, მის ცოლად მოყვანას ხომ არ აპირებ? 

ნიკა (12 წლის): ოჯახზე ჯერ არ ვფიქრობ. ჯერ მუშაობას დავიწყებ, რომ დედას და ძმას გემრიელი საჭმელი ვუყიდო... ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: არასოდეს ვიქნები ისეთი, როგორიც მამაჩემია!.. არასოდეს! 

ახლა საბაზე მომიყევით - ხომ არ „გაბრაზებთ“ ხოლმე? 

ბავშვებმა ხითხითი დაიწყეს...

ნიკა (12 წლის): ის არც კი ტირის. მხოლოდ მაშინ, როცა შია! ის ყველაზე კარგი ბიჭია! მიყვარს მასთან ლოლიაობა! როცა დედა ცუდად არის, - მას ხშირად სტკივა თავი, - შემიძლია საბას საათობით ვეთამაშო. სულ რაღაც 5 თვისაა! დათოსაც ძალიან უყვარს! მაგრამ მე უფრო! ისე მიყურებს ხოლმე, მზად ვარ, ჩავკოცნო! აბა, შეხედეთ - ანგელოზი!

ნატალიამხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ნიკა ნამდვილად უფლის საჩუქარია! დღეს, ასეთ მშვენიერ ბავშვს, სანთლითაც რომ ეძებო, ვერ იპოვი! და ბოლო შეკითხვა: იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარეთ, ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? 

ნატალია: ბევრმა ადამიანმა მატკინა გული, ბევრმა სცადა ჩემი გატეხა, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველა ასეთი არ არის. ჩვენ ხომ ყველანი უფლის შვილები ვართ?! ის ჩვენ მარტოს არ დაგვტოვებს! ნიკას გამო კი ყოველდღე ვწირავ უფალს მადლობას! ის ჩემი მფარველი ანგელოზია! 

რას ეტყოდით ფონდის მეგობრებს? 

ნატალია: მხოლოდ შვილებისთვის ვითხოვ! ნიჭიერი, გულისხმიერი შვილები მყავს. ასეთი ყოჩაღები ამაოდ ხომ არ დაიკარგებიან?! ისინი საქართველოს ჯერაც გამოადგებიან! მიეცით მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობა!.. მათ კარგად უნდა ისწავლონ, ქვეყნის კარგი მოქალაქეები გახდნენ! ისინი არ უნდა იტანჯებოდნენ!

მეგობრებო, კვლავაც და კვლავაც, ჩვენ იმ ოჯახების „საშინელ“ ისტორიებს გიყვებით, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ! ჩვენ ვერ გავჩუმდებით! უფალი არ გვაპატიებს! არ შეგვიძლია, არ გითხრათ, რომ როდესაც თქვენ გძინავთ, ღამით, ვიღაც ჩუმად ტირის, ბალიშში თავჩარგული, იმიტომ რომ არ იცის, დადგება თუ არა ხვალინდელი დღე... ჩვენ ვალდებულები ვართ, მათ შესახებ ვისაუბროთ! თქვენ კი ვალდებულები ხართ, იცოდეთ ამის შესახებ! შემდეგ კი, მოიქეცით ისე, როგორც თქვენი გული გეტყვით!

---

ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვის საწოლი, ავეჯი, ნიკას ძალიან სჭირდება კომპიუტერი. ასევე, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა, არ დაგვევიწყებინა, რომ ბავშვებს სათამაშოებიც სჭირდებათ! წარმოგიდგენიათ, როგორ გაუხარდებათ, საჩუქრად ველოსიპედი რომ მიიღონ?!

ჩვენ თქვენი დახმარების ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ ქართველები თავისიანს გასაჭირში არ ტოვებენ! 

დაურეკეთ ან ესტუმრეთ ოჯახს მისამართზე: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, მარშალ გელოვანის გამზირი №6 (სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკან). ნატალიას ტელეფონი: 593 13 07 70

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ბასილაშვილების ოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს იმ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

 ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებანატალიაბასილაშვილი).

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენივებ-გვერდისმეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus 

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ნატალიას და მის არაჩვეულებრივ შვილებსაც გავუმართოთ ხელი. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთიზარიგადაარჩენსსიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: