როგორ ავუხსნა შვილებს, რომ მათი ომის გმირი მამა საქართველოს მტრების ტყვიამ კი არა, იმ ქვეყნის გაუნათლებელმა ექიმებმა მოკლეს, რომელსაც იგი იცავდა?!
თქვენ ადამიანების ცხოვრებას კი არ ცვლით უკეთესობისკენ, - თვითონ ადამიანებს ცვლით!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
„იცით, რა ყოჩაღები ხართ? და რა ჭკვიანები?“ - ამ სიტყვებით შეგვეგება 5 წლის გაბი. – „ჩვენთვის ორი პლანშეტის ჩუქება ვინ მოიფიქრა? საერთოდ აღარ ვჩხუბობთ, - ახლა ჩემი დროა, ახლა შენი დროა, - პირიქით, მშვიდად და მეგობრულად ვსხედვართ.“ პატარა ბიჭი ემოციებს ვეღარ მალავს და ვერ ჩერდება: – „ჩვენთან მთელი ფეხბურთის გუნდი მოვიდა, წარმოგიდგენია?! და ნამდვილი ფეხბურთის ბურთი გვაჩუქეს! და ფორმებიც! გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გავხდე... ან ჯარისკაცი, მამაჩემივით. ერთმანეთს ხელს ხომ არ შეუშლის?“
უმცროსს უფროსი ძმა, ილია აწყვეტინებს: „ოოოჰ, რამდენს ლაპარაკობ?! აცადე ადამიანს გაიაროს და დაჯდეს! გინდათ მიკროტალღურ ღუმელში ბუტერბროდებს გაგიკეთებთ? ძალიან გემრიელია!“
არადა, ექვსი თვის წინ ბავშვებს ჩვენთან საუბარიც კი არ უნდოდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ძალიან მოწყენილები იყვნენ და აღარაფრის სჯეროდათ. თქვენ თვითონ შეაფასეთ: განსხვავება ექვსი თვეა!
ამ ფოტოებს შორის განსხვავება ექვსი თვეა. დატკბით, მეგობრებო! განა ეს ნამდვილი სასწაული არ არის?!
მეგობრებო, გარდაცვლილ ნათესავებს და საყვარელ ადამიანებს ვერავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ მზრუნველობის გამოჩენა და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ყველაზე მთავარი კი ადამიანისთვის ადამიანური მოწყალების და სიკეთის რწმენის დაბრუნებაა.
– მარეხი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მარეხი: დიდი მადლობა ყველას დახმარებისთვის, გამოხმაურებისთვის და მხარდაჭერისთვის! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ვითარებაში, როცა მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოს უჭირს, ხალხი ჩემს ამბავს ასე ახლოს მიიტანდა გულთან და ასეთი გაგებით მოეკიდებოდა. თქვენთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები. თქვენ ჩემს ოჯახს ახალი სიცოცხლე შთაბერეთ! ბავშვები - ყველაფერია, რაც გამაჩნია! მათ გახარებულს და ბედნიერს რომ ვხედავ, - ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამქვეყნად! მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც ერთი ლარი გადმოგვირიცხა! დაე, თქვენს სულებში და ოჯახებში მუდამ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდეს! ღმერთმა გაშოროთ ტკივილი და განშორება მასთან, ვინც გიყვართ!
„მამა რომ ხედავდეს, რა მაგარი რაღაცები გვაქვს, ძალიან ბედნიერი იქნებოდა!“
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რა ადვილი ყოფილა თეთრეულის სარეცხ მანქანაში რეცხვა! მიკროტალღურ ღუმელს დღემდე შევხარი; ბიჭები კი თავიანთ პლანშეტებს ხელიდან არ უშვებენ. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ნამდვილი სასწაულია და მადლიერები ვართ ყველასი და თითოეული ადამიანის! თქვენ ჩვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი სიხარული შემოიტანეთ! ღმერთმა დაგლოცოთ!
„მგონი მიკროტალღურ ღუმელს ისე შევხარი, როგორც ჩემი ბიჭები - პლანშეტებს.“
– მარეხი, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?
მარეხი: ერთი გოგონა დამამახსოვრდა, - დიანა წურწუმია. ჩვენ შესახებ თქვენი პოსტი წაიკითხა და მაშინვე დამირეკა. თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ჩვენს პოსტს გამოეხმაურა, მაგრამ დიანა რაღაცნაირად გულში ჩამრჩა. დარეკვიდან რამდენიმე დღეში სტუმრად გვეწვია და გაზქურა მოგვიტანა. აღმოჩნდა, რომ ჩემ შესახებ სამსახურში მოყვა და მისმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ჩვენთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინათ: თანხა შეაგროვეს და გაზქურა გვიყიდეს. ძველი კი მქონდა, მაგრამ უკვე აღარაფრად ვარგოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სრულიად უცხო ადამიანს, - ვგულისხმობ, არა სისხლით ნათესავს ან მეგობარს, - ასე შეეძლო ჩვენი გახარება!
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? თქვენს ოჯახს რამით თუ დაეხმარნენ?
მარეხი: ჩვენ მათთვის არ ვარსებობთ! უბრალოდ არ ვარსებობთ და მორჩა! არავის დაურეკავს და არც არავინ გამოგვხმაურებია; შესაბამისად, არც რამენაირად დაგვხმარებიან. დღემდე ძველ სასტუმრო „უშბა“-ში ვცხოვრობთ, სხვა აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად. შვილებთან ერთად ერთ ძალიან პატარა ოთახში ვცხოვრობდი, მაგრამ კიდევ კარგი, მეზობელმა თავის საცხოვრებელ ფართში გაგვიცვალა და ახლა ცოტა თავისუფლად მაინც ვართ; მაგრამ ეს სასტუმრო მთლიანად ნესტიანია. ზაფხული გავიდა, წინ ცივი შემოდგომაა, მერე ზამთარი... არ ვიცი, ასე როდემდე ვიცხოვრებთ. ყველაზე მეტად კი ის მწყინს, რომ ვადები არ ვიცით - არ ვიცით, როდის გვეღირსება საკუთარი კუთხე. ნუთუ ჩემი გარდაცვლილი ქმრის, - აფხაზეთის ომის ვეტერანის და ოსეთში საომარი მოქმედებების მონაწილის ოჯახი ხელისუფლების მხრიდან სულ ცოტა ყურადღებას მაინც არ იმსახურებს?! ის ხომ სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სიცოცხლეც კი გაიღო მსხვერპლად?!
– და რას ამბობს ხელისუფლება - თქვენ და სხვა დანარჩენ ოჯახებს საკუთარ ბინებს როდის მოგცემენ?
მარეხი: კაცმა არ იცის! ჩვენთვის არაფერი უთქვამთ, როდის ან რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ამჟამად, პანდემიის გამო, ყველაფერი შეჩერებულია. შეჩერებულია გაურკვეველი ვადით...
– რა თქმა უნდა, გაურკვევლობაში ცხოვრება ძალიან ძნელია, მაგრამ მოდი უკეთესის იმედი ვიქონიოთ... თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით, - საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
მარეხი: მე ყველაფერი მომწონს! (იცინის.) თქვენს საჩუქრებს ყოველდღე სიამოვნებით ვიყენებ! რომელიმე მათგანის გამოყოფა ძალიან მიჭირს, რადგან თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. სარეცხი მანქანა ძალიან მეხმარება - მისი წყალობით ბევრ დროს და ენერგიას ვზოგავ. მიკროტალღურ ღუმელში საჭმლის გაკეთება ან გაცხელება ნამდვილი სიამოვნებაა! მასში უბრალო პურიც რომ შეათბო, ეგეც კი ბევრად გემრიელია.
„სარეცხი მანქანა ძალიან მეხმარება.“
ადრე, როცა თეთრეულს ვრეცხავდი, წელი საშინლად მტკიოდა და ამ ყველაფერთან გამკლავება ძალიან მიჭირდა. ილიას და გაბის თქვენი ნაჩუქარი პლანშეტები დღემდე ისე უხარიათ, რომ გვერდიდან იშვიათად იშორებენ. თქვენი უზომოდ მადლიერები ვართ ყველაფრისთვის!
„მაგარი ბიჭები ვართ! და ყველაზე მაგარი თამაშების თამაში შეგვიძლია!“
– ძალიან გვიხარია, რომ საჩუქრები ბიჭებსაც მოეწონათ. შეიძლება ბავშვებსაც გავესაუბრო? საინტერესოა, ისინი რას გვეტყვიან. უფროსით დავიწყოთ, - ილია, ყველაზე მეტად რომელი საჩუქარი მოგეწონა?
ილია (9 წლის): გამარჯობა! ყველაზე მეტად ჩემი პლანშეტი მომეწონა. მასზე მულტფილმების ყურება, თამაშების თამაში და ბევრი საინტერესო რამის გაგება შემიძლია. გაბისაც თავისი საკუთარი პლანშეტი აქვს და მასაც ძალიან უხარია. ერთმანეთს აღარ ვეუბნებით: „მომეცი, ახლა ჩემი თამაშის დროა.“
– საყვარელი მულტფილმი თუ გაქვს, რომლის ყურებაც არასოდეს გბეზრდება?
ილია: ჩემი საყვარელი მულტფილმია „შრეკი“. ისეთი სასაცილო და საინტერესოა, შემიძლია ასჯერ ვუყურო. მალე სკოლა დაიწყება და ჩემი პლანშეტით ონლაინ გაკვეთილებშიც უპრობლემოდ ჩავერთვები. ძალიან მაგარია!
„მალე სკოლა დაიწყება და ონლაინ გაკვეთილებში უპრობლემოდ ჩავერთვები“
– ძალიან ჭკვიანი და კეთილი ბიჭი ხარ! ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში! ახლა გაბრიელს გავესაუბრები. გაბი, შენ რა მოგეწონა და დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
გაბრიელი (5 წლის): პლანშეტი მეც მომეწონა. მასზე ფეხბურთის თამაშებს ვუყურებ. მინდა ფეხბურთი ვითამაშო, როგორც ნამდვილმა ფეხბურთელმა, მაგრამ ასევე, მინდა მამაჩემივით ჯარისკაცი გავხდე. ის ძალიან მამაცი იყო! როცა ჯარისკაცი გავხდები, ჩემს სამშობლოს დავიცავ. იცი, დეიდა, საქართველოში ძალიან კეთილი ხალხი ცხოვრობს. ერთხელ ჩვენთან სტუმრად ნამდვილი ფეხბურთელები მოვიდნენ და მე და ილიას ბურთები და ფორმები მოგვიტანეს. ძალიან საინტერესო და მაგარი იყო!
– აუცილებლად გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო და ძალიან ბედნიერი და სამართლიანი იქნები, გაბი! ახლა კი, შენი ნებართვით, დედას დავუბრუნდები კითხვით. მარეხი, რა საფეხბურთო გუნდზე ლაპარაკობს გაბი?
მარეხი: როგორ დამავიწყდა?! მას კი ყველაფერი ახსოვს, ხედავთ? თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ საფეხბურთო გუნდი „ზაქარი“-ს მწვრთნელმა დამირეკა. ინიციატივა გამოიჩინა და ნებართვა მთხოვა, რომ თავის გუნდთან და პატარა მოთამაშეების მშობლებთან ერთად, ჩვენთან მოსულიყო სტუმრად. მოვიდნენ და ბიჭებს ბურთები და ფორმები მოუტანეს.
„გავიზრდები და ფეხბურთის კარგად თამაშს ვისწავლი. ასევე, მინდა მამაჩემივით ჯარისკაცი გავხდე.“
ბავშვებმა ძალიან იხალისეს, სიხარულისგან თვალები უბრწყინავდათ... ვფიქრობ ეს დღე მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ! გაბიზე გავლენა სწორედ ამ შემთხვევამ მოახდინა და ამის შემდეგ დაინტერესდა საფეხბურთო თამაშებით, რომლებსაც თავის პლანშეტზე სიამოვნებით უყურებს. სამწუხაროდ, „ზაქარი“-ს მწვრთნელის გვარი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, რომ გიორგი ჰქვია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის!
– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?
მარეხი: თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის! ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ... მაგრამ ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ოდესმე საკუთარი კუთხე გვექნება და ძალიან მინდა, რომ ვადები მაინც ვიცოდეთ. ძველ სასტუმროში ცხოვრება ძალიან რთულია, - ყველაფერი ნესტიანია, კედლები კი დაობებული. მალე აცივდება, ჩვენ კი არ ვიცით, როდის გვექნება საკუთარი კუთხე, საკუთარი საცხოვრებელი. თქვენი არ იყოს, გაურკვევლობაში ცხოვრება ძალიან ძნელია.
***
ძვირფასო მკითხველებო, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საოცარ ოჯახს დაეხმარა. იქნებ ჩვენ შორის არიან ისეთებიც, ვისაც მათი საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება შეუძლია? ეს ორი ბიჭი ისევე იმსახურებს ბედნიერ ბავშვობას საკუთარი სახლის სიმყუდროვეში, როგორც სხვა ყველა ბავშვი.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩხვიმიანების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/641-chkhvimiani
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ნოე 5 | სარეცხი მანქანა | 690 | transferred |
2021 იან 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 270 | paid |
2021 იან 14 | მიკროტალღური ღუმელი | 300 | transferred |
2021 თებ 8 | პროდუქტები | 89.86 | transferred |
2021 ნოე 1 | პროდუქტები | 139.37 | transferred |
სულ ხარჯი: 1,489.23 ₾
დარჩა 0.31 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2021 ოქტ 9 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2021 ოქტ 8 | ჯაჯანიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 7 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
2021 ოქტ 7 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2021 ოქტ 7 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 7 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
2021 ოქტ 6 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
2021 ოქტ 5 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
2021 ოქტ 5 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
2021 ოქტ 4 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
2021 ოქტ 4 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
2021 ოქტ 4 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2021 ოქტ 3 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
2021 სექ 6 | ირაკლი ჯავახიშვილი | 3 | Transfer to account |
2021 თებ 5 | მაჩიტაძე ლუკა | 5 | Transfer to account |
2021 იან 5 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
2020 დეკ 31 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 დეკ 21 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
2020 დეკ 16 | სოიტაშვილი ნინო | 10 | Transfer to account |
2020 დეკ 10 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
2020 დეკ 9 | ლომიძე ლია | 20 | Transfer to account |
2020 დეკ 9 | თამარი ჯიაძე | 10 | Transfer to account |
2020 დეკ 2 | ელისო მარგოშვილი | 5 | Transfer to account |
2020 დეკ 2 | ნატა შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
2020 დეკ 2 | ძამნაშვილი ლელა | 20 | Transfer to account |
2020 ნოე 30 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 25 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 ნოე 25 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
2020 ნოე 24 | ცალუღელაშვილი მარიამ | 5 | Transfer to account |
2020 ნოე 24 | მაისაშვილი მარიამ | 3 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,489.54 ₾
დარჩა 0.31 ₾
მსგავსი პროექტები:
|