პროექტის რეპორტი პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ...

page info icon
2020 დეკემბერი 30
page info icon
2351
„პურზე გემრიელი ჯერ არაფერი მოუგონიათ“, - ამბობს ყავისფერთვალება, მშვენიერი გოგონა, თინათინი (5 წლის) და კეთილი მეზობლების ნაჩუქარ პურის ყუას კოცნის და გულში იხუტებს... ის მართალია! პურის ყუა სადღესასწაულო კერძია ამ ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელიც მალე ალბათ ჩამოინგრევა და თავის უბედურ მაცხოვრებლებს ცოცხლად დამარხავს... მათი მოკრძალებული შემოსავალი ხომ მთლიანად წამლებზე იხარჯება... „წამლების შეძენაზე უარს ვერ ვიტყვი. ეს ნიშნავს, რომ ბებო მოკვდება! - ამბობს დედა, მაია. - ვერ ვუყურებ, როგორ ირხჩობა ადამიანი ჩემ თვალწინ!“ ბოროტმა ბედმა ეს კეთილი ქართველი ქალი საშინელი არჩევანის წინაშე დააყენა: მძიმედ ავადმყოფ ბებოს წამლები უყიდოს და პატარა გოგონა მშიერი დატოვოს... ან ბავშვი გამოკვებოს და ბებო ბედის ანაბარა მიატოვოს... უფლის წყალობისა და კეთილი ხალხის იმედად, საბრალო ქალმა ჩვენს ფონდს მომართა. ქართველები ხომ მოძმეს გასაჭირში არასოდეს დატოვებენ?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,112 ₾
( 389 დონორი )
დასრულებულია

აღარ მეშინია, რადგან გვერდით კეთილი დათუნია მიწევს და მიცავს!

„ადრე ისეთი მოწყენილი ვიყავი, ისეთი, ისეთი...“ - ეშმაკურად კეკლუცობს 6 წლის თინიკო. – „ახლა კი, ხედავ, როგორი ღიმილიანი გოგო ვარ?“ და წითელი, ბანტივით ტუჩებით ყურებამდე იღიმის... მომეჩვენა, თითქოს ოთახი სინათლით აივსო.

„დედიკო ამბობს, რომ როცა ვიღიმი, მზე უფრო მეტად ანათებს, ბებია კი ამბობს, რომ ჩემი თვალებიც იღიმიან. რა სასაცილოები არიან ეს დიდები! რას აღარ მოიფიქრებენ ხოლმე!“

მეგობრებო, დაფიქრდით თინიკოს სიტყვებზე! ბრძენ ხალხს მართალი უთქვამს: „ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო!“ ამ გოგონას თვალებში ცვლილებები სახლში შესვლისთანავე შევნიშნეთ. მართლა, მართლა! მხოლოდ ექვსი თვე გავიდა და აი, რა მოხდა! შედარებისათვის უბრალოდ ამ სურათებს შეხედეთ!

აბა, რას იტყვით? მზე უფრო მეტად აკაშკაშდა და სულში სითბო ჩაგეღვარათ, ხომ ასეა? დიახ, დიახ! ეს ერთი და იგივე გოგონაა - 6 წლის თინიკო! მას სათამაშოები არ ჰქონდა, ამიტომ მათ კედლებზე ხატავდა და ესაუბრებოდა; ახლა კი მას უზარმაზარი სათამაშო დათვი აქვს, რომელიც ეთამაშება, გაკვეთილების სწავლაში ეხმარება და როცა ბავშვი იძინებს, დათვიც მის გვერდითაა. ის ამ პატარა ანგელოზის სულს მფარველობს! დედამიწაზე ყველა ბავშვი ხომ ღმერთის ანგელოზია!

თუმცა, ერთი პატარა პრობლემაა: თინიკო ამბობს, რომ საყვარელ სათამაშოს ვერაფრით ეხუტება, რადგან ის ძალიან დიდია... და რატომღაც მას „დათუნიას“ ეძახის.

კი ბატონო! ამ დიდ და ფუმფულა სათამაშოს ჩვენც „დათუნიას“ დავუძახებთ, - მიუხედავად იმისა, რომ მას მაღაზიაში „დათვს“ ეძახდნენ! მაგრამ ნეტა გამყიდველებს ბავშვების ფანტაზიის რამე თუ გაეგებათ? მით უმეტეს, ბავშვის, რომელსაც სათამაშოები მხოლოდ მეგობრებთან აქვს ნანახი.

ერთი წუთით, ხალხნო! ხვდებით, რა გააკეთეთ? გგონიათ, უბრალოდ კიდევ ერთ ოჯახს დაეხმარეთ, არა? არა! თქვენ ღმერთს მიუახლოვდით! თქვენ სწორედ ის გააკეთეთ, რის გაკეთებაც მან გთხოვათ!

„ახლა შემიძლია სტუმრებს ვუმასპინძლო, - როგორც ნამდვილ ქართველ ქალს შეეფერება!“ - იღიმის მაია. – „თორემ საშინლად მრცხვენოდა! სახლში დასაჯდომი არაფერი იყო. ღმერთი ყველაფერს ხედავს და ამ სიკეთისთვის აუცილებლად დაგაჯილდოებთ! ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას, ვინც დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა!“

ზოგიერთ მკითხველს პირადადაც შეხვდით, ხომ ასეა?

მაია: რა სასიამოვნო ყოფილა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამდენი სითბოს მიღება! დიახ, ხალხმა რეკვა და მოსვლა თითქმის მაშინვე დაიწყო. „ფეისბუქზე“ პოსტი დაიდო თუ არა, ეგრევე დარეკეს. „ასე მალე?“ - გავიფიქრე. დავიბენი, მაგრამ მერე აზრები მოვიკრიბე და ჩვენი მისამართი შევახსენე. საშობაოდ ირმა ზაქარაიაც გვესტუმრა წყალტუბოდან. ძალიან სასიამოვნო ქალია, უკვე ძალიან დავმეგობრდით. ერთმანეთს ხშირად ვურეკავთ და ველაპარაკებით.

თინიკო: იცით, ირმა დეიდას ჩანთაში რა ედო?

ძალიან მაინტერესებს. აბა, მითხარი!

თინიკო: ელზას ბოტასები და „პრინცესას“ კაბა! ახლავე ჩავიცვამ და გამოვალ!

გელოდები!

მაია: ჩემი გოგო სულ მეხვეწებოდა და როგორც იქნა, მიიღო. ვერ წარმოიდგენთ, იმ დღეს რა დაემართა. სიხარულისგან აღელვებულმა ძლივს დაიძინა.

თინიკოს დაბადების დღეს, 27 თებერვალს, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები მოვიდნენ და საჩუქარი და ტკბილეული მოგვიტანეს. ფუმფულა დათუნია მათ მოიტანეს. სხვათა შორის, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ძალიან დაგვეხმარა.

(დათუნია სადარაჯოზეა! ახლა თინიკოს მარტო დაძინების აღარასოდეს შეეშინდება!)

თინიკო: კომპიუტერი როგორ მოგწონთ? ჩემს მეგობრებს აქვთ ასეთი! ახლა მათაც ეცოდინებათ, როგორ ვუყვარვარ ყველას მთელ საქართველოში, თორემ სულ თავი მოჰქონდათ, რადგან ღარიბი ვარ. (ტიტინებს ბავშვი.)

მაია: თქვენი პოსტი რომ ნახეს, ჩვენი ოჯახით დაინტერესდნენ და პირველი ვიზიტისას 100 ლარიანი კვების ბარათი გვაჩუქეს. მერე მერიას მიმართეს, რომ კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რა მდგომარეობაშია ასათიანების სახლი. წყალი ყველა ოთახში ჟონავს... და მინდა გითხრათ, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ჯერ თქვენი პოსტი გამოქვეყნდა, მერე ხალხი აფუსფუსდა და შედეგად, მერიამ 1000 ლარი გამოგვიყო.

ეგეც საქმეა!

მაია: 27 ცალი ლითონის ფირფიტა ვიყიდეთ, მაგრამ ეს სახურავის მხოლოდ ნახევარს ეყოფა. ჯერ გადახურვა არ დაგვიწყია. კიდევ 1500 ლარი გვჭირდება, რომ სახურავი მთლიანად გადავხუროთ.

შუა გზაზე რატომ გაჩერდნენ? ხარჯთაღრიცხვა არ აჩვენეთ?

მაია: ქალბატონი დარეჯან მიქაუტაძე, არასამთავრობო კომპანიიდან, მერიასთან მუდმივ კონტაქტშია და შეიძლება დანარჩენი თანხაც გამოგვიყონ.

(თინიკო ოთახის შუაში დადგა.)

თინიკო: აი, „პრინცესას“ კაბა!

ძალიან გიხდება! იცი, რატომ? იმიტომ, რომ პრინცესა ხარ და ის სწორედ შენთვისაა შეკერილი!

(თინიკო კმაყოფილი გვიღიმის.)

თინიკო: ცისფერ ბოტასებზე კი მულტფილმების გმირები ახატია! (დაბლა იხრება და თითით გვიჩვენებს). ახალი ზღაპრების წიგნებიც მაქვს!

სხვის წაკითხულს უსმენ თუ შენ თვითონ კითხულობ?

თინიკო: რაც დედიკომ წამიკითხა, შემიძლია მოგიყვეთ. ვიცი, როგორ იწერება სიტყვა „მგელი“...

რატომღაც მგონია, რომ ძალიან ბევრი რაღაც იცი და შეგიძლია.

(თინიკო იღიმის.)

მაია: შვილს მე ვამეცადინებ და სკოლისთვის ვამზადებ. სექტემბერში მოსწავლე გახდება, მაგრამ, სამწუხაროდ, კლასში ერთადერთი ბავშვი იქნება. ჩვენს სოფელში ბავშვები თითქმის აღარ არიან. მთელ სკოლაში მხოლოდ შვიდი ბავშვია. ხალხი წავიდა, ბევრი სახლი ცარიელია. სოფელში მხოლოდ 60 კაცი ვართ.

ჩვენთან სკოლის „ვაი-ფაი“ იჭერს და თინიკოს ახალი კომპიუტერის გამოყენება შეუძლია. ინგლისურად ათამდე დათვლა ისწავლა, მათემატიკაში მეცადინეობაც ბევრად ადვილია. ერთი სიტყვით, მეტად გამოსადეგი საჩუქარია! გარდა ამისა, კომპიუტერში ჩემი გოგონას საყვარელი მულტფილმებიც არის: „გოჭი პეპა“, „ემილი“, „მიკი მაუსი“... დიდ მადლობას ვუხდი ფონდის თანამშრომლებს ასეთი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის!

– მადლობის თქმა საჭირო არაა, მაია, თუმცა ძალიან სასიამოვნოა. ეს ყველაფერი ჩვენი ფონდის მეგობრების დამსახურებაა. მთელი საქართველოს მასშტაბით 30,000 ადამიანი! და უმეტესობა, ძირითადად, ხელმოკლედ ცხოვრობს. ისინი თქვენთან უფალმა გამოგზავნა!

თინიკო: ერთხელ ზურა ბიძია მოვიდა და ფერადი მარმელადები მოგვიტანა!

მაია: სტუმრებს იხსენებს... ჯერ ბოლომდე არ მომიყოლია. გვარები ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ თბილისიდან ზურა ჩამოვიდა. მისი მოტანილი სურსათის მარაგი ჯერ კიდევ გვაქვს: წიწიბურა, შაქარი... იმდენი რაღაც იყიდა, გამიკვირდა კიდეც, „მარშუტკით“ როგორ მოიტანა: ერთი ტომარა ხორბლის ფქვილი, ხუთი ლიტრი მცენარეული ზეთი, ლობიო, მაკარონი, ერბო, ორი ქათამი, ორცხობილა, კანფეტები... ბავშვმა უკვე აღარ იცოდა, რომელი კანფეტი ეჭამა. რომელიმე მეზობელი სტუმრად თუ მოვიდოდა, ეტრაბახებოდა: „ნახეთ, რამდენი ტკბილეული მაქვს!“

ასევე, მინდა აღვნიშნო ალეკო ასათიანი, რომელმაც შობა დღეს, საეკლესიო მსახურების შემდეგ შემოგვიარა და საჩუქრები გადმოგვცა.

ვისაც პირადად შევხვდი, ვინ შორიდან დაგვეხმარა - ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი! თქვენ მე ძალა მომეცით და სურვილი დამიბრუნეთ, რომ უფრო ვიაქტიურო და უკეთესი ცხოვრებისთვის ვიბრძოლო... თორემ, გარკვეული დროის განმავლობაში, პრობლემების გამო, დაკარგულები ვიყავით. უნდა წამოვდგეთ და წელში გავიმართოთ! აუცილებლად!

გეგმა თუ გაქვთ?

მაია: ძალიან მინდა ძროხის საყიდელი ფული ვიშოვო, რომ ოჯახი ვარჩინო. ადრე ყველს ვამზადებდი და ვყიდდი. ყველამ იცოდა, რომ გემრიელი ყველი მქონდა. მერე ძროხაც და ხბოც მომიკვდა. რაც მე ვერ ვნახე ამ ცხოვრებაში, მინდა ჩემმა შვილმა მაინც ნახოს. ძალიან მინდა ბავშვს ნორმალური პირობები შევუქმნა.

სიღარიბე ადამიანს გულს გიწყალებს. ახლა ბავშვი კარგად ხედავს, რა უნდა იყოს ნორმალურ სახლში: სარეცხი მანქანა, ავეჯი... ჩვენი დივანი მოგწონთ? ხომ ლამაზია? ქუთაისის სავაჭრო ცენტრ „გორგია“-ში ვიყიდეთ. ხალხთან ურთიერთობა და სტუმრები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ სტუმრად ვერავის ვეძახდი, რადგან მრცხვენოდა. სახლში სკამებიც კი არ გვქონდა. ახლა კი აღარ მრცხვენია... ჩემი გოგონა კი სარეცხი მანქანით დაინტერესდა...

თინიკო: მას თავისი სუნი აქვს! შევამოწმე!

როგორ შეამოწმე?

თინიკო: იმ დღეს, როცა მოიტანეს, შუაში რომ ფანჯარაა, ის გამოვაღე და დავსუნე. ახლის სუნი ასდიოდა.

და ახლა?

თინიკო: ახლა ფხვნილის სუნი აქვს!

რა ცნობისმოყვარე გოგო ყოფილხარ!

თინიკო: რეცხვას რომ ამთავრებს, თვალებს აციმციმებს და ამბობს: „გამომრთე!“

პატარა და ცნობისმოყვარე ცხვირი ვისიაო?

თინიკო: დეიდა, ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდე და რომ გავიზრდები, ყველაფრის გაკეთება შემეძლება.

მაია (ღიმილით): სულ მეკამათება და მეკითხება, სახლში უფრო მეტ საქმეს რატომ არ ვავალებ. ბებიაზე ნამდვილი მომვლელივით ზრუნავს: მისთვის წყალი მოაქვს, წამლებსაც განრიგის მიხედვით ასმევს, ფეხებს ბანს...

ყოჩაღ! გოგონა ბებია როგორ არის? წამლები ხომ არ სჭირდება?

მაია: მისი მდგომარეობა არასტაბილურია, სულ იცვლება. ახლა ნორმალურადაა, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება ცუდად გახდეს. წამლებით ძალიან დაგვეხმარეთ. კარდიომაგნილის ათი დღის მარაგს ვერასდროს ვყიდულობდით. ფონდის წყალობით კი ამ საკითხზე უკვე ორი თვეა აღარ გვიდარდია. ბებია წამლებს მუდმივად სვამს: კარდიომაგნილს, კორსიზს, თავის ტკივილის წამლებს, შარდმდენებს... წამლები სულ სჭირდება... სახლში ჯერ კიდევ ძალიან ცივა. ახლაც, ზაფხულის მიჯნაზე, ღუმელს ვანთებთ, რომ ბებია არ გაგვიცივდეს.

ესე იგი, ამ ეტაპზე თქვენი პრობლემა სახურავია, რომელიც ჯერ მხოლოდ სანახევროდ დაფინანსდა, არა?

მაია: დიახ, ველოდებით…

***

მეგობრებო, თუ ჯერ კიდევ არ ჩაწერილხართ პატარა თინათინის ფან-კლუბში, გარანტიას გაძლევთ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებთ, როდესაც მის მომაჯადოებელ ხმას მოისმენთ და მის სახეს საკუთარი თვალით იხილავთ. ეს ბავშვი ასაკთან შედარებით ბევრად ჭკვიანი და განვითარებულია. ძალიან გვინდა, რომ ეს მშვენიერი გოგონა ბედნიერი იყოს, ბევრს მიაღწიოს და თავისი ნიჭითა და ამბებით თანამოძმეების სიკეთის შესახებ, სახელი გაუთქვას ჩვენს სამშობლოს - საქართველოს.

ასევე, გოგონა ბებიას რომ არ შესცივდეს და ყველა საჭირო წამალი რომ ჰქონდეს, რომ სოფელი ცოცხლობდეს და ყვაოდეს და არა კვდებოდეს - ამ კონკრეტულ ოჯახს უნდა დავეხმაროთ!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს, რადგან ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.  მთელი ჩვენი კოლექტივის სახელით, ქედს ვიხრით თქვენ წინაშე!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

და კიდევ ერთი - კარგი იქნება, რომ ფონდმა, ყველაზე ლამაზი და მოვლილი ძროხის საყიდლად, ფულის შეგროვება დაიწყოს, რომ მზემ კიდევ უფრო მეტად ანათოს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ასათიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/669-asatiani

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ). 

ჩვენი ფონდის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: