პროექტის რეპორტი დიდ, მშიერ მგელს ხორცი უნდა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დიდ, მშიერ მგელს ხორცი უნდა

page info icon
2021 იანვარი 25
page info icon
1701
„მერაბი ყველაზე მტირალა გვყავს. თან, ყველაზე პატარაა, მაგრამ ყველაზე ღორმუცელაც! ხელიდან პურს არ აგდებს, ჰგონია, რომ წავართმევთ... სინამდვილეში, ჩვენ მას ჩვენს სოსისებსაც კი ვაძლევთ! სასადილოდან, კვირაში ერთხელ, დედას სოსისები მოაქვს. მთელი 10 ცალი! მაგრამ ყველაფერს მერაბს ვაძლევთ, ის ხომ პატარაა?! ჩვენ კი დიდები ვართ, გვესმის, რომ დედას ფული არ აქვს. მერაბიკოს კი არ ესმის. მას ჯერ არაფერი ესმის. და ტირის: „ხორცი მინდა, ხორციიი...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,392 ₾
( 191 დონორი )
დასრულებულია

ჩემო ძვირფასებო, გეხვევით ყველას!

„ახლა კანფეტების წვიმა წამოვა!“ - ყვირის გაბრიელი. – „აბა, მოემზადეთ! ნინო, მერაბიკო, ერთად დადექით! ერთი! ორი! სამი!“

„ვაშა-ა! ოთხი შოკოლადი დამეცა! - ხელისგულებს უჩვენებს ნინო. „მერაბიკოს - უფრო მეტი“.

„დაანებე!“ - ამბობს გაბრიელი. – „აკრეფაში ხელს ნუ შეუშლი! ტკბილეული მას უფრო უყვარს.“

ნინო (შეპარვით):

– მერაბიკო, გინდა დაგეხმარო?

მერაბიკო:

– ნოუ! მაი სვითს, მაი კაკა!

ჩვენ მამულაძეების ოჯახს ვესტუმრეთ, რომლის შესახებაც რამდენიმე თვის წინ დავწერეთ: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/677-mamuladze/

ეკა, ოთხი შვილის დედა, ღიმილით შეგვეგება: „ნახეთ, რა მოიფიქრეს! ბავშვები სიხარულისგან ლამის გაგიჟდნენ. თქვენი პოსტის შემდეგ იმდენი ყურადღება, მზრუნველობა და საჩუქარი მივიღეთ... ემოციებით სავსე არიან! თქვენ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, ხალხს აბედნიერებთ. მადლობას გიხდით ჩვენი და ყველა იმ ოჯახის სახელით, ვისაც თქვენ ეხმარებით.“

ძვირფასო მკითხველებო, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ახლა, თქვენი შემოწირულობების წყალობით, ოჯახს ახალი გაზქურა და სარეცხი მანქანა აქვს.

„ტელევიზიიდან გვესტუმრნენ; გადამღებმა ჯგუფმა ტკბილეული, სათამაშოები, საფენები და ლოგინის თეთრეული მოგვიტანა“, - გვიყვება ეკა, თუ რა მოხდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.

მე იმან გამაკვირვა, რომ ბავშვი პასუხს ინგლისურად იძლევა.

ეკა: მერაბიკო ინგლისურენოვანი გვყავს. (იღიმის.) თანაც, პედაგოგთან არავის უტარებია; მისი მასწავლებელი ტელევიზორია. როგორც ჩანს, კარგი სმენითი მეხსიერება აქვს. ყურს მოჰკრავს თუ არა, მაშინვე იმახსოვრებს. ბევრი რამ იცის: ციფრები, ანბანი, ფერები, ანტონიმები (წვრილი - მსხვილი, პატარა - დიდი) ხილ-ბოსტნეულის, ცხოველების სახელები... რომ გაიკითხოთ, გაგიკვირდებათ. (იღიმის). ნეტავ სად არის? უყურე ერთი ამას, მაგიდის ქვეშ შემძვრალა! თქვენ გემალებათ.

– მერაბიკო, როგორ არის ინგლისურად „კარგი ბიჭი“? გვეტყვი?

მერაბიკო: “ნოუ”. (ხმა მაგიდის ქვეშიდან.)

კარგი, არ გვეტყვი და ნუ გვეტყვი...

მერაბიკო: “ბოი”.

კი ვერ გხედავ, მაგრამ ყოჩაღ!

მერაბიკო: “გუდ”.

სუპერ-ყოჩაღი ბიჭი ხარ!

ეკა: ახლა მას ორი დიდი მანქანა „დაუნ-თრაქი“ აქვს - იმედი მაქვს სახელს სწორად ვამბობ. დიდი ხანია ასეთებზე ოცნებობდა. დაბადების დღეზე, 29 დეკემბერს ვერ ვაჩუქეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ახლა ეს სურვილი გადაცემის ჟურნალისტების წყალობით აუსრულდა. ჩვენი ბიჭი უყურადღებოდ არც დაბადების დღეზე დარჩენილა - მეზობელმა ტორტი მოუტანა. კეთილი ადამიანი ბევრია. ახლა ამაში საბოლოოდ დავრწმუნდით.

ეკა, შეგიძლიათ მათ პირდაპირ მიმართოთ, რადგან ისინი ჩვენს პოსტს აუცილებლად წაიკითხავენ.

ეკა: ასეც ვიზამ! ყველა მათგანთან პირადად შეხვედრის არ შესაძლებლობა მექნება და არც დრო, ამიტომ შორიდან მაინც გადავუხდი მადლობას. ჩემო ძვირფასებო, შორიდან გეხვევით ყველას! უფალმა სიხარული, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა მოგცეთ! თქვენ ჩემს შვილებზე, როგორც საკუთარზე, ისე იფიქრეთ და მათზე იზრუნეთ; გული გაგვიხსენით და მხარი დაგვიჭირეთ. დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი, გულითადი და გულწრფელები ხართ. დალხენილი ცხოვრება არ გვაქვს, მაგრამ თქვენი სიკეთის წყალობით, სირთულეებთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.

გაბრიელი: დედა, დეიდასთან საუბარი უკვე დაამთავრე? მინდა რაღაც ვაჩვენო.

ეკა: ხომ ხედავ, ჯერ კიდევ ვსაუბრობთ! ასე სად გეჩქარება?

გაბრიელი: იცით, გაზქურას ასანთის გარეშე ვანთებთ!

რა მაგარია! თანამედროვე!

გაბრიელი: ღილაკს აჭერ და გაზი დენით ინთება. ძველზე ასე ვერ იზამდი; თანაც მახინჯი იყო, დამწვარი და დასვრილი, ეს კი თეთრია და ლამაზი.

მთავარია, რომ მუშაობს და მისი საშუალებით საჭმლის კეთება შეგიძლიათ...

ეკა: (იცინის.) ოჰ, მას კი ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ მთავარია სურსათი გვქონდეს! ყველაზე ხშირად შემწვარ კარტოფილს, მაკარონის ან ბრინჯის წვნიანს ვაკეთებ... ან სოციალური სასადილოდან მოტანილ საჭმელს ვაცხელებ და იაფფასიან სოსისს ვხარშავ... ძალიან მინდა ბავშვებმა ცოტაოდენი ვიტამინები და ცილები მაინც მიიღონ... მეშინია მწირი საკვების გამო ავად არ გახდნენ. ღუმელიც მშვენიერია, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია აქვს; ისეთი არაფერი გვაქვს, რასაც მასში შევაწყობდით. ისე კი ყველაფრის კეთება შემიძლია: ღვეზელებსაც გამოვაცხობდი, ტორტსაც, მობრაწულებსაც გავაკეთებდი - ისეთს, რომ თითებს ჩაიკვნეტ! მარის პიცა და ნამცხვრები უნდა - მაინცდამაინც ის, რაც არ გვაქვს. ბავშვები ჭირვეულები არ არიან - რასაც ვაძლევ, ყველაფერს ჭამენ. მარიც ხელმარჯვე გოგოა, რამის გამოცხობას თვითონაც შეძლებდა. შაბათ-კვირას საჭმლის კეთებაში მეხმარება: სადილს ამზადებს - კვერცხს ან კარტოფილს წვავს.

მაგრამ რა მაწუწუნებს? გაზქურის წყალობით ნერვებს აღარ ვიშლი. ადრე საჭმელს შეშის ღუმელზე ვაკეთებდი, ყველა ქვაბი გაფუჭებული იყო. რა შედარებაა!

მარიამი: დიდი მადლობა, რომ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთეთ! რამენაირად სურსათიც გვექნება. ყველაფერი კარგად იქნება, დე! არ ველოდით, რომ ამდენ კანფეტს და პროდუქტს მოგვიტანდნენ. დიდი მადლობა, რომ ჩემი და-ძმები და მშობლები გაახარეთ!

გაბრიელი: ტკბილეული ორი კვირა გვეყო. დღეს კანფეტების წვიმა უკანასკნელად მოვიდა. ჰო-ო, კარგი ორი კვირა იყო! (ამბობს მეოცნებე სახით.) კანფეტებს ვინახავდი და მერე ყველას ვურიგებდი. მერაბიკოს სხვებზე მეტს ვაძლევდი, თორემ ერთ ამბავს ატეხდა.

მაგალითად, ნინოს, ჩემს პატარა დას, კანფეტებზე მეტად ჩიფსები უყვარს. ნამდვილი ჩიფსების მჭამელია. როცა ტელევიზიიდან გვესტუმრნენ, ეკითხება: „ჩემი ჩიფსები სადაა?“ (იცინის.) ერთმა თანამშრომელმა უთხრა, შემდეგ ჯერზე მოგიტანთო.

ბავშვებო, მიხარია, რომ საჩუქრები მოგეწონათ. ახლა დედას შევეკითხოთ. ეკა, სარეცხ მანქანას უკვე იყენებთ?

ეკა: ველოდები, როდის დათბება, რომ აივანზე დავდგა და დავაერთო. ახლა, შინდისში, დილა-საღამოს ცივა. ასეთმა პირობებმა შეიძლება მანქანა გააფუჭოს. ძლივს ნორმალური რაღაც გვეღირსა და გაფრთხილება უნდა. სახლში რომ დავაყენოთ, წყლის გასაყვანად შლანგი და მილებია საჭირო, აქ კი ყველაფერი მოუწყობელია. დაყენება 200 ლარზე ნაკლები არ დაჯდება, ამიტომ დათბობას ველოდები.

იცით, მრავალშვილიან ოჯახში ბევრი საზრუნავია. პრობლემებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ თავისთავად ასე გამოდის...

რა გაწუხებთ, ეკა?

ეკა: მინდა, რომ ჩემი შვილები ხალხში გაერიონ, მაგრამ რა უნდა ვქნა, წარმოდგენა არ მაქვს... ჩემს ბიჭს

ის უფასო გაკვეთილებზე ვატარებ. იქნებ სპორტში მაინც წაიწიოს წინ...

ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ რაო? ზრდილობის გამო მაინც არ გამოჩნდნენ?

ეკა: დახმარებას არ უნდა ელოდო! დედაქალაქს, მთაწმინდის რაიონს კი ვეკუთვნით, მაგრამ როგორც ჩანს, ძალიან მოშორებით ვართ. ქალაქის მერიაში განაცხადი შევიტანე, რომ ან ბინით უზრუნველგვყონ ან ყოველთვიური ქირის ფული მაინც გვიხადონ. გავიგე, რომ ასეც შეიძლება. ცივი უარი გვითხრეს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე. სიარულით და თხოვნით უკვე დავიღალე...

ჩერნოვეცკის ფონდი ჩვენ მიმართ ისეთი ყურადღებიანია... ინტერესდებით, გვეხმარებით... და ფიქრობთ, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სამწუხაროდ...

***

მეგობრებო, ამ მშვენიერ ბავშვებს კიდევ ორი ტკბილეულის კვირა რომ მოვუწყოთ, შეგვიძლია? ან გაბრიელს რაგბის ბურთი რომ ვაჩუქოთ, ვარჯიში რომ შეძლოს? ან ეკას ქვაბები რომ ვაჩუქოთ ახალი გაზქურისთვის, რომ საჭმელი ჟანგიან, გამურულ ჭურჭელში აღარ აკეთოს? ისინი კარგს მიჩვეული არ არიან და ამ ყველაფერს შემთხვევით საჩუქრად აღიქვამენ. მოდი, ჩვენს გმირებს მათი პატარა სურვილების ასრულებაში დავეხმაროთ, რომ უფრო დიდზე ოცნებაც შეძლონ. ქართველი ბავშვები მხოლოდ საჭმელზე ოცნებით არ უნდა იზღუდებოდნენ. არა! ჩვენი შვილები უფრო დიდი მიზნებისკენ უნდა ისწრაფოდნენ!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება – მამულაძეების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/677-mamuladze

ჩვენი ფონდი შეგიძლიათ იხილოთ Instagram https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და Telegram https://t.me/ChernovetskyiFund

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: