პროექტის რეპორტი 5 პატარა შეიძლება დაობლდეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

5 პატარა შეიძლება დაობლდეს!

page info icon
2017 მარტი 29
შალვა აბულაძე – 5 მცირეწლოვანი ბავშვის მამაა. მისი ოჯახის ისტორიამ მთელი ფონდის კოლექტივი დაგვზაფრა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
15,759 ₾
( 683 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ქველმოქმედება - ეს არის სიკეთის კეთების, უძლური ადამიანების დახმარებისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის შინაგანი, ამაღლებული სურვილი. 

როდესაც გასაჭირში მყოფი აბულაძეების ოჯახის შესახებ პირველად გიამბეთ, მათმა სატკივარმა და მწუხარებამ  ჩვენს უამრავ მკითხველს ატკინა გული. სწორედ თქვენი დახმარების წყალობით ჩაუტარდა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის დედას - ლალი აბულაძეს, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის კურსი. ამან ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე დროებით გაახანგრძლივა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ერთგული მკითხველები კვლავაც აგრძელებდნენ ამ ოჯახის, ხუთი პატარა ბიჭუნას დახმარებას, რომლებიც დედობრივი სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. 

რა თქმა უნდა, მშობელ დედას ვერავინ შეცვლის, მაგრამ თქვენი თანაგრძნობა და გულწრფელი ზრუნვა ამ ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საერთო ჯამში, კეთილმა ადამიანებმა აბულაძეების ოჯახისთვის 16,000 ლარზე მეტი გაიღეს. ანგარიში აღნიშნული თანხის მიზნობრივი გამოყენების შესახებ ჩვენ უკვე არაერთხელ წარგიდგინეთ, თანხის ჩარიცხვის და ოჯახისთვის საჭირო დახმარების გაწევის შესაბამისად, რაც მოიცავდა: საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ჭურჭელს... 

დიდი სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ, - ჩვენო ძვირფასო ქველმოქმედებო, - დღემდე აგრძელებთ აბულაძეების ოჯახის დახმარებას და თქვენი წვლილი შეგაქვთ მცირეწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. თქვენ მათთვის ძალიან ბევრი გააკეთე და დღემდე ეხმარებით მათ. 

რამდენიმე დღის წინ, თქვენი შემოწირული თანხით (850 ლარი), აბულაძეების ოჯახს ჩვენ სრულიად ახალი სარეცხი მანქანა ვუყიდეთ. ეს ბავშვების მამას, შალვა აბულაძეს, შვილებზე ზრუნვას ბევრად გაუმარტივებს, რათა ისინი ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად იყვნენ ჩაცმულნი. 

შალვა ქედს იხრის თქვენს წინაშე და გულწრფელ მადლობას გიხდით გაწეული ამაგისათვის! 

მეგობრებო, თუკი გაქვთ აბულაძეების ოჯახის, ან ჩვენი სხვა ბენეფიციარების დახმარების საშუალება, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000 ან

#GE64BG0000000470458000 

თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ჩვენი ფონდის ვებ-გვერდიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/185-abuladze/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

სიკეთე, რომელიც გულიდან მოდის, აუცილებლად დაუბრუნდება ადამიანს, რომელიც კეთილ საქმეს აკეთებს! 


მსგავსი პროექტები: