მაცივრები მარტოხელა მოხეცებისთვის - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მაცივრები მარტოხელა მოხეცებისთვის

page info icon
2018 იანვარი 26
„გაიღეთ და მოგეცემათ“! თქვენს მონაწილეობას ჩვენს აქციაში შეუძლია სინათლის სხივი შეიტანოს ჩვენი ბენეფიციარების სევდიან ცხოვრებაში
საქველმოქმედო ნომერი:
უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც მაცივარი ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მისი ყიდვა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ. დღეს ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა, რა დასამალია და, ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომლებსაც არ გააჩნიათ თუნდაც ძველი პატარა მაცივარი. 
ჩვენი ფონდის 14 ხანდაზმული მარტოხელა ბენეფიციარი  უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. სახსრების უქონლობის გამო, მათ არ შეუძლიათ შეიძინონ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები; მაცივრის მაგივრობას ფანჯრის რაფა უწევს, ხოლო ზაფხულის ჟამს, როდესაც გარეთ ცხელა, გაფუჭებული პროდუქტების ჭამა უხდებათ ან ,საერთოდ, მშიერი რჩებიან! ამის მიზეზი, როგორც უკვე ვთქვით, არის მაცივრის უქონლობა! 
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას, რომლის მიზანს წარმოადგენს ზემოთაღნიშნული 14 ბენეფიციარისთვის მაცივრის შესაძენად თანხის შეგროვება! 
შესაძლოა, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა ახალი წლის დღეებში უახლესი მოდელის მაცივარი შეიძინა, ხოლო ძველი უფუნქციოდ  დარჩა და სარდაფში იმტვერება?! 
მეგობრებო, „გაიღეთ და მოგეცემათ“! თქვენს მონაწილეობას ჩვენს აქციაში შეუძლია სინათლის სხივი შეიტანოს ჩვენი ბენეფიციარების სევდიან ცხოვრებაში, იმედი ჩაუსახოს მათ და დაეხმაროს სიღარიბის დაძლევაში. 
თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ ჩვენს აქციას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მაცივარი მარტოხელა ადამიანებისთვის) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
„თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში“ (ილია II).

თეგები:
#შინ მოვლა