საოცარი ნიჭი გულებს იპყრობს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საოცარი ნიჭი გულებს იპყრობს!

page info icon
2019 თებერვალი 28
ჩვენი მცირე საოჯახო სახლების აღმზრდელები მრავალი ნიჭით გამოირჩევიან.
საქველმოქმედო ნომერი:
ჩვენი მცირე საოჯახო სახლების აღმზრდელები მრავალი ნიჭით გამოირჩევიან. ეს ბავშვები, რომლებმაც თავის ცხოვრებაში უამრავი ტკივილი ნახეს, ყოველ დღე გვაოცებენ.  მათ მდიდარი ფანტაზია და შემოქმედების უნარი აქვთ!  კარგად მღერიან, ცეკვავენ, უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, დადიან სხვადასხვა წრეებზე და სპორტულ სექციებზე. 
ზურა, ან როგორ მას ეძახიან მეგობრები, ზურიკო, ძველ იაპონურ ხელოვნებას - ორიგამის ეუფლება. მისი პირველი მოდელები ძალიან მარტივი იყო. თუმცა ზურიკო არ დანებდა და დროთა განმავლობაში, დახვეწა ეს ტექნიკა.
დღეს ჩვენი აღსაზრდელი უამრავ მოდელს ქმნის. მისი ნამუშევრები უკვე აღარ ეტევა თაროებზე. აღმზრდელები ბიჭისთვის ქობულეთში გამოფენის მოწყობაზე ოცნებობენ. ზურიკო კი მორცხვობს. 
„რას ვაკეთებ განსაკუთრებულს? - ამბობს ზურა, - მე უბრალოდ ფერადი ქაღალდით მუშაობა მიყვარს, ეს საქმე მამშვიდებს. თუ რამე არ გამომდის პირველ ჯერზე, მუშაობას ცოტა ხნით თავს ვანებებ. მერე ვუბრუნდები და ყველაფერი გამომდის“.   
ზურიკო - მორიდებული, კეთილი და თბილი ბავშვია. მას მეგობრები და აღმზრდელები ძალიან უყვარს. საბავშვო სახლში თავის დასთან ერთად მოხვდა. მათ ოჯახს აღარ შეეძლოთ ბავშვებზე სათანადოდ ზრუნვა. 
ბიჭი პირველივე დღიდან მათემატიკის ნიჭი გამოავლინა. თუმცა მისი მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ზურა სხვა საგნებშიც წარმატებული მოსწავლეა.
6 მარტს ჩვენი აღსაზრდელი 13 წლის ხდება! მოდით ერთად მივულოცოთ მას დაბადების დღე! ზურიკო ორიგამისთვის საჭირო საკუთარ ნაკრებზე ოცნებობს. მას სჭირდება მაკრატელი, ბევრი ფერადი ქაღალდი, ფანქრები და ფლომასტერები, წებო! 
ჩვენ ერთად ხომ შეგვიძლია მას ეს მცირე სურვილი ავუსრულოთ! 
განსაცდელში მყოფ ადამიანზე ზრუნვა - კეთილი საქმეა, ბავშვებზე ზრუნვა კი - უდიდესი მადლია! 
შემოწირულობების გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მცირე საოჯახო ტიპის სახლი) ან პირდაპირ ჩვენი საიტიდან  
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებით  NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი.