„ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გამოვკვებო შვილები!“
2019 მაისი 4
ამ ბავშვებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ისინი ვერ იღებენ კალორიულ საკვებს, არ აქვთ ახალი ტანსაცმელი, ხშირად ავადმყოფობენ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,549 ₾
(
225 დონორი )
ბავშვების გახარებული თვალების ხილვა – ყველაზე დიდი ბედნიერებაა!
იმ დღეს, როცა ჩითინაშვილების ოჯახს ფონდისა და თქვენი სახელით საჩუქრები მივუტანეთ, პატარების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! „დედა, დედა, საჩუქრები მოგვიტანეს! ეს ყველაფერი ჩვენია“- სიხარულით ყვიროდნენ ბავშვები.
-თამთა, ამ საჩუქრებიდან რომელი გესაჭიროებოდათ ყველაზე მეტად?
თამთა: ყველაზე მეტად სარეცხის მანქანა გვჭირდებოდა. ძალიან მიჭირდა ტანსაცმლის და თეთრეულის რეცხვა ცივ წყალში. ზამთრის დადგომას შიშით ველოდი. არ შემეძლო მეყიდა სარეცხის მანქანა მაშინ, როდესაც სახლში მშიერი ბავშვები მყავს, ხოლო თხოვნა ვინმესთვის მერიდებოდა. თქვენ კი ასეთი სიხარული მომანიჭეთ...
-ჩვენი დამფუძნებლის გადაწყვეტილებით მალე კარგ ტელევიზორსაც მოგიტანთ და ბავშვებს პლანშეტებსაც ვაჩუქებთ. ალბათ პროდუქტებიც გესაჭიროებოდათ?
თამთა: რა თქმა უნდა! საშინელია ის მომენტი, როდესაც ხარ არჩევნის წინაშე - ასადილო ბავშვები თუ საკვები ვახშმისთვის შეინახო. პროდუქტები ძალიან გვჭირდება!
-მომიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
თამთა: მე დავიჯერე, რომ სრულიად უცნობმა ადამიანებმა შეიძლება გაიზიარონ შენი დარდი!
-შეიძლება ბავშვებს გავესაუბრო? ნიკა, კმაყოფილი ხარ საჩუქრებით?
ნიკა (14 წლის): ძალიან კმაყოფილი ვარ და მთავარია დედას სარეცხის მანქანა აქვს! მას რეცხვისაგან ძალიან აწუხებდა ზურგისა და ხელების ტკივილი, ახლა კი დედას მეტი დრო აქვს ჩვენთან გასატარებლად!
დიმიტრი (9 წლის): მე კი ძალიან მომეწონა პეჩენიები, ძალიან ტკბილი და გემრიელია!
მარიამი (6 წლის): მე გამიხარდა, რომ ამდენი პროდუქტი მოიტანეთ. ძალიან მიყვარს, როდესაც დედა საჭმელს ამზადებს და ახლა მას ბევრი გემრიელობის გაკეთება შეეძლება.
მეგობრებო, მთელი ფონდის სახელით ჩვენ დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რასაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის აკეთებთ. თქვენ ასწავლით საზოგადოებას სიკეთის გაცემას. თქვენ უბრუნებთ რწმენას იმ ადამიანებს, რომლებიც აღარაფრის სჯერათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობენ სხვისი შვილები!
იმ შემთხვევაში, თუ თავს ცუდად გრძნობთ, თუ დაიღალეთ ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებისგან, წაიკითხეთ ჩვენი პოსტები. ჩვენი ყოველდღიური პრობლემები ვერ შეედრება ამ ადამიანების დარდს! ჩვენი ვალია მადლობა გადავუხადოთ უფალს იმისათვის, რაც გაგვაჩნია. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
ამ ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა! გააგრძელეთ მათი დახმარება!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
თიბისი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
დანიშნულება (ჩითინაშვილის ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტის https://chernovetskyifund.ge/ge/projects/450-chitinashvili/
და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. ( ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
პ.ს.
თამთას სურს მადლობა გადაუხადოს ადამიანებს, ვინც ანონიმურად ეხმარება მას და რომელთა სახელებიც არ იცის! თამთა აუცილებლად ილოცებს მათი ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის.
ღმერთო, მადლობა შენ ამ კეთილი ადამიანებისთვის და იმისათვის, რომ ადამიანებს სწამთ, უყვართ ერთმანეთი და მზად არიან ერთმანეთის დახმარებისათვის!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2019 ნოე 8 | პროდუქტები | 100 | transferred |
2019 ნოე 8 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 939 | transferred |
2019 ნოე 8 | მედიკამენტები შინმოვლის პროგრამისთვის | 260 | transferred |
2020 აპრ 26 | ლეპტოპი | 1,000 | transferred |
2020 მაი 4 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 250 | paid |
სულ ხარჯი: 2,549 ₾
დარჩა 0.35 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2020 იან 16 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2019 ნოე 25 | ფანჩვიძე თამარი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 21 | ი/მ მირიან ბერიძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 18 | ბ-ზაქრო | 4.53 | Transfer to account |
2019 ნოე 14 | ი/მ გიორგი თვარაძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 14 | თეონა გორგოძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 14 | შოთა ქაჯაია | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 14 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 14 | ხაჭაპურიძე ნინო | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 13 | შალვა ოთარაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 11 | ტერმინალი | 0.5 | Transfer to account |
2019 ნოე 10 | სალომე თოთაძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 10 | გიორგი გიგატაძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 10 | თამარ ბიზიკაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 10 | თამარ ჯოჯუა | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 8 | გოგოლაძე რატი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 7 | დათო ოზბეთელაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 7 | მადონა მეტრეველი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 7 | ლილი ქაფიანიძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 7 | ვერა კიკაბიძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 7 | ლევან დოდიაშვილი | 1 | Transfer to account |
2019 ნოე 6 | ვიოლეტა დევაძე | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 6 | ლელა გელაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | დავით ბელიაშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | დემური ბუბუტეიშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | გიორგი ქარდავა | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | დემური ბუბუტეიშვილი | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | კოლოსოვა თეა | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
2019 ნოე 4 | ჯარიაშვილი ანა | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,549.35 ₾
დარჩა 0.35 ₾
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
„უკუნეთი სიბნელე“ ჩამოწვა კიდევ ერთ სათნო და კეთილ ქართულ ოჯახში! გაიცანით, მეგობრებო! ამჟამად ისინიც ჩვენი დაცვის ქვეშ იმყოფებიან! ღმერთი დიდია, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, სხვისი გასაჭირი გავიზიაროთ! დიდება უფალს!
ამ ოჯახში ცხოვრობს ხუთი უსაყვარლესი პატარა და მათი დედიკო, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება. კიდევ, რა თქმა უნდა, მისი სადისტი მეუღლე, რომელიც წლების განმავლობაში ქალს სასტიკად...
შეგროვებულია
11,491.39 ₾
დაეხმარა
406
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
თუ საქართველოში ასეთი ანგელოზივით ბავშვები აღარ იკისკისებენ და ჩვენი სიყვარულის ფრთებზე ვეღარ შეძლებენ ფრენას, თუ საკუთარ ქვეყანაში ისინი გარიყულებად იგრძნობენ თავს, გადაშენდება ჩვენი ერიც! მეგობრებო, ისედაც უკვე ძალიან, ძალიან ცოტანი დავრჩით!
ხშირ შემთხვევაში შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახები ისეთივე საშინელ პირობებში ცხოვრობენ, როგორშიც აფრიკის გეტოების უკანონო მაცხოვრებლები! მაგრამ ისინი ხომ აქ უკანონოდ არ ცხოვრობენ...
შეგროვებულია
1,338 ₾
დაეხმარა
102
|