პროექტის რეპორტი გურამ, ჩვენ შენს გვერდით ვართ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გურამ, ჩვენ შენს გვერდით ვართ!

page info icon
2019 ივნისი 7
page info icon
5407
გურამი ოცნებობდა ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი გამხდარიყო, ახლა კი პარალიზებულია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,602 ₾
( 222 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ეს ბიჭი ისევ სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.


წარმოგიდგენიათ? ბიზნესმენმა, დავით ხუროძემ, გურამის ელექტრო ეტლი აჩუქა. ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ გურამის ამბავს...
სკოლის დამთავრების შემდეგ გურამი ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას გეგმავდა! უნდოდა განთქმული ფეხბურთელი გამხდარიყო და ესახელებინა მისი სამშობლო. სამწუხაროდ მის ოცნებებს ახდენა არ ეწერა... 2018 წლის აგვისტოს ცხელი დღე მისთვის საბედისწეო აღმოჩნდა. გურამიმ არაჩვეულებრივად ცურავდა, მაღალი კლდიდანაც ბევრჯერ გადამხტარა მდინარეში, მაგრამ ამჯერად, უბედურმა შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. ზურგით მორზე დაეცა და გაუსაძლისი ტკივილისგან გაითიშა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის სერიოზული დაზიანება.
ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ამ მშვენიერი ყმაწვილის ამბავი რომ გიამბეთ, ბევრ თქვენთაგანს მასთან დამეგობრების სურვილი გაუჩნდებოდა. აი, შედეგიც! შეხედეთ, ეს ბიჭი ხელახლა დაიბადა! მას დაუბრუნდა მომავლის იმედი, რადგანაც უცხო ქვეყნებიდანაც კი, ახალი მეგობრები დახმარებას შეპირდნენ.
ოჯახში ხელცარიელი არც ჩვენ მივსულვართ. გურამისა და მისი დედის ოცნება ავასრულეთ. ბიჭს კომპიუტერი მივუტანეთ, დედას კი სარეცხი მანქანა. ასევე შეგროვილი თანხით ვუყიდეთ ჰიგიენური საშუალბები და მედიკამენტები.
გურამიმ და მისმა დედამ, რუსიკომ, დიდი მადლობა შემოგითვალეს.
რუსიკო: აუცილებლად გამოაქვეყნეთ ყველაფერი, რასაც გეტყვით. დიდი მადლობა გადაეცით ყველას, ჩემი და ჩემი შვილის სახელით! თქვენ გვაჩუქეთ ახალი ცხოვრება! სიცოცხლე გაგვიხანგძლივეთ! მოგვეცით ადამიანური ცხოვრების საშუალება!
- ბედნიერი ხართ? ყველა ოცნება აგიხდათ?
რუსიკო: გურამი ძალიან ბედნიერია, შესაბამისად მეც ბედნიერი ვარ. მას ყველა საჭირო მედიკამენტი აქვს. კარგ ხასითზეა, მშვიდად სძინავს, ტკივილები აღარ აწუხებს... კომპიუტერზე რომ არაფერი ვთქვათ! თვითონ გეტყვით გურამი.
გურამი: ძალიან შემრცხვა, როცა ჩემი ამბავი გამოაქვეყნეთ, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანებს მედიკამენტები მოჰქონდათ ჩვენთვის. უცნობი გოგო, გვანცა ძებნიაური, დაგვიკავშირდა ამერიკიდან, მითხრა, რომ ქართველი ემიგრანტებიც დამიჭერდნენ მხარს. ჰიგიენური საშუალებებიც კი გამომიგზავნეს, ამერიკიდან საქართველოში!
- ახალი მეგობრებიც შეგიძენია. გინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო?
გურამი: ძალიან დიდი მადლობა გვანცას, ასევე განსაკუთრებული მადლობა ბატონ დავით ხუროძეს, ბიზნესმენია. არც კი ვიცნობ. იცით, ელექტრო ეტლი მაჩუქა! მისი დამსახურებით, სკოლაში დავბრუნდი, ჩემს მეგობრებს ძალიან გაუხარდათ, ეტლიანად ამიტაცეს ხელში და კლასში ამიყვანეს. სწავლა გავაგრძელე და ღმერთის წყალობით გამოცდებსაც ჩავაბარებ, ატესტატს ავიღებ.
- რას ეტყოდით თქვენს თანამემამულეებს?
გურამი: ძალიან მიყვარხართ ყველანი! თქვენი გაცნობა ძალიან მინდა. ახლა უკვე მაქვს კომპიუტერი და ფეისბუქი, https://www.facebook.com/gu.ro.1650 გამიხარდება, თუ მომწერთ.
- რუსიკო, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები თუ გეხმარებიან?
რუსიკო: ჩვენი სოფლის წარმომადგენელი გვეხმარება, რითაც შეუძლია. დიდი მადლობა ქალბატონ ირინა ბოჯგუას! ნეტავ მეტი იყოს ასეთი ადამიანი ჩვენს მთავრობაში.
გურამის ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას, ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ!

მეგობრებო, მთელი ჩვენი ფონდის სახელით გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. თქვენ სიკეთის დანახვას ასწავლით ჩვენს საზოგადოებას. თქვენ სწორედ მაშინ ჩუქნით რწმენას ადამიანებს, როცა საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, და როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობს სხვისი შვილები და სხვისი დედები.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ ამ ოჯახს! თქვენი სიკეთე - შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: გურამ ფოტიდი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/462-fotidi/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus).

ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: