„დე, ახალი ბოტასები მიყიდე, რა!“ - ეს მთხოვა მათემ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დე, ახალი ბოტასები მიყიდე, რა!“ - ეს მთხოვა მათემ

page info icon
2019 ივლის 15
page info icon
13463
11 თვის ასაკში ბავშვმა წითელა გადაიტანა, მაშინ ამ დაავადებამ თავი არ იჩინა. ჩვეულებრივად ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,908 ₾
( 560 დონორი )
დასრულებულია

15 წლის მათე ხარბედია, უკვე სამი წელია სიკვდილს ებრძვის. ის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ვერ ხედავს, არ ესმის, ვერავის ცნობს...
11 თვის ასაკში ბავშვმა წითელა გადაიტანა, მაშინ ამ დაავადებამ თავი არ იჩინა. ჩვეულებრივად ჩაიარა და არანაირი გართულება არ მოჰყოლია. 
მათე ჯანმრთელად იზრდებოდა, დადიოდა სკოლაში, თამაშობდა თანატოლებთან, იყო მოუსვენარი და ენერგიული! სულ ვიღაცის დასახმარებლად მიიჩქაროდა, ხან შეშა მიჰქონდა მეზობელთან, ხან წყალი... ვინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე ბავშვი ლოგინიდან ვერ ადგებოდა? 
მათეს დედასთან ამ ტრაგედიაზე საუბარი ძალიან რთული აღმოჩნდა. ნანა ცრემლებს ვერ იკავებდა... საუბრისას ტიროდა. არაფერია იმაზე საშინელი, უყურო შვილის ტანჯვას და  ვერ შველოდე. ღმერთმა დაიფაროს ყველა დედა  ბედის ასეთი უკუღმართობისგან...
- ნანა, იქნებ შეძლოთ და მოგვიყვეთ, როგორ დაემართა ეს ტრაგედია მათეს?
ნანა მეფარიშვილი: 12 წლის რომ გახდა, ადვილად იღლებოდა,  ერთხელ დაიკარგა, სახლს ვერ მიაგნო... გვეგონა გარდატეხის ასაკის ბრალი. დროთა განმავლობაში სიტყვები დაავიწყდა, წინადადებებს ვერ ადგენდა... ხოლო როდესაც წაიქცა და ვეღარ ადგა, განგაში ავტეხეთ. თავდაპირველად რევმატიზმებს ვმკურნალობდით, შემდგომ გულის პრობლემები გვეგონა, თუმცა მისი მდგომარეობა ყოველ დღე უარესდებოდა, დროთა განმავლობაში დაკარგა სმენა და მხედველობა... ახლა კი, მხოლოდ აპარატის მეშვეობით სუნთქავს, სხვა არაფერი შეუძლია. 
-  ბოლოს რა გითხრათ, თუ გახსოვთ?
ნანა მეფარიშვილი: რა თქმა უნდა, ეგ როგორ დამავიწყდებოდა?! მათე ყოველთვის ჭკვიანი იყო, ხვდებოდა რაც ემართებოდა. როდესაც ფეხები წაერთვა, მთხოვა მისი სურათი მეჩვენებინა, დახედა და თქვა: „ეჰ, მათე, მათე, საწყალო, რა მაგარი ბიჭი იყავი და ახლა რა გჭირს, ადექი ერთი გაიქეცი... დე, ეტლიდან რომ ავდგები, ახალი ბოტასებს ხომ მიყიდი?“ - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები...
-მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, როგორ უძლებთ ამ ტანჯვას?
ნანა მეფარიშვილი: მე მათეს გარდა კიდევ სამი ბიჭი მყავს. კახა 20 წლისაა, ლევანი - 18-ის, ხოლო პატარა იოანე - 5-ის. იოანე მაკავშირებს ამ რეალობასთან. კახამ და ლევანმა სწავლას თავი დაანებეს, მეტი დრო რომ ჰქონდეთ სამსახურის საშოვნელად და დასახმარებლად. მათეს მამა, მხოლოდ ორჯერ დაინტერესდა შვილის მდგომარეობით... 
ჩემი მშობლები გვეხმარებოდნენ, მხარში გვედგნენ, თუმცა დედაჩემს თავადაც სიმსივნე განუვითარდა, წამლებზე უარი თქვა, რომ მათეს არაფერი მოკლებოდა.  სამ თვეში დედაც გარდამეცვალა. თებერვალში მამაჩემს გულის შეტევა მოუვიდა, იმავე საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც მათე. მთელი დღეები სართულიდან-სართულზე დავრბოდი... ღმერთო, რა დავაშავე ასეთი?! 3 წელია მათე რეანიმაციაშია, რამდენიმე წუთით მიშვებენ ხოლმე მასთან. განა შეუძლია ადამიანს ამის გადატანა?!
-რით ცხოვრობთ? რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?
ნანა მეფარიშვილი: მათეს პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. წამლების ნაწილს სახელმწიფო გვიფინანსებს, მკურნალობა უფასოა, მაგრამ ჰიგიენური საშუალებები ძალიან ძვირი გვიჯდება. მთელი პენსია ამაზე იხარჯება. ჩემი შვილის მდგომარეობა ურთულესია. ღმერთისა და კეთილი ადამიანების გარდა არავინ დამრჩა დამხმარე. ყველანაირი შესაძლებლობა ამოვწურეთ, აღარაფერი გაგვაჩნია... 
-ნანა, როგორც არ უნდა ჟღერდეს მაინც მსურს გკითხოთ. რაზე ოცნებობთ?
ნანა მეფარიშვილი: მათე რომ გონს მოვიდეს... ესაა ჩემი ერთადერთი ოცნება.
დედამ იცის, რომ ამ ავადმყოფობას შეუძლია მათეს სიცოცხლის შეიწიროს, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ უფლის ნებით და კეთილი ადამიანების დახმარებით სასწაული მოხდება და მის ბიჭს ჯანმრთელობა დაუბრუნდება. 
მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება არ შევამჩნიოთ ამ ადამიანების ტრაგედია. ერთად ვილოცოთ მნათესთვის!
ამჟამად ეს ოჯახი თბილისში ცხოვრობს, შეგიძლიათ თავად მოინახულოთ. მათი მისამართია: ვარკეთილი 3, 2 მ./რ., მე-2 კორპ., ბინა 176, ტელ.: 555786176
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე ხარბედია)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: