ჩემი შვილი რისთვის დასაჯე ასე!? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი შვილი რისთვის დასაჯე ასე!?

page info icon
2019 ივლის 23
ლუკა მჟავანაძე ბავშვთა ცერებრული დამბლით დაიბადა და ეპილეფსიური შეტევებისგან იტანჯება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,240 ₾
( 107 დონორი )
დასრულებულია
13 წლის წინ ლუკა მჟავანაძის დედა ბედნიერი ქალი იყო. ის პირველ შვილზე იყო ორსულად! წარმოდგენილი ჰქონდა, როგორი საყვარელი შვილი ეყოლებოდა, როგორ დაიწყებდა საუბარს მისი პატარა, პირველი სიტყვა იქნებოდა „დედა“, პირველი ნაბიჯები გაახარებდა ყველას და გადაუღებდნენ ვიდეოს. ახლობლები იამაყებდნენ რა სწრაფად ითვისებს და სწავლობს ბავშვი ყველაფერს...
მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...
ბიჭი ბავშვთა ცერებრული დამბლით დაიბადა. დროთა განმავლობაში მას ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო, მხედველობის პრობლემები შეექმნა. დღითი დღე მისი მდგომარეობა უარესდებოდა...
ლუკას მამა გარდაიცვალა,  დედას ბავშვის გადასარჩენად ყველაფრის გაკეთება მარტოს მოუწია...
როგორც მან გვითხრა, ამ წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ლუკას სტამბოლში ორი ოპერაცია გაუკეთდა და ბავშვი ფეხზე წამოდგა. 
- მისი მდგომარეობა ახლა ძალიან მძიმეა, რეაბილიტაციის კურსს თუ არ გავაგრძელებთ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ლუკა ძალიან ძლიერი ბიჭია, სიცოცხლით სავსე და მთელი ძალიათ იბრძვის გადარჩენისთვის. 
- გვრიტუნა, ხელისუფლებიდან არავინ დაგხმარებიათ?
- მადლობა ღმერთს, კი! ქობულეთის მუნიციპალილტეტის მერია 2 თვეში ერთხელ სარეაბილიტაციო კურსს გვიფინანსებს, რომელიც 10 პროცედურას მოიცავს. ეს ლუკასთვის არაა საკმარისი, ამიტომ ჩვენ კეთილი ადამიანების დახმარება გვჭირდება. 
-სად ცხოვრობთ ახლა? სახლი გაქვთ?
-საკუთარი საცხოვრებელი ჩვენთვის ფუფუნებაა. ახლა სოფელ ქობულეთში ჩემ ძმასთან ვცხოვრობთ, დროებით. მან შეგვიფარა. არ მაქვს ფული იმისთვის, რომ ბინა ვიქირავო. რომც მქონოდა ლუკას ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მოვახმარდი. 
სახელმწიფო მათ მხოლოდ შშმ პირებისთვის განკუთვნილ დახმარებას - 200 ლარს აძლევს. დედა-შვილს სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ აქვს, მიზეზი რეაბილიტაციის დროს ლუკას ავტომობილით ტრანსპორტირებაა, რომელსაც გვრიტუნას მისი ძმა თხოვნიდა, რათა შვილი სოფლიდან ქალაქში ეტარებინა. 
მათ სჭირდებათ მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, განსაკუთრებული კვება, რეაბილიტაციის სრულყოფილი კურსი კი საშუალებას მისცემს ლუკას ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს, ის ხომ ისედაც ცხოვრებისმოყვარული ბიჭია, რომელსაც თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები უციმციმებენ. 
 ბევრ ჩვენგანს ჰყავს შვილები და მათთვის ჩვენ მხოლოდ საუკეთესო გვემეტება. მოდით ვიზრუნოთ თუნდაც ერთხელ სხვის შვილებზე. ერთად გადავარჩინოთ და დავუბრუნოთ მათ სიცოცხლის ხალისი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ და გადარიცხოთ თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
როდესაც ეხმარებით ერთ ადამიანს გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით ვიღაც ეხმარება სხვას და ადრე თუ გვიან, თვქენ მიერ გაცემული სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ სხვა მხრიდან!

მსგავსი პროექტები: