ღმერთია მოწმე - დედა იბრძვის შვილის სიცოცხლის გადასარჩენად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთია მოწმე - დედა იბრძვის შვილის სიცოცხლის გადასარჩენად!

page info icon
2019 აგვისტო 12
რამდენიმე წლის წინ, მათ ოჯახის მარჩენალი გარდაეცვალათ, მამამ გულმა ვერ გაუძლო ქალიშვილის მძიმე ხვედრს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,402 ₾
( 173 დონორი )
დასრულებულია

„ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... 
ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი...“
როდესაც ანა კალანდაძის ამ ლექს ვუკითხავ ჩემს გოგონას, არ ვიცი ზუსტად იგი რას გრძნობს, მაგრამ ვხედავ თუ როგორ აინთება ყოველ ჯერზე მისი თვალები. ალბათ, გრძნობს დედის სიყვარულს და იმ განცდებს, რაც ჩემს გულშია“, - ამბობს თამარ თარგამაძე, რომლის 18 წლის  ქალიშვილი ეპილეფსიის მძიმე ფორმით არის დაავადებული.
რამდენიმე წლის წინ, მათ ოჯახის მარჩენალი გარდაეცვალათ, მამამ გულმა ვერ გაუძლო ქალიშვილის მძიმე ხვედრს. 
ეპილეფსია - ეს საშინელი დაავადებაა. ღმერთმა აშოროს იგი ყველას. ანა ბავშვობიდან იტანჯება ამ სენით, მას ხშირად ემართება კრუნჩხვები, რომლის დროსაც ყვირის, თავს ახეთქებს კედელს, ეცემა იატაკზე და გონებას კარგავს... 
მეზობლები მათ დაეხმარნენ რკინის კარის დაყენებაში, რადგან როდესაც დედა მაღაზიაში მიდის, იძულებულია ანა ჩაკეტოს, რომ ეს უკანასკნელი არ გაიქცეს სახლიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ანა თავს არ დაიზიანებს.   
 „ერთხელ მაღაზიაში გავედი პროდუქტების საყიდლად, შემდეგ აფთიაქში უნდა გამევლო, მაგრამ გული მეუბნებოდა „სასწრაფოდ წადი სახლში“. შევარდი ბინაში და რას ვხედავ - ჩემი გოგო წევს, სახე სისხლში აქვს და ტირის. თურმე ფანქრით დაუზიანებია თვალი...“, - იხსენებს თამარი თარგამაძე. 
     ქალბატონი თამარი ნამდვილად რომ გმირი დედაა. ღმერთია მოწმე - იგი უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს, რომ მის შვილს არ მოაკლოს ყურადღება, იგი იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლის თითოეული წამისთვის!
-ხშირად მოსდის ეპილეფსიური შეტევები? 
თამარ თარგამაძე: შეტევები ემართება დღის ნებისმიერ დროს. არავინ იცის, თუ რაზეა ეს დამოკიდებული. ღამით არ სძინავს მშვიდად, სულ ტრიალებს საწოლში. ფაქტიურად, არც მე მძინავს, მხოლოდ 3 საათი,  ღამითაც ვერ ვტოვებ უყურადღებოდ, აბა რა ვქნა? შევამჩნიე, რომ ანას უკეთ სძინავს სავსე მთვარეზე, მის სახეზე მსუბუქი ღიმილი ჩნდება ამ დროს, ალბათ მას მფარველი ანგელოზი ესიზმრება, რომელიც ამშვიდებს და ნანას უმღერის. 
-როგორც პატარა ბავშვია, არა? 
თამარ თარგამაძე: დიახ, ოღონდ გაიზარდა სიმაღლეში, ისე ხასიათი არ შეცვლილა. ისეთივე ბავშვია, როგორიც იყო 18 წლის წინ. სათამაშოებით თამაშობს; ნახეთ, ირგვლივ სულ სათამაშოებია მიმოფანტული. ახლა, ამ წუთში მშვიდად არის, რადგან გამაყუჩებელი და ეპილეფსიის  საწინააღმდეგო წამალი მივეცი. არ ვიცი, რა მეშველება, როდესაც მედიკამენტები გამითავდება, საერთოდ არ მაქვს მათი ყიდვის საშუალება.
 -გამოდის, რომ ანას მთავარი საჭიროება - ეს არის წამალი?
თამარ თარგამაძე: დიახ, მედიკამენტების გარეშე იგი ვერ გაძლებს ერთი დღეც. კეთილო ადამიანებო, გაუწოდეთ ჩემს გოგოს დახმარების ხელი, გვაჩუქეთ მომავლის იმედი, მე თქვენი მჯერა! 
მეგობრებო, როგორც ხედავთ, დედა-შვილი კალანდაძეები საჭიროებენ ჩვენს გადაუდებელ დახმარებას. მოდით არ გადავდოთ ეს საქმე ხვალისთვის, მოდით გავუღოთ ამ ადამიანებს ჩვენი გულები! 
ანა, პირველ რიგში, საჭიროებს მედიკამენტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, აგრეთვე, საკვებ პროდუქტებს. თქვენ შეგიძლიათ მისი პირადი მონახულებაც. მისამართი: თბილისი, გლდანის  V მკრ., კორპუსი 26 „ბ“, ბ. 48, ტელ.: 591 67 63 89.
    ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 или  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა კალანდაძე). თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ფონდის საიტიდანაც. 
კარგი იქნება, თუ გააზიარებთ პუბლიკაციას, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს ამ ისტორიას, მით უფრო გაიზრდება ანას დახმარების შანსი. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება!

მსგავსი პროექტები: