საშინელი დაავადება პატარა ლუკას ანადგურებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საშინელი დაავადება პატარა ლუკას ანადგურებს!

page info icon
2019 სექტემბერი 4
5-ჯერ გავუკეთეთ ნარკოზი, ტომოგრაფიის გადაღებისას, და არასდროს ვიცოდით გამოვიდოდა ნარკოზიდან, თუ დავკარგავდით მას...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,100 ₾
( 329 დონორი )
დასრულებულია
„ლუკას დაბადებამდე უბედნიერესი დედა ვიყავი. მე და ჩემ ქმარს შეგვეძინა პირველი ბიჭი - ლაშა, 4 წლის შემდეგ კი ღმერთმა შვილის ყოლის ბედნიერება მეორედ მარგუნა... „მეორე ბიჭი მეყოლება“ - უხაროდა ჩემს ქმარს! „ჩვენ მეორე შვილიშვილი გვეყოლება“ - ხარობდნენ ჩვენი მშობლები! მძიმე მშობიარობის მიუხედავად, ულამაზესი ბავშვი შემეძინა! ისე ვამაყობდი!“, - გვითხრა ბავშვის დედა - ჯუნამ, რომელიც შვილს თავზე ეფერებოდა, მან კი დედის ხელები აირიდა და ოთახიდან გაიქცა... ჯუნა ატირდა.
-ჯუნა, რა სჭირს ბავშვს?
ჯუნა გაბედავა: არ უყვარს მასზე რომ ვსაუბრობ... ბოდიში! არ ვიცი ვინ დამწყევლა ასე. მას შემდეგ, რაც სამშობიაროდან გამოგვწერეს, რამდენიმე დღეში ბავშვს შეტევები დაეწყო... ძალიან შეგვეშინდა. ამით დასრულდა ჩემი ბედნიერი დედობა. იმდენი ღამე გაგვითენებია, რამდენჯერ გადაგვირჩენია სიკვდილს... 5-ჯერ გავუკეთეთ ნარკოზი, ტომოგრაფიის გადაღებისას, და არასდროს ვიცოდით გამოვიდოდა ნარკოზიდან, თუ დავკარგავდით მას... წლიდან წლამდე მისი მდგომარეობა მძიმდება, ის აგრესიული გახდა, შეუძლია მოვიდეს და ჩაგარტყას... მაგრამ იცით, - როდესაც ვიხუტებ, - ისე მიყურებს, თითქოს თვალებით მეუბნება „დედიკო მიშველე, არ მინდა ასეთი ვიყო...“ არასდროს არ დავტოვებ მას! ყველაზე მეტად მიყვარს. მჯერა, რომ ღმერთი მომცემს ძალას ეს ტვირთი ვზიდო.
ლუკა 8 წელზე მეტია პირველი ჯგუფის შშმ პირია, მას ტვინში მრავლობითი კისტა აქვს. შესახედავად ჯანმრთელი, ბუნჩულა ბიჭუნა, იტანჯება! მის თავში საშინელმა დაავადებამ დაიდო ბინა, რომელიც მისი ტვინით იკვებება. 
-ჯუნა, რა დიაგნოზი დაუსვეს ლუკას?
ჯუნა გაბედავა: თავის ტვინის მრავლობითი კისტა, ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენა. ეს უსაჩუქრა ეშმაკმა ჩემს შვილს. 5-ჯერ გავიარეთ გამოკვლევები - ტომოგრაფია, და ყოველ ჯერზე ამ საშინელი წარმონაქმნის რაოდენობა და ზომები იზრდებოდა... ოპერაცია ვერ გავუკეთეთ... ჯერ ადრეა - ასე ამბობენ ექიმები.
-ყოველთვის ასეთ სიღარიბეში ცხოვრობდით?
ჯუნა გაბედავა: რა თქმა უნდა, არა! გვქონდა სახლი, მანქანა, მაგრამ ლუკას მკურნალობის გამო ყველაფერი გავყიდეთ! ახლა ამ პატარა სოროში ვართ გამოკეტილები... ამით, კიდევ უფრო რთულდება ჩემი ბიჭის მდგომარეობა. არც ავეჯი გვაქვს, არც წყალი, არც გაზი... საყოფაცხოვრებო ნივთები კი არა, ფული საჭმელზე არ გვყოფნის ხან.
-იცით, ნამდვილი გმირი ხართ! როგორ გადაწყვიტეთ მესამე ბავშვის გაჩენა?
ჯუნა გაბედავა: ჩემი ნიკა უფლის საჩუქარია! სულ სამი წლის არის. ის მაძლიერებს და სიცოცხლის გაგრძელების სტიმულს მაძლევს... ბიჭები ძალიან მეხმარებიან. ის, რომ ლუკა კომუნიკაბელურია, ის რომ მას რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეუძლია - მისი ძმების დამსახურებაა.
ჩემი შვილებისთვის სულსაც კი გავყიდი, თირკმლის გაყიდვას ვაპირებდი, მაგრამ მითხრეს, რომ ამის შემდეგ მის მოვლას ვეღარ შევძლებდი... ქმარი ხან შავ მუშად მუშაობს, მე კი ლუკას წამითაც ვერ ვტოვებ მარტოს. მან შეიძლება თავი დაისახიჩროს.  ეს ჩემი დედობრივი ვალია!
-ვინ გეხმარებათ, მაგალითად, სახელმწიფო, ნათესავები?
ჯუნა გაბედავა: ბათუმის მერია სარეაბილიტაციო კურსებსა და წამლებს გვინაზღაურებს. ნათესავებიც გვეხმარებიან. ჩვენი მშობლები დაბერდნენ და თავად საჭიროებენ დახმარებას. გასაოცარი მშობლები მყავს, თავად გაჭირვებაში არიან, თუმცა ცდილობენ რომ დაგვეხმარონ.
-ჯუნა, რაზე ოცნებობთ? 
ჯუნა გაბედავა: რა თქმა უნდა, ვოცნებობ, რომ ჩემი ბიჭი გამოკეთდეს. მაგრამ ამისთვის მუდმივ ლოცვაში უნდა ვიყო და გავაგრძელო მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა. მე ვიცი თქვენს გვერდს ათასობით ადამიანი კითხულობს, მათ მივმართავთ თხოვნით ილოცონ ჩემ ლუკაზე, ვიცი ეს შეამსუბუქებს მის ხვედრს. 
მეგობრებო, ერთად ჩვენ ძალა ვართ, ერთად ჩვენ სასწაულები მოხდენა შეგვიძლია. ჩვენი ლოცვები და ჩვენი შემოწირულობა, ამ უცოდველი ბავშვისა და ოჯახის ცხოვრებას შეცვლის. 
დაურეკეთ ჯუნას, პირადად გაიგეთ რა ესაჭიროება ლუკას, გაამხნევეთ გმირი დედა. თქვენ, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. აუცილებლად გადააზიარეთ პუბლიკაცია, იმისთვის რომ მათ შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს! 
ოჯახის მონახულებას შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ: ქ. ბათუმი, გვალიშვილის ქუჩა #2,  ტელეფონის ნომერი: 555 67 58 12, 557 73 41 37
ლუკას ესაჭიროება მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები, თეთრეული.
ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა გაბედავა). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

მსგავსი პროექტები: