პროექტის რეპორტი „უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„უნდა დავაფასოთ თითოეული დღე და უფალს მადლობა ვუთხრათ!“

page info icon
2019 სექტემბერი 9
page info icon
6115
„ეს ბავშვები რომ გაჩნდნენ, ყველა თანაგრძნობას გამოხატავდა, თუმცა მე არ ჩამომიშვია ხელი და პირნათლად ვასრულებ დედის მოვალეობას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,233 ₾
( 83 დონორი )
დასრულებულია
ქართველები ყველაზე გულისხმიერი ადამიანები არიან და მადლობა ღმერთს რო საქართველოში დავიბადე!

მეგობრებო, პატარა ანასტასიასთვის, მისი და–ძმისთვის და დედიკოსთვის თქვენს დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მხოლოდ თქვენი დახმარების წყალობით პატარა ანგელოზებმა დაივიწყეს რა არის შიმშილი და სიცივე! ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი პირადად დაეხმარა ამ ოჯახს და დღემდე ახარებენ მათ! ახლა პატარებს ტელევიზორი აქვთ, როდესაც ჩვენ ახალი წლის მისალოცად მივედით მათთან ისინი მულტფილმებს უყურებდნენ და ხმამაღლა კისკისებდნენ! და სწორედ ამ სიცილისთვის გვინდა მადლობა გადაგიხადოთ მეგობრებო! ასევე ბავშვების დედამ – ესენიამ გვითხრა, რომ მათთან საახალწლოდ „ტერაბანკის“ წარმომადგენლები იყვნენ მისული და სახლი საჩუქრებით, ხოლო გულები სიხარულით აავსეს!
„არ ვიცი ვინ არიან ამ ბანკის დამფუძნებლები, მაგრამ აუცილებლად კეთილშობილი და ღვთისნიერი ადამიანები იქნებიან“ – თქვა ბატონმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ, როდესაც ეს ამბავი შეიტყო.
ესენია დიდ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ 202 წელს დიდი ბედნიერება მოეტანოს თქვენთვის. ყველა მადლიერების სიტყვას ვერც კი დავწერთ, ისინი იმდენად ბევრია!
გვჯერა, რომ ამ ოჯახის დახმარებას კვლავ გააგრძელებთ. ბავშვები მამამ მიატოვა და სიდუხჭირესთან გამკლავება დედა ესენიას მარტო უწევს.
– ესენია, რას უსურვებდით ჩვენს მკითხველებს?
– დიდ ბედნიერებას გისურვებთ! ისეთივე გახარებულები იყავით, როგორც ჩემი შვილები გაახარეთ. ის, რომ ჩემი ანასტასია დღეს მშიერი არაა და მშრალ საწოლში წევს, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა! ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩერნოვეცკის ფონდის ყველა თანამშრომელს! თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიზიაროთ ყველას დარდი! თქვენ მართლა გრძნობთ სხვის ტკივილს! თქვენ რომ არ დაგეწერათ ჩემი პრობლემის შესახებ, ალბათ ჩვენს შესახებ ვერავინ შეიტყობდა! და ალბათ სხვას რომ ეთქვა ასეთი თანადგომის და დახმარების შესახებ არც დავიჯერებდი! მოდიოდნენ სრულიად უცნობი ადამიანები და ვისაც როგორ შეძლო ისე მეხმარებოდა! ხოლო „ტერაბანკის“ წარმომადგენლებმა დაუჯერებელი დახმარება აღმოგვიჩინეს! ამას გიყვებით და ვიცი, ბევრი არ დაიჯერებს! მაგრამ მერწმუნეთ ჩემო კარგებო, სასწაულები ხდება! და კეთილი ადამიანები არსებობენ!
აი უკვე მერამდენედ, მეგობრებო, თქვენ დაამტკიცეთ სასწაულების არსებობა! დაამტკიცეთ, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ! რო, ქართველებისთვის „სხვისი შვილები“ არ არსებობენ!
თუ თქვენ გიჭირთ და გამოსავალს ვერ პოულობთ, წაიკითხეთ ჩვენი ისტორიები! თქვენ მიხვდებით რა არის ნამდვილი პრობლემები! მიხვდებით, რომ უფალს მადლობა უნდა გადაუხადოთ და მადლიერების გრძნობით აღივსოთ გულები!
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მეგობრებო! ამ ოჯახის პრობლემები , სამწუხაროდ, აქ არ სრულდება, მათ კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თქვენი სიკეთე
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 , GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ბატიაშვილების ოჯახი)
საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ru/projects/508-an/
ტერმინალებიდან: Nova Technology, TBCpay, ExpressPay.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცნით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მუდამ იფიქრეთ იმაზე, რომ სხვისი დახმარებით ჩვენ სულს ვეხმარებით და ვუახლოვდებით უფალს იმ განსაცდელით, რომელსაც სხვისგან ვიზიარებთ!

მსგავსი პროექტები: