ადრე აქ ტუალეტები იყო, ახლა კი ბავშვები ცხოვრობენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ადრე აქ ტუალეტები იყო, ახლა კი ბავშვები ცხოვრობენ!

page info icon
2019 დეკემბერი 23
page info icon
10416
ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,087 ₾
( 152 დონორი )
დასრულებულია

4 პატარა ანგელოზი უნდა გაგაცნოთ, ნათია, გოგიტა დაჩი და მათე. მათი დედა თამარი და ბებია ნაირა, კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეუქმნან თავიანთ პატარებს სითბო და კომფორტი ბეტონის ცივ კედლებში. ბავშვების საწოლი ფიცრებისგან გააკეთეს, ხოლო სათამაშოები და ჭურჭელი ნაგავსაყრელზე იპოვეს.
-თამარ, გვიამბეთ, როგორ ახერხებთ ასეთ პირობებში ცხოვრებას?
თამარი: რა უნდა ვთქვა... თქვენც ყველაფერს მშვენივრად ხედავთ, მაგრამ უფლის წყალობით გაგვაქვს თავი. ღმერთი ჩვენთანაა, დალხენილად არ ვცხოვრობთ მაგრამ, ამ ქვეყნად ჩვენზე გაჭირვებული ადამიანებიც ხომ არსებობენ.
-ალბათ ვერც კი წარმოგედგინათ, რომ თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცეოდა...
თამარი: რას ამბობთ?! როცა ასეთი შვილები გყავს, ღმერთს ვერ გავანაწყენებ და ვერ ვიტყვი რომ ცხოვრება ჯოჯოხეთია! მე მწამს, რომ უფრო ცუდ მდგომარეობაშიც შეიძლება ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, მე მსურდა დიდი და ბედნიერი ოჯახის ყოლა, მაგრამ ყველაფერი წინ არის.
-ბავშვების შესახებ გვიამბეთ...
თამარი: უფროსს ნათია ჰქვია, 10 წლის არის, მალე სკოლიდან დაბრუნდება. ძალიან უყვარს სწავლა, კითხვა და სურს ექიმი გახდეს. ტყუპი დაჩი და მათე ცელქები არიან, წლინახევრის არიან და ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეუძლიათ. მათე საჭმელს არ მიეკარება თუ იცის, რომ დაჩის ჯერ არ უჭამია. ახლაც დილიდან მშიერია, მაგრამ სანამ თავის ძმას არ გაუზიარებს საკვებს და სანამ ერთი თეფშიდან არ შეჭამენ, სადილს პირს არ აკარებს!
-და გოგიტა?
თამარი: გოგიტა ჩვენთვის განსაკუთრებული და ყველაზე საყვარელია. 2 წლის ასაკში ვირუსის ან გრიპის გამო, ზუსტად არც კი ვიცი, პრობლემები დაეწყო. კრუნჩხვები? გულყრები... ექიმებმა გვითხრეს, რომ მას ეპილეფსია აქვს. ბოლოს ფეხებზე შეექმნა პრობლემა და ახლა ვეღარ დადის. ის ფეხებს ვერ ეყრდნობა, ადრე მას შეეძლო საუბარი, ახლა კი ამის უნარიც დაკარგა... მაგრამ ყველაფერს ხვდება და ესმის.
ამ დროს ოთახში შემოვიდა პატარა პრინცესა, მოიხსნა ჩანთა, გოგიტასთან მიირბინა ჩაეხუტა, და მისი ხელები დაუკოცნა. მას პატარა დაჩიც შეუერთდა. სწორედ ესაა, მეგობრებო,  ნამდვილი, უპირობო სიყვარული. პატარებს სხვა ცხოვრება არც უნახავთ, მაგრამ ისინი ბედნიერნი არიან, რომ ერთმანეთი ჰყავთ.
ნათია ძალიან კარგი რესპონდენტი გამოდგა, ჩვენს კითხვებს ძალიან სერიოზულად პასუხობდა და მიუხედავად ჩვენი დიდი თხოვნისა გაემხილა ჩვენთვის თავისი სურვილები, გვთხოვდა მხოლოდ ბებიასთვის, ძმებისთვის, დედიკოსა და მამიკოსთვის, მაგრამ, ნათელია, რომ მას ბევრი რამ სჭირდება.
-ნათია, მოდი ვისაუბროთ. მომიყევი შენს შესახებ.
ნათია: მე სკოლაში ვსწავლობ და ძალიან მიყვარს იქ სიარული, ბევრ საინტერესო რამეს ვიგებ. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი და კლასელები. ისინი ძალიან კეთილები არიან.
-და რაზე ოცნებობ?
ნათია: მე ვოცნებობ, რომ ჩემმა პატარა ძამიკომ შეძლოს საუბარი და სიარული. ვოცნებობ რომ დედამ და ბებიამ აღარ ინერვიულონ, რომ მშივრები დავრჩებით. მინდა, რომ თბილად ვიყოთ, არ გვციოდეს და საერთოდაც  არავის და არასოდეს არ ციოდეს და შიოდეს.
-და შენთვის რამე გინდა?
ნათია: კი, მინდა, მინდა! ექიმი მინდა ვიყო, რომ გოგიტას დავეხმარო. ჩვენ არ გვაქვს ამის ფული, მაგრამ ეს ჩვენთვის მთავარია.
-და იქნებ პირადად შენთვის გინდა რამე?
ნათია: მე მინდა, რომ სახლში იყოს საჭმელი და შეშა, სხვა არაფერი.
-იქნებ სათამაშოზე ოცნებობ, თოჯინაზე ან კომპიუტერზე?
ნათია: როგორ შემიძლია რამეზე ვიოცნებო და რამე მინდოდეს, როდესაც გოგიტა ცუდად იქნება და ჩემი ძმები მშივრები?!  მე ხომ მათ გარეშე ვერ ვიქნები ბედნიერი და სწორედ ამიტომ ვოცნებობ ყველასათვის...
-თამარ, თქვენი შვილები პატარა საოცრებები არიან!
თამარი: იცით, მე მჯერა საოცრებების! თქვენ რასაც აკეთებთ საოცრებაა, სხვა არაფერი! დიდხანს ვფიქრობდი მომეწერა თუ არა თქვენთვის და როგორ გამეკეთებინა ეს, რადგანაც წერილში სრულად ვერ აღვწერდი იმ ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ თქვენ უმალვე მიპასუხეთ და ესტუმრეთ ჩემს ოჯახს. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენი ფონდის იმ ყურადღებისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ.
ჩვენ გაგაცანით კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც მაგალითია იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები გაუსაძლის პირობებში და არ კარგავენ ადამიანობას. სწორედ ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ ნათელ, სუფთა მომავალზე! 
მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ამ ოჯახის დასახმარებლად. როგორც მოგეხსენებათ, ფონდი არ შემოიფარგლება ერთჯერადი დახმარებით.
გადარჩენისათვის მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები,საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ტანსაცმელი! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ ეს პატარა ანგელოზები თქვენი შვილები არიან!
დაუკავშირდით მათ, ჰკითხეთ თუ რა ესაჭიროებათ, გაამხნევეთ ისინი და უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან ამ და რომ თქვენ, კეთილი ადამიანები მათ არ მიატოვებთ. ეს უმნიშვნელოვანესია!
თქვენ შეგიძლიათ პირადად გაიცნოთ ისინი. მათი საკონტაქტო 574 01 80 21.  მისამართი: რუსთავის გზატკეცილი, ყოფილი სათბურებს შენობა.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რომ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ ამ ოჯახის შესახებ.
უფალი გვაძლევს საშუალებას, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. ყოველი ადამიანი არ არის ერთნაირი. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა მივატოვოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს. თუ გსმენიათ ადამიანის შესახებ, რომელსაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად მოგვწერეთ ამ ელექტრონულ მისამართზე:    office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 - დანიშნულება (ხაჟომიას ოჯახი).
ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა ჩვენი საიტის და სხვადასხვა ტერმინალთა მეშვეობით: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. სექციაში-ქველმოქედება იპოვით ჩვენს ფონდს. (ფონდის დამატებითი უფლებებისა და მოვალეობების ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/GY2Gus).

მსგავსი პროექტები: