„ეგი“ - ნიშნავს „დედიკო მიყვარხარ!“
ჩვენ ახლა უბედნიერესი ადამიანები ვართ და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა!
„ბედნიერება თქვენთან ერთად გვეწვია სახლში! მადლობა თქვენ, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს! რა დიადი სული აქვთ ქართველებს, რომ გასაჭირში მარტო არ დაგვტოვეს...“ ამ სიტყვებით შეგვეგება ნანა, სამი შვილის დედა, რომელთა შორის ერთ-ერთი - 11 წლის ჯაბა, მძიმე ავადმყოფია.
„მე მხოლოდ ერთი მოკრძალებული თხოვნა მქონდა - საფენები ჩემი ბიჭისთვის, რადგან ხომ გესმით, ისინი მას ყოველდღე სჭირდება... ძალიან რთული იყო... თქვენ კი ისე გაგვახარეთ, იმდენი რამე მოგვიტანეთ... მადლობა ფონდის ყველა მეგობარს! შეხედეთ ბავშვებს - ამდენი სიკეთე მათ ცხოვრებაში არ უნახავთ.
უფალო, ნუთუ მართლა აღარ მომიწევს ამ სიცხეში ძველი ღუმელის დანთება და ჩემი ბავშვებიც აღარ დაიხრჩობიან ჭვარტლისაგან?.. უფალმა დაგლოცოთ! იცით, მე ყოველდღე ვლოცულობ თქვენთვის, თითოეული თქვენგანისთვის!“
„თქვენ იმდენი რამით დაეხმარეთ ჩვენს ოჯახს, მეტს ვეღარაფერს ვითხოვ, მაგრამ ჩემი ავადმყოფი შვილის გულისათვის გავკადნიერდები და გავბედავ - მას ძალიან სჭირდება საწოლი - სულ ერთია, როგორი... და იცით, მას სიარული არ შეუძლია, ბეტონის იატაკზე დახოხავს და თუ გაქვთ რაიმე სახის იატაკის საფარი, ნებისმიერი... ღვთის წყალობით, მე თქვენს გულებში სიკეთეს ვხედავ!
ბავშვის ავადმყოფობა, საშინელი სიღარიბე, ყოველგვარი პირობების ნაკლებობა და შიმშილი - ეს ყველაფერი მაშინვე მოგხვდებათ თვალში, როგორც კი მათი სახლის ზღურბლს გადააბიჯებთ. გადარჩებიან თუ არა, თანაც კაცობრიობის ისტორიის ასეთ რთულ პერიოდში, ეს მხოლოდ უფალსა და ჩვენს სიკეთეზეა დამოკიდებული, მეგობრებო!
სახლის კედლები თვითნაკეთი შეშის ღუმელის კვამლისგან არის გაშავებული, სახლში კი სამი მშიერი ბავშვია! მათგან ერთ-ერთს ცერებრალური დამბლა აქვს, სიარული არ შეუძლია და ბეტონის იატაკზე დახოხავს; დამტვრეული საწოლები, გარშემო საზიზღარი ნესტი - აი, ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა, როდესაც პირველად ვესტუმრეთ თავაძეების ოჯახს. დიახ, სანახაობა ნამდვილად არაა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის!
ოჯახში ხუთი ადამიანია: დედა - ნანა, მამა - მიხეილი და მათი სამი, არაჩვეულებრივი ვაჟი: ჯაბა - 11 წლის, საბა - 7 წლის და გიორგი - 4 წლის.
ჯაბა სრულიად უძლურია, მას ცერებრალური დამბლა აქვს და მთლიანად დედამისზეა დამოკიდებული!
დაყოვნების გარეშე გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია და შევეცადეთ, ეს ხალხი ღრმა სიღარიბიდან გამოგვეყვანა. მადლობა უფალს, ჩვენი მკითხველები გვერდით დაგვიდგნენ და შემოწირულმა თანხამ 2000 ლარს გადააჭარბა.
ამ ფულით ოჯახს ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ჯაბასთვის - საფენები ვუყიდეთ.
- ოჰ, როგორ სინათლე და სითბო მოეფინა ჩემს სულს... უფლის შეწევნით, თქვენი გულები დავინახე, ჩემო ძვირფასებო! - ემოციებს ვერ თოკავდა ნანა;ბავშვები კი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ როგორც იქნა, მათ ვიღაცამ საჩუქრები მოუტანა. ისინი სწრაფად გამოიქცნენ ეზოში და ავტომობილის გადმოტვირთვაში „დაგვეხმარნენ“.
გიორგი (4 წლის):ეს რა არის?
- ეს უთოა…
გიორგი (4 წლის):უთო?! და ეგ რისთვისაა? მანქანას ჰგავს!
საბა (7 წლის): რამდენი საინტერესო რაღაც მოგიტანიათ! უთო მეც მომწონს! - უხაროდათ ბავშვებს, გიორგი კი უთოს ხელიდან არ უშვებდა!
-ნანა, კმაყოფილი ხართ??
ნანა: სიხარულისგან მეტირება. ადამიანებად თავი არასდროს გვიგრძვნია! პირველყოფილებივით ვცხოვრობდით! ხედავთ? ბავშვებმა ისიც კი არ იციან, უთო რა არის! ახლა კი იმდენი რამე გვაქვს! შეგვიძლია, ცხოვრება დავიწყოთ! ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს!
-ეს სიზმარი არ არის, რეალობაა! ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
ნანა: გაზქურაზე ვოცნებობდი!უბრალოდ წარმოიდგინეთ, ამ სიცხეში ღუმელის ანთება მიწევდა, ჩაიდნით წყალი რომ ამედუღებინა, იმიტომ რომ ჩვენი ძველი, ჯერ კიდევ ბებიაჩემის დროინდელი გაზქურა მწყობრიდან არის გამოსული!
- ხომ არ გსურთ, ჩვენს მკითხველებს რამე გადასცეთ?
ნანა:მე სასწაულის ვირწმუნე! ყველა იმ ადამიანს ვუხდი მადლობას, ვინც ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა. გისურვებთ, რომ თქვენი შვილები ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. დაე, თქვენი კეთილი გულები მუდამ სავსე იყოს სიხარულით დაარასდროს მოიცვას დარდმა და ნაღველმა!
- ნანა, იქნებ ის ხალხი გაიხსენოთ, თუნდაც სახელების გარეშე, ვინც დაგეხმარათ. გვინდა, ჩვენი ფონდის სახელითაც გადავუხადოთ მათ მადლობა!
ნანა: მეუხერხულება, მათი სახელები რომ არ მახსოვს... ახალგაზრდა წყვილმა ჩემს ჯაბას საფენები მოუტანა. ასევე, ახალგაზრდა გოგონებმა - ნინამ და ნანამ, სურსათი მოგვიტანეს. ამიტომაც არ დავიღუპეთ... ასე გადავრჩით! ახლა კი თქვენ გამოჩნდით! ამის წარმოდგენა ოცნებებშიც კი არ შემეძლო!
მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თქვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ დაგვეხმარა და მათაც, ვინც ვერ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ სიკეთე გვისურვა!
---
მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა! მაგრამ ამ პატარების პრობლემები ამით არ მთავრდება, ერთჯერადი აქციით მათ ცხოვრებას ვერ გამოვასწორებთ, მათ ძველებურად შიათ და უჭირთ! ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მათ დახმარებას!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო - ცოტა ხნით ყურადღება გადაიტანეთ ჩვენს ფეისბუქ-პოსტებზე. ან უმჯობესია, ჩვენი ნებისმიერი ბენეფიციარის ნომერი აკრიფოთ. დაუკეთეთ მათ და დაივიწყეთ საკუთარი პრობლემები, იმიტომ რომ ისინი „არაფერია“ მათთან შედარებით, ვისაც თქვენი კეთილი გულები გადაუშალეთ და დაეხმარეთ მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში.
ჩვენი პრობლემები არაფერია ამასთან შედარებით! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ - საპასუხოდ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომრები:
GE15TB7194336080100003,
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თავაძეების ოჯახი).
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/571-tavadze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ივნ 19 | საწოლი | 600 | transferred |
2020 ივნ 19 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 885 | transferred |
2020 ივნ 24 | ავეჯი | 200 | transferred |
2020 ივნ 24 | პამპერსები | 135 | transferred |
2020 ივლ 8 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 500 | paid |
2020 ივლ 20 | პამპერსები | 153.21 | transferred |
2020 სექ 16 | პამპერსები | 75 | transferred |
სულ ხარჯი: 2,548.21 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
2020 სექ 11 | გიორგი | 5 | Transfer to account |
2020 სექ 1 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2020 აგვ 31 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2020 აგვ 31 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2020 აგვ 30 | უჩა ყაულაშვილი | 2 | Transfer to account |
2020 აგვ 29 | გიორგი ბადრიაშვილი | 5 | Transfer to account |
2020 აგვ 29 | ლელა შენგელია | 10 | Transfer to account |
2020 აგვ 17 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2020 აგვ 17 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
2020 აგვ 17 | გიორგი | 5 | Transfer to account |
2020 აგვ 16 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
2020 ივნ 19 | სოფო | 1 | Transfer to account |
2020 ივნ 9 | ნინო კობახიძე | 10 | Transfer to account |
2020 ივნ 8 | მაკარიძე სალომე | 1 | Transfer to account |
2020 ივნ 8 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
2020 ივნ 8 | ჩადუნელი დავით | 3 | Transfer to account |
2020 ივნ 6 | გიორგი დევდარიანი | 5 | Transfer to account |
2020 ივნ 5 | გიორგი დევდარიანი | 5 | Transfer to account |
2020 ივნ 4 | ქუთათელაძე თინათინი | 2 | Transfer to account |
2020 ივნ 4 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
2020 ივნ 4 | ნინო რამიშვილი | 3 | Transfer to account |
2020 ივნ 2 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
2020 ივნ 1 | მირანდა თავართქილაძე | 10 | Transfer to account |
2020 ივნ 1 | ზირაქაშვილი მარიამი | 5 | Transfer to account |
2020 მაი 30 | ნინო ლომინეიშვილი | 10 | Transfer to account |
2020 მაი 29 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
2020 მაი 29 | კუკავა მაია | 10 | Transfer to account |
2020 მაი 29 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
2020 მაი 28 | სიყმაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
2020 მაი 28 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,547.71 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|