პროექტის რეპორტი რა საშინელებაა, როცა უცოდველ ანგელოზებს შიმშილსა და სიცივეში უწევთ ყოფნა... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რა საშინელებაა, როცა უცოდველ ანგელოზებს შიმშილსა და სიცივეში უწევთ ყოფნა...

page info icon
2020 მაისი 11
page info icon
2623
გაიცანით - მრავალშვილიანი მზრუნველი დედა - ლალი ციცქიშვილი(31 წლის) მისი მძიმედ დაავადებული მეუღლე და ბავშვების მამა, იოსები(31 წლის) - ძალიან, ძალიან გაჭირვებული, მაგრამ რწმენითა და შვილებით მდიდარი ქართველი ოჯახი! ისინი გახლავთ ხუთი არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვების მშობლები, 9 წლის მარიამის, 8 წლის ტარიელის, 6 წლის დავითის, 4 წლის გაბრიელისა და 2 წლის ფატიმას. ასევე ჰყავთ „მეექვსე შვილიც“ - დალი ბებია(61 წლის), რომელიც ავად არის.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,570 ₾
( 138 დონორი )
დასრულებულია

ვაშა-ა-ა, ტორტი მოვიდა!..

ჩემსდანახვაზეყვირისბავშვებიდანერთ-ერთიმანქანიდანტორტირომგადმოვიღე...

„რა კარგია, რომ მოხვედით! ისე გვინდოდა ყველა თქვენგანისთვის მადლობის თქმა!“ - ზღურბლიდანვე შესძახა ლალიმ, ხუთი არაჩვეულებრივი შვილის: 2 წლის ფატიმას, 4 წლის გაბრიელის, 6 წლის დავითის, 8 წლის ტარიელისა და 10 წლის მარიამის დედამ. 

ამ პატარა ანგელოზების არასასიხარულო ცხოვრების შესახებ სულ ახლახან მოგიყევით პოსტში: „რა საშინელებაა, როცა უცოდველ ანგელოზებს შიმშილსა და სიცივეში უწევთ ყოფნა...“

მათ ახლა უბრალოდ ვეღარ იცნობთ! თვალები უბრწყინავთ, სახიდან კი ბედნიერი ღიმილი არ შორდებათ! და ეს თქვენი დამსახურებაა, მეგობრებო! 

„წამოდით, დეიდა, მე თქვენ ყველაფერს გაჩვენებთ!“ - ხელზე მექაჩება გაბრიელი (4 წლის). - ახლა, საუზმეზე ყოველთვის გვაქვს ტოსტი და ხილის წვენი! ისეთი გემრიელია! გინდათ, გასინჯოთ?“ - არ ჩერდება ბავშვი... 

”თქვენ ჩემს შვილებს იმდენი სიხარული მოუტანეთ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, როგორი მადლიერები ვართ ყველა თქვენგანის!“ - მადლობის თქმით არ იღლება ლალი. – „თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები ძალიან რთულ მომენტში მოხვედით ჩვენს დასახმარებლად! თქვენი წყალობით, ჩვენ კვლავ ვირწმუნეთ სიკეთის, სიკეთის იმ უწყვეტი ჯაჭვის, რომელიც უფალმა გვიბოძა!“

მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ? 

ლალი: ჩვენ გარშემო სამყარო სასწაულებრივად შეიცვალა. თქვენი წყალობით დავიჯერეთ: ოცნებები ხდება! ისე გვიჭირდა... ბავშვები მშივრები იყვნენ. მათი გულის გასახარი საერთოდ არაფერი მქონდა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად მაცივარმა გამახარა. ისე ვოცნებობდი მასზე! აი, ბავშვები კი, არც კი ვიცი, რა ვთქვა...

 თქვენს თანამშრომლებს ისე უყურებდნენ, როგორც ჯადოქრებს! დაჭყეტილი თვალებით, თითქოს არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ცხადად ხდებოდა და მათ ამდენი საჩუქარი მოუტანეს. პლანშეტი ხომ მათთვის საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა. თავდაპირველად, მასთან შეხებისაც კი ეშინოდათ. ახლა, ხელიდან აღარ აგდებენ! ინტერნეტში იქექებიან, მულტფილმებს უყურებენ, მუსიკას უსმენენ, თამაშობენ. მეგონა, მის გამო იჩხუბებდნენ, მაგრამ არა! მეგობრულად თამაშობენ, რიგ-რიგობით.

 და ტოსტერი? ბლენდერი? იცით, რა მდიდარია ხილით ჩვენი მხარე? ზაფხულში მათ ყოველდღე ნატურალურ წვენებს ვუკეთებდი. მათთვის ეს ნამდვილი ნუგბარია! თქვენ მე შესაძლებლობა მაჩუქეთ, რომ ბავშვები მუდმივად გამეხარებინა გემრიელი კერძებით - თუნდაც, სახლში ყველაზე უბრალო პროდუქტები იყოს. ისინი უბრალოდ გიჟდებიან ტოსტებზე და წვენებზე. 

 ამდენ საჩუქარს მართლა არ ველოდი - უთოს, ელექტროჩაიდანს! თქვენ მნიშვნელოვნად გაგვიმარტივეთ ყოფაცხოვრება და ამისთვის თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ! 

 – იმ ადამიანების სახელები თუ გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ? 

ლალი: ახალგაზრდა კაცმა დამირეკა მესენჯერში და ჩვენს ანგარიშზე 100 ლარი გადმორიცხა. სამწუხაროდ, სახელი არ უთქვამს, მაგრამ მინდა, იცოდეს, რომ მე ის მახსოვს და მთელი მსოფლიოსთვის ასეთ რთულ პერიოდში გამოცხადებული თანადგომისთვის, მისი მადლიერი ვარ... 

ყველას მადლობელი ვარ, ვინც საკუთარი პრობლემები დაივიწყა, ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა და დაგვეხმარა. შეიძლება, უკანასკნელიც კი გაიღო, რადგან ახლა ყველას უჭირს... კიდევ, ერთმა ადამიანმა დარეკა, დეპუტატი სოფო კილაძის სახელით და ასევე, 100 ლარი გადმოგვირიცხა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოახდინა რაიმე სახის რეაგირება ჩვენს პოსტზე ?

ლალი: იცით, წუწუნი ჩემი მხრიდან უმადურობა იქნებოდა, რადგან გორის საკრებულოს დეპუტატი, ზურაბ ყაჯრიშვილი, შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა როგორც მანამდე, ისე თქვენი პოსტის შემდეგ. პროდუქტებს, შეშას გვიგზავნიდა. დიდი მადლობა მას, ასევე, სოფო კილაძეს იმისთვის, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვა! ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეთ!

– ლალი, თუ შეიძლება, თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით. 

ლალი: მოკრძალებულად ცხოვრებას მიჩვეულები ვართ, მაგრამ როდესაც თქვენს ფონდს მივმართე, ნამდვილად გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ჩემს გულში გაუბედავი იმედი ბჟუტავდა, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევდა და დახმარების ხელს გამოგვიწვდიდა. და უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება! თვალებს არ ვუჯერებდი, ჩვენი სახლის ზღურბლზე რომ დაგინახეთ! გული მიგრძნობდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა რაღაც კარგი...

და თქვენ იმედები არ გაგვიცრუეთ! იმდენი საჩუქარი! იმდენი სიხარული! ჩემი შვილების ბედნიერი თვალები! სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რა ვიგრძენი იმ მომენტში, ეს ყველაფერი რომ მოგვიტანეთ... ალბათ, მოგვიანებით გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი მართლაც, ჩვენია. ახლა, მათ ყოველდღე ვიყენებ და თქვენ და თქვენი ფონდის ყველა მეგობარს გლოცავთ. დარწმუნებული ვარ, უფალი ჩემს მთელი გულით ნათქვამ ლოცვებს აუცილებლად შეისმენს და ასჯერ მეტად მიუზღავს მათ, ვინც ჩვენ დაგვეხმარა! რადგან სიკეთე ყოველთვის ასმაგად ბრუნდება... 

უდიდესი მადლობა თქვენ და თქვენს ფონდს! უფალმა დაგლოცოთ კეთილი საქმეებისთვის! რადგან ჩემს დახმარების ძახილზე პირველები სწორედ თქვენ მოხვედით და თქვენი წყალობით შეიტყო ჩვენი გასაჭირის შესახებ ამდენმა ხალხმა!

– პირადად თქვენთვის, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?

 ლალი: ძალიან მიჭირს შესაბამისი სიტყვების პოვნა... იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მხარდაჭერას გრძნობ. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მორალურადაც დაგვეხმარა. თქვენი პოსტის ქვეშ უამრავ კომენტარს ვკითხულობდი და ბავშვივით მიხაროდა! მიხაროდა, რომ ამქვეყნად ამდენი კეთილი ადამიანია, რომ ჩვენი გასაჭირი მათთვის სულ ერთი არ არის. ამ ყველაფერმა გამამხნევა, თავდაჯერება შემმატა და საშუალება მომცა, მომავლისთვის კვლავ იმედით შემეხედა. მინდა ყველას უდიდესი მადლობა ვუთხრა, ვინც ჩვენთვის კეთილი სიტყვები იპოვა! 

 – თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. გაბრიელ, ესე იგი, ძალიან მოგწონს გემრიელი საუზმე, არა?

გაბრიელი (4 წლის):დიახ, დეიდა! ტოსტერი უბრალო პურსაც კი გემრიელს ხდის! ზემოდან კარაქს ან მურაბას თუ წაუსვამ, ხომ... მ-მ-მ... უგემრიელესია! კიდევ, ახლა, პლანშეტიც გვაქვს!

დავითი (6 წლის): დიახ, ის ჩვენი, საერთოა! ყველანი ერთად ვუყურებთ მულტფილმებს, ვუსმენთ მუსიკას ან რიგ-რიგობით ვთამაშობთ! პატარა ფატიმაც კი ჩვენთან ერთად უყურებს მულტფილმებს!

– არ ჩხუბობთ?

მარიამი (10 წლის):რა თქმა უნდა, არა. ის ხომ ყველას გვაჩუქეს?! კიდევ... (ხმას უწევს) იცით, დედას ისე უხარია მაცივარი... ყველაფერს მასში აწყობს, ხანდახან, პურსაც კი... (ხითხითებს).

ტარიელი (8 წლის):დედა ახლა ხშირად იღიმის, არადა, მანამდე სულ სევდიანი იყო. ჩვენ კი ისე გვიხარია, ისე გვიხარია, დეიდა! პლანშეტი - განსაკუთრებით! ეს მსოფლიოში საუკეთესო საჩუქარია! 

– ლალი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ? 

ლალი: თქვენ ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ... ყველამ ერთად, ბედნიერები გაგვხადეთ... როგორ შეიძლება, კიდევ რამე რომ ვითხოვო?! თქვენ რომ მოგმართეთ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მაცივარი იყო და თქვენ ამაში დაგვეხმარეთ! 

მხოლოდ ერთია... ზამთარი ახლოვდება და რადგან იატაკი ბეტონის გვაქვს, კედლები კი მოშიშვლებული, ძალიან გვიჭირს შენობის გათბობა. შეშის მუდმივი პრობლემა გვაქვს. გაზის გამათბობელი რომ იყოს, ბევრად მარტივი იქნებოდა...

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს ფონდს და თქვენს ყველა მეგობარს! თქვენი წყალობით, ჩემს შვილებს თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავთ, მე კი მეტი არაფერი მინდა... უფალი დაგლოცავთ ყველა თქვენი კეთილი საქმისთვის!

***

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას! 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

 #GE15TB7194336080100003

 #GE42LB0115113036665000

 #GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მინდიაშვილების ოჯახი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/580-mindiashvili/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: