ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პროექტები

სორტირება:

ყველა პროექტი (18)

ავადმყოფი ბავშვები
დამეხმარეთ! მინდა ისეთივე ვიყო, როგორიც ყველა...
„დედა, ასე რატომ მიყურებენ? იმიტომ, რომ ისეთივე არ ვარ, როგორიც ყველა?“ ეს სიტყვები უფრო მტკივნეულია, ვიდრე ტყვიამფრქვევის ჯერი. ეს სიტყვები კლავს. „მისი საქმე გათავებულია,“ - თქვეს ექიმებმა 10 წლის წინ, როდესაც გიორგი დაიბადა. - „ყველაზე უარესისთვის მოემზადეთ!“ მაგრამ დედამისმა - თინათინმა ამის დაჯერებაზე უარი განაცხადა. 35 დღე გიორგი რეანიმაციაში იწვა... და 35 დღე დედა უფალს იმას შესთხოვდა, რომ მას მისი შვილი თავისთან არ წაეყვანა. უფალმა მისი ვედრება შეისმინა, გიორგი დედასთან დარჩა და დაიწყო სამარადჟამო ბრძოლა! „განსაკუთრებული ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული სრულიად უცხო ადამიანების „კეთილი რჩევები“ და გამვლელთა დაჟინებული მზერებია, რომლებსაც შენ, შენი შვილი თუ საკუთარი თავი ეცოდებათ იმის გამო, რომ ასეთი რამ იხილეს...“
შეგროვებულია
1,257 ₾
დაეხმარა
85
ავადმყოფი ბავშვები
ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები...
„დატოვე და შენი ცხოვრებით იცხოვრე! პრობლემების გარდა, ის სხვას არაფერს მოგიტანს“, - ეუბნებოდნენ დედას, როდესაც მისი შვილის დიაგნოზის შესახებ იგებდნენ. „იცი, ასეთი ბავშვები დიდხანს არ ცოცხლობენ.“ „ოჰ, მასთან ერთად როგორ გაწვალდები!..“ რამდენი გულსატკენი სიტყვა აქვს მოსმენილი მაიას! მათ ნათესავებმა და ახლობლებმაც კი ზურგი აქციეს. ყველაფრის მიუხედავად, მან მაინც შვილი არჩია! და ისინი მთელ სამყაროში მარტონი დარჩნენ, მაგრამ - ერთად! ნიკოლოზი საწოლს არის მიჯაჭვული, ვერ დადის, დამოუკიდებლად არც ჯდომა შეუძლია და არც ლაპარაკი, ზოგჯერ მხოლოდ ხმებზე რეაგირებს და ზმუის. დედა მას ისე უვლის, როგორც სიცოცხლის პირველ დღეებში. ზოგჯერ, ბიჭის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ხშირი შეტევები და კრუნჩხვები თითქოს მთელ შრომას წყალში ყრიან და ქალს კიდევ ერთხელ, ისევ ნულიდან უწევს შვილის ჯანმრთელობის მარცვალ-მარცვალ აკრეფა.
შეგროვებულია
2,842 ₾
დაეხმარა
175

მეგობრებო, ამ საბრალო ადამიანების ცხოვრება გრძელდება! მათ მუდამ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! უფალს სურს, რომ განუწყვეტლივ ვიზრუნოთ ასეთ ადამიანებზე. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ხერხი და არ მიატოვოთ ისინი ბედის ანაბარა.
(80)

ავადმყოფი ბავშვები
17 წლიანი საშინელი ტანჯვა მხოლოდ ერთი ნემსის...
17 წლის ბუბა 5 წლიდან დამხმარე ეტლს არის მიჯაჭვული... მან არ იცის, რა არის სირბილი, ხტუნვა და ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში... მას ამაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო. ბავშვთა ცერებრალური დამბლა - აი, ექიმების უმოწყალო დასკვნა. განაჩენივით ჟღერს, არა? მაგრამ არა ბუბას გაბედული დედისათვის - ლელასთვის (47 წლის). კეთილი ქალისა და ნამდვილი ქართველისთვის ამ სიტყვებმა ბრძოლის მოწოდებად გაიჟღერეს. იმ წუთიდან, მან მთელი თავისი სასიცოცხლო ძალა შვილის ფეხზე წამოყენებისკენ მიმართა. დედობრივი სიყვარულისთვის კი არანაირი წინაღობა არ არსებობს.
შეგროვებულია
1,414 ₾
დაეხმარა
83