რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საბრალო დედა – ქრისტინა, ყოველდღე ხატების წინ დგას და ტირილით ავედრებს უფალს თავისი ოთხი შვილის: საბას (3 წლის), ლევანის (6 წლის), ვანოს (8 წლის) და გიორგის (10 წლის) კეთილდღეობას.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საბრალო დედა – ქრისტინა, ყოველდღე ხატების წინ დგას და ტირილით ავედრებს უფალს თავისი ოთხი შვილის: საბას (3 წლის), ლევანის (6 წლის), ვანოს (8 წლის) და გიორგის (10 წლის) კეთილდღეობას.
„უფალი გეხმარებათ, ქრისტინე?“ – შევეკითხე და ოჯახში გამეფებულ სიღარიბეს მოვავლე თვალი.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მხოლოდ მისი წყალობით არ იციან ჩემმა შვილებმა: საბამ, ლევანმა, ვანომ და გიორგიმ, რა არის მიუსაფარი ბავშვობა! არადა, მე და ჩემი მეუღლე ხომ ბავშვთა სახლიდან ვართ… იმდენი მწუხარება გვაქვს ნანახი! ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ბავშვები ტკბილეულსა და სათამაშოებზე ოცნებობენ, მეზობლებთან ხედავენ…
და ქრისტინე ატირდა…
– არადა, ძალიან მალე ხომ ამ ქვეყანას მათი უმცროსი დაიკო, ჩვენი პატარა პრინცესა მოევლინება, მე კი მისთვის კარგი თოჯინაც კი არ მაქვს…
ქრისტინემ (29 წლის) და არტურმა (34 წლის) ცხოვრებაში მრავალი ტანჯვა გამოიარეს. ორივე ობოლია, ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და იციან, რა არის დანაკარგით გამოწვეული ტკივილი და მარტოობის სიმწარე. მათ ჩვენს მზიან საქართველოს ოთხი მომავალი დამცველი, ნამდვილი ვაჟკაცები აჩუქეს. იმედი ჰქონდათ, რომ საკუთარი ძალებით გაართმევდნენ თავს და შვილებს ღირსეულ ადამიანებად აღზრდიდნენ, მაგრამ ბედი სხვაგვარად წარიმართა და ახლა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ!
ისინი ობლები არიან, სულ მარტო მთელ ქვეყანაზე. უფლისა და გულისხმიერი თანამემამულეების გარდა, საერთოდ არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდნენ და ვისი იმედიც შეიძლება, რომ ჰქონდეთ. ამ ბავშვებისთვის ბავშვობის დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!
– ქრისტინე, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
ქრისტინე:ერთ თვეში ჩვენ დიდი ხნის ნანატრი გოგონა შეგვეძინება. ოთხი ბიჭი უკვე გვყავს, ამიტომ გოგონა ძალიან გვინდოდა…
– სახელი უკვე შეურჩიეთ?
ქრისტინე:დიახ, გვინდა მას დუნია დავარქვათ, ჩემი გარდაცვლილი დედამთილის საპატივსაცემოდ. ხომ ლამაზია? უფალმა მე და ჩემს მეუღლეს მშვენიერი შვილები გვაჩუქა, ყველაზე ჭკვიანები და ლამაზები მთელ მსოფლიოში… მაგრამ ჩვენ მათი უზრუნველყოფა არ შეგვიძლია. ჩემი ბიჭები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნახევრად შიმშილობენ, სათამაშოებზე ოცნებობენ… უბრალოდ შეხედეთ, მათთვის რისი ჩაცმა მიწევს! ძონძების! ქმარი მუდამ სამსახურს ეძებს, დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერ საქმეს ეჭიდება, ოღონდაც სახლში რამე მოიტანოს; მაგრამ თქვენც კარგად იცით, ახლა სამსახური ძალიან ჭირს, მით უმეტეს, რომ ორივე ბავშვთა სახლში გავიზარდეთ და განათლების მიღების შესაძლებლობა არ გვქონია…
– შეგიძლიათ, ამის შესახებ დეტალურად მოგვიყვეთ?
ქრისტინე:მე ქუთაისში გავიზარდე, ბებია მზრდიდა. სულ რაღაც 4 წლის ვიყავი, მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპნენ… ბებია ამბობდა, რომ დიდხანს ვტიროდი, ღამღამობით ვყვიროდი და დედას ვეძახდი… შემდეგ, მას დავუწყე დედის დაძახება. ყველა ჩემი უთბილესი მოგონება სწორედ ბებიასთან არის დაკავშირებული. ის ყოველთვის ძალიან ალერსიანი იყო, ჩემთან ერთად თამაშობდა. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, მაგრამ 12 წლის რომ ვიყავი, გარდაიცვალა და არავინ იყო, ვინც ჩემზე იზრუნებდა. ასე აღმოვჩნდი ზესტაფონის ბავშვთა სახლში. 16 წლის ასაკში კი სხვა ინტერნატში გადმომიყვანეს, თბილისში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე, არტური გავიცანი. ჩვენ ერთმანეთის ტკივილის თანაზიარები ვართ. ისიც, ჩემსავით ობოლია.
– ალბათ, ძალიან რთული იყო…
ქრისტინე: რთული ის იყო, რომ ერთადერთი, ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანი – ბებია დავკარგე. მოქცევით კი კარგად გვექცეოდნენ, არ გვცემდნენ, არ გვსჯიდნენ. მე თვითონაც მშვიდი, დამჯერი, მაგრამ ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი.
– არტურ, თქვენ როგორ აღმოჩნდით ბავშვთა სახლში?
არტური: მე 13 წლის ასაკში დავობლდი. საქმე იმაშია, რომ ჩემი პატარა და გარდაიცვალა. დედამ ბავშვის დაკარგვა ვერ გადაიტანა, ნერვიულობისგან ავად გახდა და მალევე დალია სული. მას მამაც მიჰყვა – საყვარელი ცოლისა და შვილის სიკვდილის შემდეგ სმა დაიწყო. მე დეიდა დამრჩა, მაგრამ ისიც იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ჩემი ბავშვთა სახლში ჩაბარება მოუწია. მე და ქრისტინეს საერთო მწუხარება გვაქვს, საერთო ტკივილი. ამან დაგვაახლოვა. ბავშვთა სახლის შემდეგ წასასვლელი არსად მქონდა და იქვე დავრჩი სამუშაოდ, მეურნეობაში ვეხმარებოდი. როდესაც ქრისტინე მოიყვანეს, ის მაშინვე მომეწონა. უბრალოდ შეხედეთ, რა ლამაზია! დავმეგობრდით, შემდეგ კი ვიქორწინეთ.
– ქრისტინე, მოგვიყევით, რა მოხდა ბავშვთა სახლის შემდეგ?
ქრისტინე:ჩვენ სოციალური დახმარება დაგვინიშნეს. ვცდილობდით, გვემუშავა, გზაჯვარედინებზე ხატებს ვყიდიდით, 100 ლარად ბინას ვქირაობდით. მაგრამ როდესაც ბავშვები გაჩნდნენ, უკვე ძალიან გაგვიჭირდა… მათ იმდენი რამ სჭირდებათ! ქირას ვეღარ ვიხდიდით; ჰოდა, ასე აღმოვჩნდით აქ, ამ სახლში – თუ შეიძლება, რომ ამ ფარდულს ასე ვუწოდოთ.
– თქვენ ამ სახლის ქირას იხდით?
ქრისტინე:თავდაპირველად, ვიხდიდით – სოციალური დახმარებიდან, მაგრამ მეპატრონეს სახლის გაყიდვა სურს; თუმცა ჯერჯერობით, გვაძლევს აქ ცხოვრების უფლებას. სულ ერთი ოთახი და სამზარეულოა. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაშია ყველაფერი: ბეტონის იატაკი, ონკანი – ქუჩაში, ყველაფერი ინგრევა… მაგრამ, სხვა თუ არაფერი, თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს. თუკი მოულოდნელად მყიდველი გამოჩნდება, ჩვენ ქუჩაში გაგვყრიან. წარმოდგენა არ მაქვს, მერე, ბავშვებთან ერთად, სად უნდა წავიდეთ. (ტირის). ჩვენ ხომ ამქვეყნად სრულიად მარტო ვართ!
–როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი ბავშვთა სახლის შემდეგ?
ქრისტინე: მე და მეუღლეს იმედი გვქონდა, რომ კარგ სამსახურს ვიშოვიდით. ძალიან მინდოდა ბაზარში ტანსაცმლით ვაჭრობა, მაგრამ იმისთვის, რომ საქონელი გასაყიდად აიღო, რაღაც პატარა თანხა მაინც უნდა გქონდეს, ჩვენ კი ვერაფრის მოგროვება ვერ შევძელით.
– გულწრფელად თანაგიგრძნობთ… ვინმესთვის თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?
ქრისტინე: ჩვენი მთავარი პრობლემა საცხოვრებელი ფართია, მაგრამ ამ საკითხში ჩვენი დახმარება არავის სურს. ისე კი, სოციალურ დახმარებას, მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებას და ჩემი ინვალიდობის პენსიას ვიღებთ. ჯამში 660 ლარი გამოდის. როგორც ჩანს, სახელმწიფო თვლის, რომ ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი ჭერიც კი არ აქვთ, ხუთი შვილი გაზარდონ…
– ეს თანხა რაზე გყოფნით?
ქრისტინე: პრინციპში, არც არაფერზე… მხოლოდ კომუნალურ ხარჯებსა და ელემენტარულ საკვებზე. ვცდილობ, მეტი ბრინჯი და წიწიბურა ვიყიდო, თვეში ერთხელ – ხორცის პატარა ნაჭერი. ბულიონს ვაკეთებ, ყველას რომ ეყოს… მაგრამ ბავშვებს ხომ ნორმალური კვება სჭირდებათ?! საიდან მოვიტანო ფული ხორცისა და რძის პროდუქტებისთვის, ხილისთვის? (სლუკუნებს.)
– თქვენს ვაჟებზე მოგვიყევით, როგორ სწავლობენ, რა იტაცებთ?
ქრისტინე: ჩემი ბიჭები უბრალოდ არაჩვეულებრივები არიან, ეს ნამდვილი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია! იცით, ისინი ყოველთვის ცდილობენ, გამახარონ, კარგი ნიშნები მოიტანონ, სახლში დამეხმარონ… დისტანციურმა სწავლამ მათი ძალისხმევა უშედეგო გახადა. სახლში მხოლოდ ერთი მუშა ნოუთბუქი გვაქვს, რომელიც ლევანს აჩუქეს – წელს ის პირველ კლასში წავიდა. უფროს ბიჭებს ისინი დიდი ხნის წინ გაუფუჭდათ. ასე რომ, მეზობლებთან სირბილი და გაკვეთილების ჩაწერა უწევთ… უბრალოდ დაიტანჯნენ.
– თუ შეიძლება, ბიჭებს გავესაუბრები. შენით დავიწყოთ, გიორგი. შენ ყველაზე უფროსი ხარ. მოგვიყევი, რა არის შენი ყველაზე საყვარელი საგანი სკოლაში და რის კეთება გიყვარს თავისუფალ დროს?
გიორგი: ძალიან ვცდილობ, კარგად ვისწავლო და დედა არ გავანაწყენო. ყველაზე მეტად კი მათემატიკა მიყვარს, ამოცანების ამოხსნა. სკოლის შემდეგ ჩემს ძმებთან ერთად ვთამაშობ. ერთად ყოველთვის კარგად ვერთობით.
– რომ გაიზრდები, ვინ გინდა, გამოხვიდე?
გიორგი:პოლიციელი! ფორმა მეცმევა, პისტოლეტით ვივლი და საშიშ დამნაშავეებს დავიჭერ! და მაგარი მანქანაც მექნება, ციმციმა შუქებით!
ვანო:მე კი მაშველი გავხდები! ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი სამუშაოა?!
–შენ კარგად სწავლობ, მომავალო მაშველო? ყველაზე მეტად რომელი საგანი მოგწონს?
ვანო:საშუალოდ, მაგრამ ძალიან-ძალიან ვცდილობ. ყველაზე მეტად კი ხატვა მიყვარს.
ლევანი: მეც, მეც მკითხეთ, დეიდა! მე უკვე პირველ კლასში მივედი! იცით, ნოუთბუქი მაჩუქეს! მეც კარგად ვისწავლი!
– რა თქმა უნდა, ლევან, ყველას რიგრიგობით გკითხავთ. რაზე ოცნებობთ, ბიჭებო?
გიორგი: ძალიან მინდა ველოსიპედი. მეზობლის ბიჭებს აქვთ. თვითონ ატარებენ, მე კი იშვიათად მაძლევენ ტარების უფლებას. ისე ვოცნებობ საკუთარ ველოსიპედზე…
ვანო:მე კი მანქანა მინდა – აი, ისეთი, შიგნით ჩაჯდომა და ტარება რომ შემეძლოს! ზოგადად, მე და ჩემს ძმებს ძალიან გვიყვარს მანქანებით თამაში!
ლევანი: დიახ, დიახ! მინდა, რომ ბევრი მანქანა გვქონდეს! ისინი საბასაც ძალიან უყვარს!
– საბა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და ჩემთან საუბარი არ შეუძლია, ამიტომ თქვენ მომიყევით, ის რაზე ოცნებობს?
ლევანი: საბაც მანქანებზე ოცნებობს, ისინი მას ძალიან მოსწონს. და კიდევ, ის კანფეტებსაც ითხოვდა. ოჰ, როგორ გვიყვარს ისინი ყველას!.. მაგრამ ტკბილეულს დედა იშვიათად გვყიდულობს… – მოიწყინა პატარამ.
– გიორგი, რას უსურვებდი საქართველოს ყველა ბავშვს?
გიორგი:ვუსურვებდი, რომ ჯანმრთელები იყვნენ და ბევრზე ბევრი სათამაშო ჰქონოდეთ – ყველაფერი, რასაც ისინი მოისურვებენ!
– თქვენ არაჩვეულებრივი ბავშვები ხართ, ამიტომ ყველა თქვენი ოცნება აუცილებლად ახდება! ქრისტინე, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?
ქრისტინე: ვოცნებობ, ჩემი შვილები დანაყრებულები იყვნენ, რომ მათთვის ყველაფერზე უარის თქმა არ მიწევდეს… დღედაღამ მხოლოდ ამაზე ვფიქრობ… და კიდევ, იქნებ, ოდესმე სასწაული მოხდეს და მათ საკუთარი ჭერი ჰქონდეთ.
– რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?
ქრისტინე:ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ახლა, ტაძარში ხშირად სიარული უკვე ძალიან მიჭირს, მაგრამ სახლში ბევრი ხატი გვაქვს. უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ ჩემი ბიჭები მშივრები არ დარჩნენ.
– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?
ქრისტინე: რა თქმა უნდა, მჯერა. სხვაგვარად, არც თქვენ მოგმართავდით. ჩვენი სავალალო მდგომარეობის შემყურეებმა, ნაცნობებმა გვირჩიეს, რომ თქვენი ფონდისთვის მოგვეწერა. „ფეისბუქზე“ თქვენი პოსტები წავიკითხე და მივხვდი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანია, რომლებიც მზად არიან, დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანს გაუწოდონ.
– თქვენი აზრით, პირველ რიგში სახლში რა გჭირდებათ?
ქრისტინე: ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა… ხედავს უფალი, მხოლოდ ჩემი შვილების გამო გთხოვთ. ჩვენ ძალიან გვიჭირს და ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით.
ჩემი ბიჭები მუდმივად არასაკმარისად იკვებებიან, სათამაშოებსა და ტკბილეულზე ოცნებობენ. ამ ქვეყანას მალე პატარაც მოევლინება და მასაც იმდენი რამ დასჭირდება… ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს, პროდუქტები, ტანსაცმელი ბავშვებისთვის; ხოლო თუკი სარეცხი მანქანისა და მაცივრის შეძენაში დაგვეხმარებიან, ეს უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნებოდა. ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება. პროდუქტების შესანახი ადგილი საერთოდ არ გვაქვს… წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ჩემს მდგომარეობაში ცივ წყალში, ქუჩაში, ხელით რეცხვა. ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ… ჩვენს შვილებს უბრალოდ დასაძინებელი ადგილი არ აქვთ. აქ ყველაფერი იშლება და ჩვენ უზომოდ გვჭირდება საწოლები.
მე და მეუღლე სრულიად მარტო ვართ და სხვა არავინ გვყავს, ვისაც დახმარებისთვის მივმართავთ. თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ!
***
ჩიბოტარების მრავალშვილიანი ოჯახი ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ! არტური და ქრისტინე ოთხ ვაჟს, ჩვენი სამშობლოს ოთხ მომავალ დამცველს ზრდიან! ძალიან მალე კი ოჯახში პატარა პრინცესაც დაიბადება. ამ ბავშვებს წართმეული აქვთ ნორმალური ბავშვობა და სრულყოფილი განვითარების შესაძლებლობა. მათ სახეებზე ღიმილის დაბრუნება კი ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!
ჩიბოტარების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი დახმარება: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ასევე, ავეჯი, განსაკუთრებით – საწოლები, მაცივარი და სარეცხი მანქანა. სამ ბავშვს ერთი სასკოლო ნოუთბუქი აქვს!
თავადაც შეგიძლიათ, მოინახულოთ ჩიბოტარების ოჯახი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფ. კრწანისი (თბილისიდან 5კმ-ში)
ასევე, შეგიძლიათ, უბრალოდ დაურეკოთ მრავალშვილიან დედას, ქრისტინეს და გაამხნევოთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონი: 557 135 161
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩიბოტარების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჩიბოტარების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
ბიძია ყუთში ნამდვილივითაა!
ბავშვები აღტაცებას ვერ მალავენ! ტელევიზორში მათ ნამდვილი, ცოცხალი ბიძია ნახეს! არა, ადრეც უნახავთ, მაგრამ ასე ახლოს და ასე მკაფიოდ არა! ახლა კი შეუძლიათ მულტფილმებს და ფეხბურთს დაელოდონ!
„რა მაგარია, შეხებაც კი შეიძლება! საჭმელს თუ აჩვენებენ, ალბათ ისიც ნამდვილივით იქნება! რა მაგარი იქნებოდა, მისი იქიდან გამოღება რომ შეგვეძლოს! მაგრამ ახლა ჩვენ კანფეტები გვაქვს. იცით, რამდენია? ალბათ 200 კილო!“
ექვსი წლის ვანო ხელზე მექაჩება, თავისი მადლიერების გამოხატვა მასაც სურს: „ტკბილეული და სათამაშოები ძალიან გამიხარდა! ამდენი ერთად ცხოვრებაში არ მინახავს! ნამდვილი მანქანაც მაქვს; ვცდილობდი ჩემი თვითმგორავით გიორგისთვის გამესწრო, ხომ მაგარია? ბავშვობაში ასეთი მაგარი მანქანა გქონია? ვერ დაეტევი, თორემ გაგასეირნებდი! კარგი დეიდა ხარ!“
მათ ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ გულზე მაინც ნაღველი გაწევს. როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? რამდენი ხანი გვემახსოვრება ეს ოჯახი? როდემდე შევძლებთ მათ დახმარებას?
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთდროულად ამდენი პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა“, – იღიმის ქრისტინე. – „არც კი მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ახლა ჩვენი იყო: ტელევიზორიც, მაცივარიც, სარეცხი მანქანაც… თითქოს ლატარია მოვიგეთ! რამდენი ოქრო ადამიანია, ჩვენზე ისე ზრუნავდნენ, ისე უნდოდათ ჩვენი გახარება!.. ღმერთმა გაახაროს ყველა!
– იქნებ ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადადაც გაიცანით?
ქრისტინე: რა თქმა უნდა! იყვნენ მკითხველები, რომლებიც გვირეკავდნენ და მერე სტუმრადაც მოდიოდნენ. მათი სახელების კითხვა მომერიდა, მაგრამ არც თვითონ გაგვეცნენ. თუმცა ერთი გოგონას სახელი კი მახსოვს. პირველი თამუნა მოვიდა, სურსათი (მაკარონი, მცენარეული ზეთი) და ბავშვებისთვის ტანსაცმელი მოგვიტანა. მერე ერთმა ორგანიზაციამ ტკბილეული, ველოსიპედი და ბურთი გამოგვიგზავნა.
ახალ წელს თოვლის ბაბუაც გვესტუმრა! ახალგაზრდა, მაღალმა ბიჭმა მისი ფორმა ჩაიცვა და ბავშვებს წარმოდგენა მოუწყო. ისე იყოჩაღა! ტომარაში ფანქრები, სათამაშო მანქანები, ტანსაცმელი და კანფეტები ჩააწყო. ნაძვის ხეც მოგვიტანა, სათამაშოებიანად, რადგან მიხვდა, რომ ნაძვის ხე არ გვექნებოდა. ბავშვებს ეთამაშა, ესაუბრა, ყველას დაუთმო ყურადღება. მერე დამალობანას თამაში შესთავაზა და როცა ბავშვები მიმოიფანტნენ, ჩუმად გაიპარა; წასვლის წინ კი მითხრა, მომავალ წელსაც მოვალო. (იღიმის.)
რამდენიმე ადამიანი სურსათით დაგვეხმარა: ხორცი, ბურღულეული, კარტოფილი, ლობიო, ვაშლი, ბანანი, კანფეტები, „ბარამბინო“-ს შოკოლადები, ვაფლი და ორცხობილები მოგვიტანეს. ბურღულეულის მარაგი კიდევ გვაქვს, დანარჩენი კი მრავალშვილიან ოჯახში დიდხანს არ ჩერდება.
– ბიჭებო, ველოსიპედი ალბათ საერთოა, არა?
ვანო: მას გიო უფრო კარგად ატარებს, ამიტომ მან მიისაკუთრა, მაგრამ მეც მაძლევს ხოლმე.
გიო: ველოსიპედით მაღაზიაში დავდივარ ხოლმე… მაგრამ ახლა ცოტა შეკეთება სჭირდება.
ვანო: ხომ გეუბნები, ბევრს დადიხარ…
გიო: სულაც არაა ბევრი, ნორმალურია.
– ვანო, შენთვის რა აიღე საჩუქრებიდან?
ვანო: „პლასტელინი“. მისგან საინტერესო რამეების კეთება შემიძლია: ობობების, სხვადასხვა ცხოველის, სახლების, ხეების…
ქრისტინე: ახლა სასადილო მაგიდა გვაქვს და როგორც იქნა, მთელ ოჯახს ერთად შეგვიძლია ჭამა. საჭმელს ვაკეთებ, სუფრას ვაწყობ და ქმართან ერთად ბავშვების სკოლიდან დაბრუნებას ველოდები. სულ სხვა განწყობაა, როცა ყველანი ერთად ვსადილობთ. ისე მიხარია!
ახალი, დიდი საწოლი ბავშვებს მივეცით. მასზე ბიჭები წვანან, პატარა დუნიას კი ჩემთან ერთად სძინავს.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, ტელევიზორთანაა. შაბათ-კვირას ჩემი კაცები ფილმებს ერთად უყურებენ, მე კი, ამასობაში, შემიძლია სახლის საქმეები მშვიდად ვაკეთო. ჩემს ქმარს ახალი ამბები უყვარს, ბიჭებს – მულტფილმები და კინო, მე კი რამე სერიალი ან თოქ-შოუ, რომ დავისვენო. წარღვნამდელი შავ-თეთრი ტელევიზორი, რომელიც მანამდე გვქონდა, ამას ნამდვილად ვერ შეედრება.
– ქრისტინე, სახლის საქმეებში ვინ გეხმარებათ? მაგალითად, გყავთ თუ არა ვინმე, ვისაც სარეცხის დარეცხვას დაავალებდით?
ქრისტინე: ამ მხრივ, შეგნებული ოჯახი მყავს. არტურს ნებისმიერ დიასახლისზე არანაკლებ შეუძლია თეთრეულის სარეცხ მანქანაში შეყრა და მერე გაფენა. (იღიმის.)
არტური: დიდი საკეთებელი რაა, როცა ასეთი თანამედროვე მანქანა გაქვს? ჩართავ, პროგრამას დააყენებ, „დაწყება“-ს დააჭერ და მორჩა! მერე თეთრეული უბრალოდ უნდა გამოიღო და ჩამოკიდო. ასეთი მაგარია!
ვანო: მამა, ჯერ ნივთები უნდა შეყარო და ფხვნილი ჩაყარო. დაგავიწყდა!
არტური: სიტყვაზე ვამბობ, შვილო… ადრე ჩემი ცოლი ცივ წყალში რეცხავდა და ძალიან იტანჯებოდა. მე რით დავეხმარებოდი? ახლა კი ყოველდღე ვრეცხავ.
ქრისტინე: ან მაცივარი ავიღოთ – ადრე, ზაფხულში, ცივი წყლისთვის მეზობლებთან გავდიოდი. მართალია, ახლა შემოსავალი არ გვაქვს, რომ მაცივარი სურსათით გავავსოთ, მაგრამ რასაც გავაკეთებ, არ გაფუჭდება მაინც…
არტური: რაღა ვთქვა, აბა? ჩვენს ოჯახს მართლა ძალიან დაეხმარეთ! მყუდროდ ვართ, აღარ ვიტანჯებით… ჩემი ოჯახის სახელით მადლობას ვუხდი ყველა კეთილ ადამიანს. ღმერთმა ყველას ბევრი სიკეთე მოგცეთ!
– კიდევ თუ გაქვთ პრობლემები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ აგვარებთ?
არტურ: მთლად პრობლემები არა, მაგრამ… სამშენებლო მასალები რომ გვქონდეს, რემონტს გავაკეთებდი. მეზობლები დამეხმარებოდნენ. ჩვენთან ძალიან ცივა, სახლში ქარია; დუნია გვიცივდება და ახველებს…
– დროა, პატარას შესახებაც დაწვრილებით გამოგკითხოთ.
ქრისტინე: ჩვენი გოგონა ორთაჭალის №4 სამშობიაროში დაიბადა. წონა – 2.300კგ, სიმაღლე – 41სმ. დუნია მშვიდი გოგოა, ღამე კარგად სძინავს. ხელოვნურ კვებაზე მყავს, ნარევს ჩემი პენსიით ვყიდულობ. პრინციპში, ყველა მზადაა, რომ პატარა მოვლაში დამეხმაროს, მაგრამ ეს ყველაზე უკეთ ვანიჩკას გამოსდის. დას ნაზად არწევს და მისი დამშვიდება სწრაფად შეუძლია.
ვანო: საწოვარას ვაძლევ თუ არა, თვალები მაშინვე ეხუჭება. ზოგჯერ ვუმღერი კიდეც…
– და რას უმღერი ხოლმე?
ვანო: თანამედროვე სიმღერებს. (იღიმის.) მოსწონს.
– აბა, რა! შენს ხმაში სიყვარულს გრძნობს… ახლა დედ-მამასთან სერიოზული კითხვა მაქვს – რა ვითარებაა სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით? პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რამე ახალი მოხდა?
არტური: სოციალურ დახმარებას თბილისში უნდა ვიღებდეთ, მაგრამ ახლა აქ ვცხოვრობთ. რამდენიმეჯერ, მათ შორის „ლოკდაუნის“ დროს, სურსათი პირდაპირ აქ, ამ მისამართზე მოგვიტანეს. სულ ეს იყო, მაგრამ ეგეც საქმეა! ამაზე მეტს არც ველოდით.
***
მეგობრებო, ალბათ შეამჩნიეთ, ქრისტინეს და არტურის განწყობა როგორ შეიცვალა. მათ სიხარული და იმედი დაუბრუნდათ. თქვენ მათ საყრდენი წერტილი მიეცით! რთულ დროს კი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანმა წინსვლა შეძლოს და ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავდეს, რომ მასში შინაგანი ცეცხლი აინთოს. არტურს ძალიან უნდა რემონტის გაკეთება – ბავშვებისთვის და პატარა დუნიასთვის. თუკი დახმარებას მოისურვებთ, მას ძალიან გაახარებთ!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩიბოტარების ოჯახ).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/640-chibotar/description
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
4789.90₾დარჩა:
0₾