რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა.. ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი? ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა..
ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი?
ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!
გიო 4 წლის: დღეს დილით მუცელის ტკივილმა გამაღვიძა. და შენ? (ეკითხება კორესპონდენტს) შენც გტკივა მუცელი როცა პური არ გაქვს? ჩანთაში რა გაქვს? კანფეტი ან რამე გემრიელი ხომ არ გიდევს?! მე კარგი ბიჭი ვარ…!
ხატია 9 წლის: ჩვენ გამათბობელი არ გვაქვს, ამიტომაც გაზქურათი ვთბებით, რომელსაც საშინელი სუნი აქვს. აი, უსუნე, დეიდა! როცა ძალიან ყარს, მე და ჩემს ძამიკოებს არ გვძინავს. ცხვირზე ხელებს ვიფარებთ. ამის გამო ხომ არ დავიხრჩობით? როგორ ფიქრობ? ნეტა რატომ აქვს ასეთი საშინელი სუნი?
გაბრიელი 8 წლის: ზამთარში სკოლაში ერთი ჯემპრით დავდივარ, იმიტომ რომ თბილი ქურთუკი არ მაქვს.
გიო (4 წლის): და მე, დეიდა, არ მინდა რომ დედიკო ტიროდეს… ამიტომაც არასოდეს ვეტყვი, რომ ისევ მშია!
გაბრიელი (8 წლის): არც თბილი ფეხსაცმელი. სიცივისგან ძვლები მტკივა. წვიმა მეზიზღება, რადგან ჩემს ფეხსაცმელს ძირი აქვს ამძვრალი და როცა წვიმს, ფეხები სულ სველი მაქვს ხოლმე. მერე ავად ვხვდები და დედა ტირის, რომ წამლის საყიდელი ფული არ აქვს. ახლა ითოვებს მალე. თოვლი ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვითამაშებ ჩემს თანატოლებთან ერთად თოვლში, რადგან არაფერი მაქვს თბილი ტანსაცმელი”.
ინგა (დედა): ამ 10 კვადრატულ ფართში ქირით ვცხოვრობთ. 400 ლარს ვიხდი. სოციალური დახმარების ნახევარი ქირაში და კომუნალურ გადასახადებში მიდის. წლების წინ, საშინელი ტრაგედია შემემთხვა. მამამ დედა მიმიკლა. სასჯელი კი მოიხადა, მაგრამ იმის მერე კონტაქტი აღარ მაქვს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც თავს ვერ ვიკლავ – ჩემი შვილები არიან. მაგრამ ასეთ სიცოცხლეს რა ფასი აქვს? დღეს მხოლოდ 2 ლარი და 60 თეთრი მქონდა მაკარონის საყიდლად. კონსულტანტმა გოგონამ რომ ამიწონა, და სასწორზე 3 ლარის და 50 თეთრი რომ დაეწერა, ვთხოვე ამოეკლო 90 თეთრის მაკარონი. ის გოგო მიხვდა, რომ მეტი ფული არ მქონდა და არ ამოაკლო. ღმერთმა დალოცოს ამ სიკეთისთვის. ახლა ამ მაკარონს მოვუხარშავ ბავშვებს. ძვლები მეწვის ამათი ცოდვით. შიმშილს გაუძლონ, თუ სიცივეს? გამათბობელი არ არის სახლში და ამიტომ იძულებული ვარ, გაზის ქურები ავანთო. ტელევიზორში ბევრჯერ მოვისმინე ხალხს აფრთხილებდნენ, რომ არ შეიძლება დახურულ სივრცეში გაზის ქურის დიდხანს ანთება გათბობისთვის. სიცოცხლისთვის საშიში არისო. მაგრამ სხვა ძალა არ მაქვს.
ბავშვები სიცივისგან იყინებიან. ალბათ, მარტო დედები გამიგებთ, როგორი ტკივილია, რომ მშობელი საკუთარი შვილების ტანჯვას უყურებდეს და ვერაფრით ეხმარებოდეს. ერთადერთი რითიც ვეხმარები ის არის, რომ ჩემს წილ საჭმელსაც ბავშვებს ვუნაწილებ. მე რამენაირად გავუძლებ”.
ადამიანებო, გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროს გადარჩენა მხოლოდ სიკეთეს შეუძლია. ამ სამყაროში კი თქვენი შვილები, თქვენი და/ძმები, თქვენი შვილიშვილებიც ხომ ცხოვრობენ. თქვენ მიერ გაღებული სიკეთე კი, ლამპარი იქნება მათი ცხოვრების გზაზე. ის ლამპარი, რომელიც თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს სწორედ მაშინ გაგინათებთ გზებს, როცა ირგვლივ სიბნელე დაისადგურებს. გახსოვდეთ, რომ ერთადერთი გზა, რომელსაც უფალთან მივყავართ, ეს სიკეთის გზაა.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ქსოვრელის ქუჩა 15
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
ინგა: „ბავშვებმა სიხარულისგან შოკი მიიღეს: იმაზე ბევრად მეტი საჩუქარი მოუტანეთ, ვიდრე ელოდებოდნენ!“
„ადრე, ორ ცუდს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება: გაზქურით ვთბებოდით და გაზი გვწამლავდა, ან ისეთ სიცივეში ვიყინებოდით, ძვლებში რომ ატანს, – იხსენებს ინგა. – ახალი გამათბობლისთვის ძალიან მადლობელი ვარ თქვენი! ახლა, ჩემი შვილები სითბოში იქნებიან და უსაფრთხოდ.
ის დღე, როდესაც ჩერნოვეცკის ფონდიდან საკვები პროდუქტის თანხა ირიცხება, ჩვენი ოჯახისთვის დიდი დღესასწაულია. ბავშვები სკოლაში და საბავშვო ბაღში არ მიდიან, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ მაღაზიაში. აქამდე არც იცოდნენ, რას ნიშნავს პროდუქტების არჩევის ბედნიერება. მინდა, რომ ასეთი მომენტებით დატკბნენ და მეც მიხარია, როდესაც ირჩევენ პროდუქტებს, რომელსაც ადრე ვერ ვყიდულობდით: ხორცს, კარაქს, ყველს, წვენებს… ყოველ ჯერზე ვტირი, რადგან თქვენს კეთილშობილურ, გულწრფელ თანადგომას ვგრძნობ “.
გაბრიელი: “ჩემი ფერარი ყველაზე მაგარია ჩვენს სამეზობლოში!”
– ინგა, გაზის სუნი აღარ იგრძნობა სახლში. ამოვისუნთქე.
ინგა: თვალცრემლიანი გიხდით მადლობას იმისთვის, რომ გაგვათავისუფლეთ ამ “გაზის კამერიდან”. სახლში ისეთი მძიმე, მომწამვლელი ჰაერი იყო, შესვლაც არ მინდოდა. ჯერ ორკამფორიან ქურას ვანთებდი, ცოტათი რომ გაეთბო სახლი, მერე კი ოთახებს ვანიავებდით, რომ არ გავგუდულიყავით და ღია ფანჯრებით, საბანში გახვეულები ვისხედით. ახლა, ბავშვები ნორმალურად თბებიან, მათი მარტო დატოვების აღარ მეშინია. თქვენ მართლაც, იმისთვის მოხვედით, რომ ტანჯვისგან გვიხსნათ.
– ნორმალურად რომ გეცხოვრათ, კიდევ რა გიშლიდათ ხელს?
ინგა: ოჰ, ბევრი რამ! მეც და ბავშვებსაც ცუდად გვეძინა რკინის ბადეებიან საწოლებზე. მაცივარი არ ყინავდა. იაფად ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, სულაც არ არის კომფორტული. ახლა, ახალი ორსართულიანი საწოლი გვაქვს და მეტი სივრცეა.
ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა სატვირთო მანქანით ახალი საწოლი და ლეიბები მოიტანეს
და გასართობიც (იღიმის). ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს კიბე, მეორე სართულზე რომ ადის. მუდამ ეკიდებიან და დაძვრებიან. გაბრიელი და ხატია ამბობენ, რომ მეორე სართულზე ცხოვრობენ.
მაცივარიც დიდი, ტევადი და რაც მთავარია, პროდუქტებით სავსე გვაქვს, ახლა!
ბავშვებს ვუსურვებთ, რომ ახალ მაცივარში საკვები არ გამოილიოს და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის!
ხატია (9 წლის): თვის საუკეთესო დღეა, როდესაც ნანა დეიდა რეკავს და ამბობს, რომ შეგვიძლია მაღაზიაში წავიდეთ და საჭმელი მოვიტანოთ.
– ჩვენი ნანა, სოციალური მუშაკი.
ხატია: თქვენიც და ჩვენიც. სკოლას ვაცდენ ხოლმე, მაღაზიაში წასვლას ვერაფრით გამოვტოვებ. უჩემოდ უნდა მოხდეს ყველაფერი საინტერესო?! ამ დღეს მაღაზიაში ურიკებსაც კი ვიღებთ, წარმოგიდგენია? იმიტომ, რომ ამდენ რამეს ხელში ვერ დავიჭერთ. ჯერ მაცივარში შესანახ საჭმელს ვიღებთ. შეგვიძლია ისეთი რამეების აღებაც კი, რასაც ვერ ვიღებდით ადრე: სარდელი, ბლინები, შოკოლადის იოგურტიც კი… დედას ვეკითხები: „ფული კიდევ დაგვრჩა?“ შემიძლია, რულეტი ავიღო?“ ის იღიმის და ყველაფერზე მეუბნება: “შეგიძლიაო!” რა კარგები ხართ! ჩვენთვის არაფერი გენანებათ!
ხატია: “ნამდვილი დღესასწაულია – მაცივრის შევსების დღე!”
გაბრიელი (8 წლის): მე მაცივარში საჭმლის შენახვა მიყვარს, მერე გავხსნი და ვუყურებ ხოლმე, რამდენი რამე დევს.
გიო (4 წლის): მე ჭამა უფრო მიყვარს, ვიდრე ყურება.
ინგა: იმიტომ, რომ ადრე, ამ საბრალო ბავშვებს მხოლოდ ყურება შეეძლოთ.
ხატია: ნეტავ, ნანა დეიდამ სულ დაგვირეკოს ხოლმე! ნეტავ!..
ინგა: ბავშვები არ ელოდნენ, ამდენ რამეს რომ აჩუქებდით. სიხარულისგან შოკში არიან. გულწრფელად ვამბობ, მეც მეფიქრებოდა, მკითხველები ჩვენს ამბავს გულთან ახლოს თუ მიიტანდნენ?
– რატომ, ინგა?! განა კოშმარული არ არის ის პირობები რომელშიც ცხოვრობდით?! ოჰ, როგორ ეჩვევა ჩვენი ხალხი ყველაზე ცუდ და საშინელ რამეებს!
ინგა: ჩვენი მდგომარეობა მართლაც არ არის სახარბიელო. მაგრამ, თქვენი ისტორიები ძალიან მძიმეა. სასიკვდილოდ დაავადებული ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები, ენით აღუწერელი ტკივილი! დაგვამშვიდეთ და მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ თქვენს გულებში ჩვენთვის ადგილი გამოინახა! რომ არ ანსხვავებთ, ვისი მდგომარეობა უფრო მძიმეა, უბრალოდ გულში იკრავთ ყველას, ვისაც უჭირს და ათბობთ თქვენი სიყვარულით და ყურადღებით!
ვაშა! ცხელი წყალი გვექნება სახლში!
გიო ბედნიერია, პენოპლასტი აყრია სახეზე. წყლის გამაცხელებლის შეფუთვის გახსნაში ეხმარებოდა
ვტიროდი, ჩვენთან სახლში რომ მოდიოდნენ და ახლაც, ვტირი ემოციებისგან. მათ მომცეს სტიმული, იმედი, ფრთები შემასხეს. უამრავი ადამიანი პროდუქტით სავსე ჩანთით გვესტუმრა. რეკავდნენ, გვწერდნენ, ზოგი პირდაპირ მოდიოდა დარეკვის გარეშე და მეზობლებს ეკითხებოდნენ: სად ცხოვრობს ლაგვილავების ოჯახი? ასე გავიცანი სალომე, ერთი კვირის შემდეგ კი, მისი ოთხი მეგობარი, რომლებმაც სათამაშოები, ტანსაცმელი, საჭმელი მოგვიტანეს…
გავიცანით ორი ახალგაზრდა სამხედრო. ეს ბიჭები და მათი ჯარის მეგობრები ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებიდან ყოველთვიურად ირჩევენ ოჯახს, სხვადასხვა სახის დახმარება რომ გაუწიონ. დაფარეს ჩვენი კომუნალური გადასახადები და ბინის ქირა.
დიდი მადლობა ნიკა ცხომელიძეს, რომელმაც გაზის გამათბობელი გვაჩუქა! ხალხო, თითოეულ თქვენგანს მთელი გულით მადლობას გიხდით! ისე გამამხნევეს, რომ მუშაობაც კი დავიწყე!
– რა კარგია, ინგა! წინ გადადგმული ნაბიჯი არის ნამდვილად. სად დაიწყეთ მუშაობა?
ინგა: საცხობში, დიდუბეში. სამზარეულოში, პროდუქტის დაჭრაში, მწვანილის დახარისხებაში, ყველის გატარებაში ვეხმარები… ბევრს არ მიხდიან, მაგრამ მიხარია, რომ შემიძლია ბავშვებს, ჩემს მშიერ წიწილებს, რაღაც მაინც რომ მოვუტანო.
თქვენთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს. სახალხო დამცველს რომ მიმართეთ, სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ ჩვენთან. მათი დახმარებით, გიომ აქვე, სახლთან ახლოს, კინოთეატრ „საქართველოს“ გვერდით საბავშვო ბაღში დაიწყო სიარული. მანამდე არ ჰქონდათ ადგილები, შუა წელიწადი იყო, აქ რომ გადმოვედით. ახლა კი, თავად საბავშვო ბაღის დირექტორმა დამირეკა და მითხრა: „ლაგვილავა გიო ჩაირიცხა“.
გიო: იქ ხორციან წვნიანს გვაჭმევენ, თევზს, კაკაოს და ბანანს. მასწავლებელიც მომწონს.
ხატია: რა კარგად მოეწყო! (იცინის.)
ინგა: ნაძალადევის რაიონის გამგეობას ჩვენი ბინის ქირის გადახდა შეუძლია. ამაზეც სოციალური სამსახური იზრუნებს ჩვენთვის.
– ზუსტად ამიტომ ვწერთ წერილებს სხვადასხვა დეპარტამენტებს. გისურვებთ, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს!
ხატია: დედიკოსთან საუბარს მალე დაასრულებ? მინდა, ჩემი კოსმოსური თავსატეხები გაჩვენო. გაბრიელი და გიო მეხმარებიან აწყობაში, შენც მომეხმარე. ჩემი პლანშეტიც ჯერ არ გინახავს.
ხატია: „გეყოფა დედასთან ლაპარაკი, ჩემს ახალ პლანშეტს გაჩვენებ! უკვე ვარ ინსტაგრამსა და TikTok-ზე, ახლა, ჩემს გვერდებს განახებ“
გიო: ჯერ ჩემს სპაიდერმენს გაჩვენებ.
გაბრიელი: გარეთ წამოხვალ ჩემთან ერთად? გაჩვენო, როგორ ვატარებ ჩემს ახალ ველოსიპედს?
გაბრიელი: „ეზოში წავიდეთ! გაჩვენებ, ჩვენს ქუჩაზე როგორ ვსეირნობ.”
– მორჩა, წავიდეთ, მაჩვენეთ საჩუქრები!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
5948.57₾დარჩა:
0.38₾