რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ პასუხს!“
მშობიარობისას ექიმებმა ახალშობილს დაუნდობლად მოტეხეს ფეხი და არაფერი უთხრეს საბრალო დედას! ახლა, პატარას არ ეზრდება მარცხენა ფეხი! მადლობა უფალს, რომ არსებობს გამოსავალი! მას საზღვარგარეთ სჭირდება ოპერაციის გაკეთება! და შესაძლოა, ერთი ოპერაცია არ იყოს საკმარისი. მაგრამ, რაც მთავარია, მისი გამოჯანმრთელება შესაძლებელია! და ეს უდიდესი ბედნიერება არის! ნიკოლოზს სიარული და ხოხვა ძალიან უნდა, მასაც უნდა, სამყაროს გაცნობა ისევე, როგორც ჩვენს შვილებს. ამის გაკეთებას რომ ცდილობს, ცხარე ცრემლებით ტირის. ნუთუ, სამშობიაროში ამაზე არავინ აგებს პასუხს?! მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ?!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თეონა: „არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არცერთ დედას არ ვუსურვებ ამხელა ტკივილის განცდას!“ კეთილი ადამიანების დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი ანგელოზის გადარჩენას გთხოვ, ღმერთო!!!
„ვიცი, უფალი მოწყალეა და ჩემი ანგელოზი ქვეყანას ასეთი საშინელი ტანჯვისთვის არ მოევლინა! თეთრხალათიანი ადამიანები კი, ვინც ის ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო, უფლის წინაშე აგებენ პასუხს!“
მშობიარობისას ექიმებმა ახალშობილს დაუნდობლად მოტეხეს ფეხი და არაფერი უთხრეს საბრალო დედას!
ახლა, პატარას არ ეზრდება მარცხენა ფეხი! მადლობა უფალს, რომ არსებობს გამოსავალი! მას საზღვარგარეთ სჭირდება ოპერაციის გაკეთება! და შესაძლოა, ერთი ოპერაცია არ იყოს საკმარისი. მაგრამ, რაც მთავარია, მისი გამოჯანმრთელება შესაძლებელია! და ეს უდიდესი ბედნიერება არის!
ნუ ტირი, შვილო! შენ საქართველოში დაიბადე! შენ მარტო არ ხარ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ნიკოლოზს სიარული და ხოხვა ძალიან უნდა, მასაც უნდა, სამყაროს გაცნობა ისევე, როგორც ჩვენს შვილებს. ამის გაკეთებას რომ ცდილობს, ცხარე ცრემლებით ტირის. ნუთუ, სამშობიაროში ამაზე არავინ აგებს პასუხს?! მეგობრებო, თქვენ როგორ ფიქრობთ?!
თეონა (დედა): მშობიარობის დროს, ჩემს შვილს სახსრიდან ამოუგდეს და მოტეხეს ფეხი. მე კი, ეს დამიმალეს. გამწერეს, ნიკოლოზი კი სამშობიაროში დატოვეს, მითხრეს, რომ ჩვილი სუსტია და სჭირდება მოვლა. ადგილს ვერ ვპოულობდი, ვგრძნობდი, რომ კარგად არ იყო საქმე, რომ რაღაცას მიმალავდნენ. ათ დღეში გამოვიყვანეთ სამშობიაროდან, გაუჩერებლად ტიროდა, განსაკუთრებით პამპერსს რომ ვუცვლიდი მაშინ. ექიმთან წავიყვანეთ და გვითხრა, რომ ფეხი ამოვარდნილი ჰქონდა და მოტეხილი.
„რეაბილიტაციის შედეგად, ნიკოლოზს აღარ აწუხებს ფეხის ტკივილი. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ ამ საშინელებას! ერთი ფეხი მთელი 7 სანტიმეტრით მოკლეა მეორეზე“
– მოდით, თავიდან გვიამბეთ. როგორი იყო თქვენი განცდები და მოლოდინი მშობიარობის წინ?
თეონა: მშობიარობის შემდეგ ბავშვი არ მინახავს. მაგრამ, წარმოგიდგენიათ, მისი ტირილი მესმოდა! თითქოს, დანა ჩამარტყეს გულში. თითქოს ვგრძნობდი, რომ ჩემს პატარას რაღაც ძალიან სტკიოდა და ამ ტირილით ითხოვდა შველას!
„შეხედეთ, რა ლამაზია! ნამდვილი საოცრება! ნუთუ, ექიმების დაუდევრობის გამო მთელი ცხოვრება უნდა დაიტანჯოს?!“
ექიმებს მაშინ ჩემთვის სიმართლე რომ ეთქვათ, ჩემი ნიკოლოზი ჯანმრთელი იქნებოდა და თავის ძამიკოსთან ერთად შეძლებდა თამაშს. ახლა კი… მასთან ერთად, აქ ვარ, სარეაბილიტაციო ცენტრში, ჩამოშორებული ვარ ოჯახს. ძალიან რთულია ეს ყველაფერი! სახლში ხომ, მეუღლე მყავს და კიდევ ერთი პატარა შვილი! ნეტავ, ჩემს გარეშე როგორ არიან?! მკურნალობის საშუალება საერთოდ არ გვაქვს… საშინლად ვიტანჯები!
– რას ეტყოდით მშობლებს, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში?
თეონა: სიმტკიცე გამოიჩინეთ. დაიცავით თქვენი შვილები და პასუხი მოითხოვეთ. როდესაც თქვენი შვილის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ყველაფერი გულდასმით გაარკვიეთ. ნუ მოგერიდებათ და რასაც გეუბნებიან, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ. დედის გული არის ერთადერთი ინსტანცია, რომელიც არასდროს ტყუის.
დამშვიდდი პატარავ, უიმედო არ არის შენი მდგომარეობა! შენ საქართველოში ცხოვრობ და ერთად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, შენს თვალზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი რომ დავინახოთ! უფალი მუდამ შენს გვერდითაა!
„მივმართავ ყველა დედას და მამას, ვისაც ჰყავს ჯანმრთელი შვილი, გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ მე და ჩემს პატარას! ფონდის ექიმებმა იმედი მაჩუქეს. ამჟამად, საზღვარგარეთ ვეძებთ სპეციალისტებს
ამ დედის ისტორია იმის მტკიცებულება გახლავთ, რომ ექიმების დაუდევრობამ შეიძლება უკუღმა წარმართოს ოჯახის ცხოვრება. სამართლიანობა უნდა მოვითხოვოთ, რათა ასეთი უპატიებელი შეცდომებისგან დაცული ვიყოთ. ერთად, შეგვიძლია ეს სამყარო ჩვენი შვილებისთვის უფრო უსაფრთხო გავხადოთ.
ექიმებს მივმართავ, ნუთუ, არ გაწუხებთ სინდისის ქენჯნა, როდესაც ხედავთ, ეს პატარა და მისი ოჯახი როგორ იტანჯებიან თქვენს გამო? ნუთუ, დადებული ფიცი ან ადამიანობა საერთოდ არ გახსოვთ? უმკურნალეთ და ნუ დაასახიჩრებთ! თქვენი სამსახურია ადამიანების გადარჩენა და არა დაღუპვა.
ბიბლიიდან ციტატას შეგახსენებთ: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.“ დავეხმაროთ მათ, ვინც იტანჯება ისევე, როგორ დავეხმარებოდით საკუთარ თავს და შვილებს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიცილიტეტი, სოფელი მაკვანეთი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნიკოლოზ ჭყონია).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
7614.94₾დარჩა:
0₾