რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 05.12.2013
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მალე ექვსნი ვეყოლებით დედიკოს! დედას მუცელში ჩემი დაიკო ჰყავს! ნურაფრის შეეშინდება, არავის დავტოვებ მშიერს! ოღონდ ჯერ ცოტა გავიზარდო.
ჩემს ოცნებებზე საუბრის მრცხვენია, როდესაც ვიცი, რომ ჩემი უმცროსი და-ძმები და ჩემი ორსული დედა ახლა მშივრები არიან, სახლში კი პურიც არ გვაქვს.
მაგრამ, რადგან გინდა, რომ დაგვეხმარო, უარს არ გეტყვი, ყველაფერს მოგიყვები. თუმცა ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს შესაძლებელია!
სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი დიდი ოცნებაა, ერთხელ მაინც დავათვალიერო საქართველოს დედაქალაქი, თბილისი. იცი, როგორ ვოცნებობ ამაზე? ღამით თვალებს რომ ვხუჭავ, თბილისს წარმოვიდგენ ხოლმე. ჩემი კლასელები თბილისში იყვნენ ექსკურსიაზე, მაგრამ დედიკოს ფული არ ჰქონდა და ამიტომ მე ვერ წავედი.
ეჰ-ჰ, კიდევ, ძალიან მინდა, ერთხელ მაინც წავიდე სკოლაში ახალი ტანსაცმლით, ტელეფონი და კომპიუტერი რომ მქონდეს! მე და ჩემს საწყალ და-ძმებს ღარიბულად რომ არ გვეცვას! ჩემს ოცნებებზე ლაპარაკის ძალიან მრცხვენია, როდესაც ვიცი, რომ ჩემი უმცროსი და-ძმები და ჩემი საყვარელი დედა, რომელიც მეექვსე შვილს ელოდება, ახლა მშივრები არიან, სახლში კი პურიც არ გვაქვს.
მაგრამ რადგან შენ გინდა, რომ დაგვეხმარო, — მიმართავს ფონდის კორესპონდენტს, — ვიცი, რომ შენს სიტყვას შეასრულებ, უარს არ გეტყვი, ყველაფერს მოგიყვები. თუმცა, იმის დაჯერება ძალიან მიჭირს, რომ ჩვენი გასაჭირი შეიძლება ადარდებდეს უცხო ადამიანებს!
ალბათ, ყველას გახსოვთ ალექსი. ბიჭი, რომელიც ჯართს აგროვებდა, რომ თავისი დედმამიშვილებისა და ორსული დედისთვის ცოტაოდენი საკვები ეყიდა. ძირებამძვრალი ფეხსაცმელით და თხელი მაისურით ბიჭი ყინვაში დაჟანგებულ რკინებს აგროვებდა. რამდენჯერ ხელი გაეჭრა, რამდენჯერ მუხლები ,,გადაიტყავა“ ხევში ძრომიალისას. ალექსის ყველაზე დიდი ოცნება ლეპტოპი და ტელეფონი იყო. მაგრამ ბავშვი ოცნებასაც კი ვერ ბედავდა. დარწმუნებული იყო, რომ მისი ოცნება არასდროს ახდებოდა. და მართლაც, როგორ შეაგროვებდა ბავშვი ფულს ჯართის ჩაბარებით? ის ფული ხომ ცოტაოდენი პროდუქტების საყიდლადაც კი არ ჰყოფნიდა. დღეს კი, ალექსის ოცნება ახდა. ბავშვი ბედნიერების ცრემლებით ტირის. შეხედეთ მის თვალებს, რამხელა მადლიერებაა მათში. მადლიერება თქვენ მიმართ, კეთილო ადამიანებო. სწორედ თქვენი დამსახურებით, ამ კეთილი ბიჭის თვალებში ახლა ,,ვარსკვლავები’’ ანთია. ეს ემოცია, ხომ ბავშვს, მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. კეთილო ადამიანებო, თქვენ არა მხოლოდ ბავშვის ოცნება აასრულეთ, არამედ , რაც ყველაზე მთავარი და რთულია, სწორედ ის შეძელით – დასამარებული იმედი გაუცოცხლეთ!!! შეხედეთ ალექსის, ბავშვი ბედნიერებისგან ტირის და ეს მის ცხოვრებაში, პირველად მოხდა. ეს კი, სწორედ თქვენი დამსახურებით არის, ფონდის მეგობრებო!
სულ ხარჯები:
2156.00₾დარჩა:
0.58₾