რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს. მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270SOS! SOS! SOS! ნათელას ძვლის კიბო აქვს. სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსების ჩატარება თურქეთში! გთხოვთ, სამი შვილის დედა გადაარჩინოთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს სამი შვილის დედას და მის სხეულში საგანგაშო სისწრაფით ვრცელდება! იცით, ეს რას ნიშნავს? ძვლოვანი ქსოვილის ვერაგი კიბო ერთიმეორის მიყოლებით ყველა ჯანმრთელ ორგანოს ითრევს: სარძევე ჯირკვალს, ფარისებრ ჯირკვალს, ხერხემალს.
ნათელა (43 წლის): „შოკში ვარ, რადგან აქამდე გრიპიც კი არასდროს მქონია. მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი აბიც არ დამილევია. წარმოგიდგენიათ? მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ამ ჯანმრთელობას ვემსხვერპლე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ეს საშინელი კიბო ყოფილიყო ჩემს სხეულში! ოჯახის წევრებს ვეცოდები და, ნაწილობრივ, სიმართლეს მიმალავენ!“ (ტირის)
მეგობრებო, უფალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ შანსს გვაძლევს, მაგრამ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ! ახალგაზრდა ქალს ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარება ესაჭიროება თურქეთში. ერთი პროცედურის ღირებულება დაახლოებით ხუთი ათასი დოლარი არის. ნათელა ფეხზე რომ დადგეს, უნდა გადაიხადოს სამი ასეთი პროცედურის საფასური და, რაც მთავარია, უნდა გაუძლოს მათ. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ყიდიან ყველაფერს, რაც კი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ კმარა. თქვენი დახმარების გარეშე ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას!
მაია, ნათელას შვილი (19 წლის): „ყველას, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ, ძალიან გთხოვთ, მხარში ამოგვიდგეთ ასეთ მძიმე ჟამს! გთხოვთ, ჩვენი დედიკო გადაარჩინეთ! ძალიან გთხოვთ, მისი გამოჯანმრთელებისთვის თითო ლარი მაინც რომ გაიღოთ! ოღონდ ჩვენს გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! დედა ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის ამქვეყნად! ახლა კი მისი სიცოცხლე სასწორზე დევს! ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო თანხის შეგროვება! ჩვენ სასწაულების გვჯერა. ვიცით, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს“.
ნათესავების, მეგობრებისა და სხვა კეთილი ადამიანების დახმარებით, რომლებმაც საჭირო თანხა შეაგროვეს, მოხერხდა ქიმიოთერაპიის პირველი კურსის ჩატარება. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს თანხა ამოიწურა. ახლა როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა?
ნათელას საბავშვო ბაღში აღმზრდელად 12 წელი აქვს ნამუშევარი. მისი მეუღლე მიკროავტობუსის მძღოლია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმედ შრომობენ, ცოლ–ქმარმა სიმდიდრე ვერ მოიხვეჭეს. ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის საფასურის დამოუკიდებლად გადახდის საშუალება არ გააჩნიათ.
ის, რაც ჯერ კიდევ გუშინ მარტივი იყო — წოლა, ჯდომა, გვერდზე გადაბრუნება, ნაბიჯის გადადგმა — დღეს უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს და არც გამოსდის ხანდახან.
ნათელას სუნთქვაც კი უჭირს. ფილტვებში და გულში სითხე უგროვდება, ექიმები კი ამოტუმბვას ვერ ასწრებენ, ახალგაზრდა ქალი რომ არ დაიხრჩოს.
ნათელა: „პარალიზებული მაქვს მარჯვენა ხელი, ძალა არ შემწევს, ავწიო. ფიზიოთერაპია არ მშველის“.
ბეჭის ტკივილით დაიწყო ეს ყველაფერი. რომელიც თავიდან სუსტი, შეუმჩნეველი იყო, დროთა განმავლობაში კი უფრო ძლიერი და ინტენსიური გახდა. ექიმები ნევრალგიას მკურნალობდნენ. მაგრამ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ნათელას მრტ კვლევა ჩაუტარდა. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევის დასკვნამ მთელი ოჯახი შოკში ჩააგდო.
მთელი ამ საშინელი პერიოდის განმავლობაში ნათელას გვერდით მისი ოჯახი არის — მეუღლე და სამი შვილი — უფროსი გოგონები სტუდენტები არიან, უმცროსი ქალიშვილი თამარი კი 11 წლისაა და მეექვსე კლასში სწავლობს. ამშვიდებენ, ეფერებიან, ტირიან მასთან ერთად, თან ამხნევებენ და უკეთესი მომავლის რწმენას ჰმატებენ. ნათელამ საკუთარ თავს პირობა მისცა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ფეხზე დადგეს. მას ხომ ძალიან უნდა, ნახოს, როგორ გაიზრდებიან მისი შვილები, როგორები იქნებიან მომავალში. საბავშვო ბაღში კი მოსწავლეები ელიან, რომლებსაც ძალიან ენატრებათ და კითხულობენ, როდის დაბრუნდება მათი საყვარელი მასწავლებელი.
ჩვენ კი, ფონდში, ძალიან გვინდა, რომ თრილერი, რომელშიც ნათელა ბოლო თვეების განმავლობაში ცხოვრობს, თანდათან ზღაპრად იქცეს, რომელსაც აუცილებლად ექნება ბედნიერი დასასრული. მაგრამ ამისთვის ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება!
ნათელა: „ღმერთს მადლობას ვწირავ, ასეთი შვილები რომ მყავს. მათ გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება! ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ მოღალატე დედად არ ვიქცე, რომელმაც შუა გზაზე მიატოვა ისინი. ღმერთმა ნუ ქნას! ადრე თავად ვეხმარებოდი შეჭირვებულ ადამიანებს. ახლა კი მე მჭირდება დახმარება! ყველამ მცირეოდენი თანხა რომ გაიღოს, ერთად სასწაულის მოხდენას შევძლებთ. თქვენი დიდი იმედი მაქვს“.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ნათელას სიცოცხლე ძალიან უნდა. ძალიან სჭირდება იმედის ნაპერწკალი. უნდა სჯეროდეს, რომ ის თავისი გასაჭირის პირისპირ მარტო არ არის დარჩენილი. სჭირდება გულისხმიერი ადამიანების თანადგომა, საშუალება იმისა, რომ თურქეთში ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდეს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, იცოცხლოს და კიბოსთან ბრძოლაში გაიმარჯვოს. გთხოვთ, დაეხმაროთ ნათელას, რომ სიცოცხლე გააგრძელოს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნიჩბისი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გაგაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: