ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმეა ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებში“ – ინფექციონისტი.

მაიმუნის ყვავილიშედარებით მძიმეა ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებში“ – ინფექციონისტი.

ინფექციონისტის მაია ბუცაშვილის თქმით, „მაიმუნის ყვავილიშედარებით მძიმეა ბავშვებში, ორსულებსა და იმუნოსუპრესიის მქონე ადამიანებში. როგორც მან განმარტა, დაავადების დაწყებას ახასიათებს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავისა და კუნთების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება. 1-დან 3 დღის შემდეგ ჩნდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის ხელისგულებსა და ტერფებზე. გამონაყარი თავდაპირველად კვანძოვანია, შემდეგ ბუშტუკოვანი ხდება მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი იფარება ფუფხით, რომელიც შემდგომ ცვივა.
გუშინ ჯანმო გამოაცხადა mpox (ადრე ცნობილი როგორც monkeypox) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საფრთხედ.
ამჟამადმაიმუნების ყვავილიაქტიურად ვრცელდება აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს მთელ აფრიკაში და კონტინენტის მიღმა, მაგრამ ჯერჯერობით, შემთხვევები კონცენტრირებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კდრ) და მეზობელ ქვეყნებში.
ანალოგიურად, 2022 წლის ივლისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადამაიმუნის ვირუსისაერთაშორისო საფრთხედ, რომელიც 2023 წლის მაისში მოიხსნა, როდესაც შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

მოკლე შეხსენება ამ ინფექციის შესახებ:

დაავადება შედარებით მძიმეა ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესიულ პირებში. სიმპტომები ჩუტყვავილას მსგავსია, მაგრამ უფრო მსუბუქია. თავდაპირველად მას ახასიათებს გრიპის მსგავსი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება. 1-დან 3 დღის შემდეგ ჩნდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახეზე და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე, მათ შორის ხელისგულებსა და ტერფებზე. გამონაყარი თავდაპირველად კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი იფარება ფუფხით, რომელიც შემდგომ ცვივა.
დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანიდან გადაცემა ხდება წვეთოვანი და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდი 6-13 დღეა (შეიძლება21 დღეს მიაღწიოს).
დიაგნოსტიკა ტარდება PCR მეთოდით. მატარებლები არიან მღრღნელები და პრიმატები.
ეს დაავადება პირველად მაიმუნებში 1958 წელს აღმოაჩინეს, აქედან მომდინარეობს სახელწოდება. 1970 წელს პირველად კონგოში დაფიქსირდა ადამიანის დაავადების შემთხვევა“, – წერს ბუცაშვილი სოციალურ ქსელში.