ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს ესაჭიროება პროექტის რუსულენოვანი მენეჯერი

Откликнуться
2 თვის წინ

ჩვენი შემოთავაზებები:

1.ყოველთვიური ანაზღაურება 2500$ + ბონუსი გონიერი ინიციატივისათვის და ანაზღაურებადი სტაჟირება 1000$ ყოველთვიურად.

2.სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ქ.კიევში, საცხოვრებლით და ტრანსფერის ხარჯით უზრუნველყოფასთან ერთად.

3.სტაჟირების შემდეგ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ, გსურთ დარჩეთ კიევში თუ დაბრუნდეთ თბილისში.

4.პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის პერსპექტივა.

5. თქვენ გმართებთ, მზად იყოთ გასამგზავრებლად სწავლის პერიოდში, რომელიც შესაძლოა ერთ წლამდე გაგრძელდეს. 

 ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს ესაჭიროება პროექტის რუსულენოვანი მენეჯერი 

კეთილ კაცს რა გამოლევს, ბევრს აქვს ჩვენი დახმარების სურვილი, მაგრამ ჩვენ საქმიანი ადამიანი გვჭირდება: მენეჯერი, რომელსაც აქვს ანალიზის უნარი და ხელფასთან ერთად შეუძლია ღირსეული ბონუსების გამომუშავება! ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობის გრძნობით და განსჯის უნარით დაჯილდოებულ პროექტის მენეჯერს, რომელიც მზადაა მუდმივი ზრდისა და სრულყოფისთვის, მაღალი ანაზღაურების და დაძაბული სამუშაო გრაფიკის პირობებში. 

მზად ვართ განვიხილოთ თქვენი კანდიდათურა, თუ თქვენ გაქვთ:

1.უმაღლესი განათლება.

2.ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

3.ასაკი 25 დან 40 წლამდე.

სქესს და გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიენიჭება.

თქვენგან ველოდებით:

1.პრობლემის ღრმა წვდომას და წერითი ფორმით ლოგიკურ დასაბუთებას იმისა, თუ რატომ იღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

2.განსჯასა და შემოთავაზებებს, მზადყოფნას გაიუმჯობესოთ საკუთარი თავი და თქვენი სამუშაო სისტემა.

3.საქმიანი მიმოწერის წარმოებას მაღალ დონეზე და დოკუმენტების შედგენას.

4.საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას.

5.მაღალი დონის მატერიალურ დაინტერესებას და ანალიტიკური აზროვნების უნარს.

6. არანორმირებული სამუშაო დღის გრაფიკისათვის მზადყოფნას.

ჩვენ მზად ვართ შეკითხვებისთვის და ვაფასებთ გონიერ ადამიანებს - მოდით, ერთად ჩავრთოთ მთელი საქართველო ქველმოქმედებაში.