ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლ. ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი, თბილისი

ლ. ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მენეჯერი, თბილისი

ანაზღაურება: 3000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

გამოსაცდელი ვადა: ერთ თვემდე.

ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

მოთხოვნები:

1. უმაღლესი განათლება;

2. საჭირო მასალებისა და დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება (გეგმები, მოხსენებები, მემორანდუმები, კომერციული წინადადებები, საპრეზენტაციო მასალები);

3. კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან წარმატებული მოლაპარაკების წარმართვის გამოცდილება; სხვადასხვა რესურსის, მომსახურებისა და საქონლის მოზიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;

4. ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (წერითი და ზეპირი);

5. მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილება (კომუნიკაციების, გაყიდვების, მარკეტინგის, პიარისა და CRM რეკლამის სფეროში) ჩაითვლება უპირატესობად;

6. ანალიტიკური აზროვნების უნარი;

7. რეკომენდაციები ბოლო სამუშაო ადგილიდან;

8. საკუთარი ავტომობილი;

9. მენეჯმენტის შესწავლისა და ფულის გამომუშავების სურვილი!

შენიშვნა: განმცხადებლებისგან არ გვაინტერესებს სიტყვები მათი სიკეთისა და თანაგრძნობის შესახებ. აღნიშნული თვისებები ყველა ღირსეულ ადამიანს აქვს, ამიტომ ძალიან გთხოვთ, თქვენი ხასიათის ამ თვისებების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავეთ! ჩვენ გვჭირდება „მკაცრი“, საქმიანი ადამიანი / მენეჯერი, რომელიც მზად არის კრიტიკისთვის და რომელსაც ფულის გამომუშავების მაღალი მოტივაცია აქვს!

სამუშაო პირობები

1. ოფიციალური დასაქმება, ქ. თბილისი

2. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე.

3. ანაზღაურება: 3000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, გადახდის დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

გამოსაცდელი ვადა: ერთ თვემდე.

ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 1000 დოლარის ეკვივალენტს ლარში, გადახდის დღეს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

დასაქმების პროცედურა:

აუცილებლად შეავსეთ დამსაქმებლის სატესტო დავალება https://docs.google.com/document/d/1cWkkRWok3CJKZXGKIcEEHjPZhquXJ_tC/edit  და გამოგზავნეთ ქვემოთ, საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.