ბენეფიციართა საჭიროებანი - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბენეფიციართა საჭიროებანი


ძვირფასო მეგობრებო! ფონდის თანამშრომლები ყოველდღიურად იმდენ ტანჯვისა და ტკივილის ვუყურებთ, რომ გული და სული უზომოდ გვტკივა.

130040 უფლის სიყვარულით აღსავსე ქართველი, უმეტესწილად უბრალო ადამიანები, ვინც იზიარებს ჩვენს გულის ტკივილს და გაჭირვებულებს ფინანსურად ეხმარება.

მეგობრებო, ქედს ვიხრით თქვენს წინაშე!

გარდა ფინანსური დახმარებისა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ისეთი ელემენტარული ნივთები, რომელიც ჩვენთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მათ კი - გადაარჩენს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ნივთების სიას, რომელსაც გაჭირვებული ადამიანები ღვთის საჩუქარს უწოდებენ!

სათამაშოები, ავეჯი და თეთრეულიც კი, თუნდაც მეორადი, მაგრამ აუცილებლად სუფთა და კარგ მდგომარეობაში. გთხოვთ გამოიჩინოთ დიდსულოვნება, ისეთი, როგორიც ნამდვილ ქართველებს შეეფერება, რათა უფალმა სიკეთე სათანადოდ დაგიფასოთ. გახსოვთ, რა წერია წმინდა წერილში? „ გაჭირვებულს ხელს რომ გაუწვდი შენ მე მეხმარები, და არა მას!“ უფლისგან დალოცვილები იყავით მუდამ!

კეთილი საქმის კეთებამ მეტი სიამოვნება რომ მოგანიჭოთ, გირჩევთ ჩვენს ვებგვერდზე აირჩიოთ ნებისმიერი ოჯახი და თქვათ ვის გინდათ რომ გადასცეთ ესა თუ ის ნივთი. ან ჩვენ მოგვანდეთ ეს საქმე. ანგარიშს გაწეული დახმარების შესახებ მაშინვე ჩაგაბარებთ სამადლობლო წერილისა და ფოტოების სახით.


დააწკაპუნე ნივთს, რომლის გაჩუქებაც გსურს, მეგობარო!
პროდუქცია
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
საბავშვო
სახლისთვის
გსურთ გააჩუქოთ შერჩეული ნივთები, ან გაიღოთ შემოწირულობა მათ შესაძენად?