ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტანისამოსით დახმარება

ძველ ტანსაცმელს, რომელიც თქვენ არ გჭირდებათ, შეიძლება ახალი სიცოცხლე შეიძინოს და ადამიანი გადაარჩინოს! 
სახლში, ალბათ, გექნებათ  ტანსაცმელი, რომლითაც დიდი ხანია არ სარგებლობთ. მას გადაგდებისთვის ვერ იმეტებთ, ხოლო შესანახი ადგილი უკვე არცა გაქვთ… ასე რომ, გააკეთეთ კეთილი საქმე და გადმოგვეცით ეს ტანსაცმელი. მას ჩვენ მას დავურიგებთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მზრუნველობას მოკლებულ  ბავშვებს, მარტოხელა პენსიონერებს, დევნილებს და ბავშვებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან.
ჩვენი “ტანსაცმლის საწყობი”  გულისხმიერი ადამიანების მიერ სიტემატურად მარაგდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა მსურველი დააკმაყოფილოს!
როგორი სახის ტანსაცმელი მიიღება ქველმოქმედების მიზნით? 
ჩვენ ვღებულობთ სუფთა და გამოყენებისთვის ვარგისიან ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, საწოლის თეთრეულს, სათამაშოებს, საყოფაცხოვრებო ქიმიას და ტექნიკას გამართულ მდგომარეობაში. 
თხოვნაა, აუცილებლად გარეცხეთ ტანსაცმელი სანამ გაიღებთ მას ქველმოქმედებისთვის!  
ტანსაცმელს  ჩვენ ვახარისხებთ საწყობში და გავცემთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს მათი მოთხოვნების შესაბამისად. 
თუ თქვენს სანაცნობო წრეში არიან ისეთები, ვისაც ესაჭიროება ტანსაცმელი, უამბეთ ჩვენს შესახებ. 
ჩვენ ქედს ვიხრით იმათ წინაშე, ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს იდეას და შემოგვიერთდა. თქვენი დახმარება  –ფასდაუდებელია!  
ტანსაცმელი შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენი ფონდის ოფისში შემდეგ მისამართზე: თბილისი, კრწანისი, გორგასლის მე–2 შესახვევი, ს. 25. 
დარწმუნებული იყავით იმაში, რომ თქვენს ძველ ტანსაცმელს, რომელიც კარადაში იმტვერება, შეუძლია შეჭირვებული ადამიანი გაათბოს და არა მხოლოდ ერთი წელი!