ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

აქ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, ვის ვეხმარებით და როგორ შეგიძლიათ მოგვმართოთ დახმარებისთვის

2012 წლის აპრილიდან ჩვენ ვეხმარებით საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

  • მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
  • ბავშვებს, რომლებიც მშობლების ზრუნვას არიან მოკლებულნი.
  • საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს.
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს.
  • სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.
„სამისამართო დახმარების“ პროექტი

ჩვენი ფონდი დახმარებას უწევს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მოხუცებს, მძიმე სენით დაავადებულ ადამიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ადამიანებს, რომლებიც გადარჩენის ზღვარზე იმყოფებიან: უჭირთ, არ აქვთ საშუალება შეიძინონ მედიკამენტები, ტანისამოსი, ელემენტალური საყოფაცხოვრებო ნივთები, შიმშილობენ. ოჯახებისთვის, რომლებიც ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩებიან, ჩვენ ვიძენთ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, თეთრეულს (ბალიშებს, საბნებს), ავეჯს და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

თუ თქვენს ან თქვენთვის ნაცნობ ოჯახს ესაჭიროება დახმარება, მოგვწერეთ office-fsp@fsp.ge!

გთხოვთ წერილს დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ქსეროასლი.
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საერთო ბაზიდან.
  • წერილი პრობლემის აღწერით და ფოტოსურათები ( არსებობის შემთხვევაში)
help image
პროექტი „მცირე საოჯახო ტიპის სახლები“

თბილისსა და ქობულეთში გახსნილი გვაქვს 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომლებშიც 30 ბავშვი პრობლემური ოჯახიდან იზრდება კომფორტულ პირობებში, ისინი ყველაფერს იღებენ რაც საჭიროა მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის: ოთხჯერადი კვება, ხარისხიანი განათლება, ახალი ტანისამოსი, ფეხსაცმელი და მრავალი სხვა.

help image
პროექტი „შინ მოვლა“

თბილისში ჩვენი ფონდი ზრუნავს 500 მარტოხელა, მძიმე სენით დაავადებულ მოხუცზე. ეს ადამიანები საწოლს არიან მიჯაჭვულნი, ისინი სრულიად უმწეო და უძლურები არიან.

ყველასგან დავიწყებულ მოხუცებს ტანჯვა რომ შევუმსუბუქოთ, ჩვენი ფონდის 30 ექიმი, ექთანი და სოციალური მუშაკი კვირაში 7 დღე, სრულიად უფასოდ მათ სასიცოცხლოდ აუცილებელ დახმარებას უწევს: მიაქვთ მათთვის საკვები, აჭმევენ, უტარებენ საჭირო სამედიცინო და ჰიგიენურ პროცედურებს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები ამ მარტოხელა ადამიანებისთვის ძალიან ახლობლები ხდებიან.

help image
პროექტი „დღის ცენტრი“

ჩვენს დღის ცენტრში, საქართველოს ნებისმიერ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება სრულიად უფასოდ:

  • ცხელი შხაპი.
  • ექიმის კონსულტაცია.
  • სტილისტის მომსახურება.
  • გაატაროს თავისუფალი დრო მყუდრო კინოდარბაზში.
  • იმუშაოს კომპიუტერთან , ინტერნეტის თავისუფალი წვდომით.
  • წაიკითხოს საინტერესო წიგნი ბიბლიოთეკაში, ან ითამაშოს ნარდი და ჭადრაკი.

ჩვენი ფონდის პატარა სტუმრებისთვის კი ყოველთვის მოიძებნება ადგილი საბავშვო კუთხეში, სადაც ბავშვებს რბილი სათამაშოები და სამაგიდო თამაშები ელით.

იმისთვის რომ ჩვენს დღის ცენტრს ეწვიოთ, პირველი ვიზიტის დროს თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა და ამონაწერი რეესტრიდან სოციალურ სტატუსზე.

დღის ცენტრი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, გორგასლის მე-3 შესახვევი N25. გელოდებით ყოველ დღე 09.00 – 18.00 საათამდე.

help image
პროექტი „სასადილო“

ფონდის უფასო სასადილოები ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. ნებისმიერ სოციალურად დაუცველ მოქალაქეს აქვს საშუალება ყოველდღიურად უფასოდ მიირთვას გემრიელი და ნოყიერი სადილი. ყოველდღიურად მენიუშია: ცხელი წვნიანი, ხორცის კერძი გარნირით, ბოსტნეულის სალათი, ჩაი, ხილის კომპოტი და დესერტი.

იმისთვის რომ ჩვენს დღის ცენტრს ეწვიოთ, პირველი ვიზიტის დროს თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა და ამონაწერი რეესტრიდან სოციალურ სტატუსზე.

სასადილო მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი , გორგასლის მე-3 შესახვევი N25. გელოდებით ყოველ დღე 12.00 – 16.00 საათამდე.

ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N10, 13.00-15.00

help image
როგორ მოგვმართოთ დახმარებაზე

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ესაჭიროება დახმარება და არ იცით რა მოიმოქმედოთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას, როგორ გაუწოდოთ დახმარების ხელი. სპეცილისტების რჩევა და მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანების გამოცდილება დაგეხმარებათ დაძლიოთ პრობლემები და მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ დაეხმაროთ ახლობლებს ან საკუთარ თავს.

Советы специалистов и опыт тех, кто оказался в подобной ситуации, помогут разобраться в собственных чувствах, принять правильные решения и, если нужно, стать опорой и оказывать помощь близким.

  • მოგვწერეთ წერილი (office-fsp@fsp.ge)
  • ოგვმართეთ ფეისბუქზე: facebook.com/ChernovetskyiFund
  • მობრძანდით ჩვენთან ოფისში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის მე-3 შესახვევი №25. ტელ: 577 92 40 45, 322-19-33-21.