რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ექსპრეს-დიაგნოსტიკა, თუ დღესასწაულების შემდეგ…
როგორც „პირველადი დახმარების“ საშუალება შეგიძლიათ ფერმენტული პრეპარატები და სორბენტები გამოიყენოთ (ბუნებრივია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ). აი, რის გაკეთება შეგიძლიათ შემდგომ, დღესასწაულების შემდეგ კუჭის „გასუფთავების“ მიზნით.
1. თუ ახალი წლის შემდეგ, კუჭის ტკივილი გაწუხებთ, უკიდურესობებს მოერიდეთ
არ ღირს მეორე დღესვე დიეტურ კვებაზე გადასვლა: კვებაში ასეთი „ზიგზაგები“, როდესაც ჯერ ჭარბად იკვებებით, მერე კი შიმშილობთ, ძალიან საშიშია. უმჯობესია, ცოტა ხნით დანაწევრებულ კვებაზე გადასვლა – მიირთვით ხშირად, 4-5-ჯერ დღეში, მაგრამ მცირე ულუფებით და ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.
2. თუ დღესასწაულების შემდეგ ორგანიზმის აღდგენა გსურთ, მინიმალური ოდენობით უნდა მიირთვათ სხვადასხვა სასუსნავი
ტკბილეული, ცხიმიანი, მარილიანი, შებოლილი – ეს ყველაფერი მძიმე საკვებია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. დღესასწაულების შემდეგ, კუჭის „გაწმენდის“ მიზნით, კვება ძირითადად უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისა და მარცვლეულის კერძებისგან, მჭლე ხორცისგან (უმჯობესია მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული, ღუმელში მომზადებული კატლეტებიც შესანიშნავი ვარიანტია).
3. დღესასწაულების შემდეგ კუჭის გაწმენდას საკვების მშვიდად და აუჩქარებლად მიღება შეუწყობს ხელს
ახალი წლის პირველი დღეები კარგი დროა იმისთვის, რომ საკვების მიღება შეანელოთ. აჩქარების გარეშე ჭამის ჩვევა ჩამოაყალიბეთ, კარგად დაღეჭეთ საკვები (მყარი საკვების ლუკმა – 30-40-ჯერ!) საჭმელი პატარა ლუკმებად დაჭერით და რაც შეიძლება მეტი შესვენება გააკეთეთ – რამდენი ხანია, საყვარელ ადამიანებთან ასე მშვიდად და აუღელვებლად არ გისაუბრიათ!
4. დღესასწაულების შემდგომი დიეტა დუღილის შედეგად წარმოებულ პროდუქტებს არ უნა შეიცავდეს
ექიმები გვირჩევენ, თუ ალერგია ან უკუჩვენება არ გვაქვს, ერთი ჩაის კოვზი თაფლით, სხვა სასმელებისა ან საკვების მიყოლების გარეშე დავიწყოთ და დავასრულოთ დღე. თაფლს გააჩნია მსუბუქი ბაქტერიციდული თვისებები, რაც ხელს უშლის ნაწლავებში დუღილის პროცესებს.
5. თუ ახალი წლის შემდეგ, კუჭის აღდგენა გსურთ, გახსოვდეთ: ხილს – ერთი საათი ეთმობა
დიეტოლოგები არ გვირჩევენ ხილი მივირთვათ როგორც დესერტი, ძირითადი კერძის მიღების შემდეგ. უმჯობესია მივირთვათ ჭამამდე 40–50 წუთით ადრე ან 1,5 საათის შემდეგ. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, კუჭ-ნაწლავი ძალიან მგრძნობიარეა. თუ ამ წესს უგულებელყოფთ, გარანტირებულია შებერილობა.
6. დღესასწაულების შემდეგ კუჭის გაწმენდა გულისხმობს მეტ მოძრაობას
სეირნობა, ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე თამაში, თხილამურებით სრიალი, ციგურები, ცეკვა – ეს ყველაფერი არა მხოლოდ განწყობას ამაღლებს, არამედ საჭმლის მონელებასაც უწყობს ხელს (აგრეთვე მუდმივი ღეჭვიდან ყურადღების გადატანაშიც გვეხმარება). ეს, დღესასწაულების შემდეგ, სახლის პირობებში კუჭის „გაწმენდის“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ნამდვილად!
7. დღესასწაულების შემდეგ კუჭის გაწმენდა ძილის დროის გაზრდასაც ნიშნავს
სულაც არ არის აუცილებელი მთელი დღის განმავლობაში გართობა: არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ ღამის ძილი უწყობს ხელს ცხიმების დაშლას და საკვების სრულ მონელებას. მთელი წლის განმავლობაში, კიდევ როდის მოგეცემათ კარგად გამოძინების შესაძლებლობა, თუ არა ამ უქმე დღეებში?
8. დღესასწაულების შემდგომი დიეტა გულისხმობს ალკოჰოლის მინიმალურ მოხმარებას
როგორც წესი, ჭარბი ცხიმის არანაკლებ ნახევრისა, რომელიც ფაქტობრივად „მოგვყვება“ საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, არის ალკოჰოლური სასმელების მიღების „ბრალი“. ალკოჰოლი ზრდის მადას, ჩვენს თვითკრიტიკულობას აქვეითებს – და თავისთავად ძალიან მაღალკალორიულია. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ფერმენტების მუშაობას. ასე რომ, ახალი წლის ღამეს რომ დავლევთ, საკმარისია. იმისთვის, რომ დღესასწაულების შემდეგ კუჭ-ნაწლავი სწრაფად „გაიწმინდოს“, უმჯობესია არდადეგების დროს ალკოჰოლს თავი ავარიდოთ.