რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ვიტამინების როლის შესახებ ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა, აქ მოსაზრებები იყოფა: ზოგი ამბობს, რომ D ვიტამინი ჩვენი ჯანმრთელობისთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანია, ზოგი კი ამტკიცებს, რომ მის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება. მოდით, გავეცნოთ რიგითი ადამიანების მოსაზრებებს და ზოგიერთი სტერეოტიპული მითი გავაქარწყლოთ.
ვიტამინი D მზის სხივების გავლენით წარმოიქმნება კანში.
სინამდვილეში, D ჯგუფში 6 ტიპია და მათგან, მხოლოდ ხუთი წარმოიქმნება ჩვენს კანში ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედების დროს. თუმცა, D2 განსაკუთრებული ნაერთია, რომელსაც მხოლოდ გარედან, ანუ საკვები პროდუქტებიდან ვიღებთ. ამ ვიტამინს შეიცავს საქონლის ღვიძლი, თევზი, სოკო, კვერცხი და რძის პროდუქტები. რაციონიდან თუ ამოვიღებთ მათ, ამან შეიძლება D2 ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს.
დღიური დოზის მიღება საკვების მეშვეობით არის შესაძლებელი.
D ვიტამინის დღიური რაოდენობის მისაღებად, საკმარისია 500 გრ კარაქი, 1 კგ წითელი ხიზილალა, 500 გრ ყველი, 20 კვერცხი ან 1 კგ ვირთევზა მივირთვათ. ცოტას თუ შეუძლია ამ რაოდენობის ერთფეროვანი საკვების მიღება ერთ დღეში. ოპტიმალური ვარიანტი, ვიტამინებით მდიდარი დიეტა და მზის ყოველდღიური ზემოქმედების ერთობლიობა არის.
D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება მხოლოდ რაქიტის მიზეზი გახდეს.
ახალგაზრდა დედების უმეტესობა რაქიტის შესახებ იგებს პედიატრთან ვიზიტის დროს. ამ ვიტამინის რეცეპტორები სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებში გვხვდება. მისმა ნაკლებობამ შეიძლება ოსტეოპოროზი, დიაბეტი, სიმსუქნე, უნაყოფობა და აუტოიმუნური დაავადებები გამოიწვიოს. ეს ნივთიერება მრავალ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს, რომელთაგან ერთ-ერთია კალციუმის და ფოსფორის ცვლა.
ბავშვის თავის უკანა ნაწილის სიმელოტე რაქიტის ნიშანია.
ნებისმიერი პედიატრი გეტყვით, რომ ეს ყოველთვის არ არის ასე. ჩვილების უმეტესობა გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს 2 თვის ასაკის შემდეგ იჩენს. მაგრამ, ვინაიდან, ისინი იძულებულნი არიან მუდმივად ზურგზე იწვნენ, თავის ტრიალმა შეიძლება თხელი, ნაზი თმის დაზიანება გამოიწვიოს.
D ვიტამინის დეფიციტი მხოლოდ ჩვილებისთვის არის საშიში.
სიცოცხლის პირველ წლებში ბავშვები სწრაფად იზრდებიან, მათ კალციუმი, ფოსფორი და ვიტამინი D სჭირდებათ. შემდგომში, ამ ნივთიერების საჭიროება 1,5-ჯერ იზრდება. 18 წლამდე ასაკის ბავშვებს 600 ს.ე. ვიტამინი სჭირდებათ დღეში. ამდენივე უნდა მიიღონ ორსულებმა. მენოპაუზის დროს, ქალებს D ვიტამინის გაზრდილი რაოდენობა სჭირდებათ, ხოლო 70 წლის შემდეგ, ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკის გამო, დოზა 800 სე-მდე უნდა გაიზარდოს.
ძუძუთი კვება D ვიტამინის დეფიციტისგან დაცვას უზრუნველყოფს.
სინამდვილეში, ყველაფერი დამოკიდებულია დედის კვებასა და მისი რძის შემადგენლობაზე. თუ მას ჰიპოვიტამინოზი აწუხებს, ის ბავშვს საჭირო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ვერ უზრუნველჰყოფს. მაგრამ, თანამედროვე ბავშვთა კვება შეიცავს ყველაფერს, რაც ჩვილს სჭირდება.
მზისგან დამცავი საშუალებები D ვიტამინის სინთეზზე გავლენას არ ახდენს.
მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს თქვენს კანს, ამცირებს კანის კიბოს გაჩენის რისკს. თუმცა, იმ ადგილებზე, სადაც ასეთი კრემი გამოიყენება, შესაძლოა, D ვიტამინის წარმოქმნა 99%-ით შემცირდეს. ამ საშუალებების გამოყენებისას, ეს უნდა გავითვალისწინოთ.