რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ავსტრალიელი მკვლევრების აზრით, ეს არის ფორთოხალი.
ადამიანები, რომლებიც დღეში ერთ ფორთოხალს მაინც მიირთმევენ, ნაკლებად განიცდიან მხედველობის პრობლემებს, ვიდრე ისინი, ვინც ამ ხილს არ სწყალობს. ამის შესახებ განაცხადეს სიდნეის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ავსტრალიელმა სპეციალისტებმა.
15 წლის განმავლობაში სიდნეის მაცხოვრებლების კვების რაციონისა და მხედველობის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საკვებად ფორთოხლის ყოველდღიურად გამოყენება დაახლოებით 60 პროცენტით ამცირებს ბადურის გადაგვარების ალბათობას. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ფორთოხლისა და ზოგადად ციტრუსების სარგებლობა მხედველობისთვის შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას მათში ფლავონოიდების მაღალი შემცველობით — ეს ორგანული ნაერთები მრავალი სახით არის სასარგებლო ადამიანისთვის და, მათ შორის, იცავს თვალის ბადურას. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ციტრუსის ხილის რბილობზე მეტად ფლავონოიდებს შეიცავს მათი ცედრა, რომელსაც ზოგჯერ იყენებენ კულინარიაში (მაგალითად, დესერტებისა და სოუსებისთვის არომატის მისაცემად).
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ფორთოხლის სარგებლობა მხოლოდ ფლავონოიდებით არ არის განპირობებული — მათით მდიდარ სხვა საკვებს, როგორიცაა მწვანე ჩაი, ღვინო ან ვაშლი, თითქმის ორჯერ ნაკლები ეფექტი ჰქონდა თვალის ბადურაზე.
კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში American Journal of Clinical Nutrition.